ევროპის საბჭოს მიზანია მიაღწიოს უფრო დიდ ერთობას მის წევრებს შორის იმ იდეალებისა და მიზნების დაცვისა და განხორციელების მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას და ხელს უწყობენ მათ ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს.
b.
ეს მიზანი უნდა იქნეს მიღწეული საბჭოს ორგანოების მიერ საერთო საკითხების განხილვით, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამეცნიერო, სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საკითხებზე შეთანხმებით და საერთო ზომების მიღებით, და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შენარჩუნებითა და შემდგომი განხორციელებით.
c.
ევროპის საბჭოს წევრობამ არ უნდა შეუშალოს ხელი მის წევრთა თანამშრომლობას გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ან კავშირების საქმიანობაში, რომელთა წევრებიც ისინი არიან.
d.
ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხები არ ექვემდებარება ევროპის საბჭოს კომპეტენციას.