თავი VI — მოწმე და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები
1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.
2. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს.
3. სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები.
4. წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან.
5. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
თავი VII
დაზარალებუ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 55. სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae) 1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. 2. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს. 3. სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები. 4. წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან. 5. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მხარეთაის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 თავი VII. დაზარალებული
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
…სამსახურისაც უნდა დაკისრებოდა სოლიდარულად მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში (2007-2008 წლებში) მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა პროკურატურა, იდენტურად იყო…
საქმე №ბს-1188(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
…მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უკანონო პატიმრობის და უკანონო ბრალდების გამო პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა პროკურატურა. შესაბამისად, დამდგარი ზიანი…
საქმე №ბს-348(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
…განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, თუმცა ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურატურა. შესაბამისად, დამდგარი ზიანი…
საქმე №ბს-104-98(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2008
…სუბიექტური ფარგლები ასევე დაცულია იმისდა მიუხედავად, რომ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოს სახით არ მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმეში როგორც დაზარალებული. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო წარმოდგენილი იყო, რამდენადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. ამასთან, საქმეზე დართული სისხლის…
…სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა საქმე. შპს «ი-ის» მუშაკების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა გარდაბნის რ-ნის პროკურატურის 13.11.2000წ. დადგენილებით, რომელიც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში იმყოფება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55.4 მუხლის შესაბამისად, პროკურორის დადგენილების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანამდებობის პირების,…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 55, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-55/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია