განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
020100119003220670
დავის ტიპი
19 - 177 3 ა
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0---------------------------

განაჩენი

საქართველოს სახელით

07.1-.2--- წელი ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

ბრალდების მხარე - პროკურორი თ--------------

დაცვის მხარე

ბრალდებული - გ------------------------------, დაბ. 14.1-.1--- წ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული ო------------------------------------------------------------------------

ადვოკატი ზ------------–---

ბრალდებული - გ--–-----------------------------, დაბ. 1-.05.1--- წ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული ო-----------------------------------------------------------------------

ადვოკატი ზ------------–---

ბრალდებული - გ--------------------------------, დაბ. 18.0-.1--- წ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული ო-----------------------------------------------------------------------

ადვოკატი ზ------------–---

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთი ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

საპროცესო შეთანხმების არსი:

გ--------------------–------------------------------------- ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობია, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია

გ--------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2--- წლის 4--------------, საღამოს საათებში, ზ----------------------------–-------–------------- ქუჩაზე მდებარე ყ------–----------------- ტერიტორიაზე, გ-------------------–----------------------------- წინასწარი შეთანხმებით, მათთან ერთად შევიდა ზ----------------------------–-------–------------- ქუჩაზე მდებარე ყ------–----------------- ტერიტორიაზე, საიდანაც ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ 3,89 მეტრისა და 4,04 მეტრი სიგრძის 2 ცალ მილსა და 4 მეტრის, 3,56 მეტრის, 3,79 მეტრისა და 3,93 მეტრის სიგრძის 4 ცალ კუთხოვანას რითაც სახელმწიფოს შესაძლოა მისდგომოდა 381,61 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

გ--–-------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2--- წლის 4--------------, საღამოს საათებში, ზ----------------------------–-------–------------- ქუჩაზე მდებარე ყ------–----------------- ტერიტორიაზე, გ--–-------------- გ---------------თან და გ--------------------- წინასწარი შეთანხმებით, მათთან ერთად შევიდა ზ----------------------------–-------–------------- ქუჩაზე მდებარე ყ------–----------------- ტერიტორიაზე, საიდანაც ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ 3,89 მეტრისა და 4,04 მეტრი სიგრძის 2 ცალ მილსა და 4 მეტრის, 3,56 მეტრის, 3,79 მეტრისა და 3,93 მეტრის სიგრძის 4 ცალ კუთხოვანას რითაც სახელმწიფოს შესაძლოა მისდგომოდა 381,61 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

გ------------------ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2--- წლის 4--------------, საღამოს საათებში, ზ----------------------------–-------–------------- ქუჩაზე მდებარე ყ------–----------------- ტერიტორიაზე, გ----------------- გ---------------თან და გ--–------------------ნ წინასწარი შეთანხმებით, მათთან ერთად შევიდა ზ----------------------------–-------–------------- ქუჩაზე მდებარე ყ------–----------------- ტერიტორიაზე, საიდანაც ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ 3,89 მეტრისა და 4,04 მეტრი სიგრძის 2 ცალ მილსა და 4 მეტრის, 3,56 მეტრის, 3,79 მეტრისა და 3,93 მეტრის სიგრძის 4 ცალ კუთხოვანას რითაც სახელმწიფოს შესაძლოა მისდგომოდა 381,61 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად:

გ-------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

გ--–------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

გ---------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების ს----------------–---–--------------–--------------------–---------------------------------------------------–-----–----------------------------------------------–-------------- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, დაკავების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან .

სასამართლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

მოსამართლის მიერ ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-1-- ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ასევე სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები, ბრალდება დასაბუთებულია და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადაგენილი პრაქტიკის მიხედვით ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 24.04.2014, No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.1-.0-; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 1-949/0- and 36742/0-, ECHR 6.07.1-; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 1-249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 181-4/02, ECHR 2006-XII.) ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობის მიხედვით იმისათვის, რომ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს აუცილებელია აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით. ამავე დროს ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულის დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

სამართლებრივი შეფასება:

გ--------------მ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით - წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

გ--–-------------მ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით - წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

გ------------- მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით - წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 255-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება.

 

2. გ-------------- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადებიდან.

 

სასჯელის ვადაში ჩაითვალოს დაკავების პერიოდი 04.1--2--- წ-დან 07.1-.2--- წ ჩათვლით და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

3. გ--–------------- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრეა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადებიდან.

 

სასჯელის ვადაში ჩაითვალოს დაკავების პერიოდი 04.1--2--- წ-დან 07.1-.2--- წ ჩათვლით და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

4. გ---------------- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადებიდან.

 

სასჯელის ვადაში ჩაითვალოს დაკავების პერიოდი 04.1--2--- წ-დან 07.1-.2--- წ ჩათვლით და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

5.პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულების ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-1-- ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სსსკ-ის XXI-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

7. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა