განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
010100116001208344
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001208344

საქმე №1/ბ-115-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2017 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მაკა გორგოძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის _ ზ------ კ---–--–--ის,ადვოკატის - ო----- რ-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-------- ქ----- კ-----------ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 14 აპრილს, თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, საშუალო განათლებით, მცხოვრები: თ---------ს რესპუბლიკა, ქ. ტრაბზონი, ს-----------–-- დასახლება №31

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

დ-------- ქ----- კ-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ-------- ქ----- კ-----------მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ”ჰეროინს”, წონით 0,0085 გრამს, რაც 2015 წლის 23 ნოემბერს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით:

 

დ-------- ქ----- კ-----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დ-------- ქ----- კ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ, რომელიც ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი და დ-------- ქ----- კ-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდებულის ჩვენება, რადგანაც მასში ასახული ინფორმაცია არ დასტურდება სასამართლოში წარდგენილი რომელიმე მტკიცებულებებით. ამასთან არ უნდა იქნეს გაზიარებული ადვოკატის მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, რადგანაც ჩანაწერში ვერ ხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც ასახულნი არიან ვიდეოჩანაწერში. დაცვის მხარის მიერ არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. მ------ დ-------ის და ი----- ბ-----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ დაკავება განახორციელეს მხოლოდ მათ და აღნიშნულში ს----- გ--------ეს მონაწილეობა არ მიუღია. მითითებული გარემოება დასტურდება ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითაც, სადაც დამკავებელ პირებად მხოლოდ მ------ დ-------ე და ი----- ბ-----ე არის მითითებული, ხოლო ს----- გ--------ეს ბრალდებულის დაკავებასთან რაიმე სახის შემხებლობა არ გააჩნია. როგორც მოწმეთა ჩვენებებითაა დადგენილი გ--------ე, ისევე როგორც სხვა პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა რაიმე სახის შემხებლობა ბრალდებულის დაკავებასთან და პირად ჩხრეკასთან არ ჰქონია. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად არის დადგენილი დ-------- კ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

გამართლებულ დ-------- კ----- კ-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ჯ--------ემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა დ-------- კ----- კ-----------ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმი რაიონული პროკურატურის პროკურორებს ზ------ კ---–--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ დ-------- კ----- კ-----------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ო----- რ-----ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დ-------- კ----- კ-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ------ დ-------ის განმარტებით, 2015 წლის 22 ნოემბერს მისმა თანამშრომელმა ს----- გ--------ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ დ-------- კ-----------ი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, გადაადგილდება ქუჩაში და თან აქვს ნარკოტიკული საშუალებები. დ-------ე და მისი მეწყვილე ი----- ბ-----ე სამსახურებრივი ავტომანქანა "პიკაპით" გავიდნენ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. დაახლოებით ღამის 3-4 საათზე, გ------- ბ--–------–ის ქუჩაზე, №77-ის თუ №79-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახეს ფეხით მიმავალი კ-----------ი. შეაჩერეს, წარუდგინეს თავი, მალე პოლიციის სხვა ჯგუფებიც ავტომანქანებით მივიდნენ მითითებულ ადგილას, რამდენიმე წუთში მივიდა გამომძიებელი ბ---- მ---–--ე თარჯიმანთან ერთად, კ-----------ს განუმარტა უფლებები, შემდეგ ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც თავად დ-------ემ ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო სიგარეტ "როტმანსის" კოლოფი. გახსნისას მასში აღმოჩნდა ორი ღერი სიგარეტი და "ბრჭყვიალა" ქაღალდში შეხვეული "რაღაც" ფხვნილი. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაასურათეს ამოღებული ნივთები, დალუქეს სპეციალურ პაკეტებში, დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მ------ დ-------ემ ჩვენებაში კატეგორიულად გამორიცხა პოლიციის თანამშრომლის ს----- გ--------ის რაიმე სახის მონაწილეობა დ-------- კ-----------ის დაკავებაში, განმარტა, რომ ის იყო მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის მიმღები, კ-----------ის დაკავებისას საერთოდ არ ყოფილა მითითებულ ადგილას, მხოლოდ მან და ბ-----ემ დააკავეს ბრალდებული და ამ მომენტში პოლიციის სხვა თანამშრომელი მათთან არ იმყოფებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი----- ბ-----ემ, იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა და განმარტა, რომ ქუჩაში მიმავალი კ-----------ი მან და მ------ დ-------ემ შენიშნეს და შეაჩერეს. პირველი კონტაქტი დ-------ეს ჰქონდა კ-----------თან, როდესაც დაუძახა და სახელი ჰკითხა, ამის შემდეგი კი დარწმუნდნენ რა, რომ სწორედ ეს იყო ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პირი, დააკავეს ის და აცნობეს ხელმძღვანელობას. გამომძიებელი თარჯიმანთან ერთად და პოლიციის სხვა ჯგუფები მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ დაკავების ადგილას. პოლიციის თანამშრომელი ს----- გ--------ე კ-----------ის დაკავებისას არ ყოფილა მათთან ერთად, არანაირი მონაწილეობა მას ამ პროცესში არ მიუღია, მხოლოდ მოგვიანებით პოლიციის სხვა თანამშრომლების მოსვლის შემდეგ შენიშნა ის პერიმეტრზე, თუმცა არც ამ დროს მისულა ახლოს დაკავებულთან და არც საგამოძიებო მოქმედებაში მიუღია მონაწილეობა.

 

მოწმის სახით დაკითხულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ს----- გ--------ის, განმარტებით, 2015 წლის 23 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დ----- კ-----------ი ფეხით მოძრაობდა გ------- ბ--–------–ის ქუჩაზე და თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები. თავის მეწყვილე გ------- შ----–--ესთან ერთად მითითებულ ქუჩაზე პირველმა მან დაინახა კ-----------ი და დაუძახა - "დ-----ი შენ ხარო?", დასტურის მიღების შემდეგ კი ეს პირი შეაჩერეს გ--------ისგან დაახლოებით 10 მეტრით წინ მიმავალმა მ------ დ-------ემ და ი----- ბ-----ემ. დ-------ემ ხმამაღლა თქვა კიდეც - "ესაა დ-----ი, რომელიც შევაჩერეთო". ამის შემდეგ დაკავების ადგილას მივიდა გამომძიებელი და პოლიციის სხვა ჯგუფები. თვითონ გ--------ე დაკავებულს ახლოს არ მიჰკარებია, არც ქურთუკი გაუხდია, არც გაუჩხრეკია.

 

მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებლის ბ---- მ---–--ის განმარტებით, 2016 წლის 23 ნოემბერს, დილის ხუთი საათი იქნებოდა დაწყებული, როდესაც პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თ---------ს მოქალაქე დ-------- კ-----------ი იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, გადაადგილდებოდა ქუჩაში და თან ქონდა ნარკოტიკული საშუალებები. ამ ინფორმაციის საფუძველზე საქმეზე დაიწყო გამოძიება, ოპერატიული ჯგუფები ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გავიდნენ განყოფილებიდან. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელის რადიოსადგურით აცნობეს, რომ გ------- ბ--–------–ის ქუჩაზე დააკავეს ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პირი. ვინაიდან დაკავებული კ-----------ი იყო თურქი ეროვნების, გამომძიებელი დაუკავშირდა თურქული ენის მცოდნე თარჯიმანს ნ------- შ----ეს და მასთან ერთად მივიდა კ-----------ის დაკავების ადგილზე. ეს უკანასკნელი დაკავებული ყავდათ პოლიციის თანამშრომლებს - მ------ დ-------ეს და ი----- ბ-----ეს, გამოიძახა ექსპერტ-კრიმინალისტები, თარჯიმნის მეშვეობით კ-----------ს გააცნო უფლებები, აუხსნა დაკავების მიზეზი და აცნობა, რომ უნდა ჩატარებოდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკაზე კ-----------მა თანხმობა განაცხადა, რაც დაადასტურა ხელწერილით. თავად მ---–--ე ავსებდა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს, პირადი ჩხრეკა ჩაატარეს უშუალოდ დ-------ემ და ბ-----ემ. ერთ-ერთმა მათგანმა კ-----------ის ჯინსის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო სიგარეტის კოლოფი, რომელშიც აღმოჩნდა სიგარეტები, ასევე ვერცხლისფერ პრიალა ქაღალდში გახვეული მოვარდისფრო ფხვნილი. მოხდა ნივთების დასურათება, დალუქვა, რის შემდეგ დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში. რაც შეეხება ს----- გ--------ეს, მას არც დაუკავებია კ-----------ი და არც მონაწილეობა მიუღია პირად ჩხრეკაში.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ------- შ----ის განმარტებით, კარგად ფლობს თურქულ ენას, თუმცა ენის ცოდნის დამადასტურებელ შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს. გამოძიების ეტაპზე ხშირად უწევს დაკავებულ თურქულენოვან პირებს სათარჯიმნო მომსახურებას. 2015 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით დილის 4-5 საათზე, გამომძიებელმა ბ---- მ---–--ემ წაიყვანა დაკავებულ თურქ ბრალდებულთან. მივიდნენ გ------- ბ--–------–ის ქუჩაზე, სადაც დახვდათ პოლიციის ორი თანამშრომელი ფორმებში და დაკავებული პირი - კ-----------ი. ამ უკანასკნელს გადაუთარგმნა, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი ჩხრეკა. ერთ-ერთმა პოლიციელმა ჯინსის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო "ბრჭყვიალა ნაკეცი", რომელიც დასურათდა და დაილუქა ადგილზე. დაკავების ოქმი გამომძიებელმა დაასრულა განყოფილებაში, სადაც მოაწერეს ხელი და ასლი გადასცეს დაკავებულს. აქვს მხედველობის პრობლემა და სათვალის არქონის გამო, ოქმი თავად არ წაუკითხავს, არც სრულად უთარგმნია ბრალდებულისთვის, გამომძიებლის მითითებით მხოლოდ ის თარგმნა, რასაც ეს უკანასკნელი კარნახობდა, კერძოდ, კ-----------ს უთარგმნა რომ ამ ოქმში ეწერა თუ სად დააკავეს და რა აღმოუჩინეს პირადი ჩხრეკისას.

დ-------- ქ----- კ-----------ის განმარტებით, 2015 წლის 23 ნოემბრის ღამეს ფეხით მიდიოდა ქუჩაში. გ------- ბ--–------–ის ქუჩაზე "ი--–----მარკეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა "მახეში გააბეს", ჯერ დაუძახეს და საათი ჰკითხეს, ხოლო როდესაც მიხვდნენ, რომ თურქი იყო, გააჩერეს. ს----- გ--------ემ აჩვენა სამსახურებრივი მოწმობა და იქვე "მსუბუქად" გაჩხრიკა, ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ აღმოუჩინა. ამის შემდეგ ჩამოართვეს ყველა ნივთი, მათ შორის სიგარეტის კოლოფიც, შეუკრეს ხელები და ჩასვეს მანქანაში. დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, ნივთები უკან დაუბრუნეს, 15 წუთის შემდეგ კი პოლიციის სხვა თანამშრომლებიც მივიდნენ, გადაიყვანეს მანქანიდან, გ--------ემ სიგარეტის კოლოფის გახსნა მოსთხოვა, გახსნა და იქიდან გადმოვარდა რაღაც პაკეტი, რომელიც კატეგორიულად აცხადებს, რომ მისი არაა და ის გ--------ემ მოათავსა სიგარეტის კოლოფში, როდესაც პირადი ნივთები ჩამოართვა. მოგვიანებით მოიყვანეს თარჯიმანი, რომელმაც არ უთარგმნა ჩხრეკის ოქმი, თუმცა დააი-----, რომ არაფერი მოხდებოდა თუ ამ ოქმს ხელს მოაწერდა. შეშინებულმა და დაბნეულმა დაუჯერა მის მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქალბატონს და მოაწერა ხელი ოქმს, რომლის შინაარსი უცნობი იყო.

 

2015 წლის 23 ნოემბრით დათარიღებული, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების გამომძიებლის, ს----- გ--------ის მიერ შედგენილი №----------------- პატაკის თანახმად, მიღებული ოპერატიული ინფორმაციით თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქე დ-------- ხ-------ს ძე კ-----------ი, დაბადებული 1--------- წელს, არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, მოძრაობს ქ. ბათუმში, გ------- ბ--–------–ის ქუჩაზე და თან აქვს ნარკოტიკული საშუალება.

 

2015 წლის 23 ნოემბრით დათარიღებული, დ-------- ქ----- კ-----------ის ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ჯინსის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სიგარეტი ”როტმანსის” კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ღერი სიგარეტი და ქაღალდში გახვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი, რაც ადგილზევე დაილუქა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 23 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, კ-----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ”ჰეროინს”, წონით 0,0085 გრამს.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების 2015 წლის 23 ნოემბრის №------- დასკვნის თანახმად, დ-------- ქ----- კ-----------ს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ-------- კ-----------ის დაკავება მოხდა ქ. ბათუმში, გ------- ბ--–------–ის N77-ის წინ. მოპირდაპირე მხარეს, გ------- ბ--–------–ის N68-ში მდებარეობს შპს "ხ-----------------–-----", რაც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან. კ-–------ გარე ფასადზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, 2015 წლის 23 ნოემბერს 03:30:00 საათზე გ------- ბ--–------–ის ქუჩის მითითებულ მონაკვეთში ფეხით მიმავალ დ-------- კ-----------ს რაღაც დაუძახეს და მიაბრუნეს უკან, კ-----------ი ჟესტიკულაციით მიუთითებს, რომ არ აქვს საათი. ამის შემდეგ უკვე კადრში ჩნდება ჩაფსკვნილი მამაკაცი, რომელიც ესაუბრება კ-----------ს, ეს უკანასკნელი ჯიბეებს იჩხრიკავს და რაღაცას აძლევს ამ მამაკაცს. მათთან მანქანით მიდის კიდევ ერთი პირი და ისიც ერთვება საუბარში. 03:30:16 საათზე, ჩანს როგორ იხსნის მხრებზე მოსხმულ ჯინსის ქურთუკს კ-----------ი, ხელებს მაღლა წევს, შემდეგ ისევ ისხამს მხრებზე. შემდეგ ეს პირები გადიან კადრიდან, მოგვიანებით ჩანს მხოლოდ მანქანების გადაადგილება მითითებულ ტერიტორიაზე.

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

დადგენილია, რომ კ-----------ის დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელებმა სასამართლოს ვერ მიაწოდეს თანმიმდევრული და ფაქტების ერთნაირად აღმწერი ჩვენებები. მოწმე დ-------ე დ-------- კ-----------ის დაკავების ადგილას სრულიად გამორიცხავს ს----- გ--------ის ყოფნას, ი----- ბ-----ის ჩვენებით კი დგინდება, რომ კ-----------ი ბ-----ემ იცნო, მან დაუძახა და შეაჩერა, შემდეგ კი ორივემ ერთად დააკავეს. ბ-----ის განმარტებით, მან ს----- გ--------ე მხოლოდ მოგვიანებით შენიშნა სხვა პოლიციელებთან ერთად მოშორებით პერიმეტრზე. თავად გ--------ე კი ადასტურებს, რომ კ-----------ს დაკავებამდე უკან მიჰყვებოდა, დაუძახა და შეაჩერა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ მასთან დ-------ე და ბ-----ე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ თუკი კ-----------მა გ--------ის ხმა გაიგონა მობრუნდა და შეჩერდა, როგორ ვერ გაიგონეს დაძახება დ-------ემ და ბ-----ემ? რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ იქ გ--------ის ყოფნას. ანდა თუკი გ--------ე იქ არ ყოფილა და კ-----------ი ბ-----ემ და დ-------ემ დააკავეს, რატომ აცხადებს ჩვენებაში გ--------ე, რომ სწორედ მან დაუძახა დ-------- კ-----------ს როცა უკან მიჰყვებოდა 10 მეტრში.

პოლიციელთა ჩვენებებში ეს შეუსაბამობები თვალნათლივ ჩანს და შესაბამისად მათი ჩვენებების უპირობო გაზიარებისათვის მნიშვნელოვან წინაღობას ქმნის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნად მონაწილე პირის ნ------- შ----ის ჩვენებაზე. მან განმარტა, რომ დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი არ წაუკითხავს, რადგანაც სათვალე თან არ ჰქონდა, არ უთარგმნია დაკავებულისათვის სრულად, თუმცა მოუწოდა რომ ოქმზე ხელი მოეწერა. აღსანიშნავია ისიც, რომ შ----ე არასერტიფიცირებული თარჯიმანია და სრულიად შეუძლებელია იმის გარკვევა რამდენად ჯეროვნად შეუძლია განახორციელოს მან თარგმანი. ნ------- შ----ეს რომ სათვალე თან აქვს, ეს ფაქტი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტო ცხრილში.

საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით თარჯიმანი ვალდებულია ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი. ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმში და სხვა დოკუმენტში.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად სამართლიანი სასამართლოსა და სამართლიანი განხილვის უფლების ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თარჯიმნის მომსახურების მიღების აუცილებლობას.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ დ-------- ქ----- კ-----------მა დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო დ-------- ქ----- კ-----------ი უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

დ-------- ქ----- კ-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დ-------- ქ----- კ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი, დაუბრუნდეს მის შემტანს, მ------- ქ-------ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთმტკიცება - დ-------- ქ----- კ-----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთ ცალად დაფასოებული, ფოლგის ქაღალდში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით 0,1551 გრამი, რომელიც შეიცავს 0,0085 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ”ჰეროინს” და ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

გამართლებულ დ-------- ქ----- კ-----------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

მარინა სირაძე