განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
160100118002252478
ინსტანცია
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002252478

საქმე №1ბ/1274-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ-----–----------ს

მსჯავრდებულის: ფ--------------------ეს

ადვოკატების: ფ----------------–---–ის, ზ------------ას

თაჯიმნების: ზ---------------ას, ა---------–--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ფ--------------------ეს, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ფ----------------–---–ის, ზ------------ას და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის ე-–-------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №031041217001) ფ--------------------ეს მიმართ. ფ--------------------ე დაბადებულია 1977 წლის 24 ივნისს, აზერბაიჯანის მოქალაქე, (პასპორტის #----------), საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------------------------------------------–-------–----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ--------------------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ფ--------------------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით 6,07 გრამი და ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი“ (მარილი) საერთო წონით 0,4144 გრამი, რაც 2017 წლის 4 დეკემბერს ქ. მ--------––--------------------ე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით:

 

ფ--------------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ფ--------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 4 დეკემბრიდან.

 

ფ--------------------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ფ--------------------ეს მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ფ--------------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ფ----------------–---–მა და ზ------------ამ.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულ ფ--------------------ეს მიმართ დანიშნული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შემსუბუქება.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილემ ე-–-------------------მა და მოითხოვა ფ--------------------ეს მიმართ სასჯელის დამძიმება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ფ--------------------ეს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ფ--------------------ეს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, 2017 წლის 4 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის #2017/სქ-2356/ქრ დასკვნით, 2017 წლის 7 დეკემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7012116 დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ფ--------------------ეს მიერ იმ დანაშაულთა ჩადენას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფ--------------------ესთვის დანიშნული სასჯელი ,,ზედმეტად სასტიკია“. ფ--------------------ეს მიერ ჩადენილ დანაშაულთაგან უფრო მძიმე დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) სასჯელის სახით გათვალისიწნებულია რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ სახეზე არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გატვალისიწნებით სასჯელის სახით განსაზღვრა სანქციის მინიმუმი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ზემოაღნიშნულ შემამასუბუქებელ გარემოებათა გამო ფ--------------------ესთვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლაზე, ვინაიდან მუხლის მითითებული ნაწილით სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის გამომრიცხავ გარემოებად მითითებულია, თუ პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, რასაც ფ--------------------ეს შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ფირუდინ გარაზედესთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს შემამსუბუქებელ გარემეობათა არსებობისას. ფ--------------------ე არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნული კი სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს აძლევს საშუალებას სასჯელად დანიშნული იქნას სანქციის მინიმუმი.

 

ამდენად, პალატის აზრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ფ--------------------ესთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს და სიმძიმეს. იგი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ფ--------------------ესთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ინისის განაჩენი მსჯავრდებულ ფ--------------------ეს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ფ--------------------ეს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის ე-–-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ფ--------------------ეს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ფ----------------–---–ის და ზ------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ფ--------------------ეს მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ფ--------------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ფ--------------------ეს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ფ--------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 4 დეკემბრიდან.

 

ფ--------------------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალებები ,,ჰეროინი“ და ,,მორფინი“, დანა და დანის პირი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ. თეთრაული