გადაწყვეტილება №25251/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25251/2/2025
24 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 2.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25251/2/2025).
დავის საგანი:
დებიტორული დავალიანების თანხების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №006-94 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9598 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 93 025,91 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 59 979
ჯარიმა - 29 989,5
საურავი - 3 057,41
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა თურქეთსა და საქართველოს შორის სატვირთო ავტომობილებით (ტრაილერებით) სხვადასხვა სახის ტვირთების გადაზიდვა.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნები იურიდიულ პირებთან. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ მეორე მხარეებთან თანხების გადახდის შესახებ ურთიერთშედარების აქტები, რაც არ იქნა წარმოდგენილი. შედეგად დებიტორული დავალიანების თანხები ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №006-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9598 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები. შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტის მიერ შესწავლილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძვლებს არ დაეთანხმა „-------“-ის ექსპერტი და შეადგინა 2025 წლის 29 მაისის №11 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2770 ბრძანებების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატამენტის მიერ ჩატარდა შპს ------- კამერალური შემოწმება, გადასახადების დარიცხვის მოტივად ნაჩვენებია, ის, რომ შემოწმებისათვის წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე ელექტრონული ბუღალტერიის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნები იურიდიულ პირებთან მიმართებაში. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი იქნა ზემოთაღნიშნულ ოპერაციებზე ინფორმაცია (დოკუმენტაცია), კერძოდ მეორე მხარეებთან თანხების გადახდის შესახებ ურთიერთშედარების აქტები, რაც ვერ იქნა წარმოდგენილი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტალური მტკიცებულებები - დებიტორული დავალიანებების თანხები შემმოწმებლების მიერ ჩაითვალა საზოგადოების დირექტორის ------- მიერ მიღებულ სარგებლად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქმე და რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ შპს ------- მისი დებიტორული ორგანიზაციებიდან: 1) შპს „-------“-სგან (ს.კ -------) 117 258,07 ლარი; 2) შპს „-------“-დან (ს.კ -------) 21 310,58 ლარი; 3) შპს „-------“-დან (ს.კ -------) 49 287,9 ლარი; 4) შპს „-------“-დან (ს.კ -------) 52 058,6 ლარი სინამდვილეში არ მიუღია. რაც შეეხება შედარების აქტებს, მათი შედგენა ვერ მოხერხდა ვიანიდან შპს „-------“-ის და შპს „-------“-ის დირექტორი და დამფუძნებელი ------- ამჟამად დაპატიმრებულია და იმყოფება პენიტენციალურ დაწესებულებაში, ხოლო შპს ------- და შპს ------- დირექტორი და დამფუძნებელი თურქეთის მოქალაქე ------- იმყოფება თურქეთში, ვერ იძებნება და კონტაქტზე არ პასუხობს. შემოსავლები სამსახურის აუდიტის დეპარატამენტის შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველ უწყებაში, მაგრამ მათ 2025 წლის 14 მაისის №9598 ბრძანებით არ დააკმაყოფილეს მომჩივნის მოთხოვნა და დარიცხული გადასახადების ძალაში დატოვეს. დაცვის მხარის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით გამოკითხული იქნა შპს შერფ ტრანსის დამფუძნებელი და დირექტორი -------, ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი ------- და შპს -------, შპს „-------“-ის და შპს „-------“-ის ბუღალტერი -------. გამოკითხვის წინ ისინი გაფრთხილებულ იქნენ სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე და 370-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე - ცრუ დასმენის და ცრუ ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგ აჩვენეს, რომ ზემოთხსენებული ოთხივე შპს-დან დებიტორული დავალიანებები - მათი მხრიდან არ დაფარულა, შესაბამისად შპს ------- მათი მხრიდან დებიტორული თანხები არ შემოსულა და შესაბამისად - დარიცხული გადასახადები უსაფუძვლო და უსამართლოა. ბუღალტერმა ------- ისიც დაადასტურა, რომ მუშაობდა შპს „-------“-ის და შპს „-------“-ის ბუღალტრად და დარწმუნებულია იმაში, რომ ამ უკანასკნელი ორგანიზაციებიდან არანაირი ფორმით დებიტორული დავალიანებები არ გაცემულა შპს ------- მიმართებით, იგივე დაადასტურა მან შპს „-------“-ს და შპს „-------“-ის მხრიდან დებიტორული დავალიანებების გადაუხდელობაზე შპს ------- მიმართებით. ამდენად თუ სინამდვილეში თანხები შპს ------- არ შემოსულა შესაბამის სარგებელსაც შპს ------- დირექტორი ვერ მიიღებდა. დაცვის მხარის მიერ შედგენილი შესაბამისი გამოკითხვის ოქმები წარედგინა ექსპერტიზას, გამომდინარე აქედან საბუღალტრო ექსპერტიზამ ვერ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის პოზიცია იმის თაობაზე, რომ შპს ------- მიღებული აქვს ზემოთაღნიშნული დებიტორული დავალიანებები, რადგან შპს ------- არავითარი საბუღალტრო დოკუმენტაცია ამ თანხების მიღების და გაცემის თაობაზე ორგანიზაციის ბუღალტერიაში არ არსებობს და ორგანიზაციის დირექტორის მიერ დებიტორული დავალიანებების სარგებლად ჩათვლა ექსპერტს არაკვალიფიციურად მიაჩნია, რა შეფასებასაც იზიარებს დაცვის მხარე. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას მომჩივანი ასაჩივრებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი გადაანგარიშება შემმოწმებლების მიერ ორგანიზაციაში განმეორებით ადგილზე მისვლით, რასაც ითვალისწინებს გასვლითი საგადასახადო შემოწმება და განხორციელდეს შემოწმების აქტის ციფრობრივი მონაცემების ობიექტური, სამართლიანი კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ კომპანიას უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნები იურიდიულ პირებთან, რომლებთანაც განხორციელებულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები. დებიტორული დავალიანების თანხები ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივნის განმარტებით, დებიტორული ორგანიზაციებიდან: 1) შპს „-------“-სგან (ს.კ. -------) 117 258,07 ლარი; 2) შპს „-------“-დან (ს.კ. -------) 21 310,58 ლარი; 3) შპს „-------“- დან (ს.კ. -------) 49 287,9 ლარი; 4) შპს „-------“-დან (ს.კ. -------) 52 058,6 ლარი სინამდვილეში არ მიუღია. რაც შეეხება შედარების აქტებს, მათი შედგენა ვერ მოხერხდა ვიანიდან შპს „-------“-ის და შპს „-------“-ის დირექტორი და დამფუძნებელი ------- ამჟამად დაპატიმრებულია და იმყოფება პენიტენციალურ დაწესებულებაში, ხოლო შპს ------- და შპს ------- დირექტორი და დამფუძნებელი თურქეთის მოქალაქე ------- იმყოფება თურქეთში, ვერ იძებნება და კონტაქტზე არ პასუხობს. დაცვის მხარის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით გამოკითხული იქნა შპს ------- დამფუძნებელი და დირექტორი -------, ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი ------- და შპს -------, შპს „-------“-ის და შპს „-------“-ის ბუღალტერი -------. გამოკითხვის წინ ისინი გაფრთხილებულ იქნენ სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე და 370-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე - ცრუ დასმენის და ცრუ ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგ აჩვენეს, რომ ზემოთხსენებული ოთხივე შპს-დან დებიტორული დავალიანებები - მათი მხრიდან არ დაფარულა, შესაბამისად შპს ------- მათი მხრიდან დებიტორული თანხები არ შემოსულა და შესაბამისად - დარიცხული გადასახადები უსაფუძვლო და უსამართლოა. ბუღალტერმა ------- ისიც დაადასტურა, რომ მუშაობდა შპს „-------“-ის და შპს „-------“-ის ბუღალტრად და დარწმუნებულია იმაში, რომ ამ უკანასკნელი ორგანიზაციებიდან არანაირი ფორმით დებიტორული დავალიანებები არ გაცემულა შპს ------- მიმართებით, იგივე დაადასტურა მან შპს „-------“-ს და შპს „-------“-ის მხრიდან დებიტორული დავალიანებების გადაუხდელობაზე შპს ------- მიმართებით. ამდენად თუ სინამდვილეში თანხები შპს ------- არ შემოსულა შესაბამის სარგებელსაც შპს ------- დირექტორი ვერ მიიღებდა. დაცვის მხარის მიერ შედგენილი შესაბამისი გამოკითხვის ოქმები წარედგინა ექსპერტიზას, გამომდინარე აქედან საბუღალტრო ექსპერტიზამ ვერ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის პოზიცია იმის თაობაზე, რომ შპს ------- მიღებული აქვს ზემოთაღნიშნული დებიტორული დავალიანებები, რადგან შპს ------- არავითარი საბუღალტრო დოკუმენტაცია ამ თანხების მიღების და გაცემის თაობაზე ორგანიზაციის ბუღალტერიაში არ არსებობს და ორგანიზაციის დირექტორის მიერ დებიტორული დავალიანებების სარგებლად ჩათვლა ექსპერტს არაკვალიფიციურად მიაჩნია, რა შეფასებასაც იზიარებს დაცვის მხარე. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას მომჩივანი ასაჩივრებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი გადაანგარიშება შემმოწმებლების მიერ ორგანიზაციაში განმეორებით ადგილზე მისვლით, რასაც ითვალისწინებს გასვლითი საგადასახადო შემოწმება და განხორციელდეს შემოწმების აქტის ციფრობრივი მონაცემების ობიექტური, სამართლიანი კორექტირება.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9598 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დებიტორული დავალიანების თანხების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა თურქეთსა და საქართველოს შორის სატვირთო ავტომობილებით (ტრაილერებით) სხვადასხვა სახის ტვირთების გადაზიდვა. აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანიას უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნები იურიდიულ პირებთან. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, მეორე მხარეებთან თანხების გადახდის შესახებ ურთიერთშედარების აქტები, რაც არ იქნა წარმოდგენილი. შედეგად დებიტორული დავალიანების თანხები ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №006-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9598 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154