განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002387517
საქმე №1ბ/863-18
PP
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--- გ--–--ის
მსჯავრდებულის: კ------------- გ---–---ს
ადვოკატის: ი----- ნ-------–--–-ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ კ------------- გ---–---ს ადვოკატის ი----- ნ-------–--–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------), ბრალდებული: კ------------- გ---–---ს დაბადებულის 0---------წ. პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქის, განქორწინებულის, ნასამართლობის მქონეს, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–------------------------–----------------------, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისს 331-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით;
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ მიიჩნია, რომ კ------------- გ---–---მ ჩაიდინა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 07 მარტს, დაახლოებით 08:50 საათზე, შ-----------------–--------–-----------–-------------–----------------------ში, ავიაკომპანია ,,ე-----------ს“ რეისი S----- თ---–----–------–-–---ი, რეგისტრაციის დასრულების დროს, გ--------------------- ნ-----–---- ყ-----–---–--ან მივიდა კ------------- გ---–--- და განაცხადა, რომ შ----–----–----ს ბორტზე ,,იყო ბომბი“. კ------------- გ---–---ს განცხადების შესახებ ნ-----–-----------–---–-- დაუყონებლივ აცნობა ს----------–--------–-–---------------–--–------------------------–----–-----------–--------–-–----------------------------–------–-–--------------------ს თანამშრომლებმა, ავიაკომპანიის წარმომადგენლობასთან ერთად შეაჩერეს ბორტის გაფრენა, უზრუნველყვეს მგზავრების ჩამოყვანა-შემოწმება, ბარგის გადმოტვირთვა-შემოწმება და თვითმფრინავის დათვალიერება-შემოწმება. მგზავრების, ბარგისა და თვითმფრინავის შემოწმების შედეგად, რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან საგანი აღმოჩენილი არ ყოფილა. ბორტი S----- თ---–----–------–-–---ი, შ-----------------–--------–-----------–-------------–----------------------იდან გაფრინდა დაახლოებით 2 საათისა და 30 წუთის დაგვიანებით. კ------------- გ---–---ს მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების შედეგად ავიაკომპანია ,--------------- განიცადა 1133 (ათასასოცდაცამეტი) ლარისა და 67(სამოცდაშვიდი) თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგმოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით:
კ------------- გ---–--- (პ№0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კ------------- გ---–---ს დაეწყო - 2018 წლის 08 მარტის 00 საათი და 20 წუთიდან.
კ------------- გ---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ------------- გ---–---ს ადვოკატმა ი----- ნ-------–--–მა;
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგმოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით;
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის ისანი-სამგორის პროკურატურის პროკურორ ნ--- გ--–--ის მიერ, ზე-----------------------ის ა-–---------- ფ--–------–---–ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა კ------------- გ---–---მ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ კ------------- გ---–---სთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:
კ------------- გ---–---ს ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ;
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული მსჯავრდებული კ------------- გ---–--- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
მსჯავრდებულ კ------------- გ---–---ს საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ კ------------- გ---–---ს მიერ დანაშაულის აღიარებით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: სასამართლო სხდომაზე მოწმემ - ი----------------------------–--------–-–----------------------–---------------------------------------–მა მ----- შ------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 7 მარტს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც უცნობი პირი აცხადებდა, რომ პ--------ს რ------ იყო ნაღმი. აღნიშნულ საქმეზე მას მოწმის სახით, კანონის სრული დაცვით, გამოკითხული ყავს ალ----------------- რომელმაც ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმემ ი----------------------------–--------–-–----------------------–-------------------------------------–-ა ე---------- გ-----–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 7 მარტს შევიდა შეტყობინება, კერძოდ, კ------------- გ---–---ს განცახდებით აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე იყო ბომბი. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ - ი----------------------------–--------–-–----------------------–-------------------------------------–-ა გ------- ჯ----–---–მა განმარტა, რომ უშუალოდ ის აწარმოებდა კ------------- გ---–---ს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. მოწმის სახით გამოკითხა ნ-----–-----------–---–-------------------------–---–- და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები;
2018 წლის 07 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ კ------------- გ---–---მ ქ. თ---–----------------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში ნებაყოფლობით წარადგინა ტელეფონი, რომელიც თან ქონდა აეროპორტში და საიდანაც დაურეკა ნ-----–------------ და მის შვილს, სადაც დაფიქსირებულია მათი ნომრები.
2018 წლის 07 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ნ-----–-----------–---–-- ამოსაცნობი პირი კ------------- გ---–--- ამოიცნო აღნაგობით, სახის ნაკვთებით და მუქი წვერ-ულვაშით, რომელსაც თავზე ეფარა ნაქსოვი ქუდი. იგი ნახა 2018 წლის 07 მარტს აეროპორტის გაფრენის დარბაზში, რომელმაც სთხოვა თვითმფრინავი დაენახებინა, ხოლო უარის მიღების შემდეგ უთხრა, რომ შ----–----–----ს ბორტზე იყო ბომბი.
2018 წლის 09 მარტის შპს ,,ი------------------–-ს“ გ-------–--------------------ს ნ-----------–---- წერილით დადგენილია, რომ კ------------- გ---–---ს მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტთან დაკავშირებით, ავიაკომპანია A---------ს მიმართ მიყენებული ფინანსური ზარალის ოდენობა, შპს ,,-------------------ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შეადგენს 1133.67 ლარს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ კ------------- გ---–---ს ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით კანონიერია;
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის ისანი-სამგორის პროკურატურის პროკურორ ნ--- გ--–--ის მიერ, ზე-----------------------ის ა-–---------- ფ--–------–---–ის თანხმობით, წარმოდგენილი წერილობითი შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ კ------------- გ---–---ს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნსის განაჩენში კ------------- გ---–---ს მიმართ, ცვლილება იქნეს შეტანილი;
კ------------- გ---–--- (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კ------------- გ---–---ს დაეწყოს - 2018 წლის 08 მარტის 00 საათი და 20 წუთიდან.
კ------------- გ---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი