მუხლი 334. ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება
თავი XXXIX — სამოხელეო დანაშაული
ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.3
მთავარი მონაცემები
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №2კ-266აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2007
…ვის ეკუთვნის ხსენებული ჯოხი, ვისი თითების ანაბეჭდი იყო მასზე და რა გზით გაჩნდა ამ ჯოხზე გარდაცვლილის სისხლი; საქმეში არ დევს ამ ჯოხის დათვალიერებისა და თანამოწმეებთან ერთად მისი დალუქვის ოქმი, რითიც დარღვეულია სსსკ-ის 290-ე, 334-ე, 335-ე, 338-ე და 339-ე მუხლების მოთხოვნები; საქმეში არ არის დადგენილება ამ ჯოხის ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ, რითიც დარღვეულია სსსკ-ის 121-ე მუხლის მოთხოვნა;…
საქმე №2კ-5-I-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2005
…ცენტრში გაძლიერებული მეთვალყურეობით. აღწერილობითი ნაწილი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ნოემბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ დ. ა-ლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 334-ე და 273-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-17, 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტითა და 2091-ე…
საქმე №2კ-276დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.10.2004
…შემოწმების ¹-- დასკვნა დ. ა-ის მიმართ იძულებითი მკურნალობის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. აღწერილობითი ნაწილი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის განაჩენით მიჩნეულია, რომ დ. ა-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 334-ე და 273-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1960 სსკ-ის 17, 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტითა და 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით…
საქმე №2კ-84კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.10.2002
…გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ადვოკატი რ. ხ-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს კერძო განჩინების გამოტანას, საქართველს გენერალური პროკურატურის მიერ ქუთაისის სამხედრო პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებაში სსკ-ის 146-ე, 332-ე, 334-ე, 335-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, ასევე – საკითხის დასმას სასამართლო კოლეგიის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 334, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-334/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია