განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2019
საქმის ნომერი
170100117002078399
დავის ტიპი
370 2
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100117002--8399

საქმე N1/43-17

(გამოძიების №036310717001)

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2019 წელი ქ.თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე - სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი - ინგა გონჯილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- ს----–---–-;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ------- ო-----;

 

ბრალდებული - ს--–--------- - თურქეთის მოქალაქე, დაბადებული 1--- წლის 0-----------, პირადი N-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და მცხოვრები: თუ-----------------------------------–--------------------–-------–-----------ში, ამჟამად მიმალვაში მყოფი;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით); 2) სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემით, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში - 2018 წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქცია);

 

ბრალდებული - ი-----------– - თურქეთის მოქალაქე, დაბადებული 1--- წლის 1---------, პირადი N-----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და მცხოვრები: თუ------------------------------------–----------------ში, ამჟამად მიმალვაში მყოფი;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით); 2) სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემით, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში - 2018 წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქცია );

 

სხდომის სახე - ღია;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ს--–---------ის მიმართ: 2017 წლის 13 ივლისს, დღის დროს, ე-––-------------ზე და უ-–-----------------ზე გაბრაზებულმა ს--–---------მა, ვინაიდან ისინი მოტყუებით დაეუფლნენ ი.თ---–ის კუთვნილ ფულს, 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ე.ა--------ზე და უ.ჯ---------ზე შურისძიების მოტივით, იცოდნენ რა, რომ მათ მოუწევდათ ზიანის ანაზღაურება, ქ.თბილისში, კ--------------ს ქუჩა N5--ის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ხ------------–--ეს, რომ თავისმა ნაცნობმა აზერბაიჯანელი ეროვნების ორმა მამაკაცმა დანის გამოყენებით და სიცოცლის მოსპობის მუქარით წაართვა თავისი და ი-----------–ის კუთვნილი ფული, სულ 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. ი-----------–ის მიმართ: 2017 წლის 13 ივლისს, დღის დროს, ე-––-------------ზე და უ-–-----------------ზე გაბრაზებულმა ი-----------–მა, ვინაიდან ისინი მოტყუებით დაეუფლნენ ი-----------–ის კუთვნილ ფულს, 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ე.ა--------ზე და უ.ჯ---------ზე შურისძიების მოტივით, იცოდნენ რა, რომ მათ მოუწევდათ ზიანის ანაზღაურება, ქ.თბილისში, კ--------------ს ქუჩა N5--ის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ხ------------–--ეს, რომ თავისმა ნაცნობმა აზერბაიჯანელი ეროვნების ორმა მამაკაცმა დანის გამოყენებით და სიცოცლის მოსპობის მუქარით წაართვა თავისი და ს--–---------ის კუთვნილი ფული, სულ 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2017 წლის 13 ივლისს, ქ.თბილისში, კ--------------ს ქუჩა N5--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ხ------------–--ესთან, ს--–---------ს დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, არ განუხორციელებია.

 

4. 2017 წლის 13 ივლისს, ქ.თბილისში, კ--------------ს ქუჩა N5--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ხ------------–--ესთან, ი-----------–ს დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით:

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ------------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საპტრულო პოლიციაში, პატრულ ინსპექტორად. 2017 წლის ივლისის თვეში, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, საღამოს საათებში, რადიოსადგურის საშუალებით მიიღო შეტობინება, რომ თბილისში, კ--------------ს ქუჩის ტერიტორიაზე, უცხოელებს თანხასთან დაკავშირებით ჰქონდათ რაღაც პრობლემა. ადგილზე მისულს, დახვდა ორი თურქი ეროვნების პიროვნება, რომლებსაც, იქვე მდგომი, თურქული ენის მცოდნე ტაქსის მძღოლის დახმარებით გაესაუბრა. მათ განუცხადეს, რომ წაართვეს თანხა 20000 აშშ დოლარის ოდენობით. გამოიძახა თარჯიმანი, რომლის მოსვლის შემდგომაც, თურქი ეროვნების პიროვნებებმა განუმარტეს, რომ თავიანთ ნაცნობ ორ აზერბაიჯანელთან ერთად, კ--------------ს ქუჩაზე იქირავეს მანქანა და წავიდნენ მარნეულის მიმართულებით. დაახლოებით 50 კმ-ში, გადაუხვიეს გზიდან მდინარის მიმართულებით და მოილხინეს. თანმხლებმა ორმა ნაცნობმა აზერბაიჯანელმა, დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს 20000 აშშ დოლარი, კერძოდ ერთს 8000 აშშ დოლარი, ხოლო მეორეს 12000 აშშ დოლარი და გამოუშვეს მანქანით. მივიდნენ კ--------------ს ქუჩაზე და შეატყობინეს პოლიციას. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ, თავის მხრივ გადასცა სამორიგეოს.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---------–---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ა---------ს პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ჰყავს მოწმეები, მათ შორის ხ------------–--ე.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------------მა განაცხადა, რომ მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ს--–---------ის და ი----- თ---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოითხოვა ვიდეოჩანაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია ს--–---------ის და ი-----------–ის მიმართ. მისივე განმარტებით, გამოკითხვის დროს, ს. პ-----მა და ი.თ---–მა განაცხადეს, რომ ორივე დააყაჩაღა ორმა აზერბაიჯანელმა, რის შედეგადაც მათ მიადგათ 20000 აშშ დოლარის ზიანი.

 

8. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება ს--–---------ის და ი-----------–ის მიერ, წარდგენილი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ს.პ-----ისა და ი.თ---–ის ბრალეულობა ცრუ დასმენაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ს--–---------ისა და ი-----------–ის უდანაშაულობის შესახებ - დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ს--–---------ის და ი-----------–ის მხრიდან დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 13 ივლისს, ქ.თბილისში, კ--------------ს ქუჩა N5--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ხ------------–--ესთან, ს--–---------ს და ი-----------–ს დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, არ განუხორციელებიათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N-7; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 2- ივლისი, პარაგრაფი N49).

 

11. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

12. სასამართლომ, საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ცრუ დასმენის ფაქტს და ს--–---------ის და ი-----------–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ შეტყობინებას, რამდენადაც იმისათვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს ცრუ დასმენა, სახეზე უნდა იყოს პირის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ და არა ზოგადად დანაშაულის ჩადენის შესახებ. ცრუ დასმენა თავისი არსით გულისხმობს ვინმეს დასმენას, მხილებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში, ანუ ვინმეს დადანაშაულებას იმაში, რაც მას არ ჩაუდენია. თავად ტერმინი ,,დასმენა” შინაარსობრივი თვალსაზრისით გულისხმობს დაბრალებას, დაბეზღებას და თუკი კონკრეტული პირი არ არის მითითებული, შესაბამისად, არც არავინ არის დასმენილი. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ,,ცრუ დასმენა” და ,,ცრუ შეტყობინება”. ცრუ დასმენა არის კონკრეტული პირის მხილება იმაში, რაც მას არ ჩაუდენია (დაბრალება, დაბეზღება), რათა იგი მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. მართალია, კანონში უშუალოდ მითითებული არ არის დანაშაულის მიზანზე, მაგრამ თავად ცრუ დასმენის არსიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ამ დანაშაულის მიზანია უდანაშაულო პირის მიცემა პასუხისგებაში (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვითაც კი, დასმენა არის ,,მტრობით სხვისთვის შეტყობინება ვისიმე დასაფარავი განზრახვისა ან ნამოქმედარისა”). ცრუ დასმენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმის გაცხადება, რომ ჩადენილია დანაშაული, არამედ უნდა იყოს მითითება იმაზეც, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ არავის დასმენა არ მომხდარა. ამიტომაც უთითებს კანონი, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს ,,დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას” ე.ი. ვინმეს ყალბად დასმენას, ტყუილად დადანაშაულებას, უსაფუძვლოდ მხილებას, რომ თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

ცრუ შეტყობინება არის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და მცდარია, მაგალითად, შეტყობინება ისეთი დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა და მოგონილია სხვადასხვა მიზნით. სწორედ ამას ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, - პირებმა მოიგონეს ისეთი დანაშაულის ჩადენის შესახებ (თითქოს ისინი დააყაჩაღეს), რაც სინამდვილეში არ მომხდარა და ამით განახორციელეს ცრუ შეტყობინება, ოღონდ არა კონკრეტული პირის მითითებით (რაც მას აქცევდა ცრუ დასმენად), არამედ ზოგადად დანაშაულის - კონკრეტული პირის მითითების გარეშე (რომ თითქოს ისინი დააყაჩარა ორმა აზერბაიჯანელმა მათმა ნაცნობმა), რითიც მათ ვინმეს დასმენა კი არ მოუხდენიათ, არამედ მათ მოახდინეს მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ შეტყობინება ვინმეს დასმენის გარეშე, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება.

 

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ითვა-–--წინებს ერთადერთ შემთხვევას, რა დროსაც ცრუ შეტყობინება ითვლება დანაშაულად და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით გათვა-–--წინებული - ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება. ამრიგად, თავად სისხლის სამართლის კოდექსი მიჯნავს ერთმანეთისაგან ამ ორ ტერმინს: ,,ცრუ დასმენას” და ,,ცრუ შეტყობინებას”, და მათში სრულიად მართებულად სხვადასხვა შინაარსს დებს. პირველში (ცრუ დასმენაში) იგულისხმება კონკრეტული პირის დასმენა, რამდენადაც დასმენა კონკრეტული პირის გარეშე არ არსებობს (მაშინ ვის ვასმენ? ვასმენ პირს და არა დანაშაულს, დანაშაულის დასმენა უტოპიაა), ხოლო მეორეში (ცრუ შეტყობინებაში) იგულისხმება რაიმე მცდარი, ყალბი, ცრუ ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის დანაშაულის შესახებ (მაგალითად, მოხდა მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა), მათგან მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ერთს - ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას აცხადებს დანაშაულად, სხვა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ შეტყობინება კი ჯერჯერობით დანაშაულად არ ითვლება, რაოდენ გასაკიცხიც არ უნდა იყოს იგი მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, რამდენადაც ნებისმიერი ამგვარი ცრუ შეტყობინება იწვევს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ნორმალური რიტმის დარღვევას და სამუშაო რესურსების ფუჭად ხარჯვას.

 

13. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Fatullayev v. Azerbaijan, no. 40984/07, §§7, 9, 10, 12, 13, 18, 22, 71, 72, 96, 97, 99, 100, 104, ECHR 2010 დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ დასახელებული საფუძვლები განმცხადებლის მიმართ არსებული ბრალდების გასამყარებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რელევანტურად და საკმარისად. კერძოდ, საქმე ეხებოდა განმცხადებელს, რომელიც იყო დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გაზეთისა Gündəlik Azərbayca, რომელიც გამოიცემოდა აზერბაიჯანულ ენაზე და Realny Azerbaijan, რომელიც გამოიცემოდა რუსულ ენაზე. გაზეთები კარგად იყო ცნობილი იმით, რომ მათში ხშირად ქვეყნებოდა მწვავედ კრიტიკული სტატიები მთავრობის და სხვადასხვა ოფიციალური პირების მიმართ. 2007 წელს ორი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განმცხადებლის წინააღმდეგ, inter alia, ორ სტატიასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოქვეყნდა მის მიერ გაზეთში Realny Azerbaijan.

 

2005 წელს განმცხადებელმა, როგორც ჟურნა-–--ტმა, იმოგზაურა მთიანი ყარაბახის და სომხეთის სამხედრო ძალების მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე. ... ამის შემდეგ განმცხადებელმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით ,,ყარაბახის დღიური“. ,,ყარაბახის დღიურში“ განხილული იყო 1992 წლის 2- თებერვლის ხოჯა-–-- ხოცვა-ჟლეტის თემა, რასთან დაკავშირებითაც განცხადებელმა გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომელიც რამდენადმე განსხვავდებოდა ხოჯა-–-- მოვლენების ზოგადად მიღებული შეფასებისაგან, როდესაც ასობით აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული სომხების შეიარაღებული ძალების მიერ. ამავდროულად საუბარი იყო იმაზე, რომ ხოჯა-–-- მცხოვრებთა ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა. ამის გამო ოთხმა პირმა, რომლებიც გადაურჩნენ ხოჯა-–-- თავდასხმას და ორმა ყოფილმა აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ხოჯა-–-- ბრძოლაში, თავიანთი წარმომადგენლის მეშვეობით, სისხლის სამართლის ბრალდება წარადგინეს იასამა-–-- რაიონულ სასამართლოში განმცხადებლის წინააღმდეგ. ორი ყოფილი ჯარისკაცი ჩიოდა, რომ იმის განცხადებით, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა დახოცეს სამოქალაქო პირები და დაასახიჩრეს მათი გვამები, განმცხადებელმა პირდაპირ და ცრუდ დაადანაშაულა პერსონალურად ისინი მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ისინი ითხოვდნენ, რომ განმცხადებელს მსჯავრი დასდებოდა ცილისწამებასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში აზერბაიჯანელი ჯარისკაცების ცრუ დასმენაში.

 

ეროვნულმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ ,,ყარაბახის დღიურებში“ და ინტერნეტ ფორუმების სტატუსებში განმცხადებელს გამოთქმული ჰქონდა ხოჯალში განვითარებული ისტორიული მოვლენების მეტად დამახინჯებული შეფასება და განზრახ ჰქონდა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომელმაც დააზიანა მომჩივანთა რეპუტაცია და ის ადანაშაულებდა აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძოდნენ ხოჯალში, მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც მათ სინამდვილეში არ ჰქონდათ ჩადენილი. სასამართლომ განმცხადებელს მსჯავრი დასდო ცილისწამებაში პირისთვის მძიმე დანაშაულის ჩადენის დაბრალებით.

 

სტრასბურგის სასამართლოში განმცხადებელი აპელირებდა იმაზე, რომ სტატია პირდაპირ არ ადანაშაულებდა რომელიმე მომჩივანს ან რომელიმე კონკრეტულ აზერბაიჯანელ ჯარისკაცს რაიმე დანაშაულის ჩადენაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის განცხადებები ბრალს არ სდებდა რომელიმე კონკრეტულ პირს მათი სახელებით ან სხვა ფორმით იდენტიფიცირებით. კერძოდ, არცერთი ორი კერძო ბრალმდებლიდან, რომლებიც ჩიოდნენ რომ იბრძოდნენ ხოჯა-–-- ომში, არ იყვნენ დასახელებულნი ან სხვანაირად იდენტიფიცირებულები ან ,,ყარაბახის დღიურებში” ან ინტერნეტ ფორუმის სტატუსებში. არანაირი დასაბუთება არ ყოფილა ჩამოყალიბებული მომჩივნების ან ეროვნული სასამართლოების მხრიდან იმის წარმოსაჩენად, რომ ეს ორი პირი შეიძლებოდა რაიმე ფორმით იდენტიფიცირებულიყო ან სხვაგვარად წარმოდგენილიყო როგორც ,,პროვოკატორების” წარმომადგენლები, რომლებიც მოიაზრებოდნენ განმცხადებლის განცხადებებში. ასეთ ვითარებაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამაჯერებლად არ ყოფილა დადგენილი, რომ განმცხადებლის განცხადებები პირდაპირ პერსონალურად ადანაშაულებდა ორ მომჩივანს მძიმე დანაშაულის ჩადენაში (იხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N1/4335-16 განაჩენი, მანანა ბედუკაძის მიმართ. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება N212აპ-17).

 

14. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ს--–---------მა და ი-----------–მა განახორციელეს ცრუ შეტყობინება და არა ცრუ დასმენა (რამდენადაც მათ არ მიუთითებიათ კონკრეტული პირები და არ დაუდანაშაულებიათ ვინმე ვითომდა ყაჩაღობის ჩადენაში, არამედ მხოლოდ შეტყობინება მოახდინეს იმ დანაშაულისა - ყაჩაღობისა, რაც სინამდვილეში არ მომხდარა), მათი მსჯავრდება ცრუ დასმენაში შეუძლებელია და ისინი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდენ.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

15. ს--–---------ის მიმართ: ე-––-------------ზე და უ-–----- ჯ---------ზე გაბრაზებულმა ს--–---------მა, ვინაიდან ისინი მოტყუებით დაეუფლნენ ი-----------–ის კუთვნილ ფულს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ე.ა--------ზე და უ.ჯ---------ზე შურისძიების მოტივით, იცოდა რა, რომ მათ მოუწევდათ ზიანის ანაზღაურება, 2017 წლის 14 ივლისს და 17 ივლისს, ქ. თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის სტატუსით დაკითხვისას აჩვენა, რომ თავისმა ნაცნობმა აზერბაიჯანელი ეროვნების ორმა მამაკაცმა, კერძოდ: ე-––-------------მა და უ-–-----------------მა, დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა თავისი და ი-----------–ის კუთვნილი ფული, სულ 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

16. ი-----------–ის მიმართ: ე-––-------------ზე და უ-–----- ჯ---------ზე გაბრაზებულმა ი-----------–მა, ვინაიდან ისინი მოტყუებით დაეუფლნენ ი-----------–ის კუთვნილ ფულს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ე.ა--------ზე და უ.ჯ---------ზე შურისძიების მოტივით, იცოდა რა, რომ მათ მოუწევდათ ზიანის ანაზღაურება, 2017 წლის 14 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----ში, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ა---------ს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში და 2017 წლის 17 ივლისს, ქ.თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის სტატუსით დაკითხვისას აჩვენა, რომ თავისმა ნაცნობმა აზერბაიჯანელი ეროვნების ორმა მამაკაცმა, კერძოდ: ე-––-------------მა და უ-–-----------------მა, დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა თავისი და ს--–---------ის კუთვნილი ფული, სულ 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემით, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში:

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უ-–-----------------მა განაცხადა, რომ 2017 წლის 10 ივლისს თუ ივნისს, ზუსტად თვეს ვერ იხსენებს, ე-––-------------თან ერთად, გაიცნო ორი თურქეთის მოქალაქე, რომლებსაც სურდათ ცხვრის შეძენა. აღნიშნულის გამო, თურქი მოქალაქეები ს--–---------ი და ი-----------–ი წაიყვანეს წალკაში, ცხვრის სანახავად. აჩვენეს ა------–ა ჯ---------ის ცხვარი, რომელიც მათ მოეწონათ და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს წაიყვანდნენ. ს--–--სა და ი-----ს უნდოდათ დაახლოებით 300-500 ცხვრის შეძენა, თუმცა თავდაპირველად, ჰქონდათ 100 ცხვრის ფული, ხოლო დანარჩენ ცხვარს ნისიად წაიყვანდნენ და თანხას შემდგომ გადაურიცხავდნენ. ცხვრების შესაძენი თანხა, 4000 აშშ დოლარი მან წინასწარ გამოართვა. შევიდა ა------–ასთან ფერმაში თითქოსდა თანხის გადასაცემად, თუმცა თანხა არ მიუცია, ჩაიდო ჯიბეში, გამობრუნდა უკან და ჩაჯდა მანქანაში. წავიდნენ თბილისის მიმართულებით. გზად შეიარეს მის ბიძასთან, მიირთვეს ჩაი, გააკეთეს საბურავი და დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩავიდნენ თბილისში, ვ---------–-ს მეტროსთან მდებარე საშაურმესთან. როდესაც თბილისში ჩავიდნენ, დამატებით 1000 აშშ დოლარი კვლავ გამოართვა ს--–--სა და ი-----ს, თითქოსდა მებაჟეების მხრიდან დახმარების აღმოჩენის მიზნით, ვინაიდან მათ ცხვრების გადაყვანა თურქეთში არალეგალურად სურდათ, ე.წ. „მწვანე მთის“ გავლით. თბილისში, ს--–--სა და ი-----ს, მან და ე-––---მა უქირავეს სასტუმროს ნომრები და დააბინავეს. თვითონ კი წავიდნენ ვაგზლის მიმართულებით, იქირავეს ტაქსი, 250 ლარად და წავიდნენ ქობულეთში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 3-4 დღე. ქობულეთის შემდეგ წავიდა ბათუმში, სადაც იქირავა ოთახი. ბათუმში ყოფნისას, სადილობის დროს, პოლიციამ დააკავა და ჩაუტარა ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა თანხა, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებით, მან და ე-––---მა იცოდნენ, რომ შესაძლოა თურქებს ისინი მოეტყუებინათ და ნისიად წაყვანილი ცხვრის თანხა აღარ მიეცათ, ამიტომ თვითონ გადაწყვიტეს მათი მოტყუება. თავიდანვე გამოართვეს თანხა ამ მიზნით და არ აპირებდნენ რეალურად ცხვრის ყიდვაში თურქების დახმარებას.

 

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-––-------------მა განაცხადა, რომ 2017 წლის ზაფხულში, ზუსტი დრო არ ახსოვს, უ-–-----------------თან ერთად, გაიცნო ორი თურქეთის მოქალაქე, ი-----------–ი და მეორის ვინაობა არ ახსოვს, რომლებსაც სურდათ ცხვრის შეძენა. აღნიშნულის გამო, თურქი მოქალაქეები ს--–---------ი და ი-----------–ი წაიყვანეს წალკაში, ცხვრის სანახავად. აჩვენეს ა------–ა ჯ---------ის ცხვარი, რომელიც მათ მოეწონათ და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს წაიყვანდნენ. ს--–--სა და ი-----ს უნდოდათ დაახლოებით 300-500 ცხვრის შეძენა, თუმცა თავდაპირველად, ჰქონდათ 100 ცხვრის ფული, ხოლო დანარჩენ ცხვარს ნისიად წაიყვანდნენ და თანხას შემდგომ გადაურიცხავდნენ. ცხვრების შესაძენი თანხა, 4000 აშშ დოლარი უ-–-----მა წინასწარ გამოართვა. შევიდა ა------–ასთან ფერმაში თითქოსდა თანხის გადასაცემად, თუმცა თანხა არ მიუცია, ჩაიდო ჯიბეში, გამობრუნდა უკან და ჩაჯდა მანქანაში. წავიდნენ თბილისის მიმართულებით. როდესაც თბილისში ჩავიდნენ, დამატებით 1000 აშშ დოლარი კვლავ გამოართვა უ-–-----მა ს--–--სა და ი-----ს, თითქოსდა მებაჟეების მხრიდან დახმარების აღმოჩენის მიზნით, ვინაიდან მათ ცხვრების გადაყვანა თურქეთში არალეგალურად სურდათ. თბილისში, ს--–--სა და ი-----ს, უქირავეს სასტუმროს ნომრები და დააბინავეს. თვითონ კი წავიდნენ ვაგზლის მიმართულებით, იქირავეს ტაქსი, 250 ლარად და წავიდნენ ქობულეთში, სადაც გაჩერდა 3 დღე. გზაში მოძრაობის დროს, ტაქსმა რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე შეაჩერა მანქანა. ქობულეთში ყოფნისას, მეოთხე დღეს უ-–-----მა ის დატოვა სასტუმროში და თვითონ კი წავიდა, თუ სად, მისთვის უცნობია. ჩამოვიდა თბილისში და სადღაც მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა პოლიციამ. მოწმის განმარტებით თურქებისგან აღებული თანხა ჰქონდა უ-–-----------------ს. მან და უ-–-----მა იცოდნენ, რომ შესაძლოა თურქებს ისინი მოეტყუებინათ და ნისიად წაყვანილი ცხვრის თანხა აღარ მიეცათ, ამიტომ თვითონ გადაწყვიტეს მათი მოტყუება. თავიდანვე გამოართვეს თანხა ამ მიზნით და არ აპირებდნენ რეალურად ცხვრის ყიდვაში თურქების დახმარებას.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------–ა ჯ---------მა განაცხადა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში იმყოფებოდა წალკაში, კუთვნილ ცხვრების ფერმაში. მასთან მივიდნენ უ-–-----------------ი და ე-––-------------ი, თანხმლებ ორ თურქ მოქალაქესთან ერთად. უ-–-----მა უთხრა, რომ აღნიშნულ პირებს სურდათ დაახლოებით 300-500 ცხვრის შეძენა. ცხვრების ნახვის შემდეგ, უ-–-----მა უთხრა, რომ გადაიხდიდნენ 180 ლარს ერთ ცხვარში. აღნიშნულზე უთხრა, რომ ერთი ცხვარის ფასი 150 ლარი იყო და ნისიად ვერ გაატანდა. საუბრის შემდეგ უ-–-----ი და მისი თანხმლები პირები ჩასხდნენ მანქანაში და საუბრობდნენ. რამდენიმე ხანში უ-–-----ი გადმოვიდა მანქანიდან, შეიყვანა კარავში და უთხრა, რომ თურქებს თანხა ბანკში ჰქონდათ, გამოიტანდნენ, ავიდოდნენ მეორე დღეს და წაიყვანდნენ დაახლოებით 300-500 სულ ცხვარს, დიდი ტრაილერით. აღნიშნულის შემდეგ უ-–-----ი და მისი თანხმლები პირები ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. მეორე დღეს, დაახლოებით 15:00-16:00 საათზე, იმავე მანქანით მასთან მივიდნენ თურქი პიროვნებები და იკითხეს უ-–-----------------ი, რაზედაც უპასუხა, რომ არ იცოდა თუ სად იყო უ-–-----ი. აღნიშნულის შემდეგ, თურქებმა მას უამბეს, რომ უ-–-----ს, წინა დღეს, მასთან ვიზიტის დროს, მისცეს 4000 აშშ დოლარი ცხვრების თანხა, ბეს სანაცვლოდ, რომელიც მისთვის უნდა მიეცა. შემდგომ, გზაში, ვინაიდან უ-–-----მა მათ უთხრა, რომ მამა ჰყავდა ავად და თანხა ჭირდებოდა, დაუმატეს 1000 აშშ დოლარი. ასევე, მათ უ-–-----ი დაპირდა, რომ ერთი სული ცხვრის ფასი იქნებოდა 80 ლარი. მაგრამ, როდესაც ტელეფონში ნახეს, რომ უ-–-----ის ნომერზე, რომელზეც მას სურათი ჰქონდა დაყენებული წაშლილი იყო, მიხვდნენ, რომ უ-–-----მა ისინი მოატყუა. მოწმის განმარტებით, მასთან წალკაში ყოფნის დროს, უ-–-----------------ს მისთვის თანხა არც უჩვენებია და არც გადაუცია.

 

20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--------- ჯ---------მა განაცხადა, რომ 2017 წლის ზაფხულში, ზუსტად თვე და რიცხვი არ ახსოვს, ბიძასთან ა------–ა ჯ---------თან ერთად იმყოფებოდა წალკის რაიონში, ა------–ას ცხვრების ფერმაში, რა დროსაც, ფერმასთან, დიდი, წითელი ტოიოტას ჯიპით მივიდა უ-–-----------------ი, რომელსაც თან ახლდა მისი დეიდაშვილი თუ მამიდაშვილი და ორი, თურქი ეროვნების პიროვნება. სურდათ ცხვრების ყიდვა, ხოლო რამდენის არ იცის, ვინაიდან, რაოდენობის შესახებ ბიძამისს ესაუბრებოდნენ. ანახეს ცხვრები, რის შემდგომაც, უ-–-----ი და მისი თანხმლები პირები ჩასხდნენ მანქანაში, თვითონ კი შევიდა კარავში, ვინაიდან ლოცვის დრო იყო და უკან გამოსულს, ისინი უკვე აღარ დახვდნენ იქ. გაიგო, რომ უ-–-----ი და მისი თანმხლები პირები, მეორე დღეს მივიდოდნენ მათთან და ცხვრებს წაიყვანდნენ. მეორე დღეს, ფერმიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით ხბოს აბალახებდა, რა დროსაც, იგივე მანქანით მივიდნენ წინა დღეს უ-–-----ის თანმხლები ორი თურქი ეროვნების პირი და მას ჰკითხეს უ-–-----ის შესახებ, რის შემდეგაც ჩაუჯდა მანქანაში და გაყვა ბიძასთან ფერმაში, რომელსაც იგივე კითხვა დაუსვეს, რაზედაც მათ უპასუხეს, რომ წინა დღეს, ისინი ერთად წავიდნენ და არ იცოდნენ თუ სად იყო უ-–-----ი. აღნიშნულის შემდგომ, თურქებმა, მას უამბეს, რომ უ-–-----ს, წინა დღეს, მათთან ვიზიტის დროს, მისცეს 4000 აშშ დოლარი ცხვრების თანხა, ბეს სანაცვლოდ, რომელიც მათთვის უნდა მიეცათ. შემდგომ, გზაში, ვინაიდან უ-–-----მა მათ უთხრა, რომ მამა ჰყავდა ავად და თანხა ჭირდებოდა, დაუმატეს 1000 აშშ დოლარი. აღნიშნულზე, მან და ბიძამისმა ა------–ამ, უპასუხეს, რომ მათთვის უ-–-----ს არანაირი თანხა არ მიუცია. საუბრის დასრულების შემდეგ, თურქები წავიდნენ უკან და იმყოფებოდნენ აღელვებულები.

 

21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–----------–მა განაცხადა, რომ აქვს ტურისტული და მანქანების გაქირავების ბიზნესი. მანქანები განთავსებული ჰყავს ლ----–---ს ქუჩაზე. 2017 წლის ივნისის თვეში, მას ტელეფონზე დაუკავშირა პიროვნება, რომელიც ესაუბრა აქცენტით, რის გამოც მიხვდა რომ ის ქართველი არ იყო. უთხრა, რომ უცხოელებს ერთი დღით უნდოდათ მანქანა. შეთანხმებისამებრ მათ შეხვდა მანქანების განთავსების ადგილზე, ლ----–--ეზე, სადაც მას დახვდა ოთხი პიროვნება. განუმარტეს, რომ წალკაში, ცხვრების სანახავად უნდოდათ წასვლა და ამისთვის ჭირდებოდათ მანქანის ქირაობა. ხელშეკრულება გააფორმეს ი-----ის სახელზე და მიაქირავა ტოიოტა ს------- ფირმის მანქანა. მეორე დღეს, როდესაც მანქანის დაბრუნების დრო ახლოვდებოდა, დაურეკა ჯერ ქართულად მოსაუბრე პიროვნებას, რომელმაც მას დაურეკა და აუხსნა რომ სურდათ მანქანის ქირაობა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შემდეგ დაურეკა ი-----ს, რომელსაც აღელვებული ხმა ჰქონდა. შეეცადა ინგლისურად მათთან საუბარს, თუმცა არ იცოდნენ და ვერ შეძლო. ახლობელი, აზერბაიჯანელი ბიჭის დახმარებით, რომელიც იმყოფებოდა იქვე გაესაუბრა მათ, რა დროსაც უთხრეს, რომ ჩხუბი მოუვიდათ თანხმლებთან და ფული წაართვეს, ეძებდნენ და ვერ მიდიოდნენ მანქანის დაბრუნების ადგილზე. დაახლოებით ერთ საათში შეხვდა მათ ორთაჭალაში, სადგურთან და წამოიყვანა ლ----–--ეზე. სანამ მანქანას დააყენებდა, თურქი ეროვნების პიროვნებები აღარ იყვნენ ადგილზე, წავიდნენ. მოწმის განმარტებით, ორივე მოქალაქე აღელვებული იყო.

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------–------ემ განაცხადა, რომ დასაქმებულია კერძო სამუშაოზე და შემდგომი გადახდის სანაცვლოდ ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას კუთვნილი ავტომანქანით. 2017 წლის 13 ივლისს, გამთენიისას, ის გააჩერა ორმა პირმა, მათ შორის ერთერთი იყო ა--------ი, ხოლო მეორის გვარი არ ახსოვს. მათი თხოვნით, ისინი წაიყვანა ქობულეთში, 250 ლარის სანაცვლოდ. თანხა, მას თბილისში, მანქანაში ჩაჯდომისთანავე გადაუხადეს. გზაში რამდენჯერმე გაჩერდა ბენზინგასამართ სადგურებზე. ქობულეთში ა--------ი და მისი თანხმლები დაბინავდნენ სასტუმროში. სასტუმროში ყოფნის დროს, ისადილა ა--------თან და მის თანხმლებ პირთან ერთად. სადილობის დროს ერთერთმა მათგანმა, ზუსტად არ ახსოვს რომელმა, ჯიბიდან ამოიღო და უკან ჩაიდო დიდი რაოდენობით დოლარი. სადილობის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა.

 

23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. ქობულეთში მდებარე სასტუმრო „რ-------–ი“. 2017 წლის 13 ივნისს (თუ კარგად ახსოვს), დაახლოებით 10:10 საათზე, სასტუმროში შევიდა 3 პირი, რომელთაგანაც ერთი კარგად საუბრობდა ქართულად, ხოლო ორს, რომლებიც იყვნენ ალბათ აზერბაიჯანელები, ქართულად საუბარი უჭირდათ. აღნიშნულმა პირებმა, სასტუმროს კაფეში მიირთვეს საჭმელი, გადაიხადეს თანხა და ქართულად, კარგად მოსაუბრე პირი წავიდა, ხოლო ორმა, აზერბაიჯანელმა, იქირავეს სასტუმროს ოთახი, წინასწარ გადაიხადეს 15 დღის თანხა და დარჩნენ. ორი დღის შემდგომ, აღნიშნული პირები წავიდნენ სასტუმროდან. მოწმის განმარტებით, მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო სასტუმროში მყოფი ორი აზერბაიჯანელი პირი.

 

2-. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ქ. ქობულეთში მდებარე სასტუმრო „რ-------–ი“. 2017 წლის ზაფხულში, თარიღი ზუსტად არ ახსოვს, ჩვეულებისამებრ დაალაგა სასტუმროს ნომრები და ჩავიდა ქვედა სართულზე, სასტუმროს კაფეში, სადაც უფროსმა უთხრა, რომ სასტუმროს პირველი ნომერი, 15 დღით იქირავეს ბიჭებმა და თუ თხოვდნენ დალაგებას და ფულს გადაუხდიდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაელაგებინა მათი ოთახი. აღნიშნული პირები, ორი დღის შემდგომ წავიდნენ სასტუმროდან და მას აღნიშნულ პირებთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

 

25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ-------–------------მა განაცხადა, რომ არის უ-–-----------------ის ბიძა, მამის ძმა. 2017 წლის ივლისში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით ცხა ან ათი საათისთვის მისი სახლის წინ გაჩერდა წითელი ჯიპი. როდესაც მისი მეუღლე გავიდა გარეთ, ნახა, რომ იყვნენ მისი ძმისშვილი უ-–-----ი, ორი თურქი მოქალაქე და ერთი კახეთში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბიჭი. მანქანას საბურავი ჰქონდა გაფუჭებული. ის დაეხმარა უ-–-----ს საბურავის გამოცვლაში. საბურავის შეკეთების შემდეგ კი, აღნიშნული პირები წავიდნენ. მათგან იცის, რომ თურქ მოქალაქეებს სურდათ ცხვრების შეძენა, ნაწილი 200 ცხვარამდე შეძენილი ჰყავდათ და თბილისში ეძებდნენ დიდ მანქანას ცხვრების წასაყვანად. მეორე დღეს, ადრიანად გავიდა სახლიდან და როდესაც სახლში დაბრუნდა, მეუღლემ უთხრა, რომ წინა დღეს უ-–-----თან ერთად მყოფი ორი თურქი მოქალაქე იყო მათთან სახლში მისული და იკითხეს უ-–-----ი და მისი მეგობარი. მეუღლემ უთხრა მათ, რომ მას შემდეგ რაც ისინი ერთად წავიდნენ მათი სახლიდან, უ-–-----ი და მისი მეგობარი აღარ უნახავთ.

 

2-. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ--–-----------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის ზაფხულში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით რვა ან ცხრა საათზე მათთან მივიდა ახლო ნათესავი სამ უცნობ პირთან, ერთ აზერბაიჯანელ და ორ თურქთან ერთად. მანქანას გაფუჭებული ჰქონდა საბურავი, რომელიც შეუკეთა მისმა მეუღლემ. სტუმრებმა მიირთვეს ჩაი და წავიდნენ. მეორე დღეს, იმავე მანქანით მასთან სახლში მივიდა ორი თურქი და ისე რომ მანქანიდან არ ჩასულან, იკითხეს ორი აზერბაიჯანელი იყო თუ არა მისული მასთან, რაზეც გასცა უარყოფითი პასუხი და თურქები წავიდნენ. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პირები მეორე დღეს, როდესაც მასთან მივიდნენ, იყვნენ ძალზე მშვიდად.

 

27. საქართველოს სსსკ 2-3-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა მოწმე რ----–----------ის მიერ გამოძიებაში (ტომი 1-ლი, ს.ფ. 73-75), 2017 წლის 14 ივლისს მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია „რ----–----------ი არის აზერბაიჯანელი ეროვნების, დაიბადა და გაიზარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც საშუალო განათლება მიიღო რუსულენოვან სკოლაში, ამის შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო უკრაინის სახელმწიფოში უკრაინულ ენოვან უმაღლეს სასწავლებელში. მან კარგად იცის წერა კითხვა მის მშობლიურ აზერბაიჯანულ ენაზე, საშუალო განათლება მიიღო რუსულ ენოვან სკოლაში, ამიტომ კარგად იცის რუსული წერა კითხვა. კარგად იცის უკრაინული ენა, თურქული ენა, ინგლისური. ამ ჯერად ჩვენებას მისცემს რუსულ ენაზე, მის დაკითხვას დაესწრება თარჯიმანი მ--------------–---–ი. დაახლოებით ექვსი წლის მანძილზე ცხოვრობს საქართველოში ოჯახთან ერთად. ეწევა კერძო საქმიანობას, ამის გარდა საკუთრებაში აქვს ,,მინივენის“ ტიპის, ,,ჰონდა-ელისიონის“ მოდელის ა/მანქანა ს/ნ R------, რომლითაც ემსახურება ტურისტებს. მისი ავტომანქანა გაჩერებული აქვს ქ. თბილისში ,,კ-------------ს“ ქუჩაზე, რომელზეც გამოკრული აქვს საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და მოთხოვნის მიხედვით ემსახურება ტურისტებს. ის აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე იცნობს გ--–----------–ს, რომელსაც ასევე იმავე ქუჩაზე გაჩერებული ჰყავს თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები და მოთხოვნის მიხედვით ასევე ემსახურება ტურისტებს. 2017 წლის 13 ივლისს ის იდგა მისი მანქანისათვის განკუთვნილ ადგილზე, სადაც მივიდა გ--–----------–ი, რომელმაც თხოვა, რომ პრობლემა ჰქონდა და ესაჭიროებოდა მისი დახმარება, რომ თურქეთის მოქალაქესთან, რომელსაც მისი მანქანა ჰყავდა დაქირავებული საუბარს ვერ ახერხებდა ენის არ ცოდნის გამო და თხოვა, რომ ის დალაპარაკებოდა მისი ტელეფონით მის კლიენტს. მართლაც ის მისი მოთხოვნით დაელაპარაკა თურქეთის მოქალაქეს, რომლისთვისაც მას სახელი არ უკითხავს, კითხა რა ხდება გ--–ას მანქანას როდის მოუყვანდა. იმ პირმა ვინც ტელეფონზე დაელაპარაკა უთხრა, რომ მათ 20 000 აშშ დოლარი გასტაცეს მასთან მყოფმა აზერბაიჯანელი ეროვნების პირებმა, რომ იმყოფებოდნენ წალკის რაიონში და ეძებდნენ იმ ორ პირს ვინც ფული გასტაცეს. მან მათი ნათქვამი გ--–ას გადასცა, რაზეც გ--–ამ უთხრა, რომ დაბრუნებულიყვნენ ქ.თბილისში, მისთვის დაებრუნებინათ მისი მანქანა და შემდეგ წასულიყვნენ ისევ მათ საძებნად. ამის შემდეგ მან თურქი ეროვნების პირმა უთხრა, რომ ორი საათში ჩამოვიდოდნენ ქ. თბილისში. ამის შემდეგ გ--–ამ ისევ თხოვა მათი ადგილსამყოფელის შესახებ გარკვევა და ამიტომ მას თურქეთის მოქალაქესთან რამოდენიმეჯერ მოუწია ტელეფონზე საუბარი, რომელსაც ჰკითხა, რომ შეძლებდა თუ არა ,,კ--------------ს“ ქუჩაზე მოსვლას დამოუკიდებლად, რაზეც მან უპასუხა, რომ ვერ შეძლებდა მისვლას ქალაქში ქუჩების არ ცოდნის გამო, ამიტომ მან შეთავაზა, რომ გ--–ა მათ ორთაჭალაში დახვდებოდათ და მართლაც საბოლოოდ შეთანხმდნენ და გ--–ას მათთან შესახვედრად წავიდა ორთაჭალში ტაქსით, საიდანაც დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა ,,კ--------------ს“ ქუჩაზე, სადაც მოიყვანა ორი თურქეთის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც გამოელაპარაკა, მათმა უთხრეს, რომ მათ ფული გასტაცეს მასთან მყოფმა ორმა აზერბაიჯანელი ეროვნების მამაკაცმა. მან მათ შესთავაზა, რომ მისულიყვნენ პოლიციაში და განეცხადებინათ მათი პრობლემის შესახებ, რაზეც ჰკითხეს, როგორ დავუკავშირდეთ პოლიციასო. მან მათ აუხსნა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ქუჩაზე ხშირად დადიოდა, რომ ა/მანქანაზეც აწერია მათთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომერი და ამასთან შეეძლოთ შეეჩერებინათ საპატრულო ეკიპაჟი და მათთვის განეცხადებინათ, მათი პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ მან დატოვა ისინი და წავიდა ქუჩის ზედა მხარეს. შემდეგ ისინი სად წავიდნენ და რა მოიმოქმედეს არ იცის, არ უნახავს“.

 

28. საქართველოს სსსკ 2-3-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა მოწმე რ----------------ის მიერ გამოძიებაში (ტომი მე-2, ს.ფ. 164-167), 2017 წლის 27 ივლისს მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია „რ----------------ი ეროვნებით არის სომეხი, მაგრამ დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ამიტომ კარგად იცის ქართული ენა და ქართულ ენაზე წერა კითხვა, საშუალო განათლება მიიღო რუსულ ენაზე, კარგად იცის რუსული ენა, კარგად იცის სასაუბრო თურქული ენა და მშობლიური სომხური ენა. ჩვენებას მისცემს მისთვის გასაგებ ქართულ ენაზე. ცხოვრობს ქ. თბილისში რ--------ს პირველი შესახვევი, ბინა 4, დედასთან-რ------- მ---------------- და შვილთან დ----- მ-------------- ერთად. დაახლოებით თვენახევრის მანძილზე მუშაობს ლ--–--ში, ჭ---------–-- ქ. #2-ში მდებარე სასტუმრო ,,ი-–----–-“ განთავსებულ ბარში ბარმენად. აღნიშნული დროის მანძილზე გაიცნო სასტუმროს და ბარის ხშირი მომხმარებელი კლიენტები. მისი მუშაობის პერიოდში პირველად, 2017 წლის 13 ივლისს, ღამით, დაახლოებით 03:00 საათისათვის, მათ დაწესებულებას მომსახურების მიზნით მომართა ოთხმა მამაკაცმა, მათ შორის იყვნენ ორი აზერბაიჯანელი მამაკაცი, რომლებიც გაიცნო როგორც ე-––---ი და უ-–-----ი, ხოლო თურქი ეროვნების ორი მამაკაცი თ---–ი და ს--–--ი, როგორც აღნიშნა თურქული ენა კარგად იცის, ამიტომ თ---–ს და ს--–--ს ის დაელაპარაკა პირადად. მათ ჰკითხეს, რა ღირდა სასტუმროს ნომერი, რომ დაექირავებინათ ერთი საათის მანძილზე, მან უპასუხა, რომ ერთი საათით ერთი ნომრის დაქირავების საფასურად მათ უნდა გადაეხადათ 30 (ოცდაათი) ლარი. მათთვის ფასი მისაღები იყო, ამიტომ დათანხმდნენ შეთავაზებაზე, ფულადი თანხა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით გადაუხადა ს--–--მა, ამის შემდეგ კი ს--–--ი და თ---–ი სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებულ ოთახებში შევიდნენ ცალცალკე თითო ნომერში. ს--–--ს და თ---–ს მოყვანილი ყავდათ ორი ქალბატონი. ერთი ქალბატონი ნომერში შეჰყვა ს--–--ს, ხოლო მეორე ქალბატონი კი თ---–ს. მან ის ქალბატონები პირველად ნახა და მათი ვინაობის შესახებ მათთვის არ უკითხავს. მათი ნომრებში შესვლის შემდეგ ე-––---ი და უ-–-----ი სასტუმროდან წავიდნენ, ე-––---ი რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა შემობრუნდა და თ---–ს მანქანის გასაღები შემოუტანა და მიაწოდა სასტუმროში განთავსებულ კიბეებთან, ამის შემდეგ კი ე-––---ი ისევ ავიდა სასტუმროში და მას შემდეგ ე-––---ი და უ-–-----ი სასტუმროში აღარ დაბრუნებულან. ს--–--მა და თ---–მა სასტუმროში დაჰყვეს დაახლოებით ერთი საათი, რის შემდეგაც თ---–მა და ს--–--მა ქალბატონებთან ერთად დატოვეს სასტუმრო და წავიდნენ. მას შემდეგ დაწესებულებისათვის მასთან არავინ აღარ მოუმართავს. ისინი ავტომანქანით იყვნენ მოსულები, მაგრამ ავტომანქანის მოდელი, ფერი ან მარკა არ იცის, ვინაიდან ეზოში არ გასულა და მანქანა არ უნახავს. სასტუმროში შემოსვლის დროს ს--–--ს, თ---–ს, ე-––---ს და უ-–-----ს შორის არავითარი უკმაყოფილება არ ყოფილა, მათ ერთმანეთთან ქონდათ ახლო მეგობრული დამოკიდებულება. მომსახურების საფასური გადაუხადა ს--–--მა, რომელმაც მიაწოდა 100 ლარიანი კუპიურა და მას დაუბრუნა ხურდა 40 ლარი. მას მათ ხელში დოლარი არ დაუნახავს და არც რაიმე საფასურად არ შეუთავაზებიათ ფულადი თანხა დოლარის სახით. ის მუშაობს ბარმენად, ღამის საათებში კი როდესაც ადმინისტრატორი ისვენებს ორი საათის განმავლობაში მისი თხოვნით სასტუმროს კლიენტის მიღებას ემსახურება ის, აქედან გამომდინარე მომსახურების დროს მომსახურების საფასურსაც ის იღებს. გარდა ამისა, ვინაიდან თურქული ენა იცის კარგად, კლიენტებთან სასაუბროდ და მისაღებად მაინც მას მოუწევდა მისვლა. მას ახსოვს მათი სახელები, როგორც გაეცვნენ, ამასთან ორი იყო აზერბაიჯანელი ეროვნების, ორი კი თურქი ეროვნების. რა ეცვათ არ ახსოვს, მათი გარეგნული ნიშნებიც არ ახსოვს, ისინი ჩვეულებრივი შემხვედრი კლიენტები იყვნენ. რაიმე განსაკუთრებული ფაქტი მათ მიმართ არ ყოფილა და ყურადღება არ მიუქცევია, ამიტომ ფიქრობს, რომ მათი ამოცნობა არ შეუძლია. როგორც შემხვედრ კლიენტებს კი ყველა დღე უმასპინძლდება ბარში შემოსულებს, ამიტომ მრავლად არიან და მათ ვერ იმახსოვრებს, გარდა ამისა დაახლოებით თვენახევარია რაც ასრულებს აღნიშნულ სამუშაოს და სისტემატიურ კლიენტებსაც არ ცნობს ყველას. არც მანამდის და არც მას შემდეგ ის აღნიშნულ პირებს აღარ შეხვედრია. არანაირ ჟურნალს არ აწარმოებენ, როდესაც ე-––---მა თ---–ს გასაღები მიაწოდა, ამისთვის დაუძახა თუ დაურეკა არ ახსოვს, არ დაუნახავს მანქანის გასაღები, არ დაკვირვებია და არც გასაღების ემბლემის შესახებ შეუძლია მოახსენოს“.

 

29. საქართველოს სსსკ 2-3-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა მოწმე ფ--------------–ის მიერ გამოძიებაში (ტომი 1-ლი, ს.ფ. 250-253), 2017 წლის 17 ივლისს მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია, რომ ფ--------------–ი რეგისტრირებულია თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ცხოვრობს მის ოჯახთან ერთად. 2015 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოში, სადაც მუშაობს ქართულ კომპანიაში - შპს „ო---------–-“, რომელიც აწარმოებს სამშენებლო ბლოკს. იგი დაკავებულია ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს. დაახლოებით ორი თვის წინ გაიცნო ე-––-------------ი, რომელმაც მასთან ფირმაში დაიწყო მუშაობა მუშად. მიუხედავად იმისა, რომ ე-––---მა მათთან მხოლოდ სამი დღის განმავლობაში იმუშავა, მასთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. თუ კარგად ახსოვს, 2017 წლის 9 ივლისს საქართველოს ნომრით დაუკავშირდა მისი თურქი მეგობარი ი-----------–ი, რომელმაც უთხრა, რომ საქართველოში იმყოფებოდა და მისი ნახვა უნდოდა. ი-----ი მან გაიცნო, დაახლოებით ექვსი თვის წინ, როდესაც ის ტრაილერის მძღოლად მუშაობდა და მისი ფირმისთვის თურქეთიდან ჩამოჰქონდა სამშენებლო მასალა. აქედან გამომდინარე მან კარგად იცოდა მისი ფირმის ადგილმდებარეობა და იმ საღამოსვე მივიდა იქ. ი-----ს თან ახლდა მანამდე მისთვის უცნობი, ასევე თურქეთის მოქალაქე, თურქი მამაკაცი, რომელსაც ერქვა ს--–--ი. ი-----მა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ მას და მის მეგობარს უნდოდათ, რომ საქართველოში ეყიდათ გარკვეული რაოდენობის ცხვრები, გადაეყვანათ საზღვარზე და მერე თურქეთში მოეხდინათ მათი რეალიზაცია. ამასთანავე ჰკითხა, თუ ჰყავდა ვინმე ისეთი პირი, რომელიც აღნიშნული საკითხის მოგვარებაში დაეხმარებოდა. იმ მომენტში მას გაახსენდა ე-––-------------ი, რომელიც მაშინ არსად მუშაობდა, ამიტომ დაურეკა მას და უთხრა, რომ თურქეთიდან ჩამოსულ მის მეგობარს ცხვრების ყიდვა და თურქეთში გადაყვანა უნდოდა და იქნებ დახმარებოდა. ე-––---მა თანხმობა უთხრა და მეორე დღეს, ანუ 2017 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში, მისთვის უცნობ პირთან ერთად მივიდა და მისი ფირმის გვერდით მდებარე ტირპარკში შეახვედრა თურქეთიდან ჩამოსულ ი-----სა და ს--–--ს. მას შემდეგ, რაც ი-----ი და ს--–--ი შეახვედრა ე-––---ასა და მის თანხმლებ პირს, ის მალევე წავიდა იქიდან და მათი ლაპარაკისა და ურთიერთშეთანხმების შესახებ არაფერი იცის. უბრალოდ იცის, რომ მათი შეხვედრისა და საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოში ცხვრების ყიდვა და შემდგომში საქართველოდან თურქეთში გაყვანა, მაგრამ სად, რამდენი ან რა ფასად უნდა ეყიდათ ცხვარი არ იცის. ასევე, საქართველოდან თურქეთში რა გზით და როგორ უნდა გაეყვანათ ცხვრები და ამას ოფიციალური გზით მოაგვარებდნენ თუ არაკანონიერად, ამის შესახებაც არაფერი იცის. ამასთანავე, მისთვის არაფერია ცნობილი, თუ როგორ მორიგდნენ თურქები და ე-––---ი თავისი თანხმლებ პირთან ერთად და დახმარების გაწევის სანაცვლოდ ამ უკანასკნელისათვის რა თანხა უნდა გადაეხადათ. როდესაც ის შეხვდა თურქებს რომლებიც შემდგომ შეახვედრა ე-––---სა და მის თანხმლებ პირს, თურქებს, ანუ ი-----სა და ს--–--ს მასთან საუბარში არ უთქვამთ, თუ რა ოდენობის თანხა ჰქონდათ თურქეთიდან ჩამოტანილი, თუმცაღა ორი თუ სამი დღის შემდეგ ზუსტი თარიღი არ ახსოვს ი-----ი ს--–--თან ერთად მივიდა მასთან და უთხრა, რომ ე-––---მა და მისმა თანმხლებმა პირმა საქეიფოდ წაგვიყვანესო სადღაც მთაში, ბუნებაში, სადაც ცხვარი დაგვიკლეს და მწვადები შეგვიწვესო, იქიდან უკან წამოსვლისას კი სურათებს ვიღებდით, რა დროსაც ე-––---ის თანხმლებმა პირმა ჩემ მეგობარ ს--–--ს ყელის არეში დანა მიადო და ამგვარი მუქარით ორივეს ერთად წაგვართვესო 20 000 აშშ დოლარი. საიდანაც 6000 აშშ დოლარი იყო ჩემი, ხოლო 14 000 აშშ დოლარი მეგობრისა. წარსულში ი-----ს საქართველოდან თურქეთში ჰყავდა თუ არა ცხვრები გადაყვანილი ამის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი. თურქის თხოვნით ცხვრების ყიდვასთან დაკავშირებით მაინცდამაინც ე-––-------------ს იმიტომ დაუკავშირდა, რომ ის იმჟამად უმუშევარი იყო და უნდოდა თურქების დამხმარების სანაცვლოდ გარკვეული ფულადი თანხა გამოემუშავებინა. ამასთანავე სხვა ვინმეს რომელიც ცხვრების ყიდვასთან დაკავშირებით დახმარებას აღმოუჩენდა არავის იცნობდა. ე-––-------------ი წარსულში დაკავებული იყო თუ არა ცხვრების ყიდვა-გაყიდვით მისთვის არაფერია ცნობილი“.

 

30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ------------------–მა განაცხადა, რომ მუშაობს ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, უფროსი მებაჟე-ოფიცრის თანამდებობაზე. 2017 წლის ზაფხულში, ზუსტი თვე და რიცხვი არ ახსოვს, ერთერთ დღეს, როდესაც იყო მგზავრისა და ბარგის დათვალიერების ზონაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მის მიერ შემოწმებული იქნა ორი თურქი ეროვნების პირი, რომელთა სახელები და გვარები არ ახსოვს. მათგან ერთერთს, თან ჰქონდა 6000 აშშ დოლარი. აღნიშნულმა პირებმა, გაიარეს შემოწმების ზონა და გადმოლახეს საზღვარი. მოწმის განმარტებით, საზღვრის გადმოლახვის დროს, პიროვნებას რომც არ ეჩვენებინა დეკლარირებაში თანხის ოდენობა, 20000 აშშ დოლარი შეიცავს იმ რაოდენობის რკინას, რომ ე.წ. „დეტექტორი“ აუცილებლად აანთებდა შემოწმების გავლის დროს და აღნიშნულით დადგინდებოდა თანხის ოდენობა.

 

31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–----–----ემ განაცხადა, რომ გამომძიებელ მ-----------------ის მიერ, ხაშურში, ო--------ს „ვ-----–-ს“ ბენზოგასამართ სადგურიდან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე წაღებული იქნა მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერი.

 

32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ-------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში, ზესტაფონში, „ვ-----–-ს“ ბენზოგასამართ სადგურზე გამოცხადდა გამომძიებელი დოკუმენტებით, რის საფუძველზეც მას გადასცეს მოთხოვნილი ვიდეო ჩანაწერი. აღნიშნული დაადასტურეს ხელის მოწერით.

 

33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–---------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს „ს---------------------------–----–ი“. მის დაქვემდებარებაშია კამერის ჩანაწერებთან არსებული საკითხები. 2017 წლის ზაფხულში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მის მიერ გაცემული იქნა ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაფიქსირებული იყო ორ ობიექტზე, კერძოდ ქ.თბილისში, ი---–ი, ა–------ს ქუჩაზე მდებარე ობიექტსა და სოფელ თ--–---–ი მდებარე ობიექტზე. ინფორმაცია გადასცა გამომძიებელს, რომელიც დაილუქა და მოაწერა ხელი.

 

34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------------------მა განაცხადა, რომ 2017 წლის ივლისის შუა რიცხვებში, გამოიძახეს ბათუმში, სადაც როგორც თურქულ, ასევე, აზერბაიჯანულ ენებზე მოახდინა თარჯიმნის მომსახურება.

 

35. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--------------- განაცხადა, რომ ე-–--- ჯ---------ს გაუწია თარჯიმნის მომსახურეობა, რა დროსაც მას უთარგმნა გამომძიებელ მ-----------------ის საუბარი მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე.

 

36. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------------------მა განაცხადა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილოება აქვს მიღებული როგორც თარჯიმანს და ახორციელებდა ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმანს. როგორც ქართულ, ასევე თურქულ ენებს ფლობს სრულყოფილად და მისი მოვალეობა განახორციელა სწორად და კარგად. გამომძიებლის მიერ მას განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, ასევე, გაფრთხილებული იყო შედეგებზე. კონკრეტულად ვის მიმართ განახორციელა თარჯიმნობა, ზუსტად სახელები და გვარები არ ახსოვს. იცის, რომ საქმე ეხებოდა თანხას.

 

37. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-----------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს წალკის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის ივლისის თვეში, მოწმის სახით გამოკითხა წალკის რაიონის სოფელ თ-----–ი მცხოვრები ფ------------------ი და მისი მეუღლე (სახელი და გვარი არ ახსოვს). ასევე, მოწმის სახით გამოკითხა წალკის რაიონში მდებარე ე.წ. „ტ-------–-ს“ მთაზე დაბინავებული მწყემსები ბიძა და ძმისშვილი (სახელებს და გვარებს ვერ იხსენებს).

 

38. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------------–---–ი განაცხადა, რომ მუშაობს ა---------ს პოლიციის განყოფილებაში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მიღებული აქვს ოპერატიული ინფორმაცია, რაც თავის მხრივ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. ასევე, გამოიკითხა მოწმის სახით. მოწმის განმარტებით, ოპერატიული ინფორმაცია შეეხებოდა აზერბაიჯანელი ეროვნების პიროვნებებს და მათ კუთვნილ ტელეფონების ნომრებს, რომლებიც კავშირში იყვნენ თურქეთის მოქალაქეებთან და მათ სავარაუდოდ ერთმანეთთან უნდა ჰქონოდათ სატელეფონო კავშირი. ასევე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მის მიერვე დადგენილი იქნა „ტოიოტას“ და „სუბარუს“ მარკის ავტომანქანებით გადაადგილების მარშუტები.

 

39. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–----------------მა განაცხადა, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მონაწილოება მიიღო უ-–-----------------ის პირად და დაქირავებული ნომრის ჩრეკაში. პირადი ჩხრეკის შედეგად, უ.ჯ---------ისგან ამოღებული იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის საფულე, ბანკის ბარათები და თანხა 2000 აშშ დოლარზე მეტი და 200 ლარამდე. ნაქირავები ოთახის ჩხრეკის შედეგად კი ამოღებული იქნა ძველი და ახალი ტანსაცმელი, „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი, ჩანთით.

 

40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–------–-----მ განაცხადა, რომ მუშაობს ა---------ს პოლიციის განყოფილებაში, უბნის უმცროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის ივლისის თვეში, თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, დაიწყო გამოძიება თურქეთის მოქალაქეების დაყაჩაღების ფაქტზე, რის საფუძველზეც, ივლისის თვეში, გამომძიებლებთან რ---------------–---–თან და ჯ----–---–--–---–თან ერთად, მონაწილოება მიიღო ლ--–--ში მდებარე ავტოსადგომის ჩხრეკაში, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა.

 

41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---------------–-–--ლმა განაცხადა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში, გამომძიებელ ს---–-----------–--ესთან ერთად, სოფელ მ------------ან მდებარე, მ----–----------ის (რომელიც არის ე-––--- ა--------ის მამა) კუთვნილ ფერმაში ჩაატარა ჩხრეკა, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა.

 

42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–-----–--–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში, გამომძიებელ ტ------–---–---–---–თან ერთად, გარდაბნის რაიონის სოფელ ბ----–----–-–ი, ე.წ. „კ-----------------–ი“ ჩაატარა ჩხრეკა, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა.

 

43. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------–----------მ განაცხადა, რომ 2017 წელს მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სამმართველოში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომელ ბ----------–--ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ.ბათუმში, სასტუმრო „პ-------–--ან“ თანამშრომლებთან ფ------------------ესთან და ე-–----------------თან ერთად ჩაატარა უ-–-----------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ოცდაერთი ცალი ასდოლარიანი კუპიურა, საფულე და თანხა ლარებში. ასევე, ჩატარებული იქნა იმ ნომრის ჩხრეკა, რომელიც უ.მ-----------ს ჰქონდა ნაქირავები. ნომრის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ტანსაცმელი და კომპიუტერი. აღნიშნულის შემდეგ, ე-–----- მ-----------ი გადაყვანილი იქნა თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში. მოწმის განმარტებით, ჩხრეკებში ასევე, მონაწილოებას იღებდა თარჯიმანი.

 

44. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ------------------ემ განაცხადა, რომ 2017 წელს მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სამმართველოში. 2017 წლის 15 ივლისს, სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან გ-------–----------სთან და ე-–----------------თან ერთად მონაწილოება მიიღო უ-–-----------------ის პირად და დაქირავებული ნომრის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა თანხა (ოდენობა ზუსტად არ ახსოვს), მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, ჩანთა და ტანსაცმელი.

 

45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–----------ემ განაცხადა, რომ მუშაობდა მანგლისის პოლიციის განყოფილებაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომლებთან ტ------–---–--–---–თან და მი----–-----–--–---–თან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სოფელ ბ----–----–-–ი მდებარე, ა-–------–-----ის ფერმაში ჩაატარა ჩხრეკა, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა.

 

46. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 16 ივლისს, მონაწილოება მიიღო ორ საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ: ბ----–---–ის ტირ-პარკის ჩხრეკაში და უ-–-----------------ის მონაწილოებით, საგამოძიებო ექსპერიმენტში. ჩხრეკის შედეგად, საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კი დადგენილი იქნა და გავიდნენ: 1) ტირ-პარკში, სადაც მოხდა მოლაპარაკება; 2) კ--------------ს ქუჩაზე, სადაც იქირავეს მანქანა; 3) წალკაში, სადაც მოელაპარაკნენ მწყემსებს ცხვრის თაობაზე; 4) ვ---------–-ს საშაურმეში, სადაც თანხა გადასცა თურქმა; 5) შემდეგ კი, თბილისში სასტუმროში.

 

47. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს---–-----------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობდა თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გარდაბნის რაიონის სოფელ მ----------–ი, ე-––-------------ის მამის ფერმაში ჩაატარა ჩხრეკა, სადაც ასევე, იმყოფებოდა ე-––-------------იც. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ე.ა--------ი გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში და გამოკითხა მოწმის სახით. ასევე, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი თბილისში, ნინოწმინდასა და თეთრიწყაროში.

 

48. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ------–---–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობდა თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული მხოლოდ ერთ საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ბ----–----–-–ი, ა-–-- (გვარი არ ახსოვს) ფერმის ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი არ ამოღებულა.

49. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ--–-------–------მა განაცხადა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სოფელ ლ-----–--–ი, გ-----------------ესთან და ლ-------------ესთან ერთად, ჩაატარა უ-–----- ჯ---------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა.

 

50. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----–---–--–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 16 ივლისს, მონაწილოება მიიღო სოფელ ბ----–----–-–ი მდებარე ტირ-პარკის ჩხრეკაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა

 

51. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-------------ემ განაცხადა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სოფელ ლ-----–--–ი, გ-----------------ესთან და ჯ--–-------–------თან ერთად, ჩაატარა უ-–----- ჯ---------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა.

 

52. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ------–------ამ განაცხადა, რომ მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში. 2017 წლის 13 ივლისს, სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება თურქეთის მოქალაქეების ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშაული უნდა ჩაედინა ს----------ს რაიონის სოფ. ა----–--–ი მცხოვრებ პირებს. გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ფაქტი არ დადგინდა. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ცრუ ჩვენება მისცეს გამოძიებას. ცრუ ჩვენების ფაქტი დადასტურდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

 

53. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 15 ივლისს, მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის, უ-–-----------------ის და მისი ადგილმდებარეობის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე, თავის მხრივ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამოიკითხა მოწმის სახით.

 

54. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 16 ივლისს, თანამშრომლებთან ჯ--–-------–------თან, ლ-------------ესთან, თარჯიმან ა.ქ---------თან და უ.ჯ---------ის დედასთან რ.ი-----–---ასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ს----------ს რაიონის სოფელ ლ--------ში მდებარე უ.ჯ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში.

 

5-. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---------–---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ა---------ს პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ჰყავს მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი აქვს სხვადასხვა ობიექტებიდან ინფორმაცია - ჩანაწერები. მისივე განმარტებით, დაკითხვისას, ი-----------–მა მას უჩვენა, რომ როდესაც წავიდნენ წალკის რაიონში, ცხვრის სანახავად, ორ ნაცნობ აზერბაიჯანელ ბიჭთან ერთად, გზაში, წყაროსთან გაჩერდნენ და შეჭამეს საზამთრო. ამ დროს, დანის გამოყენებით, ორმა აზერბაიჯანელმა ბიჭმა მათზე განახორციელა ყაჩაღობა და წაართვეს თანხა 20000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

56. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------------მა განაცხადა, რომ მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ს--–---------ის და ი----- თ---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოითხოვა ვიდეოჩანაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია ს--–---------ის და ი----- თ---–ის მიმართ. მისივე განმარტებით, გამოკითხვის დროს, ს.პ-----მა და ი.თ---–მა განაცხადეს, რომ ორივე დააყაჩაღა ორმა აზერბაიჯანელმა, რის შედეგადაც მათ მიადგათ 20000 აშშ დოლარის ზიანი. მისივე განმარტებით, მოწმის სახით გამოკითხული მოწმეების, ქ. ქობულეთში მდებარე სასტუმროს თანამშრომლების ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ ორი აზერბაიჯანელი მოქალაქე უ-–-----------------ი და ე-––-------------ი, 2017 წლის 13 ივლისს, იმყოფებოდნენ მათთან სასტუმროში, რაც გამორიცხავდა მათი მხრიდან ყაჩაღობის განხორციელების ფაქტს.

 

57. 2017 წლის 14 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ტბისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ---–---- წალკის საავტომობილო გზის მ--- კილომეტრზე, სადაც მივიდნენ მოწმეების ი-----------–ის და ს--–---------ის მითითებით; საავტომობილო გზის ჩრდილოეთ მხარეს, გვერდულზე განთავსებულ სანიაღვრე ბეტონის არხიდან 4 მეტრის დაშორებით განთავსებულია ქვის ფილებით მოპირკეთებეული ე.წ. ,,ს-------–---–--ის წყარო“. წყაროდან ცენტრალური საავტომობილო გზის გავლით, დასავლეთის მიმართულებით, 20 მეტრის დაშორებით, გზიდან, ჩრდილოეთ მხარეს შედის მეორეხარისხოვანი 4 მეტრის სიგანის გზა, რომელიც მიემართება აღმართით აგარაკებისაკენ. აღნიშნული ადგილიდან, 450 მეტრის დაშორებით, დასავლეთის მხარეს, ცენტრალური საავტომობილო გზიდან ჩრდილოეთის მხარეს, ტყის მასივებში, ბეტონის არხის შუა ნაწილში ჩამონტაჟებულია 6 მეტრი სიგრძის მილი, საიდანაც მეორეხარისხოვანი გზა შედის ტყის მასივებში. შემთხვევის ადგილის დათვალირებისას აღნიშნული ტყის მასივში შემავალ გზაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზიდან 6 მეტრის დაშორებით გაჩერდნენ თ---– ი-----ი და ს--–---------ი, რა დროსაც მათივე განმარტებით უ-–-----------------მა დანის გამოყენებით, ს--–---------ზე სიცოცხლის მოსპობით განხორციელებული მუქარით, ხოლო ე-––-------------ის მიერ, ასევე, დანის გამოყენებით, თ---– ი-----ზე სიცოცხლის მოსპობით განხორციელებული მუქარით გასტაცეს მათი კუთვნილი ფულადი თანხა 20000 აშშ დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 5-8).

 

58. 2017 წლის 15 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, უ-–-----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი ნაცრისფერი ჯინსის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც იდო ოცდაერთი ცალი ას დოლარიანი კუპიურა, ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა. ასევე, უ-–-----------------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ს-------- ენერჯი ქარდი ბარათი, მეტრომანი-სამგზავრო ბარათი, სავიზიტო ბარათი წარწერით საბურავები, რომლის მეორე გვერდზე ფიქსირდება მობილური ტელეფონის ნომერი 5-- 2-------, დაწერილი საწერკალმით. ნომრის ქვეშ მიწერილი არის სახელი ე-––---. ასევე, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი იმეიკოდები 3----------------, 3------------------.

 

შენიშვნა: მისი განმარტებით 2017 წლის 13 ივლისს, მან და მისმა მეგობარმა ე-––-------------მა თ/წყაროს რაიონის ტერიტორიაზე ყოფნისას ნაცნობი თურქი ეროვნების პირებისაგან წამოიღეს 5000 აშშ დოლარი, აქედან 2500 აშშ დოლარი დაიტოვა მან, ხოლო თანხის ნახევარი წაიღო ე-––-------------მა. მიღებული თანხიდან მან ბათუმში შეიძინა სამსუნგის ფირმის ტელეფონი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელიდან შავი ფერის ლენოვოს ფირმის პორტატული კომპიუტერი. აღ. ნივთებს ის ინახავს ქ.ბათუმში, 2-------------- N2--ში მდებარე სასტუმრო პ-------–-ს მეორე სართულზე, N2-- ოთახში. ასევე, იქ ინახავს იმ ნივთებს, რომელიც ეცვა 2017 წლის 13 ივლისს, როდესაც თანხა - 5000 აშშ დოლარი წამოიღო თურქი ეროვნების პირებისაგან (ტომი 1, ს.ფ. 152-157).

 

59. 2017 წლის 17 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ე-––-------------ის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ 2017 წლის 17 ივლისს მიცემული ჩვენება და თანხმობა განაცხადა აღედგინა და დაედასტურებინა ფაქტები, რომლის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო. აღნიშნულის საფუძველზე, ე-––-------------მა, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მიუთითა და აჩვენა ადგილები, სადაც იმყოფებოდა უ-–-----------------თან, ს--–---------თან და ი-----------–თან ერთად, კერძოდ: თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ტრანზიტულ საავტომობილო გზაზე მდებარე ტრაილერების გასაჩერებელი ე.წ. „ტირ-პარკი“ და მის ეზოში განთავსებული კაფე. 2017 წლის 11 ივლისს დეიდაშვილთან, უ-–-----------------თან ერთად იქ შეხვდა თურქეთის მოქალაქეებს ი-----------–სა და ს--–---------ს და მოილაპარაკეს, რომ ამ უკანასკნელთ აყიდინებდნენ ცხვარს. აღნიშნულის შემდეგ ე-––-------------ის მითითებით გაემგზავრნენ ქ.თბილისში, კ--------------ს ქუჩაზე, სადაც ამ უკანასკნელის მიერ მითითებული იქნა ადგილი, სადაც თურქების მიერ დაქირავებული იქნა „ტოიოტა ს------ს“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 2017 წლის 12 ივლისს უ-–-----------------თან, ს--–---------თან და ი-----------–თან ერთად წავიდა წალკაში. აღნიშნულის შემდეგ ე-––-------------ის მითითებით ნაჩვენები იქნა ადგილი, თეთრიწყაროს რაიონში, ე.წ. ს-------–---–--ის წყაროდან 2-3 მეტრის დაცილებით, სადაც უ-–-----თან, ი-----თან და ს--–--თან ერთად ისადილა. შემდეგ ე-––-------------მა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს აჩვენა ადგილი, ნინოწმინდის რაიონში, სადაც უ-–-----თან, ს--–--თან და ე-––---თან ერთად ნახა დაბინავებული ცხვარი. აღნიშნულ ადგილზე მანქანაში ყოფნისას უ-–-----მა ი-----ს უთხრა, რომ მწყემსები ფულს ითხოვდნენ ბეს სახით ცხვარი რომ არ გაეყიდათ, რა დროსაც ი-----მა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდში გახვეული ფული და მისცა უ-–-----ს 4000 აშშ დოლარი. ე-––-------------ის მიერ მითითებული იქნა ასევე კარავზე, სადა შევიდა უ-–-----------------ი ფულით ხელში ვითომ მწყემსებზე გადასაცემად. აღნიშნულის შემდეგ ე-––-------------მა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს უჩვენა ქ.თბილისში, ვ---------–-ს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ--------ს ქუჩა #2--ში მდებარე საშაურმე, სადაც ნინოწმინდის რაიონიდან დაბრუნდნენ და ი-----მა უ-–-----ს გადასცა 1000 აშშ დოლარი ცხვრების საზღვარზე გადაყვანის საფასურის სახით. აღნიშნულის შემდეგ ე-––-------------ის მითითებით გაემართნენ ლ--–--ს ბაზრობის მოპირდაპირე მხარეს, კახეთის გზატკეცილი 2- კმ.-ზე განთავსებულ სასტუმროსთან. ე-––-------------ის განმარტებით, აღნიშნულ სასტუმროში დააბინავეს ს--–--ი და ი-----ი. თვითონ და უ-–----- შემხვედრი ტაქსით გავიდნენ ვ---------–ში, სადაც უ-–-----მა ძმას გადასცა 150 აშშ დოლარი, ხოლო ე-––---მა უ-–-----ს 500 აშშ დოლარი გამოართვა ოჯახისათვის გადასაცემად. ამის შემდეგ კი ე-––---მა განმარტა, რომ უ-–-----თან ერთად წავიდა ვაგზლის მოედანზე საიდანაც მათ მიერ დაქირავებული ტაქსით წავიდნე ქობულეთში (ტომი 1, ს.ფ. 2-1-2-6).

 

60. 2017 წლის 17 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე უ-–-----------------ის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ 2017 წლის 16 ივლისს მიცემული ჩვენება და თანხმობა განაცხადა აღედგინა და დაედასტურებინა ფაქტები, რომლის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო. აღნიშნულის საფუძველზე, უ-–----- ჯ---------მა, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მიუთითა და აჩვენა ადგილები, სადაც იმყოფებოდა ე-––-------------თან, ს--–---------თან და ი-----------–თან ერთად, კერძოდ: თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ტრანზიტულ საავტომობილო გზაზე მდებარე ტრაილერების გასაჩერებელი ე.წ. „ტირ-პარკი“ და მის ეზოში განთავსებული კაფე. 2017 წლის 11 ივლისს დეიდაშვილთან, ე-––-------------თან ერთად იქ შეხვდა თურქეთის მოქალაქეებს ი-----------–სა და ს--–---------ს და მოილაპარაკეს, რომ ამ უკანასკნელთ აყიდინებდნენ ცხვარს. აღნიშნულის შემდეგ უ-–-----------------ის მითითებით გაემგზავრნენ ქ.თბილისში, კ--------------ს ქუჩაზე, სადაც ამ უკანასკნელის მიერ მითითებული იქნა ადგილი, სადაც თურქების მიერ დაქირავებული იქნა „ტოიოტა ს------ს“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 2017 წლის 12 ივლისს ე-––-------------თან, ს--–---------თან და ი-----------–თან ერთად წავიდა წალკაში. აღნიშნულის შემდეგ უ-–-----------------ის მითითებით ნაჩვენები იქნა ადგილი, თეთრიწყაროს რაიონში, ე.წ. ს-------–---–--ის წყაროდან 2-3 მეტრის დაცილებით, სადაც ე-––---თან, ი-----თან და ს--–--თან ერთად ისადილა. შემდეგ უ-–-----------------მა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს აჩვენა ადგილი, ნინოწმინდის რაიონში, სადაც ე-––---თან, ს--–--თან და ი-----თან ერთად ნახა დაბინავებული ცხვარი. აღნიშნულ ადგილზე მანქანაში ყოფნისას უ-–-----მა ი-----ს უთხრა, რომ მწყემსები ფულს ითხოვდნენ ბეს სახით, ცხვარი რომ არ გაეყიდათ, რა დროსაც ი-----მა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდში გახვეული ფული და მისცა უ-–-----ს 4000 აშშ დოლარი. ულაფთ ჯ---------ის მიერ მითითებული იქნა ასევე კარავზე, სადაც შევიდა ფულით ხელში, ვითომ მწყემსებზე გადასაცემად. აღნიშნულის შემდეგ უ-–-----------------მა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს უჩვენა ქ.თბილისში, ვ---------–-ს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ--------ს ქუჩა #2--ში მდებარე საშაურმე, სადაც ნინოწმინდის რაიონიდან დაბრუნდნენ და ი-----მა მას გადასცა 1000 აშშ დოლარი ცხვრების საზღვარზე გადაყვანის საფასურის სახით. აღნიშნულის შემდეგ უ-–-----------------ის მითითებით გაემართნენ ლ--–--ს ბაზრობის მოპირდაპირე მხარეს, კახეთის გზატკეცილი 2- კმ.-ზე განთავსებულ სასტუმროსთან. უ-–-----------------ის განმარტებით, აღნიშნულ სასტუმროში დააბინავეს ს--–--ი და ი-----ი. თვითონ და ე-––---ი შემხვედრი ტაქსით გავიდნენ ვ---------–ში, სადაც მან ძმას გადასცა 150 აშშ დოლარი, ხოლო ე-––---მა მას 500 აშშ დოლარი გამოართვა ოჯახისათვის გადასაცემად. ამის შემდეგ კი უ-–-----მა განმარტა, რომ ე-––---თან ერთად წავიდა ვაგზლის მოედანზე საიდანაც მათ მიერ დაქირავებული ტაქსით წავიდნენ ქობულეთში (ტომი 1, ს.ფ. 285-289).

 

61. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ვ-–-----------------ის 2017 წლის 19 ივლისის N21-1-------- წერილის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ მ-----------------ს ეცნობა, რომ თურქეთის მოქალაქეებმა ი-----------–მა და ს--–---------მა 2017 წლის 09 ივლისს გადმოკვეთეს ს.გ.პ. ,,ვალე“-ს საზღვარი. მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე ჰქონდათ თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი (ნივთები, ძვირფასეულობა, ფულადი თანხა და ა.შ.), - ს--–---------მა უარი განაცხადა, ხოლო ი-----------–მა განახორციელა 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარამდე თანხის ზეპირი დეკლარირება. ვინაიდან აღნიშნული თანხის ოდენობა არ ექვემდებარებოდა სავალდებულო დეკლარირებას, ი-----------–ის მიერ არ განხორციელებულა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შევსება. ამასთან ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2- ივლისის N290 ბრძანების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქარალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (ტომი 2, ს.ფ. 25).

 

62. საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ვალეს“ უფროსის ზ----------------ის 2017 წლის 17 ივლისის N8-----21-10-09 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსს ვ-–-----------------ეს ეცნობა, რომ თურქეთის მოქალაქეებმა ი-----------–მა და ს--–---------მა 2017 წლის 09 ივლისს გადმოკვეთეს ს.გ.პ. ,,ვალე“-ს საზღვარი. მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე ჰქონდათ თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი (ნივთები, ძვირფასეულობა, ფულადი თანხა და ა.შ.), - ს--–---------მა უარი განაცხადა, ხოლო ი-----------–მა მოახდინა თანხის დეკლარირება 6000 აშშ დოლარამდე. ვინაიდან აღ. თანხის ოდენობა არ ექვემდებარებოდა სავალდებულო დეკლარირებას არ მომხდარა მისი პროგრამული ასახვა და დეკლარაციის შევსება. მათ მიმართ სხვა საბაჟო პროცედურა არ განხორციელებულა (ტომი 2, ს.ფ. 2-).

 

63. 2017 წლის 20 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ვ-----–-ს გაზ გასამართი სადგურის ოფისში არსებული „ფილიფსის“ მარკის კომპიუტერიდან CD დისკზე გადმოწერილი იქნა 2017 წლის 13 ივლისის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე მონაკვეთის ჩანაწერები (ტომი 2, ს.ფ. 71-73).

 

64. 2017 წლის 20 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ვ-----–-ს გაზ გასამართი სადგურის ოფისში არსებული „HP“-ის მარკის კომპიუტერიდან CD დისკზე გადმოწერილი იქნა 2017 წლის 13 ივლისის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე მონაკვეთის ვიდეო ჩანაწერები (ტომი 2, ს.ფ. 74-76).

 

65. 2017 წლის 20 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ს-------- გაზ გასამართი სადგურის ოფისში არსებული „ფილიფსის“ მარკის კომპიუტერიდან CD დისკზე გადმოწერილი იქნა 2017 წლის 13 ივლისის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე მონაკვეთის ვიდეო ჩანაწერები (ტომი 2, ს.ფ. 79-81).

 

66. 2017 წლის 20 ივლისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, რ----------------–---–ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი - უ-–-----------------ი, ნ----------------–ი, ა-–-------------–-----–---–ი. რ----------------–---–მა, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მდგომი პირველი პირი, ხოლო მარცხნიდან მდგომი მესამე პირი, რომლის სახელი და გვარი არ იცის. მან აღნიშნა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი, თანმხლებ ერთ ბიჭთან ერთად, 2017 წლის 13 ივლისს, დახლოებით 09:10 საათზე შევიდა ქ.ქობულეთში, ა----–-----–-ს ქუჩა N3---ში მდებარე სასტურო ,,რ-------“-ში. რ----------------–---–მა უ-–-----------------ი ამოიცნო მისი გარეგნობით - სიმაღლით და აღნაგობით, თვალ-წარბის ფერით და მოყვანილობით, თმების ფერით (ტომი 2, ს.ფ. 89-90).

 

67. 2017 წლის 20 ივლისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, რ----------------–---–ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი - ე-––-------------ი, გ--–ა ც-–--–--ე, გ-------------–---–ი. რ----------------–---–მა, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მდგომი პირველი პირი, ხოლო მარცხნიდან მდგომი მესამე პირი, რომლის სახელი და გვარი არ იცის. მან აღნიშნა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი, თანმხლებ ერთ ბიჭთან ერთად 2017 წლის 13 ივლისს, დახლოებით 09:10 საათზე შევიდა ქ.ქობულეთში, ა----–-----–-ს ქუჩა N3---ში მდებარე სასტუმრო ,,რ-------“-ში. რ----------------–---–მა ე-––-------------ი ამოიცნო მისი გარეგნობით - სიმაღლით და აღნაგობით, თვალ-წარბის ფერით და მოყვანილობით, თმების ფერით (ტომი 2, ს.ფ. 91-92).

 

68. 2017 წლის 20 ივლისის ამოცნობის ოქმის თანახმად, ლ---------------ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი - გ--–ა ც-–--–--ე, ე-––-------------ი, გ-------------–---–ი. ლ---------------ემ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო შუაში მდგომი პირი, რომლის სახელი და გვარი არ იცის. მან აღნიშნა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი, თანმხლებ ერთ ბიჭთან ერთად 2017 წლის 13 ივლისს, დილით საათებში, შევიდა ქ.ქობულეთში, ა----–-----–-ს ქუჩა N3---ში მდებარე სასტუმრო ,,რ-------“-ში. ლ---------------ემ ე-––-------------ი ამოიცნო მისი გარეგნობით - სიმაღლით და აღნაგობით, თვალ-წარბის ფერით და მოყვანილობით, თმების ფერით (ტომი 2, ს.ფ. 96-97).

 

69. 2017 წლის 20 ივლისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ლ---------------ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი - უ-–-----------------ი, ნ----------------–ი, ა-–-------------–-----–---–ი. ლ----------------ემ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მდგომი მესამე პირი, ხოლო მარცხნიდან მდგომი პირველი პირი, რომლის სახელი და გვარი არ იცის. მან აღნიშნა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი, თანმხლებ ერთ ბიჭთან ერთად 2017 წლის 13 ივლისს, დილით საათებში, შევიდა ქ.ქობულეთში, ა----–-----–-ს ქუჩა N3---ში მდებარე სასტურმო ,,რ-------“-ში. ლ---------------ემ უ-–-----------------ი ამოიცნო მისი გარეგნობით -სიმაღლით და აღნაგობით, თვალ-წარბის ფერით და მოყვანილობით, თმების ფერით (ტომი 2, ს.ფ. 98-99).

 

70. 2017 წლის 21 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ქ.თბილისი, ვ---------–-, ჯ--------ს ქუჩა N2--ში მდებარე კვების ობიექტ „საშაურმედან“ ამოღებული იქნა შიდა პერიმეტრზე განთავსებული ორი ცალი ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერი - 2017 წლის 13 ივლისის 00:00 საათიდან 04:00 საათამდე პერიოდში (ტომი 2, ს.ფ. 115-117).

 

71. 2017 წლის 22 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ „HP“-ის მარკის კომპიუტერიდან CD დისკზე გადმოწერილი იქნა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ შიდა პერიმეტრის ვიდეო ჩანაწერი, 2017 წლის 09 ივლისის 13:00 საათიდან 13:30 საათამდე პერიოდში (ტომი 2, ს.ფ. 118-120).

 

72. 2017 წლის 2- ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ქ.თბილიში, ა–------ს ქუჩაზე მდებარე შპს „ფ------ს“ ბენზინ გასამართ სადგურიდან ამოღებული იქნა, სადგურზე გარე პერიმეტრზე განთავსებული ორი ცალი ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერი - 2017 წლის 12 ივლისის 00:00 საათიდან -2017 წლის 14 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში (ტომი 2, ს.ფ. 128-130).

 

73. 2017 წლის 2- ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს N30/12 ლუქით დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი. მასში აღმოჩნდა ხაშურის რ---------------–-----------–---------------------ში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს მდებარე ,,ვ-----–-“-ს ფირმის გაზგასამართი სადგურის ვიდეოკამერებიდან ამოღებული 2017 წლის 13 ივლისის 05:00-19:00 დროის მონაკვეთის ჩანაწერი DVD დისკზე. ვიდეოჩანაწერი განხორციელებულია მე-3 კამერის მიერ და იწყება 2017 წლის 13 ივლისის 06:18:44 საათზე. 06:30:56 საათზე გგს-ში შედის მარჯვენა საჭიანი, ვერცხლისფერი სუბარუს მარკის, სახ.ნ. H-------- ავტომანქანა, რომელიც ჩერდება გაზის დასატუმბად. ავტომანქანიდან გადმოდის ორი პირი. წინა მარჯვენა კარიდან - მძღოლი დ------–------ე და წინა მარცხენა კარიდან - ე-––-------------ი. წინა საქარე მინიდან ჩანს უკანა სავარძელზე მჯდომი პირი, თუმცა მისი გარჩევა შეუძლებელია. ავტომანქანის დატუმბვის მერე, დ------–------ე და ე-––-------------ი 06:30:30 საათზე მანქანაში ჯდებიან მათ ადგილებზე და 06:32:40 საათზე ტოვებენ სადგურის ტერიტორიას (ტომი 2, ს.ფ.131-132. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

74. 2017 წლის 2- ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს N30/12 ლუქით დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი. მასში აღმოჩნდა ქ.ზესტაფონში, თ------------ ქუჩა N110-ში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს მდებარე ,,ვ-----–-“-ს ფირმის გაზგასამართი სადგურის ვიდეოკამერებიდან ამოღებული 2017 წლის 13 ივლისის 05:00-19:00 დროის მონაკვეთის ჩანაწერი DVD დისკზე. ვიდეოჩანაწერი განხორციელებულია მ--- კამერის მიერ და იწყება 2017 წლის 13 ივლისის 07:37:46 საათზე. 07:39:00 საათზე გგს-ში შედის მარჯვენასაჭიანი, ვერცხლისფერი სუბარუს მარკის, სახ.ნ. H-------- ავტომანქანა, რომელიც ჩერდება გაზის დასატუმბად. ავტომანქანიდან გადმოდის 3 პირი. მძღოლი დ------–------ე, ე-––-------------ი და უ-–-----------------ი. ავტომანქანის დატუმბვის მერე, ავტომანქანას გადაადგილებენ და აჩერებენ იქვე, მაღაზიის წინ, თავად მოძრაობენ სადგურის ტერიტორიაზე. 07:46:41 საათზე დ------–------ე, ე-––-------------ი და უ-–-----------------ი ჯდებიან (ტომი 2, ს.ფ.133-134. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

75. 2017 წლის 2- ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს N30/12 ლუქით დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი. მასში აღმოჩნდა სამტრედიის რაიონის სოფელ ი-----–------------–---- ქუჩა N2--ში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე ,,ს-------“-ს ფირმის გაზგასამართი სადგურის ვიდეოკამერებიდან ამოღებული 2017 წლის 13 ივლისის 05:00-19:00 დროის მონაკვეთის ჩანაწერი DVD დისკზე. ვიდეოჩანაწერი იწყება 2017 წლის 13 ივლისის 08:25:15 საათზე. 08:36:10 საათზე გგს-ში შედის მარჯვენასაჭიანი, ვერცხლისფერი სუბარუს მარკის, ავტომანქანა, რომლის სერია და ნომერი არ იკითხება. ავტომანქანა ჩერდება გაზის დასატუმბად. 08:36:21 საათზე ავტომანქანიდან გადმოდის ჯერ ე-––-------------ი, მერე კი უ-–-----------------ი და მძღოლი დ-------–------ე. ავტომანქანის გაზით დატუმბვის შემდეგ, 08:38:36 საათზე, ავტომანქანაში ჯდება ე-––-------------ი, 08:38:57 საათზე კი უ-–-----------------ი და მერე დ------–------ე. 08:39:12 საათზე ავტომანქანა ტოვებს სადგურის ტერიტორიას და მიემართება დასავლეთის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 2017 წლის 13 ივლისს 08:44:00 საათზე (ტომი 2, ს.ფ.135-136. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

76. 2017 წლის 2- ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს N30/12 ლუქით დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი. მასში აღმოჩნდა ,,ვალეს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერებიდან ამოღებული 2017 წლის 09 ივლისის 13:00-13:30 დროის მონაკვეთის ოთხი ჩანაწერი DVD დისკზე. პირველი ჩანაწერი იწყება 2017 წლის 09 ივლისის 13:12:57 საათზე. 13:13:02-13:14:36 საათების დროის შუალედში კადრში ჩნდება ი-----------–ი, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობს, თან ხელში არსებულ პოლიეთილენის პარკს სკანერზე დებს, ჯიბეებიდან ამოღებულ ნივთებს მებაჟის წინაშე მაგიდაზე ალაგებს და გამოდის დეტექტორში. შემდეგ მიდის მაგიდასთან, იღებს თავის ნივთებს და შეჰყავს ბარგის გასასინჯ ოთახში, რის შემდეგაც 13:14:54 საათზე ჩანაწერი მთავრდება.

 

მეორე ჩანაწერი იწყება 2017 წლის 09 ივლისის 13:19:16 საათზე. 13:19:25-13:20:03 საათების დროის შუალედში კადრში ჩნდება ს--–---------ი, რომელიც მის ხელში არსებულ ნაცრისფერ და იღებს თავის ნივთებს, შემდეგ კი სკანერთან და იღებს თავის ჩანთას, რის შემდეგაც გადის გასასვლელისკენ და 13:20:06 საათზე ჩანაწერი მთავრდება.

 

მესამე ჩანაწერი იწყება 2017 წლის 09 ივლისის 13:10:08 საათზე. 13:10:14 საათზე ი-----------–ი მებაჟესთან ერთად შედის ბარგის გასასინჯ ოთახში, შარვლის ჯიბიდან იღებს თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტს და მაგიდაზე დებს. მერე მას აწვდიან ჩასანიშნ ქაღალდს, რომელზეც რაღაცას წერს, რის შემდეგაც 13:10:58 საათზე ჩანაწერი მთავრდება.

 

მეოთხე ჩანაწერი იწყება 2017 წლის 09 ივლისის 13:10:59 საათზე. 13:11:02-13:14:12 საათის დროის შუალედში მებაჟე ი-----------–ის თანდასწრებით პაკეტიდან იღებს დოლარებს, ითვლის მათ და მაგიდაზე აწყობს 10-10 ცალობით, ამგვარად გამოდის 6 შეკვრა. ამის მერე ი-----------–ი იღებს დოლარების შეკვრებს, მათ ერთმანეთზე აწყობს, აწყობს ქაღალდის პაკეტში და ისევ შარვლის ჯიბეში იდებს, რის შემდეგაც 13:14:2- საათზე ჩანაწერი მთავრდება (ტომი 2, ს.ფ.137-138. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

77. 2017 წლის 25 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, გარდაბნის რაიონის, სოფელ კ---–- მდებარე შპს „რ------------–-ს“ ბენზინ გასამართ სადგურიდან ამოღებული იქნა, სადგურზე გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერი - 2017 წლის 12 ივლისის 00:00 საათიდან -2017 წლის 14 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში (ტომი 2, ს.ფ. 142-144).

 

78. 2017 წლის 27 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს N30/12 ლუქით დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი. მასში აღმოჩნდა 2017 წლის 21 ივლისს ქ.თბილისი, ვ---------–-, ჯ--------ს ქუჩა N2--ში მდებარე კვების ობიექტიდან ,,საშაურმედან“, 2017 წლის 19 ივლისის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 11/დ-14-17 განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერების ჩანაწერები, დროის ინტერვალით 00:00 საათიდან, 04:00 საათმდე. ჩანაწერები განთავსებულია „დივიდი“დისკზე სამ ფაილად.

 

პირველი ფაილის ჩანაწერის დაწყება ფიქსირდება 00:51:00 საათიდან, 02:17:54 საათამდე, რომელიც დაფიქსირებულია ობიექტზე შესასვლელი კარის ზემოთ დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერაზე. აღ. დროის მონაკვეთში 01:25:13 საათზე კადრში ჩნდება ს--–---------ი, რომელიც კამერასთან დგას ზურგის მხრიდან და იყურება მზარეულის მიმართულებით და მარჯვენა ხელით ანიშნებს შაურმის ოდენობას ოთხი თითის გაშლით. მზარეულიც ანალოგიურად შლის მარჯვენა ხელის ოთხ თითს და დაბლა ხრის თავს თანხმობის ნიშნად. 01:57:17 საათზე კამერაში ს--–--ის გვერდით ჩანს ე-––-------------ი, რომელიც, ასევე, ზურგის მხრიდან დგას კამერასთან პირით კი მზარეულის მხარეს. 01:25:43 საათზე კამერაში ს--–--ის და ე-––---ის უკან ჩნდება ი-----------–ი, რომელიც, ასევე, ზურგის მხრიდან დგას კამერასთან, მაგიდასთან ჩერდება ე-––---ის გვერდით. ე-––---ი და ი-----ი ჩერდებიან მზარეულის წინ განთავსებულ მაგიდასთან. 01:25:14 საათზე ს--–--ი მარცხენა ხელით, შარვლის წინა ჯიბიდან იღებს ხურდა ფულს და აძლევს ე-––---ს. 01:30:11 საათზე ე-––---ი გადის კარის მხარეს და შემდეგ ისევ ბრუნდება 01:30:41 საათზე, ჩერდება ი-----ის გვერდით და საუბრობს მასთან. შემდეგ ს--–--ი გადაადგილდება შესასვლელი კარის გასწვრივ განთავსებულ მაგიდასთან და ჯდება სკამზე. 01:33:33 საათზე ს--–--ი დგება სკამიდან და მარცხენა ხელით, შარვლის მარცხენა წინა ჯიბიდან იღებს ფულად თანხას ორ ცალ ფულის ბანკნოტს, რომელსაც ითვლის და ისევ იდებს იმავე ჯიბეში. 01:34:45 საათზე ი-----------–ი საშაურმედან.

 

მეორე ფაილის ჩანაწერზე ფიქსირდება დროის ინტერვალი 02:19:10-დან და მთავრდება 03:46:48 საათზე, სადაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ამსახველი კადრი არ ფიქსირდება.

 

მესამე ფაილის ჩანაწერზე ფიქსირდება დროის ინტერვალი 00:42:49-დან და მთავრდება 02:21:2- საათზე. აღნიშნული დროის ჩანაწერზე შესასვლელი კარის მოპირდაპირედ, სამხრეთ კუთხეში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ჩანაწერზე კადრში ჩანს, რომ 01:23:09 საათზე ობიექტის შემოსვლელი კარიდან შემოდის ს--–---------ი, რომელსაც მოჰყვება ე-––-------------ი, ხოლო შემოსავლელი კარის გარეთ ჩანან თ---– ი-----ი და უ-–-----------------ი, რომლებიც საშაურმეში შემოდიან 01:25:16 საათზე და ჩერდებიან ს--–--ის და ე-––---ის გვერდით. 01:25:45 საათზე ოთხივე დგანან სამზარეულოს წინ და ელოდებიან შაურმის დამზადებას. 01:36:56 საათზე ე-––-------------ი შემოდის კარიდან და ფულად თანხას აძლევს ი-----------–ს, ნაწილ ფულად თანხას კი აძლევს მოვაჭრე გოგონას. 01:37:22 საათზე მოვაჭრე გოგონასაგან იღებენ ოთხ ცალ შაურმას და ამის შემდეგ ტოვებენ კვების ობიექტს (ტომი 2 ს.ფ. 153-154. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

79. 2017 წლის 2- ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ქ.თბილიში, ა–------ს ქუჩაზე მდებარე შპს „ს------------------“ ბენზინ გასამართი სადგურიდან ამოღებული იქნა, სადგურზე გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერი - 2017 წლის 12 ივლისის 00:00 საათიდან -2017 წლის 14 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში (ტომი 2, ს.ფ. 15--157).

 

80. 2017 წლის 2- ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, გარდაბნის რაიონის, სოფელ თ--–---–ი მდებარე შპს „ს------------------“ ბენზინ გასამართი სადგურიდან ამოღებული იქნა, სადგურზე გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერი - 2017 წლის 12 ივლისის 00:00 საათიდან -2017 წლის 14 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში (ტომი 2, ს.ფ. 158-160).

 

81. 2017 წლის 2- ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს N30/12 ლუქით დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი. მასში აღმოჩნდა გარდაბნის რაიონის სოფელ კ-----–ი თბილისიდან წალკის მიმართულებით საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე ,,რ------------–-ს“ ბენზოგასამართი სადგურის ვიდეოკამერებიდან ამოღებული 2017 წლის 12-14 ივლისის ჩანაწერები - შესანახ მყარ დისკზე. ჩანაწერი იწყება 2017 წლის 13 ივლისის 12:36:52 საათზე. შემდეგი ვიდეოჩანაწერი დაიწყო 13:05:15 საათზე და 13:14:5--13:15:16 საათების შუალედში გამოჩნდა ბენზინგასამართი სადგურის მარჯვენა მხარეს საავტომობილო გზაზე, თბილისიდან წალკის მიმართულებით მიმავალი ,,ტოიოტა ს-------“ მარკის ავტომანქანა. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 2017 წლის 13 ივლისის 13:33:31 საათზე. წალკიდან თბილისში დასაბრუნებელ გზაზე ავტომანქანის დაფიქსირების მიზნით ამოღებული ვიდეოჩანაწერი იწყება 2017 წლის 13 ივლისის 18:16:2- საათზე. შემდეგი ვიდეო ჩანაწერი დაიწყო 18:44:44 საათზე და 18:47:38-18:47:41 საათების შუალედში გამოჩნდა ბენზინგასამართი სადგურის მარჯვენა მხარეს საავტომობილო გზაზე, წალკიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი - ,,ტოიოტა ს------ს“ მარკის ავტომანქანა. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 2017 წლის 13 ივლისის 19:13:01 საათზე (ტომი 2, ს.ფ. 161-162. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

82. 2017 წლის 27 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს N30/12 ლუქით დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი. მასში აღმოჩნდა გარდაბნის რაიონის სოფელ თ--–---–ი გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარე შპს ,,ს-------------------ან“ გამოთხოვილი გარე პერიმეტრის ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ჩანაწერებზე ჩანს 2017 წლის 12 ივლისს 00:00 საათიდან, 2017 წლის 14 ივლისის 00:00 საათამდე ჩანაწერები, საიდანაც დგინდება, რომ წითელი ფერის ,,ტოიოტა ს------ს“ მარკის ა/მანქანა 2017 წლის 12 ივლისს მოძრაობდა თბილისი-თეთრიწყაროს მიმართულებით, ბენზოგასამართი სადგურის წინ გავლა ფიქსირდება 16:33:04 საათზე. 2017 წლის 12 ივლისის საღამოდან გამთენიამდე ჩანაწერში მანქანების მარკის, მოდელის და სახ.ნომრის გარჩევა შეუძლებელია. 2017 წლის 13 ივლისის დღის ჩანაწერში ფიქსირდება თბილისი თეთრიწყაროს მიმართულებით მოძრავი წითელი ფერის ,,ტოიოტა ს------ს“ მარკის ა/მანქანა 01:09:14 საათზე, ამავე დღის 06:47:48 საათზე კი აღნ. ა/მანქანა იმავე გზით ბრუნდება უკან თეთრიწყარო თბილისის მიმართულებით. ა/მანქანა ფიქსირდება ფერით და მოდელით, სახ/ნომრის გარჩევა შეუძლებელია (ტომი 2 ს.ფ. 175-176. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

83. 2017 წლის 27 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, შპს „ჯ------–----ნ“ გამოთხოვილი იქნა დეტალური ინფორმაცია - 2017 წლის 01 ივლისსიდან - 2017 წლის 18 ივლისის ჩათვლით, მობილური ტელეფონის სიმ ბარათებზე, ნომრებით 5-8---------, 5-7--------- და 5-----------, დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, მომსახურე ანძების, მობილური ტელეფონის, იმეი კოდებისა და ნომრების მფლობელების დემოგრაფიული მონაცემების მითითებით CD დისკზე (ტომი 2, ს.ფ. 177-179).

 

84. 2017 წლის 27 ივლისის სათვალთავლო კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს ,,ს-----------------ს“ ბენზინგასამართ სადგურის ადმინისტრატორის ოთახში დათვალიერებული იქნა გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის 2017 წლის 13 ივლისის 01:09:44 საათის და 06:47:48 საათის ჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ 01:09:44 საათზე თბილისი-თეთრიწყაროს მიმართულებით მოძრავი წითელი ფერის ,,ტოიოტა ს------ს“ მარკის ა/მანქანის სახელმწიფო ნომერია R------, სახელმწიფო ნომრის დანახვა შესაძლებელია კადრის გაჩერებით და ფორმატის გადიდებით. ამასთან დგინდება, რომ 06:47:48 საათზე თეთრიწყარო-თბილისის მიმართულებით მოძრავი წითელი ფერის ,,ტოიოტა ს------ს“ მარკის ა/მანქანის სახ.ნომერია R------, სახელმწიფო ნომრის დანახვა შესაძლებელია კადრის გაჩერებით და ფორმატის გადიდებით. აღნიშნულ ა/მანქანაში მჯდომი პირების ვინაობის და რაოდენობის დანახვა შეუძლებელია (ტომი 2, ს.ფ. 185-188. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

85. 2017 წლის 29 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს N30/12 ლუქით დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი. მასში აღმოჩნდა შპს ,,მ--------–---ან“ გამოთხოვილი დეტალური ინფორმაცია 2017 წლის 01 ივლისიდან, 18 ივლისის ჩათვლით, მობილური ტელეფონის სიმბარათზე ნომრით 5----------- დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, მომსახურების ანძების, მობილური ტელეფონის იმეი კოდები და ნომრების მფლობელების დემოგრაფიული მონაცემების მითითებით, CD დისკზე ექსელის ორ ფაილად.

 

პირველ ფაილში მოცემულია შპს ,,ბ--–-----“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის ნომრით 5----------- დეტალური ინფორმაცია, რომელიც იწყება 09.07.2017 წლის 13:44:27 საათზე და მთავრდება 14.07.2017 წლის 18:46:15 საათზე. შპს ,,მ--------–-ს“ 5-----------, ი-----------–ის ნომრიდან, შპს ,,ჯ------–-ს“ 5-7--------- უ-–-----------------ის ნომერზე, განხორციელებულია 12.07.2017 14:09:38; 13.07.2017 9:34:46; 13.07.17 21:34:51 პერიოდში 2- უპასუხო ზარი. 13.07.2017 14:23:53-90; 13.07.2017 14:2-:38-149; 13.07.2017 20:09:06 -116 წამიანი ზარი. ამავე ნომრიდან 112-ზე განხორციელებულია 13.07.2017 19:29:49 -143 და 13.07.2017 19:44:35 – 31 წამიანი ზარები.

 

რაც შეეხება შპს ,,ჯ------–-ს“ 5----------- და 5----------- ნომრებს - სატელეფონო ზარები არ არის განხორციელებული.

 

მეორე ფაილში მითითებულია შპს ,,ბ--–-----“ ქსელში ჩართული 5----------- მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელის პ/ნ 0---------- (ტომი 2, ს.ფ. 192-193).

 

2017 წლის 29 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს N30/12 ლუქით დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი. მასში აღმოჩნდა შპს ,,ჯ------–----ნ“ გამოთხოვილი დეტალური ინფორმაცია 2017 წლის 01 ივლისიდან, 18 ივლისის ჩათვლით, მობილური ტელეფონის სიმბარათზე ნომრით 5------------------------- და 5----------- დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, მომსახურების ანძების, მობილური ტელეფონის იმეი კოდები და ნომრების მფლობელების დემოგრაფიული მონაცემების მითითებით, CD დისკზე, ექსელის ერთ ფაილად და მასში მოცემულია შპს ,,ჯ------–-ს“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის ნომრებით 5------------------------- და 5------------ დეტალური ინფორმაცია, რომელიც იწყება 01.07.2017 09:30:53 საათზე და მთავრდება 18.07.2018, 23:58:29 საათზე.

 

შპს ,,ჯ------–-ს“ ქსელის 5----------- - უ-–-----------------ის ნომრიდან, იმავე ქსელის 5----------- -ე-––-------------ის ნომერზე, განხორციელებულია: 11/07/2017 22:11:5-; 11/07/2017 22:47:32, 13/07/2017 09:40:32; 13/07/17 17:52:08; 14/07/2017 14:17:28; 14/07/2017 16:59:25; 15/07/2017 20:11:23;

 

5----------- - უ-–-----------------ის ნომრიდან, მისსავე 5-8--------- ნომერზე ერთი ზარი 14/07/2017 16:28:2- საათზე და პირიქით. სხვა ნომრებზე ზარები არ განხორციელებულა.

 

5----------- - უ-–-----------------ის ნომრიდან 5-----------, ი-----------–ის ნომერზე განხორციელებულია: 13/07/2017 14:23:53; 13/07/2017 14:2-:37; 13/07/2017 20:09:05 - ზარები, ხოლო 13/07/2017 19:39:29; 13/07/2017 19:39:5-; 13/07/2017 19:52:35 შეტყობინებები.

 

შპს ,,ჯ------–-ს“ ქსელის 5----------- ე-––-------------ის ნომრიდან, იმავე ქსელის 5-7--------- -უ-–-----------------ის ნომერზე განხორციელებულია : 11/07/2017 22:47:32; 13/07/2017 09:40:32; 13/07/2017 17:52:08; 14/07/201714:17:28; 14/07/2017 16:59:25; 15/07/2017 20:06:10; 15/07/2017 20:11:27.

 

ზ/აღ მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელების დემოგრაფიული მონაცემები არ ფიქსირდება (ტომი მე-2, ს.ფ. 194-195).

 

86. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, უ-–-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად, სსკ-ის 5--ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდa 3 წელი. უ-–-----------------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

ე-––-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად, სსკ-ის 5--ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. ე-––-------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

87. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 370 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებით ობიექტი -ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესები. განსახილველი დანაშაულის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მართლმსაჯულების განხორციელებას, თავისი დანაშაულებრივი ქმედებით, ართულებენ სისხლის სამართლის საქმის ობიექტურ განხილვას, ხელს უშლიან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და აქედან გამომდინარე, განაპირობებენ უსამართლო ვერდიქტის გამოტანას.

 

დანაშაული, ობიექტური მხრივ შემდეგ მოქმედებებში გამოიხატება: 1) მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა; 2) დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა; 3) ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა; 4) ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა; 5) თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორი თარგმნა. ყველა ეს მოქმედება ხორციელდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს. დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვის მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მოქმედების ჩადენის მომენტიდან. ჩვენება ჩაითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ დამანხინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებით მნიშვნელობა აქვთ ამის ობიექტურად გადაწყვეტისათვის. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვენება შეიცავს ბრალდებულის გამამტყუნებელ თუ გამამართლებელ მონაცემებს. ცრუ ჩვენება შეიძლება ეხებოდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებას: დანაშაულის ფაქტს, ბრალდებულის მოქმედების ხასიათს, მის პიროვნებას, დაზარალებულის პიროვნებას, მის ურთიერთობას ბრალდებულთან და სხვა. ცრუ ჩვენების მიცემა შესაძლებელია მაშინ, როცა პირს კითხავენ გამოძიების წარმოებისას ან სასამართლოზე საქმის განხილვის დროს. იმისათვის, რომ დამნაშავეს შეეფარდოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილი დადგენილი უნდა იქნეს, აქვს თუ არა მის ჩვენებას არსებითი მნიშვნელობა. სისხლის სამართლის საქმეზე ეს შეიძლება იყოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი; გარემოება რომელიც განსაზღვრავს პირის საშიშროების ხასიათსა და ხარისხს; ზიანის ოდენობა; დანაშაულის ჩადენის მოტივი და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ „ცრუ“ ნიშნავს სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებას.

 

სისხლის სამართლის კოდექისის 370-ე მუხლით გათვა-–--წინებული დანაშაულის ჩადენის მოტივი სხვადასხვაგვარია. იგი შეიძლება იყოს ბრალდებულის მდგომარეობის გაუარესება, ან პირიქით, მისთის პასუხისმგებლობის აცილება, შურისძიების შიში, პირადი მტრობა, ანგარება და სხვა. მოტივი გავლენას არ ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე. დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია. ეს არის 14 წელს მიღწეული, შერაცხადი ფიზიკური პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით პროცესში მონაწილეობს მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის სახით. ეს დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ გამოძიებას ან სასამართლოს აძლევს ცრუ ჩვენებას, ან დასკვნას, ან თარგმნის არასწორად და სურს ეს.

 

88. განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს იგივე ქმედება ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით. ანგარება ან სხვა პირადი მოტივი შეიძლება მდგომარეობდეს გასამრჯელოს მიღებაში, შურისძიებაში, პიროვნების მდგომარეობის გაუარესებაში და სხვა. ასევე, დანაშაულის კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, ქმედება განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

 

89. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს--–---------მა და ი-----------–მა განხორციელებული ქმედებებით, ჩაიდინეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემით, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

90. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვა-–--წინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

91. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვა-–--წინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N-3053/01, პარაგრაფი N40).

 

92. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N-7; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 2- ივლისი, პარაგრაფი N60).

 

93. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ს--–---------მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემით, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში (რაც გათვა-–--წინებული საქართველოს სსკ 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - 2018 წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო ი-----------–მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემით, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში (რაც გათვა-–--წინებული საქართველოს სსკ 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით -2018 წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქცია). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ს--–---------ის და ი-----------–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ს--–---------ის და ი-----------–ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

94. ს--–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

95. ი-----------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

96. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

97. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვა-–--წინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვა-–--წინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს--–---------ს და ი-----------–ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

98. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2- ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვა-–--წინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

99. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ს--–---------ის და ი-----------–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოთ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ: ს--–---------ს - საქართველოს სსკ 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ი-----------–ს - საქართველოს სსკ 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვა-–--წინებული მიზნების მიღწევა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

100. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-2-0-ე, 2-8-270-ე, 271-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს--–---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ი-----------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ს--–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

ს--–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

მსჯავრდებულ ს--–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;

 

ი-----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

ი-----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

მსჯავრდებულ ი-----------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: DVD და CD დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენის გასაჩივრება მსჯავრდებულებს შეუძლიათ ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებულები ითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

პროკურორს, განაჩენის გასაჩივრება შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე