განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№020-00-1600-664517(1/683-20-6)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 20-8 წელი ქ.ზუ------ი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი-მი-------------–---ს
დაცვის მხარე: ადვოკატი-სო--------–--------ს
ბრალდებული-გი-------------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: გი------------------- მიმართ
მამის სახელი: ჯუ------
დაბადებული: 1-.1-.1--- წელს
პირადი ნომერი: 1----------
საქართველოს მოქალაქე
უმაღლესი განათლების მქონე
განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ზუ-----------------------------------
რეგისტრირებული: ქ. ზუ------------------------------------
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1-61 -ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გი------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გი------------------- ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გი------------------ 20-6 წლის ოქტომბრის თვეში ქ. ქუ-----–------–---–---–----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ყოფილი მეუღლის ნა------------ კუთვნილ 700 ლარის ღირებულების ოქროს ბეჭედს, 1000 ლარის ღირებულების ოქროს ჯვარს და ფულად თანხას 1000 ლარს.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
20-6 წლის 08 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე ქ. ზუ------–--------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მთვრალმა გი------------------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში გაარტყა ხელი ყოფილ მეუღლეს ნა------------, უხეშად გაუკავა მაჯა, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის არეში, კეფაზე მოუჭირა ხელი, რის შედეგად ნ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ------------მ მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
მოწმე ნა----–--------–---–- განმარტავს, რომ მუშაობს ინდივიდუალური მეწარმე ,,ეკ----------------–---“ ლომბარდში, 20-6 წლის ოქტომბრის თვეში გი------------------მ მოიტანა ძვირად ღირებული ოქროს ნივთი, შეაფასა 500 ლარად და გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც მინდობილმა პირმა თანხის დაფარვის შემდეგ გაიტანა.
მოწმე მა-------–-–--- განმარტავს, რომ მუშაობს ინდ. მეწარმე ,,ეკ----------------–---“ ლომბარდში ექსპერტ-შემფასებლად, სამუშაო საათებში შემოვიდა რუ---------------–--- და გაეცნო, როგორც გი------------------- და, მას გააჩნდა შესაბამისი მინდობილობა და დაუბრუნა ოქროს ჯვარი, რომელიც პროგრამულად დარეგისტრირებული იყო გულსაბნევად.
მოწმე თე----------–-------ს განმარტებით, ის არის გი------------------- მეზობელი და კარგად იცის, რომ ოქროს ბეჭედი, რომელიც ეკეთა გი-------------------, იყო ქორწინების, ხოლო ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით იყო ნ------ ნაჩუქარი და მას გი-----ი ატარებდა.
მოწმე რუ---------------–--- განმარტავს, რომ 20-6 წლის 9 ნოემბერს, ნაშუადღ-ვს გაიგო, რომ მისი ძმა გი-----ი იყო დაკავებული, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა არ იცის, ნა------------ ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. დაკავების შემდეგ გი-----იმ შემოუთვალა, რომ ლომბარდიდან გაეტანა ჯვარი და გაეგზავნა ნ------თვის. ეს იყო ჯვარცმა, რომელიც ქორწინების შემდეგ აჩუქა ნ------ და ყველამ იცის, რომ გი-----ი მას ატარებდა, ხოლო ბეჭდები ოქრომჭედელს გააკეთებინეს ქუთაისში და ჯვრისწერის დღიდან ორივე ატარებდა და ნა------------ მოქმედება განქორწინების გამო გამწარებული ქალის შურისძიებაა და ამიტომ დააბრალა ქურდობა გი-----ის. ჯვარი ლომბარდიდან გამოტანის შემდეგ მისმა ბიძაშვილმა ზა------------–---მ ქუთაისში ჩაუტანა ნა------------.
მოწმე ზა------------–--- განმარტავს, რომ გი------------------ არის მისი ბიძაშვილი. ნა------------ და გი-----ის ჰქონდათ კონფლიქტი და დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგ ნ------ დაურეკა და ითხოვა, რომ გი-----ის დაებრუნებინა მისთვის ნივთები, მაშინ ქურდობაზე არაფერი უთქვამს. გი-----ის დაკავების შემდეგ რუ---------------–---ს თხოვნით ჯვარი ნ------ ჩაუტანა ქუთაისში და მას რესტორან ,,მა--------–-----“ წინ ავტომანქანაში გადასცა. ნ------ და გი-----ის ერთნაირი ფორმის ქორწინების ბეჭედი ჰქონდათ და ორივე ატარებდა, ხოლო ჯვარი იყო ნ------ ნაჩუქარი, რომელიც გი-----ის ყოველთვის ეკეთა.
მოწმე ილ---------- განმარტავს, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 20-6 წლის ნოემბრის თვეში შემოვიდა შეტყობინება ქურდობის ფაქტზე, ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ქ. ქუ-----–------–---–---–-------------–- მდებარე ნა------------ საცხოვრებელი ბინა, ექსპერტის მონაწი- ლეობით ამოიღო ხელის კვალი, მოწმის სახით დაკითხა ნ------------ და გი------------------, მისგან აიღო ნერწყვის და ხელის ანაბეჭდის ნიმუში, ამოიღო და დალუქა გი------------------- მიერ წარმოდგენილი ნა------------ ბინის გასაღ-ბი.
მოწმე ლა–---–-------- განმარტავს, რომ მუშაობს იმ-----------------–----------------------------------–-–--ს დეპარტამენტში, სადაც 20-6 წლის ნოემბრის თვეში ნა------------ განცხადების საფუძველზე ოქროს ნივთების და ფულადი თანხის დაკარგვის ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ყულაბიდან ამოღ-ბულ თითის კვალზე მისი ვარგისიანობის დასადგენად დანიშნა დაქტი- ლოსკოპიური ექსპერტიზა. გამოიძახა დასაკითხად ნა------------ დამლაგებელი ქალი-ეკ------------, მაგრამ მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შემდეგ საქმე ქვემდებარეობით გადაეგზავნა ზუ------ის სამმართველოს.
მოწმე ირ---–-----–---- განმარტავს, რომ მუშაობს სა-------–-------------------------------------------–-----------------------ს ექსპერტად. 20-6 წლის დეკემბრის თვეში ჩაატარა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, წარმოდგენილი იყო ორი ცალი დაქტილოფირი, რომელიც შეადარა საქმეზე შემთხვევის ადგილიდან ამოღ-ბულ ერთ ცალ თითის კვალს და არ აღმოჩნდა გი------------------- თითის ანაბეჭდის იდენტური.
მოწმე ლე---------- განმარტავს, რომ 20-6 წლის ნოემბრის თვეში სა-------–------------------------–-–-------------------–ი გამოსაძიებლად დაეწერა სისხლის სამართლის საქმე გი------------------- მიმართ ოჯახური ძალადობის შესახებ, შემდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე გი------------------- მიმართ ქურდობის ფაქტზე და ორივე საქმე გააერთიანა. მოწმედ დაკითხა ნ------------, დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, დამატებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ქ. ქუ-----–------–---–---–-------------–- და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ავთენტიკურობას ადასტურებს.
მოწმე შა-–--------- განმარტავს, რომ 20-6 წლის ნოემბრის თვეში სა-------–-------------------------------–-------–-–-------------------–- დაიწყო გამოძიება გი------------------- მიმართ ოჯახის წევრზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, მის მიმართ ასევე გამოძიება მიმდინარეობდა ქუთაისის პოლიციის სამმართველოში და ეს საქმეები გაერთიანდა, მოწმის სახით დაკითხა ნ------------, რომელმაც წარმოადგინა ოქროს ბეჭედი და ჯვარი, მისი განმარტებით ეს ნივთები იყო დაკარგული და გი------------------- მოპარული. მისი მონაწილეობით დაათვალიერა და დალუქა აღნიშნული ნივთები, გი------------------- წარუდგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადვოკატის მონაწილეობით დაკითხა ბრალდებულის სახით.
ბრალდებულმა გი------------------მ მის მამართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ქურდობა არ ჩაუდენია, ორივეს ჰქონდა ერთნაირი ბეჭედი, რომელიც ნაცნობ ოქრომჭედელს გააკეთებინეს, ჯვრისწერის დროს გაცვალეს და ყოველთვის ეკეთა. ნა------------ ნაჩუქარი ოქროს ნივთისაგან, დაამატა 170 ლარი და ჯვარი მისი გემოვნებით გააკეთებინა ოქრომჭედელს და წელიწადნახევარი ატარებდა მას, რომელიც საჭიროების გამო, როგორც საკუთარი ნივთი, დააგირავა ლომბარდში, დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ გაუგზავნა ნ------, ხოლო ფული არ მოუპარავს, ყულაბა მან იყიდა ნ------ შვილთან ერთად და ბავშვი აგროვებდა ფულს და არავინ იცის რა თანხა იდო.
ბრალდების მხარემ გამოიკვლია შემდეგი წერილობითი მტკიცებულებები:
20-6 წლის 15 ნოემბრის ოქმი, რის შესაბამისად შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ქ. ქუ-----–------–---–---–--------------- მდებარე ნა------------ საცხოვრებელ ბინას, რომლის შესასვლელი კარი არ არის დაზიანებული, საძინებელ ოთახში არსებულ ხის მაგიდაზე დევს თუნუქის კოლოფი, მასში მოთავსებულია მონეტები და ქაღალდის კუპიურები, კოლოფის გვერდით მონეტები და საკვნეტელა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს თუნუქის კოლოფი, რკინის საკვნეტელა, ორი ცალი მონეტა, ხოლო კოლოფის ზედაპირიდან ამოიღეს ერთი ცალი ხელის კვალი (ს.ფ. 147-151, ტომი №1)
20-6 წლის 15 ნოემბერს გი-------------------გან ექსპერტების ოთ-----------------------------–---------------- მიერ, მისი თანხმობით, აღებულია ხელის თითის ანაბეჭდის ნიმუშები (ს.ფ. 158-159 ტომი №1).
შემოსავლის ორდერი N13-----ით დადასტურებულია, რომ 20-6 წლის 10 ნოემბერს ინდივიდუალური მეწარმე ,,ეკ----------------–---“ ანგარიშზე გი------------------მ შეიტანა საკრედიტო საგირავნო ხელშეკრულების თანხა 200 ლარი (სფ:93-94 ტომი №1)
ინდ. მეწარმე ,,ეკ----------------–---“ აქტი N21----ით დადასტურებულია ლომბარდიდან გი------------------- მიერ ჩადებული ოქროს გულსაბნევის რუ---------------–---სთვის დაბრუნების ფაქტი (ს.ფ.100 ტომი №1).
საქართველოს შსს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 20-6 წლის 20 ნოემბრის №32---- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის ერთი კვალი, გადატანილი წებოვან ლენტაზე ზომით 20X21 მმ, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (ს.ფ. 177-179 ტომი №1).
საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-
ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 20-6 წლის 06 დეკემბრის N1----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღ-ბული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის N1 კვალი არ არის გი------------------- ხელის ანაბეჭდების ნიმუშის იდენტური (ს.ფ. 262-264 ტომი №1).
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათზე, რომელიც გადაღ-ბულია ნა------------თან ერთად, ჩანს, რომ გი------------------- უკეთია ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით (ჯვარცმა) (ტომი II სფ:8)
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას. ამ დანაშაულის თავისებურებას წარმოადგენს ნივთის დაუფლების ფარული ხერხი, რა დროსაც დამნაშავეს შეცნობილი აქვს, რომ ის ქმედებას ჩადის ნივთის მესაკუთრის შეუმჩნევლად, ხოლო მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზნის დასადგენად აუცილებელია, რომ ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს დანაშაულის ჩამდენი პირი. ასევე მნიშვნელოვანია მას გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას-მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს დამნაშავის შესაძლებლობას, უკანონოდ ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გი------------------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი
ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელევანტური, ურთიერთშთანხმე-
ბული და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტუ-
რებდა ბრალდებულის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას.
მოწმეების რუ---------------–-------------------–-----------------------------–---- ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ოქროს ბეჭედი იყო საქორწინო, ასეთივე ბეჭედი ჰქონდა დაზარალებულ ნა------------აც და ჯვრისწერის შემდეგ გი------------------- სისტემატურად ეკეთა, ხოლო ოქროს ჯვარი იყო ნა------------ ნაჩუქარი და ასევე ატარებდა მას გი------------------. აღნიშნულს ადასტურებს ერთად ცხოვრების პერიოდში გადაღ-ბული ფოტოც, სადაც გი------------------- უკეთია ოქროს ჯვარი, რომელიც სასამართლო სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულების სახით გამოკვლეული ჯვრის იდენტურია. მართალია, ბრალდე- ბის მხარემ წარმოადგინა ოქროს ნივთის გირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქება არის ნივთის დასაჩუქრებულისთვის უსასყიდლოდ გადაცემა, რის შემდეგ ის იძენს ამ ქონებაზე საკუთრების უფლებას და შესაბამისად გი------------------- მიმართ ჰქონდა ნივთის-ოქროს ჯვრის განკარგვის, მათ შორის გირავნობის უფლება და აღნიშნული არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ქურდობის ეპიზოდში გი------------------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო 1000 ლარის ქურდობის ფაქტზე არანაირი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ვარაუდისა, არ არსებობს.
სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანე-
ლობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამეტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-40-ე მუხლის მესამე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულე- ბებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზუ----------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გი------------------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გი------------------- ბრალეულობაში, რის გამოც იგი ზემოთაღნიშნულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
რაც შეეხება გი------------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არის რელევანტური და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს გი------------------- მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულობის ქმედების ჩადენას.
მოწმე სო--------–--------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ 20-6 წლის 08 ნოემბერს ნა------------თან და დედასთან ერთად ჩამოვიდა ქ. ზუ------–- ნა------------ კუთვნილი ავტომანქანით, გი-------------------თან შესახვედრად, რომელსაც ნა------------თვის უნდა მოეტანა მისი კუთვნილი ნივთები. გი------------------- საცხოვრებელ სახლთან იცდიდნენ დაახლოებით ორი საათი, შემდეგ მოვიდა გი-----ი და ნ------ ჩაუჭრა გზა, გამოაღო ავტომანქანის კარი, გამოიტანა გასაღ-ბი და ნ------ ლოყაზე გაარტყა ხელი, შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა ჩხუბი, გი-----იმ ისევ გაარტყა ნ------ ხელი, ნ------ გამოიძახა პოლიცია, შემდეგ ნა---- და დედამისი ერთად ჩასხდნენ გი------------------- ავტომანქანის უკანა სალონში, გი-----ი დადგა მარცხენა მხარეს და საუბრობდნენ, რა დროსაც ფეხი ჩაარტყა ნ------, ქვედაკაბაზე ფეხის კვალიც ეტყობოდა, რის შემდეგ დაძრა ავტომანქანა და წავიდა. პოლიციის თანამშრომლებმა გი------------------ დააკავეს, ნ------ ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
მოწმე ირ---–-------–---–- განმარტავს, რომ 20-6 წლის 08 ნოემბერს 23:1- საათზე შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოძახების ინიციატორი იყო ნ------------. რამდენიმე წუთში მეწყვილესთან, ბა-------------სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქ. ზუ------–-------------------- ქუჩაზე, ნ------------მ განმარტა, რომ მის წინ მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი იყო ყოფილი მეუღლე და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მას ლოყა ჰქონდა გაწითლებული, რის შემდეგ გი------------------ დააკავეს, იქვე შეადგინეს დაკავების ოქმი და გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის შენობაში.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ბა-------------მ და აღნიშნა, რომ 20-6 წლის 08 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას კაპიტან ირ---–-------–---–---- ერთად, რადიო სადგურ ,,ენ----------“ შემოვიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით და მყისიერად გაემართნენ შემთხვევის ადგილზე. ქ. ზუ------–-------------------- ქუჩაზე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, სადაც შენიშნეს ,,მე----------“ მარკის ავტომანქანა, რომელთანაც იდგა ქალი და მამაკაცი-გამოძახების ინიციატორი ნ------------ და გი------------------. ნ------------მ აღნიშნა, რომ გი------------------ იყო მისი ყოფილი მეუღლე, მას წაღ-ბული ჰქონდა რაღაც ნივთი და დასაბრუნებლად მიაკითხა, რა დროსაც მათ შორის მოხდა კონფლიქტი და გი------------------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იკვეთებოდა ოჯახური ძალადობა და მიიღ-ს გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ. შედგა დაკავების ოქმი, რომელსაც ხელი გი------------------მაც მოაწერა.
მოწმე თე----------–------- განმარტავს, რომ 20-6 წლის ნოემბრის თვეში მასთან სახლში მივიდა ნ------------ ორ პირთან ერთად და უნდოდა გი-------------------თან შეხვედრა. დაურეკა გი-----ის, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და ელაპარაკებოდნენ, მერე ის შევიდა სახლში და შემდეგ გი-----ის დედისგან გაიგო მომხდარი ჩხუბის და გი-----ის დაკავების შესახებ.
ექსპერტ შო-------------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, შეისწავლა სამედიცინო დოკუმენტაცია-სასწრაფო დახმარების ბარათი, შეამოწმა ნა------------ სხეული და მას აღ-ნიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების, ნაჭდევების და სისხლნაჟღ-ნთების სახით. სახის არეში ჰქონდა მცირე ზომის ჰემატომა, სიწითლე, მარცხენა ლოყის მიდამოში შიგნითა ზედაპირზე შეინიშნებოდა სისხლჩაქცევა. მივიდა დასკვნამდე, რომ ნა------------ მიყენებული ჰქონდა სხეულის დაზიანება, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის მასალებში მითითებულ დროს.
პროკურორის შუამდგომლობით საქართველოს სსსკ-ის 24--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან მოწმე ცი---------–------- არ იმყოფება საქართველოში, ბრალდების მხარის მიერ საჯაროდ წაკითხვის გზით გამოკვლეული იქნა გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ 20-6 წლის 08 ნოემბერს ის და მისი შვილი სო--------–-------- ნა------------ გამოყვნენ ქ. ზუ------–-, მის ყოფილ მეუღლესთან გი-------------------თან შესახვედრად, რათა მას დაებრუნებინა ნ------ათვის მისი ნების საწინააღმდეგოდ მითვისებული ოქროს ნივთები. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ 20-6 წლის ოქტომბრის ბოლოს. მივიდნენ გი------------------- მამის საცხოვრებელ სახლთან და ელოდებოდნენ მას, დაახლოებით ორ საათში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მოვიდა თავისი ავტომობილით და მისი მოთხოვნით ის და ნა---- ჩასხდნენ გი-----ის ავტომანქანაში, ის დაჯდა წინ, ხოლო ნა---- უკანა სალონში. ნ------ თხოვა, რომ გი-----ის დაებრუნებინა ოქროს ბეჭედი და ოქროს ჯვარი, რაზედაც გი-----ი გაღიზიანდა და ნ------ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაარტყა ხელი სახის არეში და მაშინათვე დააკავა ხელში ოქროს ბეჭედი. შემდეგ იგი ცდილობდა ნა------------ ავტომანქანიდან გადმოთრევას და ჩაარტყა ფეხი, ის, ახალგაზრდა მამაკაცი და სო--------–-------- ცდილობდნენ გი-----ის დაწყნარებას. ნა---- გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაურეკა პოლიციას. პოლიციის მოსვლამდე ნა---- ჩაისვა ავტომობილში და წავიდა, გააჩერა მოშორებით და აგრძელებდა ხმამაღლა ნა------------ ლანძღვა-გინებას, ის მიუახლოვდა მათ, გი------------------- ხელი ჰქონდა წავლებული ნა------------ კეფაზე, იქვე შეიკრიბა ხალხიც და გააშველეს. ადგილზე გამოცხადნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ნ------ განუცხადა მომხდარის შესახებ და გი------------------ დააკავეს /ტომი I სფ:25-27/
მოწმე დე----------- განმარტებით დადასტურებულია, რომ 20-6 წლის 9 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში წარმოადგინეს დაკავებული გი------------------, რომელიც გამოკითხა ბრალდებულის სახით და გადაიყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ასევე გამოცხადებული იყო ნ------------ ორ პიროვნებასთან ერთად და გამოკითხა ისინი მოწმის სახით, ნ------------მ განმარტა, რომ მასზე იძალადა ყოფილმა მეუღლემ გი------------------მ და აღ-ნიშნებოდა დაზაიანებები. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მის მიერ გაიცა დოკუმენტი, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, დაზარალებულად ცნო ნ------------, რომელსაც გადაუგზავნა სამედიცინო დოკუმენტაცია და გამოსაკვლევად წარუდგინა ნ------------ და საქმე ქვემდებარეობით შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეგზავნა სხვა სამსახურს.
ზუ------ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის მიერ 09.11.20-6 წელს გაცემული სამედიცინო ბარათი N6---ით დადასტურებულია, რომ ნ------------ შემოწმებისას უჩიოდა სახის არეში ტკივილს, აღ-ნიშნებოდა მცირე ზომის ჰიპერემია და ესკორიაცია, მარცხენა ქვემო კიდურში მცირე ზომის დაჟეჟილობა. (ს.ფ. 114, ტომი №1)
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 20-6 წლის 29 ნოემბრის №00------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნა------------ აღ-ნიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის, ნაჭდევების და სისხლნაჟღ-ნთების სახით განვითარებული მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღ-ბული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 246-249, ტომი №1)
დაცვის მხარის მიერ დაკითხულმა ბრალდებულმა გი------------------მ მის მამართ საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ნ------------ იყო მისი მეუღლე, ერთად ცხოვრობდნენ ქუთაისში, ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ მისი მეუღლის ნათესავი, სო--------–-------- ერეოდა მათ პირად ცხოვრებაში და აუკრძალა მასთან ურთიერთობა, მიუხედავად ამისა ნ------ მის დაუკითხავად ქობულეთში წაიყვანა სო-----, მას ეწყინა და დაშორდნენ ერთმანეთს, ერთ თვეში შერიგდნენ, მაგრამ მეუღლე აყვედრიდა, რომ არ მუშაობდა და დაუწყო კამათი, მამის ავადმყოფობის გამო ჩამოვიდა ზუ------–-, მის მოსავლელად, მეუღლემ დაურეკა და განქორწინება თხოვა და ის დათანხმდა, 20-6 წლის 8 ნოემბერს იმყოფებოდა ფოთში დაბადების დღ-ზე, დარეკა ნ------------მ და უთხრა, რომ ჩამოსული იყო და ელოდებოდა, ის მეგობართან ერთად წავიდა და როდესაც მანქანაში დაინახა სო--------–-------- და დედამისი, გაბრაზდა, გადმოსძახა, რომ მოშორებით დაელაპარაკებოდა. ცი---------–------მა უთხრა, რომ ოქროს ნივთებს ითვისებდა, მან მოიძრო ბეჭედი და გადასცა. ნა---- ჩაიხუტა, მან ხელი დაარტყა, რა დროსაც გაშლილი ხელი ოდნავ ჰკრა ნ------ და დაუჯიკავა. მოვიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. მას ნა------------ათვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, ნ------ არ უნდოდა მისი გაშვება და გამწარებულმა გააკეთა. ის შერიგებულია მეუღლესთან და ცხოვრობენ ერთად. ითხოვს გამართლებას.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მოწმეების სო--------–--------ს, თე----------–--------ს, ცი---------–-------ს, ირ---–-------–---–-ს და ბა-------------ს გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მათი დაკითხვისას დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სახეზეა გამოძიებისას მოწმეთა დაკითხვის დროებითი წესის დარღვევა, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს არ არის საპროცესო ნორმის ისეთი არსებითი დარღვევა, რომელიც გამოიწვევს მოწმეთა ჩვენებების საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას, მით უფრო ეს პირები ძირითადად დაკითხულნი არიან სასამართლო სხდომაზე, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება გი------------------- საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედე- ბაში უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიმართ ამ ეპიზოდშიც გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთე-
ლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგე-
ბლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები დაიცვას ოჯახი ძალადობისა-
გან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერ- პლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკუ-
რი, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღ-ბი ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს-საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში გი------------------- მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბრალდებულ გი------------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცე- ბულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გი------------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ბრალდებულ გი------------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცი-
რებული საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი------------------- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალებულთან და ნ------------ ითხოვს გი------------------- მიმართ შეღავათის გავრცელებას და განრიდების გამოყენებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
გი------------------- ბრალად ერაცხება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე განაცხადა თანხმობა, დაზარალებულთან შერიგებულია, ხასიათდება დადებითად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება გამართლებულია, რაც სასამართლოს აზრით შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას, აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“ საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღ-მატებოდეს რვა საათს.
ვინაიდან გი------------------ იმყოფებოდა პატიმრობაში მის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, რის შესაბამისად პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღ-–თავისუფლების აღკვეთის ერთი დღ-, თავისუფლების შეზღუდვის ორი დღ-, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულის კუთვნილი ყველა ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ოქროს ჯვარი და ბეჭედი, რომელიც გი------------------მ დაუბრუნა ნა------------, როგორც მჩუქებელს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული საკვნეტელა, ორი ცალი რკინის მონეტა და გი------------------- მიერ წარმოდგენილი ბინის გასაღები, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარატმენტში, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს დაზარალებულ ნა------------.
გი------------------- ნერწყვის და თითის კვალის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი CD-R დისკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
გი------------------- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა NI--------, მართვის მოწმობა NC-------- და საერთაშორისო პასპორტი N07-------, რომელიც ინახება საქართველოს შსს სა-------–------------------------–-–-------------------–ი, დაუბრუნდეს გი-------------------.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-ე, 272-ე, 275-277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას უდანაშაულოდ გი------------------ (პირადი ნომერი 1----------) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2.ცნობილ იქნას დამნაშავედ გი------------------ საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-20-6 წლის 08 ნოემბრიდან -20-7 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
4. გი------------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 20-8 წლის 20 თებერვლის 13:08 საათიდან.
5. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის’’ შესახებ საქართველოს კანონის 29-33-ე მუხლის შესაბამისად გი------------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქ. ზუ----------------------------------).
6. გი------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი (ზუ------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-6 წლის 11 ნოემბრის განჩინება) რუ---------------–---ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზუ---------------------------------------- (საკადასტრო კოდი 4-.3-.0-.0--.0-.0--) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ასევე გაუქმდეს მის მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და მართვის მოწმობის გამოძიების ორგანოში ჩაბარების, გამოძიების მწარმოებელ ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება და დაზარალებულთან ნებისმიერი ფორმით კონტაქტის და მოწმის სტატუსის მქონე პირთან წინასწარი შეცნობით კომუნიკაციის აკრძალვა.
7. ნივთიერი მტკიცებულება, ნა------------ მიერ წარმოდგენილი ოქროს ჯვარი და ბეჭედი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღ-ბული საკვნეტელა, ორი ცალი რკინის მონეტა და გი------------------- მიერ წარმოდგენილი ბინის გასაღ-ბი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს დაზარალებულ ნა------------.
გი------------------- ნერწყვის და თითის კვალის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღ-ბული ფოტომასალის ამსახველი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
გი------------------- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა N I--------, მართვის მოწმობა NC-------- და საერთაშორისო პასპორტი N07-------, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს გი-------------------.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუ------ი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №1-)
მოსამართლე: ნატრული აკობია