განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001345674
1-420/16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ივლისი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილმა
მირანდა თურმანიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ გი------------–---–ი
ბრალდებულის - მ----- შ-----
ადვოკატის - ტ------– მ--------–---–-
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171090316004
ბრალდებული: მ----- შ-----
მამის სახელი: რ------
დაბადებული: 31.12.1-----–--–-----------------------------------------–--------------------–-----------------–------------------------------------–-----------------------------------------–-----–---------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. მ----- შ-----მ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა
ბრალდების არსი:
2016 წლის 09 მარტს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქუჩა N20-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, N2 სადარბაზოს, ბინა N34-ის შესასვლელთან, მ----- შ-----მ თან ნაქონი ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით მ--------- ქ----ს მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტი ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე წვრილი ნაწლავისა და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა თეძოს ძვლის ფრთის ზედა წვეტის საპროექციო მიდამოში და მარცხენა იდაყვის არეში, რაც ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, მ--------- ქ---- გადაუდებელი სამედიცინო-ქირურგიული ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს და დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება დამაჯერებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით მ----- შ-----მ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო პროცესზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა
დაზარალებულ მ--------- ქ----ს ჩვენება:
გამომძიებლის მიერ განმემარტა ჩემი, როგორც მოწმის უფლებები და მოვალეობები. ჩვენებას მოგცემთ თარჯიმნის მონაწილეობით ჩემთვის გასაგებ (ქართულ, თურქულ) ენაზე.
თარჯიმანს ლ------ უ–----- ასული შაქ----შვილი, დაბადებული 09.05. 1983 წელს, გაფრთხილებულია შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
საქმის ირგვლივ დასმულ კითხვებზე გიჩვენებთ შემდეგს: ვცხოვრობ თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბულში ოჯახთან ერთად. დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვედი საქართველოში, სადაც მინდოდა ფეხსაცმელების მაღაზიის გახსნა, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხე. ბინა ვიქირავე ქ. ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქუჩა N20-ში, ბინა N34. საღამოობით გასართობად დავდიოდი სხვადასხვა დისკო კლუბებში, ვიმყოფებოდი ლეოგრანდში, ინტურისტში არაერთხელ. 2016 წლის 08 მარტს ჩემთან დროებით საცხოვრებლად ჩამოვიდა, ჩემი ახლო მეგობარი მ------- ქ---, რომელსაც დავხვდი და წამოვიყვანე ჩემთან. სახლში მივედით დაახლოებით 17:00 საათისთვის, დავისვენეთ და ვინაიდან იყო 8 მარტი ქალთა დღესასწაული, მე და მ------- ქ--- გავედით მაღაზიებში ქალებისათვის საჩუქრების საყიდლად. საჩუქრების ყიდვის შემდეგ დავბრუნდით ბინაში, სადაც დავტოვე მ------- ქ---, ხოლო მე საჩუქრები მივუტანე ნაცნობ ქალბატონებს, ამის შემდეგ დავბრუნდი სახლში. 2018 წლის 08 მარტს დაახლოებით 23:30 საათზე წავედით სასტუმრო კომპლექსს ,,ლეოგრანდში“, სადაც ავედით დისკო კლუბში და შევუკვეთეთ ტეკილა, ვისკი, ,,ჩივას რეგალი“ და ენერგეტიკული სასმელი. დავიწყეთ დალევა. მე და მ-------ი ვიჯექით მაგიდასთან, რა დროსაც მოვიდა ჩვენთან ორი გოგონა, რომლებსაც ვთხოვეთ ეცეკვათ ჩვენთან ერთად, ცეკვის შემდეგ გოგონები გადაჯდნენ სხვა მაგიდასთან, ჩვენ გვინდოდა ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ დავინახეთ, რომ მათთან მივიდა ორი მამაკაცი და დაუწყეს საუბარი, ვინაიდან ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათთან გასაუბრება, რადგან მათ უკვე ელაპარაკებოდა ის ორი მამაკაცი ვინც შევეცადეთ რამენაირად მიგვექცია მათი ყურადღება. ამის გამო წავედით მათკენ, რაზეც უკვე ზემოხსენებულმა ორმა მამაკაცმა მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთმანეთში მოგვივიდა სიტყვიერი შელაპარაკება. სიტუაცია მალევე განიმუხტა ცოტა ხანს დავრჩით დისკოში, ხოლო შემდეგ ლიფტით ჩამოვედით ქვემოთ და გამოვედით ქუჩაში. გარეთ დაგვხვდა ზემოთ მითითებული ორი პიროვნება, რომლებმაც დაგვიწყეს გინება თურქულ ენაზე, რაზეც თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად და მოგვივიდა ჩხუბი. ჩხუბში ჩაერივნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რომლებმაც გაგვაშველეს. მ------- ქ--- გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, ხოლო მე დავრჩი, სადაც ვიდექი და ვესაუბრებოდი ერთ-ერთ მამაკაცს, რომელთანაც მოგვივიდა ჩხუბი. დავინახე, რომ მეორე პირი გადავიდა გზის მეორე მხარეს და წავიდა მ------- ქ----კენ, რა დროსაც მ------- ქ---- დაარტყა აღნიშნულ მამაკაცს, რამაც გამოიწვია ჩხუბი მათ შორის, ჩვენც გავიქეცით მათკენ. ჩხუბში ისევ ჩაერთვნენ მოქალაქეები, რომლებიც იქვე იყვნენ და გაგვაშველეს. შევეცადეთ კონფლიქტი აღარ გაგვემწვავებინა, თავი ავარიდეთ მე და მ------- ქია წამოვედით და გავჩერდით მოშორებით ქუჩაში, მაგრამ აღნიშნული პირები არ გვეშვებოდნენ, მოვიდნენ ჩვენთან და გააგრძელეს ჩხუბი. მათ თან ახლდათ ორი ქალბატონი, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენს გაშველებას. აღნიშნულ ქალბატონებს ვიცნობ სასტუმრო ინტურისტში არსებული დისკო კლუბიდან, რამოდენიმეჯერ მქონდა მათთან შეხება, მივეცი ჩემი ბინის მისამართი და ვთხოვე მსტუმრებოდნენ, თუმცა მათი სახელი და გვარები არ მახსოვს. ქუჩაში მყოფი მოქალაქეები ისევ მოვიდნენ ჩვენთან და გაგვაშველეს. ჩვენ საბოლოოდ მოვარიდეთ თავი და წამოვედით სახლში. სახლში დავჯექი მაგიდასთან და დავიწყე ვისკის დალევა. მ------- ქ---ც ჩემთან ერთად იმყოფებოდა. სახლში მოსვლიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ გაისმა ზარის ხმა, გავიხედე კარებში ჩამონტაჟებული გასახედიდან და დავინახე ორი ქალბატონი, სწორედ ისინი, რომლებიც ჩხუბის დროს გვაშველებდნენ და ინტურისტში ყოფნისას გაცნობის დროს მივეცი ჩემი მისამართი. გავაღე კარები, რათ შემომეპატიჟებინა სახლში. დავინახე, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მამაკაცი ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც გვეჩხუბა მე და მ------- ქ---- ლეოგრანდის წინ თავის თანმხლებ პირთან ერთად. მას ხელში ეჭირა წვრილპირიანი, დაახლოებით 25-20 სმ ვერცხლისპირიანი დანა. ამის დანახვაზე მე დავიწყე ყვირილი შიშისგან , მინდოდა კარის მიხურვა, რა დროსაც მომიქნია დანა და დამარტყა მარცხენა ხელში, რის შემდეგ კარის მიხურვა ვეღარ მოვახერხე. აღნიშნული პირი შემოვარდა ბინის შემოსასვლელში და რამოდენიმეჯერ დამარტყა დანა მუცლისა და ხელის არეში. მე ტკივილისაგან ვყვიროდი. ჩემთან მოვარდა მ------- ქ---, ხოლო აღნიშნული პირი და მისი თანმხლები ქალები გაიქცნენ. ყველაფერი მოხდა ძალაინ სწრაფად და მ------- ქ---- ჩემზე მოშველება ვერ მოასწრო. ამის შემდეგ ტკივილისაგან და ჭრილობისაგან შეწუხებულმა მ-------ს ვთხოვე დაერეკა ჩემი ნაცნობი ტაქსის მძღოლისათვის, მ-------მა შემიყვანა მისაღებ ოთახში, ვიყავი ძალაინ ცუდად, ტკივილისაგან გული მიმდიოდა. ამის შემდეგ აღარ მახსოვს არაფერი.
კითხვაზე გიპასუხებთ:
პიროვნება, რომელმაც დამჭრა იქნება დაახლოებით 180-185 სმ სიმაღლის, 35 წლამდე ასაკის, შუბლის არეში არის შემელოტებული, აქვს მოგრძო თეთრი პირსახე, სწორი ცხვირი, საშუალო აღნაგობის. ეცვა რუხი ფერის კოსტუმი, მუქი ფერის შარვალი. მე შემიძლია მისი ამოცნობა, როგორც ფოტოსურათით ასევე პიროვნულად. მისი თანმხლები მამაკაცი, რომელმაც გვეჩხუბა ლეოგრანდან იქნება დაახლოებით 185 სმ სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, დაახლოებით 35 წლის, მელოტი, მოგრძო პირისახით, სწორი ცხვირით, მუქი ფერის თვალებით. ეცვა შავი ფერის კოსტუმი და შავი შარვალი, ასევე შემიძლია მისი ამოცნობა როგორც ფოტოსურათით, ისე პიროვნულად. ერთ-ერთი ქალი, რომელიც ახლდა ჩემთნ ბინაში აღნიშნულ პიროვნებას იქნება დაახლოებით 25 წლის, 170 სმ სიმაღლის, ქერა მოკლედ შეჭრილი თმით, ღია ფერის თვალებით, თეთრი პირისახით, სწორი ცხვირით. ეცვა მუქი ფერის კოსტუმი და შავი შარვალი. მეორე ქალი იქნებოდა დაახლოებით 170-175 სმ სიმაღლის, 20-22 წლის ასაკის, სუსტი მოგრძო პირისახით. ჰქონდა ქერა გრძელი თმები, სწორი ცხვირი. ეცვა მოყვითალო ფერის კოსტუმი, თეთრი ფერის პერანგი და ღია ფერის შარვალი. მე შემიძლია ორივე ქალის ამოცნობა როგორც ფოტოსურათზე, ისე პიროვნულად.
კითხვაზე გიპასუხებთ:
აღნიშნული მამაკაცები ვნახე პირველად მანამდე მათთან შეხება არ მქონია და არ ყოფილა ჩვენში არანაირი კონფლიქტი, ხოლო ქალები რამოდენიმეჯერ მყავს ნ---ხი სასტუმრო ინტურისტში არსებულ დისკოში, სადაც ვესაუბრე და ვთხოვე მსტუმრებოდნენ სახლში, რა დროსაც ვუთხარი ჩემი ბინის მისამართი.
მოწმის სახით დაკითხული მ------- ქ---- ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ არის თურქეთის მოქალაქე. 2016 წელს მარტში საქართველოში ჩამოვიდა და დროებით დასახლდა მისი მეგობრის ასევე თურქეთის მოქალაქე მ--------- ქ----ს ნაქირავებ ბინაში. 08 მარტს მ--------- ქ----სთან ერთად გასართობად მივიდა სასტუმრო ლეოგრანდში არსებულ დისკო კლუბში. კლუბში გაიცნეს ორი გოგონა, რომლებთან ერთადაც იცეკვეს. ცეკვის შემდეგ ამ გოგონებს ორი ქართველი მათვის უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და საუბარი გაუბა. თავის მხრივ მ--------- ქ----საც სურდათ გოგონებთან გაეგრძელებინათ ურთიერთობა და ხსენებულ უცხო მამაკაცებთან შელაპარაკება მოუვიდა. მ------- ქ---- მ--------- ქ----ს დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ მ------- ქ--- და მ--------- ქ---- ცოტა ხანს კიდევ გაჩერდნენ დისკო კლუბში და შემდეგ ქუჩაში ჩავიდნენ სადაც შეხვდათ ისევ ის ორი უცხო პირი. ამ ორმა პირმა ქუჩაში, სასტუმროს კარებთან მ--------- ქ----ს დაუწყეს თურქულ ენაზე ხმამაღალი გინება დედის მისამართით, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბი გზის მეორე მხარეს გაგრძელდა. ჩხუბის გამო ქუჩაში შეიკრიბა ხალხი და გააშველეს. მ------- ქ---- იქვე მდგარ ხეს ტოტი მოაგლიჯა და დაელოდა თუკი გაგრძელდებოდა ჩხუბი ამ ტოტს გამოიყენებდა. მართლაც ასე მოხდა და ის ორი პირი კვლავ დაესხა თავს მასა და მ--------- ქ----ს, რა დროსაც მ------- ქ---- გამოიყენა მის ხელთ არსებული ტოტი. მოქალაქეები ისევ ჩაერივნენ ჩხუბში და ისევ გააშველეს მოჩხუბრები. კონფლიქტის გაგრძელების თავიდან ასაცილებლად მ------- ქ---- მ-----აფ ქ----სთან ერთად ტაქსით დატოვა შემთხვევის ადგილი და ორივენი დაქირავებულ ბინაში დაბრუნდნენ. სახლში დაბრუნების შემდგომ მ-----დ ქ---- მიიღო ნარკოტიკული საშუალება და არ იცის რა დრო გავიდა. გაისმა კარზე კაკუნის ხმა და მ--------- ქ---- გაემართა კარის გასაღებად. მ------- ქ---- კი მაგიდაზე არსებული ნარკოტიკული საშუალება მოასუფთავა, რომ არავის არ ენახა. მ------- ქ---- კარების მხრიდან მოისმა ყვირილის ხმა და მაშინვე იქითკენ გაემართა. დაინახა, რომ მ---------ს კარებთა ეჩხუბებოდა იმ მამაკაცებიდან ერთერთი, რომელთანაც მანამდე მოუვიდა კონფლიქტი. ამ მამაკაცს თან ახლდნენ ზემოთ ხსენებული ორივე გოგონა. ამ მამაკაცმა, რამოდენიმეჯერ დაარტყა მ---------ს და მუცელში დანა და გაიქცა. გაქცეულს თან გაყვნენ გოგონები. მოგვიანებით პოლიციაში ფოტო სურათზე ამოიცნო, როგორც ის პირი ვინც მ--------- ქ----ს დანით მიაყენა დაზიანება ასევე მისი თანმხლები მამაკაცი, რომლებიც მონაწილეობდა ლეოგრანდის წინ ქუჩაში ჩხუბში და ორივე გოგონა რომელნიც ახლდნენ მამაკაცებს.
მოწმის სახით დაკითხული თ------ გ------ვის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მის მეგობართან მ----- შ-----სთან, ნ---- გ----–---ანთან და ნ--- მ-–---–--ნთან ერთად ქალთა დღის 08 მარტის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდის კლუბში. თ------ გ------ვს ლიფტთან თურქი ეროვნების მამაკაცთან მოუვიდა შელაპარაკება, ამ თურქი ეროვნების მამაკაცმა მას შეაგინა დედის მისამართით და დაბლა ლიფტით ჩავიდა. თვით თ------ გ------ვიც ჩავიდა პირველ სართულზე და ხსენებულ თურქ მამაკაცს შორის ისევ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება რა დროსაც თურქი ეროვნების მამაკაცთან გვერდით მდგომმა სხვა შედარებით დაბალმა პირმა ხელში ნაჭერი ჯოხი დაარტყა თავში და მათ შორის ჩხუბი დაიწყო. ამ დროს საშველად მივიდა მ----- შ----- და ასევე გოგონები მ-–---–--ნი და გ----–---ანი. ჩხუბის დროს შეიკრიბნენ, როგორც დაცვის მუშაკები ისე პოლიციის თანამშრომლები და მათ გააშველეს დაპირისპირებული მხარე ამის შემდეგ მ----- შ-----სთან ერთად მიატოვა შემთხვევის ადგილი ავტომანქანით, რის შემდეგაც მ----- შ-----მ მიიყვანა სახლში. რაც შეეხება მ----- შანიძის მხრიდან მკველელობის მცდელობის ფაქტს ამის შესახებ არაფერი არ იცის.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ნ---- გ----–---ანის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2015 წლის 08 მარტს მეგობართან ნ--- მ-–---–--ნთან და მ----- შ-----სთან ერთად ქალთა დღის 08 მარტის აღსანიშნავად, იმყოფებოდა ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში. მაგიდასთან იჯდნენ, როდესაც სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა შეატყობინა რომ ქუჩაში მათი მეგობარი ჩხუბობდა. ამ ინფორმაციის მიღების თანავე სამივენი ჩავიდნენ პირველ სართულზე გავიდნენ ქუჩაში სადაც დაინახეს, რომ მათი მეგობარი თ------ გ------ვს სახიდან სისხლი სდიოდა და თურქი ეროვნების მამაკაცს მ--------- ქ----ს ეჩხუბებოდა. ორივეს ქუჩაში შეკრებილი ხალხი აკავებდა. მ----- შ----- შეეცადა გ------ვის დაწყნარებას, რის შემდეგაც ოთხივენი მ----- შ----- თ------ გ------ვი, ნ---- გ----–---ანი და ნ--- მ-–---–--ნი მ----- შანიძის ავტომანქანით დაბრუნდნენ ნ---- გოგლიაჩიანის დაქირავებულ ბინაში. იმავე დღეს ნ---- გ----–---ანი, ნ--- მ-–---–--ნი და მ----- შ----- მომხდარი ჩხუბის გამო სალაპარაკოდ მივიდნენ მუსატაფა ქ----ს საცხოვრებელ ბინაში ქ. ბათუმში. სამივენი ავიდნენ საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე სადაც ცხოვრობდა მ--------- ქ----, მაგრამ საცხოვრებელი ბინიდან შემოესმათ ხმამაღალი საუბრის ხმა, ამიტომ ამჯობინეს, რომ აღარ დალაპარაკებოდნენ მ--------- ქ----ს და უკან დაბრუნდნენ. მ--------- ქ----ს ვინ მიაყენა დაზიანება არ იცის.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ნ--- მ-–---–--ნის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2015 წლის 08 მარტს მეგობართან ნ---- გ----–---ანთან და მ----- შ-----სთან ერთად ქალთა დღის 08 მარტის აღსანიშნავად, იმყოფებოდა ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში. სწორედ ამ დროს მას ტელეფონი დაურეკა მეგობარმა სახელად მელისამ და შეატყობინა , რომ ქუჩაში მათი მეგობარი ჩხუბობდა. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე სამივენი ჩავიდნენ პირველ სართულზე გავიდნენ ქუჩაში სადაც დაინახეს, რომ მათი მეგობარი თ------ გ------ვს ქუჩაში ეჩხუბებოდა ორი პირი, ჩხუბის გამო ხალხი იყო შეკრებილი და მათ გაშველებას ცდილობდნენ. იქვე იყო პოლიციის მუშაკიც, რომელიც არაფერზე არ რეაგირებას და მხოლოდ მოქალაქეები ცდილობდნენ დაეშორებინათ მოჩხუბრები. მ----- შ----- შეეცდა თ------ გ------ვის დაცვას. ჩხუბის შემდეგ ოთხივენი მ----- შ----- თ------ გ------ვი, ნ---- გ----–---ანი და ნ--- მ-–---–--ნი მ----- შანიძის ავტომანქანით დაბრუნდნენ დაქირავებულ ბინაში ბათუმში. იმავე დღეს ნ---- გ----–---ანი, ნ--- მ-–---–--ნი და მ----- შ----- მომხდარი ჩხუბის გამო სალაპარაკოდ მივიდნენ მუსატაფა ქ----ს საცხოვრებელ ბინაში ქ. ბათუმში. სამივენი ავიდნენ საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე სადაც ცხოვრობდა მ--------- ქ----, მაგრამ საცხოვრებელი ბინიდან შემოესმათ ხმამაღალი საუბრის ხმა, ამიტომ ამჯობინეს, რომ აღარ დალაპარაკებოდნენ მ--------- ქ----ს და უკან დაბრუნდნენ. მ--------- ქ----ს ვინ მიაყენა დაზიანება არ იცის.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმ ქირურგის მ----- ნ---–---- ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2016 წლის 09 მარტს საავადმყოფოში მიყვანილი იქნა სხეულის დაზიანებით მ--------- ქ----, რომელსაც მიყენებული ქონდა მრავლობითი დაზიანებანი. მ--------- ქ----ს საოპერაციოში ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ვინ მიაყენა მ--------- ქ----ს დაზიანება არ იცის.
მოწმის სახით დაკითხული რ----- გ---------- ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2016 წლის 09 მარტს ღამის საათებში ბათუმში ხიმშიაშვილი ქუჩა N20-ში მრავალ სართულიანი საცხოვრებელი სახლიდან მუცელში დაჭრილი მ--------- ქ---- თავისი ავტომანქანით გადაიყვანა ბათუმში საავადმყოფოში. ვინ მიაყენა დაზიანება მ--------- ქ----ს ამის შესახებ არ იცის.
საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მუშაკების კახა გოგუაძის, მამუკა კომახიძის, რუსლან შარაშიძის, დავით რიჟვაძის ასევე ექსპერტების გიორგი გამგებელის და რომან ბერიძის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ მონაწილეობა მიიღეს მ--------- ქ----ს მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, მათი სახელით შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები შედგენილია მათ მიერ, ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვინც მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო მოქმედებებში და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ზუსტად ასახავენ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარს და შედეგებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა ქ. ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდის წინ ქუჩაში 2016 წლის 09 მარტს ღამის საათებში მიმდინარე ჩხუბის ამსახველი კადრები. კადრებში თვალსაჩინოდ არის ასახული, რომ ქუჩაში რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობს ფიზიკური დაპირისპირება ოთხ პირს შორის, მომხდარი ჩხუბის გამო შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა, მოქალაქეები ცდილობენ გააშველონ დაპირისპირებული პირები, აშკარაა, რომ უხეშად ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი. კადრში ჩანს ასევე პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, მათგან ერთერთი ცდილობენ შეაჩეროს ჩხუბში მონაწილე ერთ ერთი პირი, მხოლოდ შეაჩეროს და არცერთი პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირი არ იღებს არავითარ ზომას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე აგრესიული ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად. ვიდეო ჩანაწერის დროს ჩანს ასევე ქუჩაში სასტუმროს წინ გაჩერებული ორი პიკაპის ტიპის ავტომანქანა წარწერით პოლიცია.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა ასევე ვიდეო ჩანაწერი სადაც კადრში ჩანს ქუჩაში გაჩერებული ავტომანქანიდან ჩამოდის მამაკაცი და ორი ქალბატონი და შედიან საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. შემდეგ სამივენი ადიან ფეხით კიბეზე და უკან ბრუნდებიან. ნათლად ჩანს რომ მამაკაცი ცდილობს სახე დაიფაროს ტანისამოსით. აღნიშნულ ვიდეო ფირზე არ ჩანს ვინ, როგორ ან რა ვითარებაში მიაყენა სხეულის დაზიანება მ--------- ქ----ს.
ექსპერტიზის დასკვნა N001605016 თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, მ--------- ქ----, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას შპს უნიმედი აჭარა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2016 წლის 09 მარტიდან. აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე წვრილი ნაწლავისა და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა თეძოს ძვლის ფრთის ზედა წვეტის საპროექციო მიდამოში და მარცხენა იდაყვის არეში. ჭრილობა მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის/ საგნების/ ზემოქმედებით, ხოლო ჭრილობები მარცხენა თეძოს ძვლის ფრთის ზედა წვეტისა და მარცხენა იდაყვის სახსრის საპროექციო არეში რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნა N003511516: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტებში, წარწერებით: ,,...სისხლის მაგარი ლაქები დოლბანდის ტამპონზე შემოსასვლელიდან...“ და ,,...სისხლის მაგვარი ლაქები, ტამპონზე სამზარეულოს ზედაპირიდან...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N1,2-ის გენეტიკური პროფილი და მ--------- ქ----ს (ობ. N3; პაკეტი, წარწერით: ,,მ--------- ქ----სგან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
ამრიგად სასამართლო თითოეულ წარმოდგენილ მტკიცებულებას ერთად და ცალ-ცალკე განიხილავს და შეაფასებს.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთმა მოწმემ მ-----დ ქ---- განაცხადა, რომ მან პირადად ნახა, როგორ დაარტყა დანა სხეულში მ----- შ-----მ მ--------- ქ----ს და მოგვიანებით ფოტო სურათით ამოიცნო დანაშაულის ჩამდენი.
იმის გამო, რომ ბრალდების მხარეს გარდა მოწმე მ-----დ ქ----ი მკვლელობის დამადასტურებლად სხვა პირდაპირი დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, სასამართლო თვლის, რომ ამგვარი მტკიცებულება გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უნდა იყოს ცალსახად დამაჯერებელი, მყარი და უტყუარი და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებული.
სასამართლო თვლის, რომ მ-----დ ქ---- ჩვენება არ არის დამაჯერებელი, მყარი და უტყუარი მტკიცებულება შემდეგ გარემოებათა გამო, პირველი: თვით მ-----დ ქ---- სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ქუჩაში ჩხუბის შემდეგ ის მ--------- ქ----სთან ერთად დაბრუნდა დაქირავებულ ბინაში და მიიღო ნარკოტიკული საშუალება რის შემდგომაც აღარ ახსოვს რა დრო გავიდა, სწორედ ამ დროს გაიგონა კარზე კაკუნის ხმა და მ--------- ქ----მ გააღო კარი, რის შემდეგაც გაიგო მ--------- ქ----ს ყვირილის ხმა, წავიდა კარისკენ და დაინახა თუ როგორ ურტყავდა დანას კარებში მდგომი მამაკაცი მ--------- ქ----ს. (იხ ჩანაწერი 03.05.2107 წ. სთ 14:48:32-14:49:43)
სასამართლო თვლის, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირის მოვლენების აღქმა და შემდგომ ისე გადმოცემა, როგორც მას ახსოვს არ შეიძლება შეფასდეს უტყუარ მტკიცებულებად და სასამართლოს მიერ ის უკრიტიკოდ არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ის ფაქტი, რომ მოწმე მ-----დ ქ---- მჭიდრო კავშირი აქვს ნარკოტიკებთან ასევე დადგენილია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით საიდანაც ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალება.
ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის ფაქტი შეფასებულ იქნა თვით ბრალდების მხარის მიერ. ბრალდების მხარემ 10. 03. 2016 წელს დაადგინა, რომ 2016 წლის 09 მარტს ქ. ბათუმში ს. ხიმშიაშვილის ქუჩა N 20 ბინა N 34-ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და დათვალიერებაში მონაწილე მ------- ქ---- პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი და კოკაინი, რის გამოც ნარკოტიკული საშუალების ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოეყო საქმე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტთან დაკავშირებით და ცალკე მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებლად წარიმართა გამოძიება.
მეორე არსებითი გარემოება თუ რატო არ შეიძლება ჩაითვალოს მ-----დ ქ---- ჩვენება უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებად, რომელიც საფუძველი გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენისათვის არის ის ფაქტი, რომ მ-----დ ქ---- დაკითხვა, როგორც მტკიცებულების მოპოვება და დამაგრება მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
მართალია მ-----დ ქ---, როგორც მოწმე წინა სასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლოს მიერ დაშვებულ იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებად და დაკითხული იქნა სასამართლოში მოწმის სახით, მაგრამ საქმის არსებით სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით დადგინდა, რომ მ--------- ქ----ს მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას მოწმის სახით მ-----დ ქ--- საერთოდ არ დაუკითხავს გამოძიებას და ეს ფაქტი საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურდა.
კერძოდ: წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებით დადგენილია, რომ 2016 წლის 09 მარტს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის კახა გოგუაძის მიერ საავადმყოფოდან მიღებული თურქი ეროვნების მოქალაქე მ--------- ქ----ს სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქ. სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. სისხლის სამართლის საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი - 171090316004.
2016 წლის 10 მარტის დადგენილებით სისხლის სამართლის N 171090316004 საქმეს შეეცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა საქ. სსკ-ის 19-108 მუხლით მ--------- ქ----ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით.
იმავე დღეს ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 09 მარტს ქ. ბათუმში ს. ხიმშიაშვილის ქუჩა N 20 ბინა N 34-ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და დათვალიერებაში მონაწილე მ------- ქ---- პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი და კოკაინ, რის გამოც ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე მ-----დ ქ---- ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტთან დაკავშირებით და გამოძიება დამოუკიდებლად გაგრძელდა.
გამოძიება დაევალა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლებს. ამის შემდეგ 2016 წლის 10 მარტს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის მიერ მ-----დ ქ--- დაკითხულ იქნა, როგოც ბრალდებული და მას, როგორც ბრალდებულს გაეცნო ბრალდებულის უფლებები რადგანაც იყო ბრალდებულის სტატუსის მატარებელი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. მ-----დ ქ---- ბრალდებულის სახით დაკითხვას ესწრებოდა ადვოკატი, თარჯიმანი და პროკურორი. მიუხედავად ამისა ბრალდებულის დაკითხვის ოქმში (იხ სფ 11) მითითებულია არა მ-----დ ქ---- ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სარეგისტრაციო ნომერი ნარკოტიკული საშულების უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე, არამედ სისხლის სამართლის საქმის სარეგისტრაციო ნომერი 171090316004. აღნიშნული სარეგისტრაციო 171090316004 ნომრით კი გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმეზე მ--------- ქ----ს მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით დ/გ საქ. სსკ-ის 19-108-ე მუხლით სადაც მუარად ქ--- არა ბრალდებული არამედ მოწმეა.
საქართველოს სსკ-ის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბრალდებულს დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი. ბრალდებულს უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, – ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლის სამართლის 171090316004 საქმეზე მ--------- ქ----ს მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით დ/გ საქ. სსკ-ის 19-108-ე მუხლით ბრალდებულად ცნობილი იყო მხოლოდ ერთი პირი მ----- შ----- და არა მ-----დ ქ---. სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა მაშ რა ბრალდება გააცნო გამომძიებელმა მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დაკითხვისას ბრალდებულ მ-----დ ქ----.
საბოლოდ სასამართლოსთვის გაუგებარია 2016 წლის 10 მარტს მ-----დ ქ--- დაკითხული იქნა სისხლის სამართლის 171090316004 საქმეზე მ--------- ქ----ს მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით (სადაც მ-----დ ქ--- სტატუსი მხოლოდ მოწმე შეიძლება ყოფილიყო) თუ დაკითხულ იქნა მ-----დ ქ---- ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ნარკოტიკული საშუალების შეძენის შენახვის ფაქტზე სადაც ბრალდებული იყო.
ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმის სარეგისტრაციო ნომრის შეუსაბამობას სასამართლო არ ჩათვლიდა არსებით დარღვევად, რომ არა სხვა უფრო მნიშვნელოვანი გარემოება რასაც სასამართლო გვერდს ვერ აუვლის.
თუ გამომძიებლის მიერ მ-----დ ქ--- დაკითხულ იქნა სისხლის სამართლის 171090316004 საქმის გამოძიების ფარგლებში მ--------- ქ----ს მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით დ/გ საქ. სსკ-ის 19-108-ე მუხლით, სადაც მუარად ქ--- არა ბრალდებული არამედ მოწმეა მაშინ გამოძიებას განუხრელად უნდა დაეცვა საქ. სსსკ-ის 332 მუხლის (საქ. სსსკ-ის 332. გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი (22.05.2012. N6253)რომლის პირველი ნაწილის თანახმად 2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით. (16.12.2015 N 4643) . ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დაკითხვისას გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო. ამავე მუხლის მეოთე ნაწილის თანახმად 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 1261, 178-ე, 179-ე, 276-ე, 323-ე–3232, 325-ე–329-ე და 3782 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით. (18.12.2015. N4677 ამოქმედდეს 2016 წლის 20 თებერვლიდან) მოთხოვნები და მ-----დ ქ--- უნდა გაფრთხილებულიყო მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში საქ. სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც არ მომხდარა. ესე იგი მ-----დ ქ---- მკვლელობის შესახებ მამხილებელი ჩვენება მისცა გამოძიებას ისე, რომ არ ყოფილ გაფრთხილებული მოწმის უფლება მოვალეობების შესახებ.
ხოლო თუ მ-----დ ქ--- დაკითხულ იქნა თავისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ბრალდებული მაშინ სასამართლოსთვის გაუგებარია, როგორ მოხვდა სულ სხვა სისხლის სამართლის საქმის მასალა კერძოდ ნარკოტიკების შეძენა შენახვის ფაქტთან დაკავშირებული ბრალდებულის ჩვენების ოქმი, რომელზედაც გამოძიება ცალკე დამოუკიდებლად მიმდინარეობდა სულ სხვა მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის მართლის საქმის ტომში და რატომ უნდა ჩაითვალოს კანონიერად, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული პირის დაკითხვის ოქმის მიკერებით (და ამ ოქმის ბრალდები მხარის მტკიცებულებად მოხსენიებით) სხვა სისხლის მართლის საქმესთან ავტომატურად გამოიწვევს ერთი სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მოწმის სტატუსის მინიჭებას მეორე საქმესთან.
აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მ-----დ ქ---- დაკითხვის ოქმის წარმომავლობა გაუგებარია, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა ვერ დადგინდა. მხოლოდ ერთია ცხადი დაკითხვისას მ-----დ ქ---- განემარტა ბრალდებულის უფლებები. საქ. სსსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად მოწმის მოვალეობა, რომ უპასუხოს დასმულ შეკითხვებს მისთვის არ განუმარტავთ და იგი ამ მოვალეობით მკვლელობის მცდელობაში მამხილებელი ჩვენების მიცემისას აღჭურვილი არ ყოფილა.
2016 წლის 10 მარტს სისხლის სამართლის 171090316004 საქმეზე მ--------- ქ----ს მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით დ/გ საქ. სსკ-ის 19-108-ე მუხლით მ------- ქ--- მონაწილეობით ჩატარდა ფოტო სურათით ამოცნობები სადაც გამომძიებელმა მ-----დ ქ---- ამჯერად უკვე მიანიჭა მოწმის სტატუს და როგორც მოწმეს წარუდგინა ფოტო სურათები და განუმარტა მოწმის უფლება მოვალეობები.
საქ. სსსკ-ის 131-ე მუხლი (პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა) მეორე ნაწილის თანახმად ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება.
სასამართლო თვლის, რომ ფოტო სურათით ამოცნობამდე მ-----დ ქ--- არ ყოფილა მოწმის სახით დაკითხული კოდექსით დადგენილი წესით და შესაბამისად ფოტო სურათით ამოცნობების დროს დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.
გარდა სსსკ-ის 131-ე მუხლის (პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა) მეორე ნაწილის დარღვევისა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი 72-ე მუხლის თანახმად (დაუშვებელი მტკიცებულება) არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
აქედან გამომდინარე მ------- ქ---- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - ფოტო სურათით ამოცნობის ოქმები კანონიერადაც, რომ ყოფილიყო ჩატარებული იურიდიული ძალას ვერ შეიძენდა.
რაც შეეხება მ-----დ ქ---- ჩვენების დამაჯერებლობას - ნარკოტიკული თრობის გამო მისი მიერ აღქმული გარემოებები უტყუარ ფაქტებად ვერ მიიჩნევა თუ იგი არ არის გამაგრებული სხვა თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით.
რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენებას, დაზარალებული მ--------- ქ---- არ გამოცხადდა სასამართლოზე, მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია მან დატოვა საქართველო, რის გამოც სასამართლო პროცესზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულ მ--------- ქ----ს ჩვენება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს საფუძვლად.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ორივე პირი, როგორც მუარად ქ--- ისე მ--------- ქ---- არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ორივე ცხოვრობდა მ--------- ქ----ს დაქირავებულ ბინაში, ორივე ერთად იმყოფებოდა კლუბში, ორივეს ერთად მოუვიდათ ჩხუბი, ორივე ერთად დაბრუნდა მ--------- ქ----ს დაქირავებულ ბინაში, სადაც აღმოჩენილი იქნა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ნარკოტიკული საშუალება სხვადასხვა ადგილზე, მაგიდაზე იდო ორი ცალი სითხით ნახევრად სავსე ჭიქა და ერთი თეფში, რომელზედაც ეყარა ორი სწორ ხაზოვანი და ერთმანეთის პარალელურად განთავსებული თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება.
(თეფშზე იდო ასევე ე.წ პლასტიკური ბარათი, თუმცა ვის ეკუთვნის ან ვისი თითის კვლები ან ვისი გენეტიკური პროფილი იყო ზედ გამოძიებას ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ წარმოუდგენია) იხ. სფ 59-60
მიუხედავად ასეთი გარემოებების თანხვედრისა გამოძიება ცალმხრივად წარიმართა, იგი დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი პირის მ-----დ ქ---- მიმართ ჩატარებული გამოძიებით და მ--------- ქ----ს, რომლის დაქირავებულ ბინაშიც იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშულებები არ ჩატარებულა არანაირი კვლევა. გამოძიება არცკი დაინტერესებულა იმყოფებოდა თუ არა მ--------- ქ----ც ისე, როგორც მისი მეგობარი და თანამობინადრე ნარკოტიკული თრობის ქვეშ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნარკოტიკული თრობის დადგენა სიძნელეს არ წარმოადგენდა რადგან გამოძიებას დაზარალებულ მ--------- ქ----ს სისხლი მოპოვებულ აქვს და მასზე ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზაც ჩაატარა.
საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
ბუნებრივია ამგვარი ინფორმაციის არ არსებობისას სასამართლო ვერ ენდობა მხოლოდ სასამართლო პროცესზე გამოქვეყნებულ დაკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს და ამგვარი მტკიცებულება ცალსახად დამაჯერებელი არ არის.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.
მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს[1] და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს.[2] ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.[3]
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულის მ--------- ქ----ს ჩვენება არსებითია მ----- შანიძის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელის მსჯავრდების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ ჰქონია მისი დაკითხვის/გამოკითხვის და ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, მაშინ, როცა დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს შეეძლო არა მხოლოდ მოწმეთა სანდოობის შეფასებაზე მოეხდინა გავლენა, არამედ ნათელი მოეფინა ისეთი გარემოებებისთვის, რომლებიც რელევანტური იქნებოდა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ჩაითვლებოდა პირდაპირ ან ირიბ მტკიცებულებად და დაადასტურებდა, რომ მ----- შ-----მ ჩაიდინა მ--------- ქ----ს მკვლელობის მცდელობა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)
სადაო მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულ მ----- შანიძის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ----- შანიძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც მ----- შ----- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილნი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ----- რ------ს ძე შ----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
მ----- შანიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გამართლებულ მ----- შ-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი