1. ეს კოდექსი, გარდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

21
. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) გამოტანილ იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე და რომლებიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ 2012 წლის 1 ივლისამდე.

3. ამ კოდექსის 331-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

4. (ამოღებულია - 24.09.2010, №3616).

5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განსაზღვროს ამ კოდექსის 35-ე–36-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა.

6. დაცვის მხარის უფლება ამ კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაყენების თაობაზე ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

7. თუ ამ კოდექსის 1821 მუხლის პირველი ნაწილით

გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების შესასრულებლად ცალკეულ სასამართლოებში აუცილებელია დამატებითი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, 1821 მუხლის პირველი ნაწილი

ამოქმედდეს ამ ღონისძიებების დასრულებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის სასამართლოში განსახილველად არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი გამოაქვს იმავე ნაწილის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 36 თვისა.

9. ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №205 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3976
- ვებგვერდი, 20.07.2015წ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,2009 წლის 9 ოქტომბერი.

№1772–I