გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2019
საქმის ნომერი
330310016001460030
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5834-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - დ-----ი მ------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენლები - ნ----ა გ--------ე და ა----------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება.

 

1.2. საქართველოს მთავარ პროკურატურას დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დ----- მ------–---–ის საქართველოს პროკურატურის ს--------ს რაიონულ პროკურატურაში დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ იმავე თანამდებობაზე და იმავე პირობებით, საიდანაც მოხდა მისი გათავისუფლება.

 

1.3. საქართველოს მთავარ პროკურატურას დაევალოს დ----- მ------–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელის განმარტებით - სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისას მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის საქმიანობას საფუძვლად ედო არა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, არამედ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რათა ყველა საშუალებით მოეხდინათ პროკურატურიდან მისი დათხოვნა, რის მისაღწევად მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირები არაფერს ერიდებოდნენ და მოქმედებდნენ უკანონოდ, არაობიექტურად, მიკერძოებით და უსამართლოდ.

 

უკანონოა, როდესაც ვ--–---- ხ------------ის საქმეზე უარს ამბობენ განრიდებაზე და აიძულებენ საქმე გადააგზავნოს სასამართლოში, თუმცა კარგად იციან რომ 5 დღიანი ვადის დარღვევის გამო, საქმეს არანაირი სასამართლო პერსპექტივა არ გააჩნია და აუცილებლად შეწყდება.

 

უკანონოა, როდესაც ბ-----–---–ის ბრალდების საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს უთვლიან უხეშ დარღვევაში და მას საფუძვლად უდებენ პროკურატურიდან მისი დათხოვნის ბრძანებას.

 

არაობიექტურია, როდესაც ზ------ა ს----------ას ბრალდების საქმეზე ჩქმალავენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისი დავალების მიუხედავად, გამომძიებელმა - ქ-------ემ, ზემდგომი პროკურორის მითითებით, ბრალდებულს არ გააცნო ბრალდების დადგენილება, რის გარეშეც მას არ შეეძლო საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა.

 

მიკერძოებულია, როდესაც დ-------ისა და ბ---–---–ის ბრალდების საქმეებზე, ბრალდებულების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდების ოქმებზე ხელმომწერ ზემდგომი პროკურორების ქმედებებს კანონიერად მიიჩნევენ, მათ მიმართ არ რეაგირებენ და მხოლოდ მას სჯიან გაუგებარი საფუძვლით. უსამართლოა, როდესაც რაიონულ პროკურორთან შეთანხმებული რეჟიმით მუშაობისათვის ჯერ არაერთხელ ახალისებენ პრემიებით, დანამატებითა და ფასიანი საჩუქრით, ხოლო შემდეგ, იგივე რეჟიმით მუშაობას უთვლიან დისციპლინის დარღვევად და ამ საფუძვლით ითხოვენ პროკურატურიდან.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელი თავის ახსნა-განმარტებაში, სამსახურებრივ დასკვნაში მოხსენიებულ ყველა საქმეზე აცხადებს, რომ მის მიერ ჩადენილია უხეში დარღვევა, რასაც არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქმეზე უხეში დარღვევა განისაზღვრება არა პროკურორის დაუსაბუთებელი განცხადების საფუძველზე, არამედ იმ პირობების არსებობით, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. კერძოდ; უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად (საქმე #ბს-161–158(კ-15), უხეშ დარღვევად უნდა იქნას მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი. დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულვებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა.

 

შესაბამისად გამოდის რომ, დ-------ისა და ბ---–---–ის ბრალდების საქმეებზე მისი ქმედება უხეშ დარღვევად იმიტომ უნდა შეფასდეს, რომ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები და საქმეები დააბრუნა განრიდების მიზნით, ხოლო ლ---- ბ-----–---–ის ბრალდების საქმეზე მისი საქმიანობა უხეშ დარღვევად უნდა ჩაითვალოს იმიტომ, რომ სასამართლომ მასზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამდენად, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, იგი დაისაჯა ზემდგომი პროკურორების მითითებების შესრულებისა და საქმეებზე კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების გამო.

 

დ----- მ------–---–ის განმარტებით - სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მის მიერ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი არა მარტო კანონსაწინააღმდეგოა, არამედ მისი გამოცემისას არაერთხელ არის არსებითად დარღვეული კანონი. კერძოდ:

 

2016 წლის 4 აგვისტოს განცხადების (რეგ.#0----------) საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველოს 2016 წლის 18 აგვისტოს #-------- წერილობითი მომართვით გადმოგზავნილი მ------------------------ს 2012 წლის 21 დეკემბრის #----მ ბრძანების ამონაწერით დასტურდება, რომ დ----- მ------–---–ი ხსენებულ დღეს დაინიშნა ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორად.

 

საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანებით დასტურდება, რომ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის ეს უკანასკნელი დაითხოვეს პროკურატურიდან. აღნიშნული ბრძანება უკანონოა, რადგანაც მის გამოცემას საფუძვლად დაედო გენერალური ი-----–--------------ს 2016 წლის 7 მაისის მოხსენებითი ბარათი და იმავე თარიღის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ №------ დასკვნა, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

 

მტკიცებულებები უკანონოა, რადგანაც სამსახურებრივი შემოწმება ჩატარებულია გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ისე, რომ გამოტანილი არ ყოფილა დადგენილება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე. ამ დადგენილების გამოტანის გარეშე გენერალური ინსპექცია არ იყო უფლებამოსილი ჩაეტარებინა სამსახურებრივი შემოწმება და მოეპოვებინა მტკიცებულებები, ხოლო კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად იურიდიული ძალა არა აქვთ. დ----- მ------–---–ის განმარტებით, როდესაც ახსნა-განმარტებაში ამტკიცებდა, რომ დისციპლინური წარმოების დაწყებისას დადგენილების გამოტანა აუცილებელი იყო და მიუთითებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-16 პუნქტზე, ეს ნიშნავდა იმას, რომ ვინაიდან გენერალური ინსპექციის დებულება არ განმარტავს თუ რა იგულისხმება ი-----–--------------ს გადაწყვეტილებაში, იგი გაგებული უნდა ყოფილიყო სწორედ იმგვარად, როგორც ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოხსენებულ მუხლშია განმარტებული. საგულისხმოა ისიც, რომ დადგენილება წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ აქტს, რომელიც პროკურორს გამოაქვს გადაწყვეტილებების მიღების დროს. სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც აისახებოდა პროკურორის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს.

 

გარდა იმისა, რომ დადგენილება არ გამოტანილა, ბრძანების გამოცემისას კანონი არსებითად დაირღვა მაშინაც, როდესაც პროკურატურიდან მოსარჩელის დათხოვნის ბრძანებაში მითითებულია, რომ დისციპლინური სახდელის გამოყენებისას მ-------------------------- იხელმძღვანელა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ნორმით მ-------------------------- უნდა იხელმძღვანელოს იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკს პროკურატურიდან დაითხოვს პირადი განცხადებით ან პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით, ხოლო როდესაც მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნა ხდება დისციპლინური გადაცდომის დროს, ამ შემთხვევაში მ-------------------------- უნდა იხელმძღვანელოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით, რადგან მ----------------------ს სწორედ ეს ნორმა ანიჭებს უფლებამოსილებას გადაწყვიტოს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხი. ბრძანების გამოცემისას მ----------------------ს არ უხელმძღვანელია ამ ნორმით და ბრძანებაში არ მიუთითებია იგი, რის გამოც უხეშად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტი.

 

დათხოვნის ბრძანება არსებითი დარღვევითაა გამოტანილი იმიტომაც, რომ მასში გასაჩივრების უფლება არასწორად არის განმარტებული. კერძოდ, ბრძანებაში მითითებულია, რომ უფლება აქვს ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. ბრძანების ეს ნაწილი ეწინააღმდეგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტს, რომლის თანახმადაც - პროკურატურის მუშაკისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ბრძანების გამოცემიდან 30 დღის ვადაში და არა მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულით უხეშად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც - წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს საჩივრის წარდგენის ვადა. პროკურატურიდან დათხოვნის ბრძანების გამოცემისას კანონი არსებითად დაირღვა მაშინაც, როდესაც ბრძანების დანაწესში არ მიუთითეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის “დ” და “ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნის საფუძვლები. კანონმდებელმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლში სპეციალურად ცალკე გამოყო პროკურატურიდან დათხოვნის საფუძვლები, რომლებიც სავალდებულოა მიეთითოს ბრძანებაში. სამაგიეროდ მის ნაცვლად ბრძანებაში არასწორად არის მითითებული იმავე კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლები, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დათხოვნის კანონიერ საფუძვლად. აღნიშნულით, უხეშად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი.

 

მოსარჩელის განმარტებით ირკვევა, რომ გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 2 აპრილის მოხსენებითი ბარათი - სამსახურებრივი შემოწმების ვადის 2 თვემდე გაგრძელებასთან დაკავშირებით გაყალბებულია, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით: ბარათი შედგენილია კანცელარიის პროგრამის გარეთ, ხოლო თავისუფალ ფურცელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათი გატარებული არ არის კანცელარიაში. იგი შედგენილია დასვენების დღეს - 2016 წლის 2 აპრილს. ამავე დროს, მასალებით არ ირკვევა დასვენების დღეს, გამომძიებელი ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა სამსახურში, რაც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათი ვადის გაგრძელების თაობაზე არის ყალბი. შესაბამისად, უკანონოდ უნდა ჩაითვალოს ვადის გაგრძელების შემდეგ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაც.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმასთნ დაკავშირებით რომ გამომძიებელ - ხ-----–---–ს არ ესაჭიროებოდა 2016 წლის 2 აპრილს, შაბათ დღეს გაეყალბებინა მოხსენებითი ბარათი სამსახურებრივი შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, რადგანაც 4 აპრილსაც არ იყო ვადა გასული, რადგან 3 აპრილი კვირა დღე იყო, ხოლო გამომძიებელს 4 აპრილის მითითება არ შეეძლო შემდეგ გარემოების გამო:

 

2016 წლის 2 აპრილის მოხსებითი ბარათში, სამსახურებრივი შემოწმების გაგრძელების ერთადერთ საფუძვლად მითითებული იყო ის, რომ სსიპ „ს--------–-------დან“ არ ჰქონდათ მიღებული გენერალური ი-----–--------------ს მ--------–ის - მ----- კ------ის მიერ, 2016 წლის 2- მარტის #-------- მიმართვით გამოთხოვილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია გენერალურ ინსპექციას გადაეგზავნა სსიპ „ს--------–-------ს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - გ------ი მ-–-–------ის 2016 წლის 4 აპრილის მიმართვით. ვინაიდან, მასალები 4 აპრილს ჰქონდათ გენერალურ ინსპექციაში გამოგზავნილი, ამიტომ გამომძიებელი ვერ შეადგენდა ამ თარიღით მოხსენებით ბარათს და პირიქით, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ეს მასალები რაც შეიძლება გვიან დაერთო სამსახურებრივ მასალებზე. სწორედ სსიპ „ს--------–-------ს“ 2016 წლის 4 აპრილის მიმართვა იყო მიზეზი, რომ მოგვიანებით გამომძიებელმა არა ამ თარიღით, არამედ 2 აპრილის თარიღით შეადგინა ზემოხსენებული ყალბი მოხსენებითი ბარათი.

 

მოსარჩელისთვის გაუგებარია მოპასუხის წარმომადგენლის მიერ, მისი შეფასების აბსურდად გამოცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხსენებითი ბარათის კანცელარიაში გაუტარებლობით დაირღვა გენერალური ინსპექციის დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი. ამ შეთხვევაში გამომძიებლის მიერ ამ ნორმის მოთხოვნის იგნორირება მოხდა იმ მხრივ, რომ მან კანცელარიაში არ წარადგინა მოხსენებითი ბარათი, რამაც გენერალური ინსპექციის სპეციალისტს არ მისცა საშუალება შეესრულებინა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და მოხსებითი ბარათი გაეტარებინა კანცელარიაში.

 

კანონი არსებითად არის დარღვეული მაშინაც, როდესაც კ------ს საოლქო პროკურორის - ვ-–- ფ-------–---–ის მიერ, მ------------------------ს სახელზე შედგენილ 2016 წლის 9 მარტის მოხსენებით ბარათზე არ არის მ------------------------ს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურ ინსპექციას დაევალა დაეწყო სამსახურებრივი შემოწმება მის მიმართ. შესაბამისად, გაუგებარია საიდან და როგორ მოხვდა ხსენებული მოხსენებითი ბარათი გენერალურ ინსპექციაში, მაშინ როდესაც იგი გაეგზავნა მ----------------------ს და მოხსენებითი ბარათიდან არ ჩანს ამ უკანასკნელმა ვის დაავალა მასზე რეაგირება. ამდენად, გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო ისე, რომ არ ჰქონდა ამის კანონიერი საფუძველი - მ------------------------ს შესაბამისი მითითება, რაც გათვალისწინებულია გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით. გარდა იმისა, რომ ბრძანების გამოცემისას არსებითად არაერთხელ დაირღვა კანონი, გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ასევე ეწინააღმდეგება კანონს შემდეგ გარემოებების გამო:

 

ს--------ს რაიონული პროკურორის 2016 წლის 7 მარტის #- ბრძანებით ირკვევა, რომ შსს ს--------ს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობა, კანონის შესაბამისად, მხოლოდ ამ დღიდან დაეკისრა მოსარჩელეს.

 

სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტებისას, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რაიონული პროკურორის ბრძანება ფუნქციების განაწილების შესახებ არაფერს ნიშნავდა, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე, რადგან მისი განმარტებით იგი არსებითად ეწინააღმდეგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს, რომლის თანახმადაც, პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია და სხვა სამართლებრივი აქტები.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის (2016 წელს მოქმედი რედაქციით) თანახმად, „მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია ამ კანონით, სხვა კანონებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით“.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომაზე, პროკურორმა - ნ----ა გ--------ემ განაცხადა, რომ შსს ს--------ს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობა მოსარჩელეს დაეკისრა იმ დროიდან, როდესაც ბრძანებით დაინიშნა ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორად. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ გამოიცა ს--------ს რაიონული პროკურორის 7 მარტის ბრძანება ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით, თუ მანამდე უკვე დაკისრებული ქონდა სამსახურებრივი მოვალეობა, რის გამოც მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და ს--------ს რაიონულ პროკურატურაში სამსახურებრივი მოვალეობა კანონით დაეკისრა მხოლოდ 2016 წლის 7 მარტის ბრძანებით. შესაბამისად, ამ დრომდე მის მიერ გაწეული სამუშაო არ შეიძლება ჩათვლილიყო დისციპლინურ გადაცდომად, რადგანაც დისციპლინური გადაცდომა ეს არის კანონით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.

 

აღნიშნულით კი ბათილდება პროკურორ - ა----------ის მტკიცება, რომ ს--------ს რაიონული პროკურორის ბრძანებას ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა და ასევე ბათილდება პროკურორ - ნ----ა გ--------ის მტკიცება, რომ სამსახურებრივი მოვალეობა დაეკისრა მ------------------------ს 2012 წლის 21 დეკემბრის პროკურატურაში დანიშვნის ბრძანებით.

 

ს--------ს რაიონული პროკურორის მ--------–ის - ი----- გ---–--–---–ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ახლად დანიშნულმა პროკურორმა - ი---- კ----–--მ, 2016 წლის მარტის დასაწყისში გამოსცა ბრძანება, რომლითაც უკვე წერილობით გაიწერა თანამრომელთა ფუნქციები. მანვე განმარტა, რომ 2013 წლის დასაწყისში, იმდროინდელ რაიონულ პროკურორთან - ჩ-----–---–თან ერთად, მას დაევალა შსს ს--------ს რაიონულ სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქცია.

 

რაიონული პროკურატურის პროკურორისთვის სამსახურებრივი მოვალეობების განაწილება ხდება რაიონული პროკურორის მიერ და არა პროკურორის მ--------–ის მიერ. აღნიშნული დასტურდება 2013 წლის 27 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის #-- ბრძანებით დამტკიცებული ს--------ს რაიონული პროკურატურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც, რაიონული პროკურორი ანაწილებს მოვალეობებს რაიონული პროკურატურის მუშაკებს შორის. თავად რაიონული პროკურორი ჩ-----–---–ი არ ყოფილა გამოკითხული გენინსპექციის მიერ და უცნობია მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მიუთითებს, რომ შემოწმება ჩატარებულია არასრულყოფილად და მიკერძოებით.

 

ს--------ს რაიონული პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ პროკურორებს შორის წერილობითი დოკუმენტით არ ყოფილა გაწერილი ფუნქციური განაწილება. პროკურორები მიმაგრებულნი იყვნენ სიტყვიერი მითითების საფუძველზე. რაიონული პროკურორის ეს განმარტება ადასტურებს, რომ კანონით არ ქონია მოსარჩელეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა.

 

გენერალური ინსპექციისთვის მოსარჩელის მიერ, 2016 წლის 24 მარტს მიცემული ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ იგი თხოვდა ს--------ს რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობას მისთვის ბრძანებით დაეკისრებინა სამსახურებრივი მოვალეობა. ამით მას სურდა სცოდნოდა კონკრეტულად რა ევალებოდა. აღნიშნულზე ი----- გ---–--–---–მა უპასუხა, რომ ისინი ერთი ოჯახი იყვნენ და რასაც სიტყვიერად დაავალებდნენ, ის უნდა გაეკეთებინა. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებლად ვერაფერს წყვეტდა, რადგანაც არ იცოდა რა ფუნქცია ქონდა დაკისრებული და მხოლოდ ზედმიწევნით ასრულებდა ხელმძღვანელების ცალკეულ მითითებებს.

 

საგულისხმოა, რომ გენერალური ინსპექციის გამომძიებელმა - ხ-----–---–მა აღნიშნული საკითხი არ გადაამოწმა ს--------ს რაიონული პროკურორის მ--------–ე - ი----- გ---–--–---–თან ახსნა განმარტების ჩამორთმევის დროს. უფრო სწორად გადაამოწმა, მაგრამ აღარ დააფიქსირა ახსნა-განმარტებაში, რადგანაც პროკურორის მ--------–ე - გ---–--–---–მა სრულად დაადასტურა მისი განმარტება ამ ნაწილში, რაც გამორიცხავდა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას. ამდენად, გამომძიებელმა - ხ-----–---–მა ფაქტიურად არასრული მასალები წარუდგინა ხელმძღვანელობას, რის გამოც გენერალური ინსპექციის ყურადღებისა და კრიტიკული განსჯის მიღმა დარჩა საქმის სწორად, დასაბუთებულად გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ფაქტები.

 

ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არა მარტო შსს ს--------ს რაიონულ სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე ახორციელებდა საპროცესო ხელმძღვანელობას, არამედ ახორციელებდა სხვა რაიონებისა და აგრეთვე ს--------ს რაიონული პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეებზეც დასტურდება 2018 წლის 19 ივლისის მისი შუამდგომლობით (რეგ. #-8---------) სასამართლოში წარმოდგენილი - დ----- ა-–----–---–ის, ო----- თ-----------ს, მ-----– გ-------–---–ისა და შ----- შ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალებით, რაც მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სისხლის სამართლის საქმეებისა, რომლებზედაც მოსარჩელე ახორციელებდა ზედამხედველობას.

 

დ----- დ-------ის ბრალდების საქმის მასალებით, კერძოდ; 2015 წლის 16 ოქტომბრის შეთავაზების ოქმით ირკვევა, რომ ოქმზე, მის გარდა, ხელს აწერს რაიონული პროკურორიც, რომლის გარეშეც შეთავაზების ოქმს იურიდიული ძალა არ ექნებოდა. აღნიშნულით დასტურდება, რომ ბრალდებულ - დ-------ის განრიდება მოხდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით არსებული პრაქტიკის შესაბამისად.

 

მოსარჩელის განმარტებით, ს--------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2- ოქტომბრის #-- მომართვით დგინდება, რომ სასამართლომ უარი არ უთხრა და დ----- დ-------ის ბრალდების საქმე დააბრუნა განრიდების მიზნით, რაც მიუთითებს საქმის ამგვარად გადაწყვეტის სასამართლო პრაქტიკაზე.

 

ს--------ს რაიონული პროკურორ - ბ----- ბ-–---–---–ის ახსნა-განმარტებით ირკვევა რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია დ----- დ-------ის ბრალდების საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის შესახებ. რაიონულ პროკურორს ინფორმაცია თუ არ ჰქონდა, ეს რატომ არის მოსარჩელის დაუდევრობა გაუგებარია. ამ ინფორმაციის მოპოვება ელემენტარულად იყო შესაძლებელი, კერძოდ საკმარისი იყო ბ-–---–---–ი შესულიყო საქმის ელექტრონულ წარმოებაში და მისთვის ყველაფერი ნათელი გახდებოდა. შესაბამისად მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ბ-–---–---–მა ახსნა-განმარტების ეს ნაწილი სხვისი მითითებით იმ მიზნით დაწერა, რათა გენერალურ ინსპექციას როგორმე მოეხდინა მისი დასჯა.

 

მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამსახურებრივი მასალების მე-2 ტომის 2-----ე ფურცლებზე განთავსებულია 2015 წლის 20 ოქტომბრის მოსარჩელის შუამდგომლობა - ბრალდებულ დ----- დ-------ის განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობაში ს--------ს რაიონულ სასამართლოს თხოვს, რომ ვინაიდან ს--------ს პროკურატურასა და ბრალდებულ - დ----- დ-------ეს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება განრიდებასთან დაკავშირებით, საქმე დაუბრუნოს უკან. ამ შუამდგომლობას დანართის სახით ერთვის 3 ფურცელი, საიდანაც 2 ფურცელი არის ბრალდებულისთვის განრიდების შეთავაზების ოქმი, ხოლო ერთი ფურცელი არის დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი. ეს დოკუმენტები ს--------ს რაიონულ მოსამართლეს პირადად წარედგინა და იგი გაეცნო მათ. ამდენად, შუამდგომლობით უტყუარად დასტურდება, რომ მოსამართლემ ძალიან კარგად იცოდა იმის შესახებ, რომ ბრალდებულ - დ-------ესთან განრიდების შესახებ შეთავაზების ოქმი უკვე შედგენილი იყო მოსარჩელის მიერ, მაგრამ ამის მიუხედავად მან უპრობლემოდ დააბრუნა სისხლის სამართლის საქმე.

 

მოსარჩელის განმარტებით - უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესუალური დარღვევის შედეგად ზიანი არავის განუცდია და ამიტომ იგი არ შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად შეფასდეს. ამასთან, სახეზეა არა საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, არამედ საქმე გვაქვს პროკურატურაში და სასამართლოში არსებულ პრაქტიკასთან, რის გამოც სრულად გამოირიცხება მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი.

 

რ----- ბ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოდან, 2016 წლის 2- მარტს, მის მიერ, ჯერ გამოთხოვილია საქმე, ხოლო შემდეგ შედგენილია განრიდების შეთავაზების ოქმი. საქმის მიღებამდე, 2016 წლის 2- მარტის თარიღით განრიდების შეთავაზების ოქმის შედგენა პროკურორის მ--------–ის - ი----- გ---–--–---–ის თანხმობით რომ განხორციელდა, დასტურდება ოქმზე არსებული მისივე ხელმოწერით. შემდგომში, სასამართლო პროცესზე მონაწილეობდა სულ სხვა პროკურორი - გ---- ჯ-------–---–-, რადგანაც იგი იმყოფებოდა გენერალურ ინსპექციაში. სასამართლომ, სადაც ამჯერადაც წარდგენილი ქონდათ ბრალდებულის განრიდების შეთავაზების ოქმი, სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმე დააბრუნა განრიდების მიზნით.

 

ამ შემთხვევაშიც, მოსამართლემ წარდგენილი მასალების საფუძველზე კარგად იცოდა ბრალდებულთან განრიდების შეთავაზების ოქმის შედგენის შესახებ, თუმცა მან საქმე უპრობლემოდ დააბრუნა უკან. ამდენად, საქმე გვაქვს არა მოსარჩელის ბრალეულ ქმედებასთან, არამედ პროკურატურაში და სასამართლოში არსებულ პრაქტიკასთან, რის გამოც, მისი მხრიდან, სრულად გამოირიცხება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი.

 

შესაბამისად მოსარჩელს მიაჩნია, რომ როგორც რ----- ბ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სამსახურებრივი მასალების შესწავლით ირკვევა, გენერალური ინსპექცია, ს--------ს რაიონული პროკურორის მ--------–ესთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ, სულ ცოტა ჩასაფრებული მოქმედებდა.

 

აღნიშნულს ადასტურებს სსიპ „ს--------–-------ს“ მიერ, 2016 წლის 4 აპრილს გაცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რ----- ბ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის #0----------- საქმის ელექტრონულ მასალებში, 2016 წლის 19 მარტს, გენი-----–--------------ს მ--------–ე - ქალბატონი მ----- კ------ე 2-ჯერ, 19:01 საათზე და 19:2- საათზე არის შესული. ამის შემდეგ, იგი წესით აღარ უნდა დაინტერესებულიყო ხსენებული საქმით, რადგანაც საქმე სასამართლოში იხილებოდა და შეთავაზების ოქმი ჯერ კიდევ არ იყო შედგენილი მოსარჩელის მიერ.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2- მარტს, პროკურორის მ--------–ის - გ---–--–---–ისგან მიიღო სიტყვიერი მითითება, რომ რ----- ბ---–---–ის ბრალდების საქმეზე ჯერ განრიდების შეთავაზების ოქმზე მოეწერა ბრალდებულს ხელი, რის შემდეგ თვითონაც მოაწერდა ხელს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეთხოვა სასამართლოდან სისხლის სამართლის საქმე. მითითების შესრულების შემდეგ, იმავე დღეს, ი----- გ---–--–---–ი, ორჯერ - 13:31 საათზე და 13:41 საათზე შედის ელექტრონულ საქმეში და განრიდების შეთავაზების ოქმზე აწერს ხელს, ხოლო მისი ხელმოწერიდან დაახლოებით ორ საათნახევრის შემდეგ, უფრო ზუსტად - 16:15 საათზე, ქალბატონი - მ----- კ------ე კვლავ შედის ელექტრონულ საქმეში და აფიქსირებს ხსენებულ დარღვევას. თუ ეს უბრალო დამთხვევაა და არა გ---–--–---–ისა და კ------ის წინასწარ შეთანხმებული ქმედება, საინტერესოა რატომ არ იქნა მიღებული ზომები გენერალური ი-----–--------------ს მ--------–ის მიერ ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად? საქმის გამოთხოვის შესახებ სასამართლო პროცესი ხომ მეორე დღეს, 24 მარტს გაიმართა? ან რატომ ბოლომდე ობიექტურად არ იქნა დაფიქსირებული დასკვნაში ის გარემოება, რომ საქმის სასამართლოდან გამოთხოვის დროს მოსარჩელე იმყოფებოდა მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში და სასამართლო პროცესზე საქმის გამოთხოვის შუამდგომლობას, ი----- გ---–--–---–ის დავალებით მხარს უჭერდა სულ სხვა პროკურორი? ამ ფაქტის დაფიქსირებით კი უტყუარად დადასტურდებოდა ს--------ს რაიონულ პროკურატურაში მოსარჩელის მიერ მითითებული პრაქტიკა, ყოველივე ზემოაღნიშნული კი აფიქრებინებს, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად ხდებოდა დარღვევის პროვოცირება, ხოლო შემდეგ მისი თითქოსდა გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება. სამწუხაროა, რომ თანამდებობის პირების მიერ აღნიშნული ჩაფიქრებული იყო და ხორციელდებოდა იმ მიზნით, რათა ყველა საშუალებით მოეხდინათ მისი დისციპლინური წესით დასჯა.

 

დ----- მ------–---–ის განმარტებით, რ----- ბ---–---–ის საქმესთან დაკავშირებით ი----- გ---–--–---–მა განაცხადა, რომ მან, თავისი დაუდევრობით ვერ აღმოაჩინა საქმეზე არსებული ხარვეზი და ენდო მოსარჩელეს, ხოლო მოსარჩელემ იგი შეიყვანა შეცდომაში და ხელი მოაწერინა ბრალდებულის განრიდების ოქმს ისე, რომ ჯერ კიდევ სასამართლოდან სისხლის სამართლის საქმე გამოთხოვილი არ ქონდათ.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დ-------ისა და ბ---–---–ის ბრალდების საქმეებზე საბოლოოდ ზუსტად ისეთივე შედეგები დადგა, როგორი შედეგებიც დადგებოდა ჯერ რომ საქმეები ყოფილიყო გამოთხოვილი სასამართლოდან და შემდეგ მოეხდინათ ბრალდებულებთან განრიდების ოქმების შედგენა. ამდენად, ხსენებულ არც ერთ საქმეზე უარყოფითი შედეგი არ დამდგარა.

 

პროკურორმა - ა----------ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მართალია ზემოხსენებულ საქმეებზე უარყოფითი შედეგი არ დამდგარა, ამიტომ ეს პროცესუალური დარღვევები შეფასდა არა შეუსრულებლობად, არამედ არაჯეროვან შესრულებად.

 

საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხე მხარემ თავის ახსნა-განმარტებაში ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა და პასუხი არ გასცა მოსარჩელის მტკიცებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დ----- დ-------ისა და რ----- ბ---–---–ის საქმეებზე მოსარჩელის ქმედებები სამართლებრივად შეიძლება შეფასებულიყო მხოლოდ შეუსაბამობად და არა დისციპლინურ გადაცდომად, რადგანაც მოქმედებდა არა დაუდევრად, არამედ პროკურატურასა და სასამართლოში დაწესებული პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული ადასტურებს, რომ სამსახურებრივი შემოწმების დროს მოსარჩელის საქმიანობის შეფასებისას, გენერალურმა ინსპექციამ არასწორი სამართლებრივი შეფასებები მისცა მას და მისი უკანონო დასკვნები დაედო საფუძვლად პროკურატურიდან მის დათხოვნას.

 

მოსარჩელის მოსაზრებით - ლ---- ბ-----–---–ის სისხლის სამართლის #0----------- საქმის მასალებით; კერძოდ, არასრულწლოვან - მ------ ე-–------ის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით ირკვევა, რომ 2016 წლის 28 მარტს, დადგენილება გამოტანილი აქვს სპეციალიზირებულ პროკურორ - ზ------ კ-------–--ეს, რადგანაც მოსარჩელეს არ ქონდა არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო სერთიფიკატი. შესაბამისად ეს პროკურორი იყო ვალდებული თვალი ედევნებინა არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვისთვის და მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი დაკითხვასთან დაკავშირებით რაიმე მითითება მიეცა გამომძიებლისათვის.

 

2016 წლის 31 მარტს, 9 საათსა და 37 წუთზე, საქმეში მირეპორტებული არასრულწლოვანი დაზარალებულის უფლებათა ნუსხით, რომელიც მოსარჩელის მიერ არის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების სახით, ირკვევა, რომ არასრულწლოვან - მ------ ე-–------ს, კანონით დადგენილი წესით, ადვოკატისა და კანონიერი წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით გაეცნო თავისი უფლებები. ამდენად, არასრულწლოვანის დაკითხვისას საპროცესო კანონის დარღვევაზე მითითება მიანიშნებს მასზედ, რომ გენერალურმა ინსპექციამ შემოწმების დროს ვერ ნახა ხსენებული ოქმი და დაკითხვის ფაქტს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.

 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ფაქტი საპროცესო ნორმის დარღვევად არ მიიჩნია ასევე ს--------ს რაიონულმა სასამართლომაც, რომელმაც, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და საქმეზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გენერალურმა ინსპექციამ, ხსენებული ფაქტის ირგვლივ ისე ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, რომ საქმესთან დაკავშირებით არც მოსარჩელეს და არც ერთ სხვა პროკურორს არ ჩამოართვეს ახსნა-განმარტება და სრულყოფილად არ უზრუნველყვეს საკითხის შესწავლა. აღნიშნულით, უხეშად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“.

 

2015 წლის 28 დეკემბრის #-3------ მ------------------------ს წერილობითი მიმართვით ირკვევა, რომ საქართველოს მ--------------------------, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გაუგზავნა იმ გამომძიებელთა და პროკურორთა სია, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ფსიქოლოგიასა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკაში, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ სპეციალიზირებული პროკურორის სტატუსი და გაიცა სერთიფიკატები. მ------------------------ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვს მოსამართლეებმა იხელმძღვანელონ მის მიერ გადაგზავნილი სიით. სიაში მოსარჩელის გვარი არ ფიგურირებს, რადგანაც მას არ ქონდა გავლილი სპეციალური მომზადება.

 

აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი არასრულწლოვანთა საქმეებზე გამომძიებლისათვის გაეწია საპროცესო ხელმძღვანელობა და მიეცა მითითებები. შესაბამისად, ლ---- ბ-----–---–ის ბრალდების საქმეზე მისი ქმედება, თუნდაც მხოლოდ ამ გარემოების არსებობისას, არ შეიძლება შეფასდეს დისციპლინურ გადაცდომად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონსაწინააღმდეგოა პროკურატურიდან მისი დათხოვნა აღნიშნული საფუძვლით.

 

ვ--–---- ქ-----–---–ისა და ს----- ბ---–---–ის სისხლის სამართლის #0----------- საქმის მასალებით, კერძოდ, 2015 წლის 31 იანვარს გამოტანილი სისხლის სამართლის საქმეზე ს----- ბ---–---–ისა და ვ--–---- ქ-----–---–ის მიმართ დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 30 იანვარს გამოტანილ დადგენილებებზე მოსარჩელის ხელმოწერების არარსებობა გამოწვეულია არა იმიტომ რომ მასზე ხელი არ ქონდა მოწერილი, არამედ იმიტომ, რომ საოლქო პროკურორის ადგილზე არყოფნის გამო მან ვერ შეძლო ელექტრონული თანხმობის მიცემა. ამ თანხმობის გარეშე კი მოსარჩელის ხელმოწერა არ აისახება დადგენილებაზე.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ ითვალისწინებს დევნის არ დაწყების დადგენილებაზე ზემდგომი პროკურორის ხელმოწერას. იგი საპროცესო კანონის საწინააღმდეგოდ მთავარ პროკურატურაში მოიგონეს იმიტომ რომ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტები არ განხორციელებულიყო საოლქო პროკურატურის ნებართვის გარეშე. საგულისხმოა ისიც, რომ საოლქო პროკურორის მიერ დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ მისი ხელმოწერა მაინც არ ფიქსირდება დადგენილებაზე და ამ დროს მხოლოდ მოსარჩელის ხელმოწერა ჩნდება დადგენილებაზე. ხსენებულ საქმეზე დევნის შეწყვეტის დადგენილებები სიტყვიერად იყო შეთანხმებული საოლქო პროკურორთან, თუმცა თ---–--–- ყოფნის გამო, მან ვერ შეძლო ხელმოწერის შესრულება. ს--------ს რაიონული პროკურორის მ--------–ემ - გ---–--–---–მა უთხრა, რომ ელექტრონული თანხმობის არ ქონის მიუხედავად საქმე მაინც უნდა შეეწყვიტა, რადგანაც შეთანხმებული ჰქონდა საოლქო პროკურორთან და ეს უკანასკნელი სამსახურში მისვლის შემდეგ ხელს მოაწერდა დადგენილებას. საგულისხმოა, რომ მთავარი პროკურატურა არ ედავება საქმის თვითნებურად შეწყვეტაზე და აქცენტს მხოლოდ ხელმოწერაზე აკეთებს. გენერალური ინსპექცია ვალდებული იყო გაერკვია აღნიშნული გარემოება და ამის გათვალისწინებით გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნა.

 

გარდა ამისა, ხსენებულ საქმეზე დისციპლინური სახდელი დაეკისრა 2016 წლის 12 ივლისს, ე.ი. მომხდარი ფაქტიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის უხეშ დარღვევას. ასეთ შემთხვევებში, დისციპლინური სახდელის მისთვის დაკისრება წარმოადგენს სრულ უკანონობას.

 

მოსარჩელის განმარტებით - მოპასუხე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ ერთწლიანი ვადა აითვლება მას შემდეგ რაც დარღვევის ფაქტი ცნობილი გახდება გენერალური ინსპექციისთვის, წარმოადგენს კანონის არასწორ განმარტებას, რადგან ასეთი მითითება კანონში არ არსებობს. ხანდაზმულობის ვადის დინების დასაწყებად სრულიად საკმარისია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის ცოდნა რაიონული პროკურორის მიერაც.

 

ს--------ს რაიონული პროკურატურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის თანახმად, რაიონული პროკურორი ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მ------------------------ს წინაშე აყენებს საკითხს მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამდენად, დარღვევების გამოვლენა და პროკურატურის მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენება, პირველ რიგში, რაიონული პროკურორის მოვალეობას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კი, როდესაც ხსენებული საქმე შეწყვიტა არა მარტო რაიონული პროკურორის მითითებით, არამედ საოლქო პროკურატურისა და მთავარი პროკურატურის თანხმობით, მისი დისციპლინური წესით დასჯა არის უკანონო და დისკრიმინაციული.

 

დ----- მ------–---–ის მითითებით - ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის #0----------- საქმის მასალებით, კერძოდ, 2016 წლის 20 იანვრის, 21 იანვრისა და 25 თებერვლის - მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმებით ირკვევა, რომ ოქმები, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად შედგენილია გამომძიებლების მიერ. აღნიშნულით დასტურდება, რომ ამ საპროცესო მოქმედების შესრულება, პირველ რიგში გამომძიებლის მოვალეობას წარმოადგენდა.

 

გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვით, ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის სამეზე პროკურორად ელექტრონულად დ----- მ------–---–ი იყო დამატებული, ხოლო პროკურორის დამატება თავისი არსით ნიშნავს, რომ სწორედ მას დაევალა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, თუმცა დასკვნაში ვერ უთითებენ კონკრეტულად რომელი მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ ზემდგომი პროკურორისგან დაევალა საქმის სასამართლოში გადაგზავნა არსებითი განხილვის მიზნით. ელექტრონული დამატება ეს არის მხოლოდ ტექნიკური საშუალება პროკურორმა განახორციელოს თავისი მოვალეობა. ხშირია შემთხვევვები, როდესაც საქმეზე 4-5 პროკურორია დამატებული, თუმცა საქმეს სასამართლოში ის პროკურორი აგზავნის და იმ დროს აგზავნის ან ბრალდებულს განარიდებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, როდესაც ამას ზემდგომი პროკურორი მიუთითებს. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროკურორების დამატება შესაძლებელია არა მარტო ზემდგომი პროკურორის მიერ, არამედ რიგითი პროკურორის მიერაც, რაც იმას ადასტურებს, რომ საქმეზე პროკურორის დამატება არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ასევე საგულისხმოა, რომ გენერალურ ინსპექციაში მის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების დაწყებამდე, როდესაც პროკურატურაში აღმოაჩინეს, რომ მას ბრძანებით არ ქონდა დავალებული სამსახურებრივი მოვალეობა, სასწრაფოდ, ს--------ს რაიონულმა პროკურორმა, 2016 წლის 7 მარტის ბრძანებით დაავალა საპროცესო ხელმძღვანელობა შსს ს--------ს რაიონულ სამმართველოზე და გააუქმა 2012 წლის თებერვალში გამოცემული ბრძანება. ამდენად, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ ქონდა ბრძანებით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ზემდგომი პროკურორების მხრიდან არც სიტყვიერად არ ქონდა დავალებული ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გაგზავნა, იგი არ შეიძლება ჩაეთვალოს დისციპლინურ გადაცდომად. მისი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ იგი და ს--------ს რაიონული პროკურორის მ--------–ე - ი----- გ---–--–---–ი შეთანხმდნენ ბრალდებულ - ხ------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების თაობაზე, რადგანაც იმ ეტაპზე, ეს იყო ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით არ დაირღვეოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რადგანაც საქმეს აღარ წარმართავდნენ სასამართლოში და შესაბამისად აღარ ექნებოდათ 5 დღიანი ვადის დაცვის მოვალეობა დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლასთან დაკავშირებით და მოხდებოდა ბრალდებულის განრიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან 25 თებერვლის 15:00 საათამდე და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.

 

2016 წლის 24 თებერვალს, მის მიერ საქმეზე შედგენილი განრიდების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებული თანახმა იყო ბრალდებულის განრიდებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და შესაბამისად, მას სურდა და აპირებდა ბრალდებულთან განრიდებას და საქმის შეწყვეტას და არა მის სასამართლოში გადაგზავნას. განრიდება მოხდებოდა საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 168.2-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კანონის სრული დაცვით, რადგანაც საქმეზე წინასასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2016 წლის 25 თებერვალს 15:00 საათზე და ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული. თუმცა მთავარ პროკურატურაში სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მათი დავალების შესაბამისად საქმე გადააგზავნა სასამართლოში. სწორედ, ამ არასწორი გადაწყვეტილების გამო მოხდა სასამართლოში საქმეზე მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა და სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების შეწყვეტა.

 

ს--------ს რაიონული პროკურორის მ--------–ის - ი----- გ---–--–---–ის ახსნა განმარტებით ირკვევა, რომ ბრალდებულ - ვ--–---- ხ------------ისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებიდან რამდენიმე დღეში, ან შესაძლოა იმავე დღეს, მოსარჩელემ შესთავაზა, რომ აღნიშნულ საქმეზე გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ჯერ გაეგოთ დაზარალებულის პოზიცია და შემდეგ საკითხი დაეყენებინათ რაიონული პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის წინაშე.

 

მოსარჩელის განმარტებით, პროკურორის მ--------–ის - ი----- გ---–--–---–ის აღნიშნული განმარტება არ შეესაბამება სინამდვილეს და სიცრუეა, თითქოს მას შესთავაზა ბრალდებულ - ხ------------თან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ამასთან მოსარჩელე დარწმუნებულია, რომ ეს ვერსია მოგონილია იმისათვის, რათა როგორმე გაამართლონ ხ------------თან განრიდებაზე უარი და მ------------------------ს უკანონო გადაწყვეტილება საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ.

 

სინამდვილეში, ჯერ კიდევ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე, რაიონულმა პროკურორმა - ბ-–---–---–მა უთხრა, რომ მთავარი პროკურატურისგან მიღებულია თანხმობა ხ------------თან პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და აღნიშნული უნდა გაეფორმებინათ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისას. სწორედ მისი მითითებით მოახდინა საპროცესო შეთანხმებაზე დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმის შედგენა. პროკურორ - ბ-–---–---–ისაგან სხვაგვარი მითითება მას არ მიუღია და ბუნებრივია საქმეს ვერ წარმართავდა სასამართლოში.

 

2016 წლის 21 იანვარს, სისხლის სამართლის საქმეში, დაზარალებულ - ჯ---–---–თან შედგენილი აქვს სათანადო კონსულტაციის ოქმი, სადაც მითითებულია საპროცესო შეთანხმების პირობები. კერძოდ, ბრალდებულის სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა პირობითი მსჯავრი - 3 წელი იმავე გამოსაცდელი ვადით. მოსარჩელის განმარტებით სრულიად გამორიცხულია, რომ დაკავებულ ბრალდებულ - ვ--–---- ხ------------ისთვის სასჯელის სახედ და ზომად პირობითი მსჯავრი დამოუკიდებლად განესაზღვრა არა თუ მას, არამედ რაიონულ პროკურორს და თუნდაც საოლქო პროკურორს. ასეთი საკითხები, როგორც წესი თანხმდებოდა მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. აღნიშნული ადასტურებს, რომ ხ------------თან საპროცესო შეთანხმების გაფორმება აღკვეთ ღონისძიებამდე, სინამდვილეში უკვე შეთანხმებული იყო მთავარ პროკურატურასთან და შესაბამისად, ამ პირობებში, ყოველგვარ საფუძველსა და აზრს მოკლებული იქნებოდა მისი მხრიდან ი----- გ---–--–---–ისთვის შეთავაზება ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

დ----- მ------–---–ის განმარტებით, ს--------ს რაიონული პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მას საქმესთან დაკავშირებით ძირითადი გარემოებები აღარ ახსოვდა. ამ უკანასკნელის განმარტებით, ქ-------ში გადასვლის შემდგომ, მას, მობილურზე დაუკავშირდა დ----- მ------–---–ი და უთხრა, რომ ვ--–---- ხ------------ის ბრალდების საქმეზე სასამართლოში გადაგზავნის ვადა გაუვიდა და აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. მოსარჩელის განმარტებით სრული სიცრუეა ბ-–---–---–ის ეს განმარტება, რადგანაც წარმოუდგენელია რომ მას არ ახსოვდა ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმების დეტალები, მითუმეტეს რომ 24 თებერვალს მასთან ქონდა საუბარი და მაშინ ყველაფერი დეტალურად გაიხსენა. ასეთი განმარტება ბ-–---–---–ს იმიტომ დასჭირდა, რომ მან არ იკადრა აშკარა ტყუილი, ხოლო სიმართლეც არ ათქმევინეს, რადგანაც აღნიშნულით, ფაქტიურად მოხდებოდა მოსარჩელის გამართლება. ასევე საინტერესოა, მხოლოდ ფაქტის სათქმელად რატომ უნდა დაერეკა ბ-–---–---–ისათვის, რომელიც უკვე აღარ იყო ს--------ს რაიონული პროკურორი და მის მიმართ არავითარი პასუხისმგებლობა აღარ აკავშირებდა. სინამდვილეში ბ-–---–---–ი სრულად დაეთანხმა, რომ საქმეზე უნდა მომხდარიყო ბრალდებულის განრიდება და იგი შეცდომად მიიჩნევდა საქმის სასამართლოში გაგზავნას. თუმცა, მან ვერ აუხსნა რატომ იქნა მთავარ პროკურატურაში ასეთი არასწორი გადაწყვეტილება მიღებული. აღსანიშნავია, რომ გამომძიებელი საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კონრეტულ კითხვას არ უსვამს ბ-–---–---–ს, რითაც სინამდვილეში მალავს იმ ფაქტს, რომ მთავარი პროკურატურის დავალებით სწორედ ბ-–---–---–მა დაავალა მას ხ------------ის საქმეზე საპროცესო შეთანხმების დადება პირობით მსჯავრზე.

 

მოსარჩელის აზრით, ბ-–---–---–ის ახსნა-განმარტებით ასევე დასტურდება, რომ სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაში გენერალურმა ინსპექციამ გააყალბა მისი განმარტება და აღნიშნა, რომ თითქოს მოსარჩელეს დაავიწყდა ხ------------ის საქმის სასამართლოში გადაგზავნა. სინამდვილეში ბ-–---–---–ს მსგავსი რამ არ უთქვამს და იგი არ არის აღნიშნული მის წერილობით განმარტებაში. გენერალურ ინსპექციას სამსახურებრივ დასკვნაში ბ-–---–---–ის განმარტების გაყალბება იმიტომ მოხდა, რომ ხელოვნურად გამოეკვეთათ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.

 

ამდენად, გ---–--–---–ისა და ბ-–---–---–ის ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ მათ მისთვის სიტყვიერად არ დაუვალებიათ საქმის სასამართლოში გადაგზავნა. სინამდვილეში, არსებითი განხილვისთვის საქმის სასამართლოში გადაგზავნა არც იგეგმებოდა, რადგანაც ყველა შემთხვევაში ბრალდებულთან უნდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ასეთი გადაწყვეტილება მთავარ პროკურატურაში იქნა მიღებული და მისი შესრულება დაევალა მათ. საინტერესოა ისიც, თუ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე მთავარ პროკურატურაში რატომ მიიღეს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანიც კი არ იყო ანაზღაურებული. ან დაზარალებული დ--------- - თ------ ჯ---–---–ი რატომ წავიდა წინააღმდეგი საპროცესო შეთანხმებაზე, როდესაც მიყენებული ზიანი მხოლოდ 6- ლარი იყო. ამ საკითხს ნათელს მოჰფენს საქმეზე შეკრებილი შემდეგი მტკიცებულებების შეფასება.

 

საქმეზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ტაძრის მახლობლად მიწაზე ეყარა დაზიანებული ხატები. დ-------- - თ------ ჯ---–---–ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ტაძრის მაღაზიიდან მოპარული ხატები მაღაზიის მახლობლად მიწაზე ეყარა დამტვრეულები, რომლებსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ძალით იყო დაზიანებული.

 

ვ--–---- ხ------------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ტაძრის მაღაზიიდან ხატებისა და სანთლების ქურდობის შემდეგ, როდესაც გამოვიდა ეზოში, მან, ხატები და სანთლები დაყარა ძირს, რა დროსაც დაიმტვრა ისინი.

რატომ დაამტვრია ხ------------მა ხატები და რატომ გადაყარა სანთლებთან ერთად და არ წაიღო ისინი? სინამდვილეში ხატების დამტვრევამ დ--------- უფრო გააბრაზა ვიდრე მაღაზიის გაქურდვამ, რადგანაც როგორც დ--------მა ჯ---–---–მა კონსულტაციის ოქმის შედგენის შემდეგ განმარტა, ვ--–---- ხ------------ი იყო იეღოვას მოწმე - რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი და ხატების დამტვრევა და სანთლების გადაყრაც ამას უკავშირდებოდა. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი, რომ დ--------მა ჯ---–---–მა უარი განაცხადა დაზარალებულისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის მართლმადიდებელ პიროვნებას აუცილებლად დააპატიმრებდნენ და პირობით მსჯავრს არ შეუფარდებდნენ.

 

ამდენად, ხ------------ის საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის მიზნით გაგზავნა მთავარ პროკურატურაში საერთოდ არ იგეგმებოდა, რადგანაც ბრალდებული იეღოვას მოწმე იყო და იგი მხოლოდ მაშინ გადაწყვიტეს, როცა დაირღვა გადაგზავნის 5 დღიანი საპროცესო ვადა და კარგად იცოდნენ, რომ საქმე მაინც შეწყდებოდა. თუმცა, ამ დროს, შესაძლებელი იყო კანონიერად მომხდარიყო ბრალდებულის განრიდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. განრიდების ნება კი მთავარი პროკურატურიდან არ დართეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ საქმის შეწყვეტის შემდეგ მოეხდინათ პროკურატურიდან მოსარჩელის დათხოვნა.

 

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის განრიდება კანონიერად რომ იყო შესაძლებელი დასტურდება 2018 წლის 28 მაისის სასამართლოს სხდომაზე პროკურორ - ნ----ა გ--------ის განცხადებითაც, რომელმაც განაცხადა, რომ მ-------------------------- სწორად არ მისცა ბრალდებულ - ხ------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების უფლება, რადგანაც, განრიდების შემთხვევაში, ქურდობაში ბრალდებული პირი თურმე ნასამართლობის გარეშე დარჩებოდა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელე, რადგანაც, ჯერ ერთი, ზუსტად ამავე კატეგორიის ზ------ა ს----------ას ბრალდების საქმეზე 6 თვის დაგვიანებით მოხდა ბრალდებულის განრიდება იმ მიზეზით, რომ მას არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქმეს ვერ აგზავნიდნენ სასამართლოში და მეორე - გამოძიების შეწყვეტით ბრალდებული ხ------------ი არა მარტო ნასამართლობის გარეშე დარჩა, არამედ მასზე არ გავრცელდა განრიდებული პირის სტატუსიც, რაც ყოველმხრივ უპირატესობაში ამყოფებს მას. შესაბამისად მიაჩნია, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყოფილი მ------------------------ ვალდებული იყოს მათთვის ხელი არ შეეშალა ხ------------ის განრიდებაზე, რის შემდეგაც საქმეზე მიიღებდნენ საბოლოო კანონიერ გადაწყვეტილებას.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, მთავარი პროკურატურის საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გაგზავნის გადაწყვეტილება, 5 დღიანი ვადის დარღვევის მიუხედავად, მიღებული იქნა მთავარ პროკურატურაში. სხდომაზე დასმულ კითხვაზე თუ სად და ვის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე, მ-------------------------- განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო.

 

ჰქონდა თუ არა უფლება ყოფილ მ----------------------ს ხ------------ის საქმეზე მიეცა ზეპირსიტყვიერი მითითება საქმის სასამართლოში გაგზავნასთან დაკავშირებით?

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიებისას სავალდებულო მითითებები მისცეს ქვემდგომ პროკურორს, ხოლო „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურორის მითითება უნდა იყოს წერილობითი ფორმის. ამდენად, მ------------------------ს ზეპირსიტყვიერი მითითება ხ------------ის საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ, ამ მხრივაც აშკარად კანონსაწინააღმდეგო იყო. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა - ა----------ემ განაცხადა, რომ მას, როგორც დამოუკიდებელ პროკურორს, შეეძლო არ შეესრულებინა მ------------------------ს მითითება, საქმე არ გადაეგზავნა სასამართლოში და შეეწყვიტა. მოსარჩელის განმარტებით საქმეზე ასეთ ქმედებებს იგი ვერ განახორციელებდა, რადგანაც განრიდების ოქმის შესადგენად საჭირო იყო რაიონული პროკურორის ან მისი მ--------–ის წერილობითი თანხმობა, რომელსაც ისინი დაადასტურებდნენ თავიანთი ხელმოწერით. ზემდგომი პროკურორისგან ასეთი თანხმობა მას არ ქონია, რის გარეშეც ვერ მოახდენდა ბრალდებულის განრიდებას და საქმის შეწყვეტას.

 

ასევე, მოსარჩელემ განმარტა, რომ მას და რაიონული პროკურორის მ--------–ეს - ი----- გ---–--–---–ს სურდათ საქმეზე ბრალდებულის განრიდება, მაგრამ ყოფილმა მ-------------------------- არ მისცა მათ ამის საშუალება და საქმე წარმართეს სასამართლოში, რის შემდეგაც ბრალდებულის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. ასეთ ვითარებაში, აღნიშნული საფუძვლით პროკურატურიდან მისი დათხოვნა არის უკანონო და დისკრიმინაციული.

 

მთავარი პროკურატურის საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმით ასევე დასტურდება, რომ საბჭოზე მან წარადგინა დ----- ა-–----–---–ის, ო----- თ-----------ს, მ-----– გ-------–---–ისა და შ----- შ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც იყო უშუალოდ ს--------ს პროკურატურისა და შსს დ--------–---–------ს სამმართველოს წარმოებაში და მათზე იგი ახორციელებდა ზედამხედველობას, რაც ადასტურებს, რომ ფუნქციური ბრძანების არარსებობის პირობებში ასრულებდა ზემდგომი პროკურორების სიტყვიერ დავალებებს.

 

საბჭოზე ასევე წარადგინა თ------ გ--------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნულ საქმეზე, მოსამართლის მიერ, წინასასამართლო სხდომა 2-2 თვით, 2-ჯერ გადაიდო მხოლოდ იმის გამო, რომ ბრალდებულ - გ-------ს, ზ------ა ს----------ას მსგავსად არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ადასტურებს, რომ სწორედ გ--------ს ბრალდების სისხლის სამართლის გაჭიანურებული საქმე იყო მიზეზი იმისა, რომ რაიონულმა პროკურორმა - ბ-–---–---–მა მიიღო გადაწყვეტილება და ს----------ას საქმე აღარ წარმართა სასამართლოში.

 

ზ------ა ს----------ას ბრალდების სისხლის სამართლის #0----------- საქმის მასალებით, კერძოდ, დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ირკვევა, რომ 2015 წლის 31 მაისს, მის მიერ, ზ------ა ს----------ა მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ბრალდებულისთვის მისი გაცნობა დაევალა გამომძიებელ - შ------- ქ-------ეს. თუმცა, გამომძიებელმა, ზემდგომი პროკურორის მითითებით, დადგენილება არ გააცნო ბრალდებულს და გავიდა გაცნობის 24 საათიანი ვადა. ბრალდების დადგენილების გაცნობის გარეშე შეუძლებელი იყო შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის და საქმეზე განესაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი.

 

ამდენად, საქმეზე რეალური დარღვევა იყო ის, რომ მისი დავალების მიუხედავად, გამომძიებელმა - ქ-------ემ, ზემდგომი პროკურორის მითითებით, ბრალდების დადგენილება არ გააცნო ზ------ა ს----------ას. აღნიშნული ფაქტი, სამსახურებრივი შემოწმების დროს ცნობილი გახდა გენერალური ინსპექციის გამომძიებლისათვის, თუმცა მან, აღნიშნული დარღვევა მიჩქმალა და იგი არ დაფიქსირდა დასკვნაში, რადგანაც მოსარჩელის მხრიდან არ იკვეთებოდა დისციპლინური გადაცდომა.

 

ამის შემდეგ, 2016 წლის პირველი ივნისიდანვე, ანუ მეორე დღიდანვე და არა წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნის 60 დღის გასვლის შემდეგ, რაიონული პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის მიერ კეთდებოდა ყველაფერი საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლო სხდომაზე იყო მცდელობა ეს დარღვევაც მოსარჩელისთვის დაებრალებინათ. ამიტომ საჭიროდ მიაჩნია განმარტოს შემდეგი: პროკურორი - ბ----- ბ-–---–---–ი, მისგან დამოუკიდებლად თავიდანვე საქმეს ათანხმებდა როგორც საოლქო პროკურატურაში, ასევე მთავარ პროკურატურაში ჯერ მობილურ ტელეფონით, შემდეგ კი უშუალოდ ჩადიოდა იქ. შეთანხმების გაჭიანურება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მთავარი პროკურატურის თანამშრომლები გადასულები იყვნენ მ------------------------ს არჩევის ახალ საკანონმდებლო საქმიანობაზე. ისინი რაიონულ პროკურორს უარს ეუბნებოდნენ საქმის გადაწყვეტაზე იმ მოტივით, რომ ჯერ არ იცოდნენ ვინ მოვიდოდა მ----------------------ად და დარჩებოდნენ თუ არა ისინი თავიანთ ადგილებზე. მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებმა ს----------ას საქმისთვის მხოლოდ მაშინ მოიცალეს და გადაწყვიტეს საქმე, როდესაც პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო მ----------------------ად - ი-----–- შ------ის არჩევა და მათ თანამდებობებსაც არავითარი საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

 

შეთანხმების შემდეგ, სწორედ პროკურორ - ბ-–---–---–ის მითითებით, მის მიერ, ვინაიდან ს----------ასთან მოხდა განრიდების ოქმის შედგენა, აღნიშნული მომავალში საფუძვლად დაედო ზ------ა ს----------ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილებებს. ს----------ას განრიდებისა და საქმის შეწყვეტის თარიღები უტყუარად ადასტურებს მის მიერ ზემოაღნიშნულ განმარტებას საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ განრიდების შეთავაზების ოქმს, მოსარჩელესთან ერთად ხელს აწერს ზემდგომი პროკურორიც, რომლის გარეშეც დადგენილებას იურიდიული ძალა არ ექნებოდა და მიუთითებს, რომ იგი სრულად იყო საქმის კურსში. ამდენად, როდესაც საქმეზე რეალური დარღვევა მიჩქმალულია და გენერალური ინსპექციის მოგონილი დარღვევის ფაქტით დათხოვნილია პროკურატურიდან, აღნიშნული წარმოადგენს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას.

 

ს--------ს რაიონული პროკურორის მ--------–ის - ი----- გ---–--–---–ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ვინაიდან იყო თვის ბოლო, შსს ს--------ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სთხოვეს ზ------ა ს----------ასთვის ბრალის წარდგენა, რაზეც ის და ბ----- ბ-–---–---–ი დათანხმდნენ და ზ------ა ს----------ას დ----- მ------–---–ის მიერ წარედგინა ბრალდება და მისი ვარაუდით, შემდეგ მოხდებოდა პიროვნების დადგენა. თუ რატომ არ შეეფარდა ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება, მან არ იცის, რადგანაც ამ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოსარჩელის განმარტებით, პროკურორის მ--------–ე - ი----- გ---–--–---–ი ამჯერადაც არასწორად წარმოადგენს საქმის ვითარებას. აშკარაა, რომ გენერალური ინსპექცია მისგან მოითხოვდა მოსარჩელის საწინააღმდეგო განმარტების მიცემას იმის სანაცვლოდ, რომ მომავალში დისციპლინური წესით იგი არ ყოფილიყო დასჯილი. ამით წახალისებული გ---–--–---–ი უკვე თავის თავზე იღებს იმასაც, რაც სინამდვილეში მას არ გაუკეთებია. გენინსპექციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მოსარჩელის განმარტებით მითითებული აქვს, რომ ს----------ას მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტა----ვირა დილით დაავალა რაიონულმა პროკურორმა - ი----- ბ-–---–---–მა. ეს იმიტომ მოხდა, რომ გ---–--–---–მა, პოლიციის ხელმძღვანელებს, წინა სამუშაო დღეებში უარი განუცხადა დევნის დაწყებაზე, ხოლო როდესაც ბ-–---–---–ის დავალებით, გ---–--–---–ის გვერდის ავლით, მან მაინც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ს----------ას მიმართ, ი----- გ---–--–---–ი აშკარად განაწყენდა და ეს განაწყენება მასთან არც დაუმალავს. სწორედ ამ განაწყენების გამო იგი უარს ამბობდა რაიმე ფორმით მიეღო საქმეში მონაწილეობა და მოსარჩელის არაერთი მიმართვის დროს ყოველთვის ამისამართებდა რაიონულ პროკურორ - ბ-–---–---–თან.

 

ს--------ს რაიონული პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის ახსნა განმარტებით ირკვევა, რომ ს--------ს რაიონული ს-----------–--------------ს თხოვნით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ზ------ა ს----------ა, რომელსაც არ ჰქონდა პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის არარსებობის გამო, ზ------ა ს----------ას მიმართ საქმის სასამართლოში წარმართვას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ამ ვადაში ვერც განრიდების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების შეთანხმება მოესწრო, ხოლო შემდგომ პერიოდში ხელმძღვანელობასთან შეათანხმა განრიდების გაფორმების საკითხი და შესაბამისად მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული განმარტება ნათლად ადასტურებს, რომ საქმეზე გადაწყვეტილების გაჭიანურება გამოწვეული იყო არა მისი ბრალეულობით, არამედ ხელმძღვანელებთან საქმის შეთანხმების გაჭიანურებით. ხელმძღვანელებთან შეთანხმებას, მისგან დამოუკიდებლად, თავიდანვე ახორციელებდა რაიონული პროკურორი - ბ----- ბ-–---–---–ი, რომელმაც მხოლოდ ნოემბერში შეძლო შეთანხმების მიღწევა. ამ შემთხვევაში მოსარჩელის ბრალეულობა საქმის გაჭიანურებაში არ არსებობს. ბრალეულობის არარსებობის გამო კი სრულად გამოირიცხება მისი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რადგანაც დისციპლინური გადაცდომა ეს არის კანონით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ გამომძიებელს ახსნა-განმარტებაში ბ-–---–---–ისთვის არ დაუსვამს კითხვა და არ გაურკვევია რა იყო მიზეზი შეთანხმების გაჭიანურებისა, რაც ადასტურებს, რომ გამომძიებელმა სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა მიკერძოებულად და არასრულყოფილად.

 

ს----------ას ბრალდების საქმე ნათლად ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე ყველანაირი სახის გადაწყვეტილებები მხოლოდ ზემდგომი პროკურორების მიერ მიიღებოდა. ხსენებულ საქმეზეც მხოლოდ მოსარჩელე იყო დამატებული საქმის ელექტრონულ წარმოებაში, მაგრამ მასზე გადაწყვეტილებას იღებდა არა იგი, არამედ ზემდგომი პროკურორები. ამ საქმეზე ვადის 6 თვით დარღვევა არ გამხდარა პრობლემა რომ მასზე მომხდარიყო ბრალდებულის განრიდება და მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ასე იმიტომ მოხდა, რომ იმ დროისათვის მთავარ პროკურატურაში არ გეგმავდნენ პროკურატურიდან მის დათხოვნას. საქმეების ამგვარად გადაწყვეტა წარმოადგენდა ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმს, ამიტომ არც ამ საქმეზე და არც ხ------------ის საქმეზე დამოუკიდებლად არ შეეძლო რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმეზე გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა მისი ბრალეულობის გარეშე, სრულად გამოირიცხება მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, ხოლო, ამ საფუძვლით პროკურატურიდან მისი დათხოვნა არის უკანონო და დისკრიმინაციული.

 

დ----- მ------–---–ის განმარტებით, გ------ი ხ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის #0----------- საქმის მასალებით, კერძოდ; დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ ირკვევა, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს, მ-----–- ხ----–---–ი დაზარალებულად ცნო ვ-–- ქ-----–---–ის მიერ ცემის ფაქტზე.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ 2015 წლის 30 დეკემბერს, ს---–--------------------მა, მ-----–- ხ----–---–ის ცემის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა გ------ი ხ----–---–ი. ამ შემთხვევაში, დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაუზუსტებლად ბრალდების დადგენილების გამოტანა, გენერალური ინსპექციის მიერ არ იქნა მიჩნეული დარღვევად. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, თუ ბრალდების წაყენებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება, რატომ იყო საჭირო მისი დაზუსტება საქმეზე წსს განსაზღვრის დროს? საქმე ხომ არ იგზავნებოდა სასამართლოში არსებითი განხილვისათვის? მით უმეტეს, რომ დაზარალებულის დადგენილების გამოტანის შემთხვევაში საჭირო გახდებოდა ახალი ბრალდების დადგენილების გამოტანაც. უფრო მეტიც, ბრალდებულის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოხდა უკანონოდ, რადგანაც არ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. შესაბამისად, არ შეიძლებოდა დაზარალებულად ცნობის ახალი დადგენილების შეცვლაც, ხოლო ის ფაქტი, რომ საქმეზე დანიშნა წინასასამართლო სხდომის თარიღი სასამართლოს მეშვეობით, კანონით სხვა გამოსავალი მას არ ქონდა, რადგანაც პირი უკვე მიცემული იყო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

გ------ი ხ----–---–ის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით პროკურორი - ბ-–---–---–ი ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ საქმე გავლილი ჰქონდა ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. საინტერესოა, თუ პროკურატურის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებული იყო საპროცესო ნორმების შესაბამისად და მიზანშეწონილად მიიჩნიეს დევნის შეწყვეტა, რატომ ჩათვალა გენერალურმა ინსპექციამ იგივე საქმიანობა საპროცესო ნორმების დარღვევად, მოსარჩელისთვის გაუგებარია.

 

გ------ი ხ----–---–ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 13 თებერვლის დადგენილებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მიმართ შეწყდა დევნა, რადგანაც არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ კანონიერად არ მოხდა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება. ამდენად, ამ ფაქტზე არ დასტურდება მოსარჩელის მიერ არანაირი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და ამ საფუძვლით პროკურატურიდან მისი დათხოვნა არის უკანონო და დისკრიმინაციული.

 

ი---- ჯ--–--–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის #0----------- საქმის მასალებით, კერძოდ, მოსარჩელის მიერ გამოტანილი - საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დასტურდება, რომ გამოძიება შეწყდა 2015 წლის 30 აპრილს, ხოლო დისციპლინური სახდელი - პროკურატურიდან დათხოვნა, განხორციელდა 2016 წლის 12 ივლისს, ერთ წელზე მეტი დროის შემდეგ, რაც წარმოადგენს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის უხეშ დარღვევას.

 

პროკურორ - ბ-–---–---–ის მიერ, 2015 წლის 11 ივლისს გამოტანილი შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ მასში მითითებული არ არის არცერთ შესასრულებელ საგამოძიებო მოქმედებაზე, რაც მიუთითებს გამოძიების განახლების ფორმალურ ხასიათზე.

 

ჯ--–--–---–ის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით რაიონულმა პროკურორმა - ბ----- ბ-–---–---–მა განმარტა, რომ განმცხადებლის საჩივრის საფუძველზე, მან, შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე განაახლა გამოძიება დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, მაგრამ რომელი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად განაახლა საქმე, ეს არ არის მითითებული დადგენილებაში და არც გამომძიებელი ეკითხება მას. აღნიშნულით დასტურდება მოსარჩელის განმარტება, რომ ბ-–---–---–მა საქმე მხოლოდ ფორმალურად განაახლა. გარდა ამისა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია პროკურატურის მუშაობაში, კარგად იცის, რომ საქმეზე შეწყვეტის გადაწყვეტილებას არა თუ მოსარჩელე ვერ მიიღებდა, არამედ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერც ბ-–---–---–ი და ვერც საოლქო პროკურორი. ასეთი სახის გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ მთავარ პროკურატურაში. შესაბამისად, გაკვირვებას იწვევს მთავარ პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილების გამო მისი დასჯა.

 

ს--------ს რაიონული პროკურორის მ--------–ის - ი----- გ---–--–---–ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ იგი წინააღმდეგი იყო საქმეზე გამოძიების შეწყვეტის, მაგრამ მოსარჩელემ საქმე შეათანხმა ბ-–---–---–თან და შეწყვიტა საქმე. თუ შეწყვეტა უკანონო იყო, დღეისათვის ს--------ს რაიონულ პროკურატურაში არც ბ-–---–---–ი მუშაობს და არც მ------–---–ი და საინტერესოა, გ---–--–---–ი რატომ არ იწყებს საქმეზე სისხლისსამართლებრივ დევნას, რაც ადასტურებს, რომ გ---–--–---–ის პოზიცია მცდარი იყო, ხოლო მათი გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ იყო კანონიერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 3 აგვისტოს, მისი განცხადების საფუძველზე გადმოგზავნილი ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს #3--- წერილობითი პასუხით დასტურდება, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს და 2016 წლის 26 იანვარს, იგი მონაწილეობდა სახელმწიფო ბრალმდებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ა-–---------- ტ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში.

 

რაც შეეხება 2016 წლის 2- თებერვლის სასამართლო სხდომას, საქმეში არსებული მოსამართლის თანაშემწის ცნობის თანახმად, სასამართლო სხდომა გადაიდო მოსამართლის ავადმყოფობის გამო. თუმცა, ხსენებულ დღეს იგი გაემგზავრა ქ. თ---–--–- პროცესში მონაწილეობის მისაღებად. პროცესამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, მობილურზე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და შეატყობინა, რომ მოსამართლის ავადმყოფოფბის გამო პროცესი გადაიდო 2 მარტისთვის.

 

2016 წლის 25 სექტემბრის მოსარჩელის განცხადების (რეგ.#-/----) საფუძველზე გადმოგზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის წერილით დასტურდება, რომ 2016 წლის 15 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა ვ----– ნ---------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა იგი. ამდენად, ზემოხსებულ დღეებში მან კი არ გააცდინა სამსახური, არამედ მონაწილეობდა სააპელაციო სასამართლოში პროცესებზე.

 

რაც შეეხება პირველ მარტს, დილით, ს-------ში არ იყო ელექტროენერგია, რის გამოც ვერ შეძელო ტექნიკურ საშუალებაზე დაეფიქსირებინა სამსახურში გამოცხადება. რაც შეეხება სამსახურიდან წამოსვლას, ჩანაწერის მიხედვით ფიქსირდება 19:21 საათი.

 

სამსახურებრივი დასკვნის მიხედვით, მის მიერ აღნიშნული სამართლებრივი აქტების დარღვევა გამოიხატება სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან წასვლის დაფიქსირების ვალდებულების შეუსრულებლობაში. აღნიშნულ ბრძანებას და პროკურატურის შინაგანაწესს, კანონით დადგენილი წესით გაეცნო 2016 წლის 17 თებერვალს და შესაბამისად, მანამდე ვერ შეძლებდა მათ დარღვევას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურაში მისვლასა და წამოსვლას იგი სისტემატიურად აფიქსირებდა ტექნიკურ საშუალებებზე, რაც დასტურდება გამომძიებელ - ხ-----–---–ის მიერ 2016 წლის 10 მარტს შედგენილი დათვალიერების ოქმით. ამდენად, მის მიერ ზემოხსენებული ბრძანების პირველი პუნქტი პირნათალად სრულდებოდა ყოველთვის.

 

რაც შეეხება ბრძანების მე-2 პუნქტს, რომლითაც ევალებოდა სამსახურის დატოვების შემთხვევაში ინფორმაციის ტაბელში შეტანა, განარტა, რომ ჯერ ერთი, შესაბამისი ინფორმაციის ტაბელში შეუტანლობა ზემდგომი პროკურორის თანხმობით ხდებოდა. ამიტომ, ასეთი რეჟიმით მუშაობისათვის მისთვის ხელმძღვანელობას არასოდეს გაფრთხილება არ მიუცია და პირიქით, არაერთხელ იყო წახალისებული მათ მიერ. მეორე, სამსახურებრივ დასკვნაში, კერძოდ, საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 17 დეკემბრის #---მ ბრძანების დარღვევად შეერაცხა მხოლოდ ბძანების პირველი პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა და არა მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა. ამიტომ, ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შეუსრულებლობა სრულად უნდა გამოირიცხოს და იგი არ შეიძლება ჩაეთვალოს დისციპლინურ გადაცდომაში.

 

რაც შეეხება დაგვიანებებსა და სამსახურიდან ადრე წასვლის ფაქტებს, აღნიშნული ასევე არ შეიძლება ჩაეთვალოს დისციპლინის დარღვევაში, რადგანაც, როგორც ახსნა-განმარტებაში აქვს მითითებული, იგი, შინაგანაწესის შესაბამისად შეთანხმებული ქონდა რაიონულ პროკურორთან და ამას აკეთებდა კუთვნილი შესვენების დროის ხარჯზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, სამსახურში მის მიერ დაგვიანებებთან დაკავშირებით რაიონულმა პროკურორმა - ბ-–---–---–მა განმარტა, რომ მას ქონდა სამსახურში დროულად გამოცხადების პრობლემები. ამ ზოგადი პასუხიდანაც კარგად ჩანს, რომ მისთვის ცნობილი იყო სამსახურში მოსარჩელის დაგვიანებების შესახებ, თუმცა, დაგვიანებების ფაქტებზე, რაიონულ პროკურორს არც ერთხელ არ მოუხდენია რეაგირება, რადგანაც იგი შეთანხმებული იყო მასთან.

 

მოსარჩელის განმარტებით ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოხსენებული მ------------------------ს ბრძანება ელექტრონულად ჩაბარდა 2013 წლის დეკემბერში.

 

შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მ------------------------ს მიერ გამოცემული ბრძანება, პროკურატურის მუშაკს უნდა ჩაბარდეს ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში კი მ------------------------ს ზემოხსენებული ბრძანება 2013 წლის დეკემბერში ხელმოწერით არ ჩაბარებია. ბრძანების ელექტრონული ვერსია არ შეიძლება ჩაითვალოს გაცნობად, რადგანაც „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად პროკურატურის კანცელარია უზრუნველყოფილი არ იყო უსაფრთხოებითა და კონფიდენციალობის დაცვით. საქართველოში ყველა პროკურორს ქონდა ერთი და იგივე პაროლი და მის კანცელარიაზე წვდომა სხვა მუშაკებსაც ჰქონდათ. თავად მთავარ პროკურატურაშიც არ მიაჩნდათ ელექტრონული ვერსია ბრძანების გაცნობად და სწორედ ამიტომ, ხსენებული ბრძანება, შინაგანაწესის შესაბამისად, ხელმოწერით გადმოეცა 2016 წლის 17 თებერვალს.

 

მოპასუხის წარმომადგენლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეეძლო კანცელარიაზე დაეყენებინა საკუთარი პაროლი, განმარტა, რომ როგორც ს--------ს პროკურატურაში აუხსნეს, პროკურატურის ყველა მუშაკს უნდა ჰქონოდა ერთი და იგივე პაროლი და ბუნებრივია იგი ამ წესის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი და ქონდა ის პაროლი რომელიც დაუყენეს.

 

მოსარჩელის მითითებით, მ------------------------ს 2013 წლის 10 აპრილის №---მ ბრძანება - „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით საერთოდ არ ქონდა გაცნობილი, რის გამოც შეუძლებელია დაერღვია იგი. მის მიერ აღნიშნული ბრძანების გაცნობის ხელწერილის წარმოდგენის ვალდებულება გააჩნდა მოპასუხე მხარეს, თუმცა, არც მისი და არც სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად იგი მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ბრძანების გაცნობის ხელწერილის ნაცვლად, მოპასუხე მხარემ, 2017 წლის 27 მარტის #-3------ წერილით სასამართლოს აცნობა, რომ დ----- მ------–---–მა, 2013 წლის 18-2- თებერვალს გაიარა პროკურორთა გადამზადების კურსი, რომელიც მოიცავდა სისხლის სამართლის ელექტრონულ საქმის წარმოებას (16 საათი) და მიიღო 8- ქულა (მაქსიმალური ქულა -100; გამსვლელი - 75), რასაც ადასტურებს, კერძოდ იმ ფაქტს, რომ გადამზადების კურსი ნამდვილად გაიარა მთავარ პროკურატურაში და შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის ელექტრონული საქმის წარმოება, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ტრენინგი მოიცავდა მხოლოდ ელექტრონული საქმის წარმოების ტექნიკურ საკითხებს და არა მის სამართლებრივ მხარეს. ტრენინგზე შეისწავლეს ელექტრონული დოკუმენტების შედგენა, საველე პირობებში მომზადებული დოკუმენტების საქმის ელექტრონულ წარმოებაში ატვირთვა და ა.შ.

 

რაც შეეხება მ------------------------ს 2013 წლის 10 აპრილის №---მ ბრძანების გაცნობას, ტრენინგის დროს, მას ვერც წერილობით და ვერც ზეპირად ვერ გააცნობდნენ, რადგანაც იგი ტრენინგის ჩატარებიდან მხოლოდ ორთვენახევრის შემდეგ გამოიცა. მისი მუშაობის პერიოდში მან არა თუ ხსენებული ბრძანების შინაარსი არ იცოდა, არამედ საერთოდ არაფერი იცოდა მისი არსებობის შესახებაც. ამ პირობებში მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს, თუ როგორ მოახერხეს 2013 წლის აპრილში გამოცემული ბრძანების ორთვენახევრით ადრე, ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში მისთვის გაცნობა, ან სასამართლოში წარმოადგინონ 2013 წლის 10 აპრილის შემდეგ პერიოდში ხსენებული ბრძანების გაცნობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია სასამართლოს გაიზიაროს მოპასუხე მხარის მტკიცება მის მიერ ბრძანების დარღვევის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად უნდა მიიჩნიოს, რომ მას არავითარი ბრძანება არ დაურღვევია და შესაბამისად არც დისციპლინური გადაცდომა ჩაუდენია.

 

2016 წლის 4 აგვისტოს, მოსარჩელის განცხადების (რეგ.#0-----------) საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველოს 2016 წლის 18 აგვისტოს #-3------ წერილობითი მომართვით გადმოგზავნილი მ------------------------ს 2015 წლის 22 დეკემბრის #-- პარაგრაფი 2- ბრძანების ამონაწერით დასტურდება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის დაჯილდოებული იყო „ტისსოტი“-ს ფირმის მაჯის საათით. ფასიანი საჩუქარი გადმოეცა 2015 წლის 30 დეკემბერს. ასეთ შემთხვევაში, თუ 2015 წლის 22 დეკემბრამდე საქმიანობა მ-------------------------- ჩაუთვალა წარმატებულად და წაახალისა ფასიანი საჩუქრით, გაუგებარია იგივე საქმიანობა რატომ ჩაუთვალა გენერალურმა ინსპექციამ არადამაკმაყოფილებლად და რატომ იყო დისციპლინური წესით დასჯილი? ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ გენერალური ინსპექცია, ნებით თუ უნებლიეთ, თავად მ------------------------ს საქმიანობის კანონიერებასა და სამართლიანობას აყებებს ეჭვის ქვეშ. შესაბამისად მიაჩნია, რომ მ------------------------ მისი წახალისების დროს მოქმედებდა კანონიერად, ხოლო თავად გენერალური ინსპექციის საქმიანობა სამსახურებრივი შემოწმების დროს იყო უკანონო.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის 2017 წლის 27 მარტის #-3------- წერილობითი მომართვითა და დანართით დადგენილია, რომ 2015 წლის მაისიდან 2016 წლის ივნისამდე მიღებული აქვს არაერთი პრემია. მათ შორის, პრემია მიიღო 2016 წლის 4 აპრილს, როდესაც უკვე პრაქტიკულად დამთავრებული იყო სამსახურებრივი შემოწმება და დადგენილი იყო ყველა ფაქტობრივი გარემოება. პრემიის მიცემით დადასტურდა, რომ შემოწმებით დადგენილი გარემოებები მთავარ პროკურატურაში არ მიაჩნდათ დისციპლინურ გადაცდომად, მაგრამ შემდგომში რატომ შეიცვალეს პოზიცია და რატომ ჩათვალეს აღნიშნული ფაქტები დისციპლინურ გადაცდომად და რატომ გაათავისუფლეს უკანონოდ, დღემდე გაუგებარია მისთვის. თუ ხსენებული ფაქტები მართლაც წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, მაშინ გამოდის რომ პრემიები უკანონოდ ეძლეოდა. უკანონოდ გაცემული პრემიებით კი უხეშად დაირღვეოდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები და იგი წარმოადგენს თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.

მოსარჩელის განმარტებით, საპატრულო პოლიციის მიერ, 2016 წლის 16 აპრილს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებით დასტურდება, რომ მისი შედგენა მოხდა იმ მიზნით, რომ რადგანაც მის მიმართ არ იკვეთებოდა არანაირი დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, პატრულ-ინსპექტორმა უკანონოდ შეუდგინა ოქმი თითქოს მას არ ქონდა მართვის მოწმობა. სინამდვილეში, ოქმის შედგენისას, ინსპექტორს მისი მართვის მოწმობა ეჭირა მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელით წერდა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმს. მისი საჩივრის მიუხედავად, მთავარმა პროკურატურამ პატრულის მიერ განზრახ უკანონოდ შედგენილ ოქმზე არ დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. ამავე დროს აღნიშნა, რომ გენერალური ინსპექციის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებისა და სამხრე კამერის ჩანაწერების გამოთხოვა უკანონოა, რადგანაც არ ჰქონდათ მოსამართლის განჩინება. ამასთან, აღნიშნულ მასალებს არავითარი კავშირი არ ჰქონდა სამსახურებრივი შემოწმებისას წამოჭრილ საკითხებთან. იგი ვერ უზრუნველყოფდა საკითხის სრულყოფილად შესწავლას და გენერალური ინსპექცია, თავისი დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ იყო უფლებამოსილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოეთხოვა ეს მასალები.

 

გარდა ამისა, გენერალური ინსპექციის მიერ, მასალების გამოთხოვა მოხდა საქართველოს მ------------------------ს 2014 წლის 28 იანვრის №--მ ბრძანების საწინააღმდეგოდ, რადგანაც პროკურატურის მუშაკების მიერ ამ კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე ინფორმაცია არ ეგზავნება გენერალურ ინსპექციას.

 

გენერალური ინსპექციის მიერ საპატრულო პოლიციიდან სამხრე-კამერის ჩანაწერების გამოთხოვა ასევე უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გენრალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გენერალური ინსპექციის დებულება გამონაკლისის სახით არ აძლევს ინსპექციის პროკურორს უფლებას სამსახურებრივი შემოწმებისას გამოითხოვოს პერსონალური მონაცემების შემცველი ისეთი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც მიეკუთვნება ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. გენერალური ი-----–--------------ს მ--------–ეს სამხრე კამერის ჩანაწერების გათხოვის უფლება ჰქონდა მხოლოდ შესაბამისი მუხლებით დაწყებულ გამოძიებაზე და სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

 

ზემოხსენებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ როდესაც გენერალური ინსპექცია კანონის საწინააღმდეგოდ მაინც ინტერესდება აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევით და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან უკანონოდ გამოითხოვს მასალებს, მხოლოდ იმის იმედით, რომ პატრულის სამხრე კამერაში მაინც აღმოაჩინოს რაიმე დარღვევა, მიუთითებს მასზედ, რომ თავად გენერალურ ინსპექციას არ სჯეროდა სამსახურებრივი შემოწმების მასალებში დისციპლინური გადაცდომის ფაქტების არსებობა.

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის 18 იანვრის №----- ბრძანებით დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კ------ს ს-----------–--------------, კაპიტანი - ბ---- ტ-----–--ე, იმავე დღის №--- პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან. აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება მის მიერ მითითებული გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ სამსახურებრივი შემოწმება რეალურად დაიწყო 2016 წლის 14 იანვარს, ქ. თ--–--–- მდებარე რესტორანში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც კ------ს საფინანსო პოლიციის უფროსმა - ბ---- ტ-----–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს--------ს რაიონულ პროკურორს - ბ----- ბ-–---–---–ს. აღნიშნულის გამო მ------------------------ს მითითებით, ბ---- ტ-----–--ეს დააწერინეს განცხადება და გაათავისუფლეს თანამდებობიდან შემთხვევიდან რამდენიმე დღეში.

 

საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 31 აგვისტოს №----მ ბრძანებით დასტურდება, რომ ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი - კ--- ს----–---–ი პირადი განცხადების საფუძველზე 2016 წლის 11 სექტემბრიდან დათხოვნილი იქნა პროკურატურიდან. ამ მტკიცებულებით დასტურდება მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურიდან კ--- ს----–---–ის გათავისუფლება უკავშირდება თ--–---ს რესტორანში მომხდარ ინციდენტს. კ--- ს----–---–მა უთხრა, რომ იგი აიძულეს დაეწერა განცხადება პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე. თავდაპირველ შეთავაზებაზე მან უარი განუცხადა, თუმცა შემდგომში, ს--------ს პროკურატურაში უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში ჩაერთვებოდა გენერალური ინსპექცია და პენსიის გარეშე მოუხდებოდა პროკურატურის დატოვება, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა დაეწერა განცხადება.

 

დ----- მ------–---–ის განმარტებით ქ. თ--–---ს რესტორანში მომხდარი ინციდენტი სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა პროკურორმა - ნ----ა გ--------ემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ხსენებულ ინციდენტს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პროკურატურიდან მოსარჩელის დათხოვნის საქმესთან. თუმცა მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად საწინააღმდეგოს ადასტურებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი პროკურატურა ვალდებული იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაეტარებინა სრულყოფილი გამოძიება, მაგრამ მისი მოთხოვნის მიუხედავად, მათ გამოძიება არ ჩაატარეს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მთავარი პროკურატურის გენერალური ი-----–--------------ს მ--------–ემ - მ----- კ------ემ, 2016 წლის 28 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მის შესახებ ადმინისტრაციული-სამართალდარღვევის მასალები და სამხრე კამერის ჩანაწერები სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოითხოვა ვარაუდის საფუძველზე, იმის გასარკვევად, ხომ არ ქონდა მას ჩადენილი პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელი. ვარაუდი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რომელიმე ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმების დაწყებას და შესაბამისად, გენერალური ი-----–--------------ს მ--------–ის მიერ სამხრე-კამერის ჩანაწერისა და მასალების გამოთხოვა იყო კანონსაწინააღმდეგო.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებით ასევე, დადასტურდა, რომ №გ----------- გადაწყვეტილებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრულო პოლიციის მიერ სამხრე-კამერის ჩანაწერების პროკურატურის გენერალურ ინსპექციისთვის გადაცემა მოხდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად არის სრული აბსურდი, რადგანაც ხსენებული ნორმის თანახმად, პოლიცია თავად იყენებს ჩანაწერებს და პროკურატურას ვიდეო ჩანაწერს გადასცემს არა წერილობითი მიმართვის საფუძველზე, არამედ მხოლოდ დანაშაულის არსებობის დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას.

 

ზემოხსენებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ როდესაც გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ვარაუდების საფუძველზე ცდილობს აღმოაჩინოს რაიმე სხვა სახის რაიმე სამართალდარღვევა, ადასტურებს მის მტკიცებას სამსახურებრივ დევნასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული ადასტურებს, რომ მთავარ პროკურატურაში სამსახურებრივი შემოწმება იწყება არა დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე, არამედ მისი დაწყება ხდება მიკერძოებით, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამდენად, მის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმება და ამის შედეგად პროკურატურიდან მოსარჩელის დათხოვნა წარმოადგენს უკანონობას და დისკრიმინაციას.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 28 თებერვლის გენერალური ი-----–--------------ს მ--------–ის - გ------ი კ-----–---–-ას №-------- წერილით დასტურდება, რომ პროკურორების: ნ----ა გ--------ისა და ა----------ის მიერ წარმოდგენილი პროკურატურის შიდა საინფორმაციო ვებ. გვერდის (ინტრანეტის) ამონაბეჭდი არის გაყალბებული, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტი არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამება ინტრანეტში დაფიქსირებულ მონაცემებს და ამასთან ერთად ეწინააღმდეგება საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 17 დეკემბრის №---მ ბრძანების მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რადგანაც მასში არ არის მითითებული პროკურატურის მუშაკების მიერ სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის მიზეზები. შესაბამისად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ცხრილში აღნიშნული სიტყვები - „სამსახურეობრივი“ და „პირადი“ სხვა არაფერია, თუ არა დაფარონ ს--------ს რაიონული პროკურორის მიერ ინტრანეტში ინფორმაციის შეუტანლობის ფაქტები და ამით შეცდომაში შეიყვანონ სასამართლო. დოკუმენტის სიყალბეს ადასტურებს ზემოხსენებულ მოსაზრებას დართული ცხრილიც, რომელიც შედგენილია მის მიერ და მასში შეტანილი აქვს სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის მიზანი. მ------------------------სადმი მისი არაერთი მოთხოვნა ყალბი დოკუმენტის შედგენის ფაქტზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რა დროსაც პროკურატურის კომპიუტერულ ბაზაში დათვალიერდებოდა შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდი (ინტრანეტი) რაიონული პროკურორის მიერ მასში შეტანილი ინფორმაციის შესამოწმებლად, გენერალური ინსპექციის მიერ უგულვებელყოფილი იქნა და არ დაიწყო გამოძიება უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიების დაწყება იმიტომ ვერ გაბედა, რომ დადასტურდებოდა პროკურორების მიერ მტკიცებულების გაყალბების ფაქტი. შესაბამისად დადგინდებოდა, რომ რაიონული პროკურორები არ ახორციელებდნენ ინტრანეტში ინფორმაციის შეტანას. ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისას ასევე დადგინდებოდა მისი განმარტების ნამდვილობა რომ ამ მოვალეობის შესრულებისგან ისიც კანონიერად იყო გათავისუფლებული, როგორც რაიონული პროკურორები, რასაც ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ მოტივით არასოდეს დაუსჯიათ იგი და პირიქით, სისტემატურად ახალისებდნენ ამგვარი სახით მუშაობისას. ყოველივე აღნიშნული კი სრულად გამორიცხავს მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ რაიონული პროკურორების გათავისუფლება მოხდა არა მ------------------------ს წერილობითი ბრძანებით, არამედ მხოლოდ სიტყვიერი მითითებით. ასეთ შემთხვევაში, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სრულიად კანონიერი იყო რაიონული პროკურორის მიერ სიტყვიერად მისი გათავისუფლება ინტრანეტში ინფორმაციის შეტანისგან. მისი შეუსრულებლობა კი მთლიანად გამორიცხავს მისი მხრიდან დისციპლინურ გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

 

საქართველოს მ------------------------ს სახელზე შედგენილი მოსარჩელის 2018 წლის 6 მარტის განცხადებით (რეგისტრაციის №0----------) დასტურდება, რომ მ------------------------სგან მოითხოვდა პროკურორების მიერ ინტრანეტის ყალბი ამონაბეჭდის, პატრულ-ინსპექტორის მიერ მისთვის უკანონოდ შედგენილი ოქმისა და 2016 წლის 14 იანვარს თ--–---ს რესტორანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას, თუმცა ისინი, პროკურორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული.

 

მოსარჩელის განმარტებით - საქართველოს მ------------------------სა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ, 2018 წლის 12 მარტის მისი განცხადებით (რეგ./---------------------), საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მ--------–ის მიმართ 2018 წლის 15 აპრილის მისი განცხადებით (რეგისტრაციის +--------) დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მაისს მიღებული პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის ცალკეული მუხლები შეუსაბამოა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონთან და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ეთიკის კოდექსის ახალი რედაქციით პროკურატურის მუშაკის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა და არაჯეროვანი შესრულება განმარტებულია იმგვარად, რომ განსაზღვრული არ არის კონკრეტულად რაში უნდა გამოიხატებოდეს კანონით დაკისრებული მოვალეობა. ამ ტერმინის განმარტებას თავი იმიტომ აარიდეს, რომ კოდექსში ვერ ჩაწერდნენ იმას, რასაც მოპასუხე მხარის წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე სიტყვიერად აცხადებენ. კერძოდ, ვერ ჩაწერდნენ, რომ კანონით დაკისრებული მოვალეობა ეს არის პროკურორის მიერ სიტყვიერი დავალება. აშკარაა, რომ მთავარი პროკურატურის მიერ ეთიკის კოდექსის ახალი რედაქცია მომზადებულია სწორედ მათ შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით, სადაც კანონით დაკისრებული მოვალეობის განსაზღვრა წარმოადგენს დავის მნიშვნელოვან გარემოებას. შესაბამისად მიაჩნია, რომ ეთიკის კოდექსში ცვლილებები მთავარმა პროკურატურამ უკანონოდ იმიტომ შეიტანა, რომ სამართლებრივად გაემართლებინა პროკურატურიდან მისი დათხოვნის უკანონო ბრძანება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარის წარმომადგენლების: ნ----ა გ--------ისა და ა----------ის 2018 წლის 22 ოქტომბრის #-------- მიმართვითა და ს--------ს რაიონული ყოფილი პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის გასაუბრების ოქმით დადგენილია, რომ გასაუბრება ჩატარებულია არასრულყოფილად. გამოსაკითხ პირთან გარკვეული არ არის ქ. თ--–---ს რესტორანში 2016 წლის 14 იანვარს, ბ---- ტ-----–--ის მიერ ხულიგნობის დროს ჩადენილი ისეთი ქმედებები, რომლებზეც მიუთითებდა განცხადებებსა და შუამდგომლობებში და რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გამოძიების დასაწყებად. აშკარაა, რომ პროკურორმა - გ---–- გ--------მ, გასაუბრების დროს, აღნიშნული საკითხები არ გადაამოწმა ბ-–---–---–თან იმიტომ, რომ მიეჩქმალა ბ---- ტ-----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტი. გამოძიების ჩატარებით სრულად გამოირიცხებოდა მოსარჩელის მიერ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და უტყუარად დადასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიმართ დაწყებულ სამსახურებრივ დევნასა და საბოლოოდ პროკურატურიდან უკანონო დათხოვნას.

 

დ----- მ------–---–ის მოსაზრებით კი ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმებისას მოქმედებდა თავისი დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის დაცვის პრინციპების საწინააღმდეგოდ, ხოლო მოპასუხე მხარე სასამართლოში საქმის განხილვისას აყალბებდა მტკიცებულებებს, ჩქმალავდა დანაშაულებებსა და დისციპლინურ გადაცდომებს იმ მიზნით, რათა სასამართლო დაერწმუნებინა პროკურატურიდან მისი უკანონოდ დათხოვნის ბრძანების კანონიერებაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს მთავარ პროკურატურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, ასევე განაცდური თანხის გაცემის საფუძველი.

 

მოპასუხის წარმომადგენლებმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილეს შემდეგ გარემობებზე:

 

დ----- მ------–---–ის მიერ წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში, ასევე მისივე წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებულია ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ერთმანეთთან არის შეუსაბამობაში და არ ვრცელდება იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რაც არის განხორციელებული. განსაკუთრებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამოყენებას იმ შემთხვევაში, როდესაც დისციპლინური საქმისწარმოების დროს პროცესუალურ მხარეზე სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები არ მოქმედებს. მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე, რომელიც გააბათილებდა გენინსპექციის მიერ დადგენილ გარემოებებს.

 

გამოიყოფა რამოდენიმე გარემოება, რაზეც მოპასუხის წარმომადგენელმა გაამახვილა ყურადღება.

 

ა). მოპასუხემ მოიყვანა ციტატა დ----- მ------–---–ის ახსნა-განმარტებიდან, კერძოდ, დ----- მ------–---–ის განმარტებით - ,,გენერალური ინსპექციის მიერ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებისას გამოცემული უნდა ყოფილიყო დადგენილება. სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი და ასევე საქართველოს კანონის - ,,საქართველოს პროკურატურის შესახებ“ 25-ე მუხლი“ - ამასთან მიმართებით მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 პუნქტი განმარტავს დადგენილებას, როგორც გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე. აღნიშნული ნორმები არ ვრცელდება განსახილველ სამართალურთიერთობაზე. გენერალური ინსპექციის მიერ დისციპლინური საქმისწარმოება ხორციელდება გენერალური ინსპექციის დებულების შესაბამისად. რაც შეეხება დადგენილებას, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირებული დადგენილება და თუ ჩავხედავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველ მუხლს პირდაპირ წერია - ,,ეს კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს“. წარმოდგენილ შემთხვევაში, როდესაც საუბარია გენერალური ინსპექციის მიერ დისციპლინურ სამართალწარმოებაზე, ეს არც სისხლისსამართლებრივი დევნაა, არც მართლმსაჯულების განხორციელება. შესაბამისად სისხლის სამართლის საპროცესო ნორმა ამ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. აქედან გამომდინარე არანაირი დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, იგივე ეხება ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლს.

 

ბ). მოპასუხემ განმარტა ასევე შემდეგი საკითხი - ,,სამსახურებრივი შემოწმების ბართი, რომლითაც გაგრძელდა სამსახურებრივი შემოწმება კანცელარიის მეშვეობით უნდა ყოფილიყო აუცილებლად გატარებული (ამბობს მოსარჩელე - დ----- მ------–---–ი)“ - მოპასუხემ ამასთან დაკავშირებით მოიშველია გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №-- ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ,,სამსახურებრივი შემოწმების ვადა არის 1 თვე და გამონაკლის შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე ვადით“. განსახილველ შემთხვევაში ამგვარი ფორმით გაგრძელება დადგენილია გენერალური ინსპექციის მიერ. სახეზეა მოხსენებითი ბარათი, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისი გამომძიებლის მიერ და თანხმობა ხელმღვანელისა, როგორც დადგენილია დებულების მიხედვით. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ასევე უთითებდა ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის დარეგულირება გენერალური ინსპექციის სპეციალისტის ფუნქციაა.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა დ----- მ------–---–ის მიერ წამოყენებულ შემდეგ გარემოებაზე - ,,თუ როგორ დაიწყო გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დ----- მ------–---–ის მიმართ“. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით - პროკურატურაში არის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, შესაბამისად ეს მოხსენებითი ბარათი ატვირთული იყო ამ ელექტრონულ სისტემაში. 2016 წლის 9 მარტს მიმართა მოხსენებითი ბარათით (ხ-------------ს საქმესთან დაკავშირებით დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ) კ------ს საოლქო პროკურორმა გენერალურ პროკურორს, რის შემდგომ მ------------------------სგან საქმე დაეწერა გენინსპექციის უფროსს.

 

დ----- მ------–---–ის მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული იმ საკითხზე, რომ მოხსენებითი ბარათი 2 აპრილს არის შედგენილი, რომელიც იყო შაბათი დღე. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პროკურატურა მუშაობს არამარტო 10-დან 17 საათამდე და არამარტო სამუშაო დღეებში და მოცემულ შემთხვევაში არანაირი ნორმა არ კრძალავს იმას, რომ შაბათ დღეს იქნეს რაიმე პროცედურა განხორციელებული.

 

გ) მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე (დ----- მ------–---–ი) სადავოდ ხდის ორ სისხლის სამართლის საქმეს, კერძოდ, იმ საკითხს, რომ უფლებამოსილების განაწილების თაობაზე უნდა ყოფილიყო ბრძანება და დ----- მ------–---–ს წარმოდგენილი აქვს 2016 წლის 6 მარტს გამოცემული ბრძანება, რომელიც არის ს--------ს რაიონული პროკურორის ბრძანება უფლებამოსილების განაწილების თაობაზე და შესაბამისად მიაჩნია, რომ მითითებულ სისხლის სამართლის საქმეებზე იგი არ იყო ვალდებული რაიმე პროცედურები განეხორციელებინა - აღნიშნულზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პროკურორის ფუნქციები განსაზღვრულია ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. პირი, როდესაც ინიშნება თანამდებობაზე გამოიცემა შესაბამისი ბრძანება და პროკურორები, სანამ უშუალოდ შეუდგებიან საქმეს, მანამდე შეისწავლიან სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამას. დ----- მ------–---–ს რამოდენიმე დარღვევა ჩაეთვალა დოკუმენტების არ ატვირთვის გამო. პროგრამაში არ იყო კონკრეტული დოკუმენტები. ნებისმიერი პროკურორი, რომელიც მუშაობს და ზედამხედველობს სისხლისსამართლის საქმეებს, მას ჭირდება სპეციალური იუზერი და პაროლი, რათა ქონდეს წვდომა სისხლისსამართლის საქმეებზე, თუ სისხლისსამართლის საქმე არ არის გრიფით საიდუმლო და ის ელექტრონულად დანახვადია. შესაბამისად, დ----- მ------–---–ს გავლილი ქონდა ამ პროგრამაში მუშაობის წესები და გამოცდაც ქონდა ჩაბარებული წარმატებით. მისთვის ცნობილი გახლდათ ის გარემოება როგორ უნდა ემუშავა და რა წესი უნდა დაეცვა კონკრეტული საქმის წარმოებისას და როგორ უნდა აეტვირთა დოკუმენტები საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. მოცემულ შემთხვევაში ეს სისხლის სამართლის საქმეები ელექტრონულად დ----- მ------–---–ს ეწერა.

 

2016 წლის 18 იანვრიდან, სისხლის სამართლის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში, კონკრეტულ საქმეებზე პროკურორად დამატებულია - დ----- მ------–---–ი და სხვა პროკურორები მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებული არ ყოფილან. შესაბამისად, მხოლოდ მ------–---–ი იყო უფლებამოსილი და სხვა ვერც ერთი პროკურორი ვერ გააკეთებდა ამ საქმეს, ხედვაც ამ სისხლის სამართლის საქმეებზე ქონდათ მხოლოდ ამ უკანასკნელს და ზემდგომს და არა რომელიმე მისივე რანგის პროკურორს. თუ სხვა პროკურორს არ დაამატებდნენ ამ საქმეებზე ის ვერ გაეცნობოდა ამ საქმეებს. დ----- მ------–---–ი დანიშნული გახლდათ ს--------ს რაიონის პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე.

 

დ). სადავოდ არის გამხდარი 2 ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელე უთითებს ორ დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ორ სისხლის სამართლის საქმეს -ვ--–---- ქ-----–---–ისა და ს----- ბ----–---–ის მიმართ წარმოებულ საქმეს, სადაც მოსარჩელემ გამოძიება შეწყვიტა 2015 წლის 31 იანვარს, ხოლო სახდელი დაეკისრა 2016 წლის 12 ივლისს და ასევე სტეფანიანის საქმეს, სადაც მის მიერ მოქმედებები შესრულდა 2015 წლის 30 აპრილს და ამის შემდგომ 1 წელზე მეტი იყო გასული, რასაც მოსარჩელე თვლის შეუსაბამოდ. აღნიშნულთნ დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი განსაზღვრავს პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობას, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს მ------------------------ ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამ შემთხვევაში სახეზეა, რომ გადაცდომის ჩადენიდან არ არის გასული 3 წელი.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ დ----- მ------–---–ის სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი გახდა ხ------------ის საქმე. ამ საქმეში დარღვევად დაფიქსირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დრღვევა. კერძოდ, წინა სასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები უნდა გადასცემოდა დაცვის მხარეს, ამასთან დაკავშირებით გენინსპექციის შემოწმების მასალებში წარმოდგენლია განჩინება, რომელიც მიიღო სასამართლომ ამ საქმეზე, სადაც ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბრალდების მხარის მიერ დარღვეული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ვადა, რის გამოც ბრალდების მხარის ყველა მასალა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. აქედან გამომდინარე პროკურატურამ ხ------------ის მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა, რის გამოც ბრალდებული პირის მიმართ ვეღარ განხორციელდა მართლმსაჯულება და ვეღარ მიეცა პასუხისგებაში, იმის გამო, რომ პროკურორის მიერ დაირღვა ვადა.

 

მეორე ფაქტი, რაც მითითებულია გენინსპექციის დასკვნაში ს----------ას საქმეა - სადაც დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული ს----------ა არ იქნა წინა სასამართლო სხომაზე წარდგენილი ბრალდებულად ცნობიდან არ უგვიანეს 60 დღისა, ვინაიდან პროკურორმა არ მიმართა სასამართლოს წინა სასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ და ამის შემდგომ გაფორმდა განრიდება აღნიშნულ პიროვნებასთან. გენინსპექციის დასკვნაში მითითებულია განრიდების გაფორმებასთან დაკავშირებული დარღვევები. განრიდების შეთავაზებაზე უხეშადაა დარღვეული კანონმდებლობის ნორმები - ჯერ განრიდების ოქმები იქნა პირთან გაფორმებული და შემდგომ მიმართა პროკურორმა სასამართლოს საქმის დაბრუნების თობაზე. საპროცესო კანონმდებლობა ამბობს, რომ ჯერ სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა საქმის დაბრუნებაზე განრიდების მიზნით და შემდგომ ხდება პირთან განრიდების შეთავაზება.

 

მოპასუხის განმარტებით, დ----- მ------–---–ის დისციპლინური წარმოების ფარგლებში ჩატარებული და მოწვეული იქნა საკონსულტაციო საბჭო, რომელმაც განიხილა აღნიშნული საკითხი, მოისმინა მხარეების განმარტებები, ასევე რეკომენდაციები და ამის შემდგომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დ----- მ------–---–ის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით. მოხსენებითი ბარათი გახდა საფუძველი იმისა, რომ შემოწმებულიყო მთლიანად პროკურორის საქმიანობა, სადაც გამოიკვეთა ისეთი გარემოებები, რომელიც სამსახურში გამოცხადების დროს ეხება, ასევე ტაბელის შევსებას, რომელიც დ----- მ------–---–ს არ ქონია შევსებული და არც მისი შევსებისგან ყოფილა განთავისუფლებული. სახდელის შეფასებისას კონკრეტული პროკურორის ქმედება ფასდება კომპლექსურად და შესაბამისი დარღვევების აღმოჩენისას ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახება გენინსპექციის დასკვნაში, რასაც ქონდა ადგილი და აისახა კიდეც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს მ------------------------ს 2012 წლის 21 დეკემბრის №----მ ბრძანებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დ----- მ------–---–ი დაინიშნა ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე.

 

ს--------ს რაიონული პროკურატურის 2016 წლის 7 მარტის №- ბრძანებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი ახორციელებდა ს--------ს შს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, ზედამხედველობას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ს--------ს შს რაიონულ სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას, პირთა უფლებების დაცვისა და საპროცესო მოვალეობებს ს--------ს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას, სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს მ------------------------ს 2012 წლის 21 დეკემბრის №----მ ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 183);

- ს--------ს რაიონული პროკურატურის 2016 წლის 7 მარტის №- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 50-51).

 

3.1.2. კ------ს საოლქო პროკურორმა - ვ-–- ფ-------–---–მა, 2016 წლის 9 მარტს, საქართველოს მ----------------------ს, შემდგომი რეაგირების მიზნით გაუგზავნა №-------- მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ბრალდებულ - ვ--–---- ხ------------ის მიმართ საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად ვალდებული იყო წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა დაცვის მხარისა და სასამართლოსათვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია იმ მტკიცებულებების თაობაზე, რომლის გამოყენებასაც სასამართლოში აპირებდა და წარემართა საქმე სასამართლოში, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. დაცვის მხარისათვის მტკიცებულებების გაცვლა და საქმის სასამართლოში წარმართვა განხორციელდა 2016 წლის 25 თებერვალს. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ს--------ს რაიონული სასამართლოს მიერ, 2016 წლის 4 მარტს გამოტანილი განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევის გამო, დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ--–---- ხ------------ის მიმართ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, რითაც დაიკარგა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- კ------ს საოლქო პროკურორის - ვ-–- ფ-------–---–ის 2016 წლის 9 მარტის №-------- მოხსენებითი ბარათი (ტ. V, ს.ფ. 191-192).

 

3.1.3. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ი-----–--------------ს 2016 წლის 7 მაისის №-------- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2016 წლის 9 მარტს, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

 

მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგენილი იქნა, რომ ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მხრიდან რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რიგ შემთხვევაში კი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ასევე, სამსახურებრივი დისციპლინის სისტემატურ დარღვევას, რაც „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

 

ზემოაღნიშნული მოხსნებითი ბარათი, მასზე თანდართული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ №------ დასკვნით, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მ----------------------ს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს მ------------------------ს გენერალური ი-----–--------------ს 2016 წლის 7 მაისის №-------- მოხსენებითი ბარათი (ტ. I, ს.ფ. 34).

 

3.1.4. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №------ დასკვნით დგინდება, რომ პროკურორმა - დ----- მ------–---–მა არ შეასრულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული პროკურორის ვალდებულება, წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დაცვის მხარეს არ გადასცა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებები, ასევე, სასამართლოში არ წარადგინა სისხლის სამართლის საქმე და მტკიცებულებების ნუსხა. აღნიშნული ქმედებები მის მიერ განხორციელებული იქნა კანონით დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ 2016 წლის 25 თებერვალს.

 

სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას, ს--------ს რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილი იქნა ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ჩატარებული წინასასამართლო სხდომის ოქმი და მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებები. ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებით - „...ბრალდების მხარის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულოდ დასაცავი საპროცესო ვადა, რის გამოც ბრალდების მხარის ყველა მასალა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი“, ხოლო 2016 წლის 4 მარტის განჩინებით, - „...ბრალდებულ ვ--–---- ხ------------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა“.

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ს, რომელმაც ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეზე ხელმძღვანელის მითითებით განახორციელა გარკვეული საპროცესო მოქმედებები, თუმცა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომის შემდეგ საქმის შემდგომი გაგრძელებით აღარ დაინტერესდა და საქმის სასამართლოში წარმართვა არ ჩათვალა მის სამსახურებრივ ვალდებულებად, მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ საქმის სასამართლოში წარმართვის ვადა გასული იყო და საქმის კურსში ჩააყენა ხელმძღვანელები, რომლებმაც დაავალეს აღნიშნული საქმის წარმართვა სასამართლოში.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებით პროკურორმა - დ----- მ------–---–მა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნა, რაც წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას.

 

სამსახურებრივი შემოწმებისას ასევე შესწავლილი იქნა დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის საქმეები. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა რიგი დარღვევები, მათ შორის:

 

ს--------ს რაიონული სამმართველოს წ------- განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 31 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება ზ------ა ს----------ას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებული - ზ------ა ს----------ა არ იქნა წარდგენილი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულად ცნობიდან არაუგვიანეს 60 დღისა, რადგან პროკურორმა სასამართლოს არ მიმართა წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 17 ნოემბერს, ბრალდებულთან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი, ხოლო 2015 წლის 20 ნოემბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის დადგენილების საფუძველზე ზ------ა ს----------ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

დ----- მ------–---–მა, ზ------ა ს----------ას ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით დადგენილ ვადაში პირის ბრალდებულად ცნობიდან არაუგვიანეს 60 დღისა ვერ წარუდგინა ბრალდებული - ზ------ა ს----------ა მოსამართლეს წინასასამართლო სხდომაზე, რადგან აღნიშნულ ვადაში ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება და მოგვიანებით გაუფორმდა განრიდება.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დ----- მ------–---–მა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რაც წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას.

 

№0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 6 ოქტომბერს, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, ბრალდებულ - დ----- დ-------ესთან გააფორმა განრიდების შეთავაზების ოქმი, მაშინ როცა ხსენებული სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით, 2015 წლის 2 სექტემბერს წარმართული იყო ს--------ს რაიონულ სასამართლოში და განრიდების მიზნით საქმის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით პროკურორმა სასამართლოს მიმართა განრიდების შეთავაზების ოქმის გაფორმებიდან 14 დღეში, ანუ 2015 წლის 20 ოქტომბერს, სასამართლოდან კი სისხლის სამართლის საქმე პროკურორ - დ----- მ------–---–ს დაუბრუნდა 2015 წლის 2- ოქტომბერს.

 

დ----- მ------–---–მა, დ----- დ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, იგი პირველ ეტაპზე ადგენდა განრიდების შეთავაზების ოქმს და შემდეგ მიმართავდა სასამართლოს განრიდების მიზნით საქმის დაბრუნების თაობაზე შუამდგომლობით.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1682-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევით, ბრალდებულთან განრიდების ოქმი გააფორმა საქმის სასამართლოდან გამოთხოვამდე, ისე რომ მისთვის ცნობილი არ იყო მოსამართლის პოზიცია, მიიღებდა თუ არა გადაწყვეტილებას განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. გენერალურმა ინსპექციამ მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა იმის ალბათობაც, რომ სასამართლოს არ დაებრუნებინა საქმე პროკურორისთვის იმ დროს, როდესაც ბრალდებულს უკვე ჰქონდა განრიდება გაფორმებული. გენერალურმა ინსპექციამ პროკურორ - დ----- მ------–---–ის აღნიშნული ქმედება მიიჩნია სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობად.

 

№0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 2- მარტს, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, ბრალდებულ - რ----- ბ---–---–თან განრიდების ოქმი გააფორმა საქმის სასამართლოდან გამოთხოვამდე და მისთვის ცნობილი არ იყო მოსამართლის პოზიცია, მიიღებდა თუ არა გადაწყვეტილებას განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, დ----- მ------–---–მა ასევე განმარტა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, იგი პირველ ეტაპზე ადგენდა განრიდების შეთავაზების ოქმს და შემდეგ მიმართავდა სასამართლოს განრიდების მიზნით საქმის დაბრუნების შუამდგომლობით.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქმედება იდენტური იყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებისა და ამ შემთხვევაშიც მისი ქმედება უნდა შეფასებულიყო როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1682-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევად, რაც წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას.

 

სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში შესწავლილი იქნა ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №0----------- საქმე და დადგინდა შემდეგი: 2015 წლის 11 დეკემბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, მ-----–- ხ----–---–ის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში მითითებულია, რომ ვ-–- ქ-----–---–მა ცემის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიაყენა მ-----–- ხ----–---–ს, ხოლო შემდგომ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ-----–- ხ----–---–ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა არა ვ-–- ქ-----–---–მა, არამედ გ------ი ხ----–---–მა, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბერს ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დასკვნაში მითითებულია, რომ მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა არ მოახდინა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება, ისე წარადგინა შუამდგომლობა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის შესახებ.

 

პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, გ------ი ხ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ არ განახორციელა მ-----–- ხ----–---–ის დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება, რადგან იგი ამგვარ პრაქტიკას არ სცნობდა და მიიჩნევდა, რომ არც საპროცესო კანონმდებლობით იყო დასაშვები აღნიშნული ქმედების განხორციელება.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ პროკურორი - დ----- მ------–---–ი უგულისყუროდ და გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და სისხლის სამართლის საქმეზე ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ არ განახორციელა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება, რაც უნდა ჩათვლილიყო დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად.

 

სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში შესწავლილი იქნა ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №0----------- საქმე, რის შედეგად დადგინდა შემდეგი: 2015 წლის 30 აპრილს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. როგორც დადგენილებაშია მითითებული, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. 2015 წლის 11 ივლისს, ს--------ს რაიონული პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ, სადაც ზემდგომი პროკურორი მიუთითებდა, რომ საქმეზე ნაადრევად იქნა შეწყვეტილი გამოძიება. 2015 წლის 14 აგვისტოს, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, შსს ს--------ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ს მისცა წერილობითი მითითება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა - დ----- მ------–---–მა განმარტა, რომ თავდაპირველად მან გამომძიებელს მისცა სიტყვიერი მითითებები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რაც მან არ შეასრულა, ხოლო შემდეგ, ზემდგომი პროკურორის მითითებით საქმეზე შეწყვიტა გამოძიება. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, როცა რაიონულმა პროკურორმა საქმეზე განაახლა გამოძიება, დ----- მ------–---–მა გამომძიებელს ამჯერად მისცა წერილობითი მითითება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიუთითა, რომ №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების პროცესში პროკურორი - დ----- მ------–---–ი უგულისყუროდ და გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და სისხლის სამართლის საქმეზე ისე მიიღო გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება, რომ არ გადაამოწმა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და არ იქნა ჩატარებული სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება, რაც უნდა ჩათვლილიყო დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად.

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში ასევე შესწავლილი იქნა პროკურორ - დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის №0----------- საქმე, სადაც დადგენილი იქნა, რომ: 2016 წლის 8 და 30 მარტს, დ-----------------–--–--------------– - გ------ი ჯ---–---–ის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა 1----–-–---------------ს დაბადებული - მ------ ე-–------ი. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში შედგენილია დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები, მაშინ როცა მოწმის სახით გამოკითხული - მ------ ე-–------ი არის არასრულწლოვანი და მის მიმართ უნდა შედგენილიყო არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიუთითა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დ----- მ------–---–მა ვერ განახორციელა სათანადო საპროცესო ხელმძღვანელობა, რაც უზრუნველყოფდა გამოძიების საპროცესო ნორმების დაცვით წარმართვას. შესაბამისად, პროკურორ - დ----- მ------–---–ის ქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება.

 

სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში შესწავლილი იქნა ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №0----------- საქმე, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი: პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ დარეგისტრირებულია დადგენილებები ს----- ბ---–---–ისა და ვ--–---- ქ-----–---–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების შესახებ, თუმცა გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული არ არის აღნიშნული დადგენილებების ხელმოწერილი რეპორტები. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, 2015 წლის 31 იანვარს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დადგენილებით შეწყვეტილია გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორი - დ----- მ------–---–ი უგულისყუროდ მოეკიდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და დაარღვია „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“ საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 10 აპრილის №---მ ბრძანება და მასზე თანდართული წესები, რაც უნდა ჩათვლილიყო დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად.

 

პროკურორი - დ----- მ------–---–ი საქმიანობის განხორციელების პროცესში ჯეროვნად არ ასრულებდა „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“ საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 10 აპრილის №---მ ბრძანებითა და თანდართული წესებით დადგენილ მოთხოვნებს, მის საპროცესო ხელმძღვანელობაში არსებულ სისხლის სამართლის შემდეგ საქმეებზე, კერძოდ: №0-----------, №0---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სრულყოფილად არ არის ასახული საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების რეპორტები.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურორმა - დ----- მ------–---–მა განმარტა, რომ წარმოებაში არსებულ საქმეთა სიმრავლის გამო, ვერ ახერხებდა სრულყოფილად აესახა ყველა დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში, ხოლო რიგ შემთხვევებში გამომძიებლები არ ასრულებდნენ მის მითითებებს და არ ახდენდნენ ყველა დოკუმენტის ატვირთვას ელექტრონულ პროგრამაში.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, კვლავ გადამოწმდა ზ/ჩამოთვლილი სისხლის სამართლის საქმეები, საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც დ----- მ------–---–ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება და მისთვის ცნობილი გახდა გენერალური ინსპექციის მიერ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის თაობაზე, შეეცადა ნაწილობრივ შეესწორებინა დარღვევები.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ დ----- მ------–---–ის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 10 აპრილის №---მ ბრძანება - „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“ და ამ ბრძანების დანართით გაწერილი წესები, რომელთა შესრულებაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №--- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა შინაგანაწესის“ მე-10 მუხლის შესაბამისად ევალებოდა სპეციალური მითითების გარეშე და შესაბამისად უნდა ჩათვლილიყო დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად.

 

ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი ჯეროვნად არ იცავდა შრომის დისციპლინას, დროულად არ ცხადდებოდა სამსახურში სამუშაო დროის დაწყებისას და სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დროსა და მიზეზს არ აღნიშნავდა შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტზე).

 

დ----- მ------–---–ის სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ამონაწერის თანახმად, იგი, 01.12.2015 - 01.03.2016 წწ. პერიოდში, სამსახურში გამოცხადებულია 15 წუთზე მეტი დაგვიანებით სამუშაო დღეებში. კერძოდ: 2015 წლის დეკემბრის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 01, 03, 04, 07, 08, 09, 10, 11, 12, 14, 15, 16, 17, 18, 21, 2-, 24, 25, 28, 29, 30, 31 - სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 22 დეკემბერს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (22 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 01 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის იანვრის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 04, 05, 06, 08, 11, 12, 13, 14, 18, 20, 21, 22, 25, 27, 28, 29 - სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 15 და 26 იანვარს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (16 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 02 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის თებერვლის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 01, 02, 03, 04, 08, 09, 10, 11, 12, 15, 16, 17, 18, 19, 22, 24, 25 – სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 2- თებერვალს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (17 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 01 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის 1 მარტს სამსახურში გამოცხადების დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორმა - დ----- მ------–---–მა განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების არქონის გამო რიგ შემთხვევებში ვერ ახერხებდა კანონით განსაზღვრულ დროს სამსახურში გამოცხადებას და რამდენიმე წუთით აგვიანებდა. ასევე განმარტა, რომ შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტზე) ინფორმაციის შეტანას არ ახდენდა.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ქმედებით პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ დარღვეული იქნა სამსახურებრივი დისციპლინის ნორმები.

 

ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგენილი იქნა, რომ ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მხრიდან რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რიგ შემთხვევაში კი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ასევე სამსახურებრივი დისციპლინის სისტემატურ დარღვევას, რაც „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს მ------------------------ს წინაშე დაესვათ საკითხი ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიმართ, პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №------ დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 35-49);

- ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის №------- განჩინება (ტ. II, ს.ფ. 9-11);

- ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის №------- განჩინება (ტ. II, ს.ფ. 13-15);

-ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურ - დ----- მ------–---–ის 2016 წლის 20 იანვრის დადგენილება (ტ. II, ს.ფ. 6--65);

- ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინება (ტ. II, ს.ფ. 78-85);

- 2016 წლის 25 თებერვლის სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა (ტ. II, ს.ფ. 103-105);

-ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურ - დ----- მ------–---–ის 2016 წლის 25 თებერვლის წერილი (ტ. II, ს.ფ. 106);

- 2015 წლის 31 მაისის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 12-14);

- 2015 წლის 17 ნოემბრის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 15-16);

- 2015 წლის 20 ნოემბრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 17-18);

- 2015 წლის 6 ოქტომბრის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 24-25);

- ს--------ს რაიონული პროკურატურის 2015 წლის 20 ოქტომბრის შუამდგომლობა განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 26-27);

- ს--------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2- ოქტომბრის მიმართვა (ტ. III, ს.ფ. 28);

- 2016 წლის 2- მარტის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 34-35);

- ს--------ს რაიონული პროკურატურის 2016 წლის 2- მარტის შუამდგომლობა განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 32-33);

- 2015 წლის 11 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 47-48);

- 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 49-51);

- 2015 წლის 30 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 36-38);

- 2015 წლის 11 ივლისის დადგენილება შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 39-40);

- 2015 წლის 14 აგვისტოს წერილობითი მითითება (ტ. III, ს.ფ. 41-44);

- 2016 წლის 8 მარტის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ. III, ს.ფ. 162-164);

- 2016 წლის 30 მარტის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ. III, ს.ფ. 165-166);

- 2016 წლის 31 მარტის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 167-169);

- 2016 წლის 4 აპრილის საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 170-171);

- 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. III, ს.ფ 75-76);

- 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. III, ს.ფ 77-78);

- 2015 წლის 31 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ 73-74);

- 2016 წლის 22 მარტის ოქმი სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 2-11);

- ამონაწერი ტაბელიდან (ტ. II, ს.ფ. 261-265).

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის მიერ, 2016 წლის 2- მარტს შედგენილი - სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონულ პროგრამაში (-------------------------- განხორციელდა ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერება. ოქმში მითითებული იქნა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც გამოვლენილი იქნა დარღვევა პროკურორ - დ----- მ------–---–ის მხრიდან, ხოლო ოქმში მითითებული საქმეებიდან დასკვნაში აისახა შემდეგი დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებას.

 

ს--------ს რაიონული სამმართველოს წ------- განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 31 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება - ზ------ა ს----------ას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 177-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებული - ზ------ა ს----------ა არ იქნა წარდგენილი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულად ცნობიდან არაუგვიანეს 60 დღისა, რადგან პროკურორმა სასამართლოს არ მიმართა წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 17 ნოემბერს, ბრალდებულთან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი, ხოლო 2015 წლის 20 ნოემბერს პროკურორ - დ----- მ------–---–ის დადგენილების საფუძველზე ზ------ა ს----------ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ „.წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა“. პროკურორის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა.

 

ს--------ს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 28 მაისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. როგორც აღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, 2015 წლის 15 მაისს, ვ--–---- ძ---–-–---–ი, მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა ქვეითად მოსიარულე - მ-----– ა-–----–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. შეწყვეტის დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ - ვ--–---- ძ---–-–---–ის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნებოდა, რისი გათვალისწინებითაც დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმეზე შეწყვეტილი იქნა გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა დარეგისტრირებულია, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული და საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული დასკვნა.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 12 ივნისს გამოტანილი იქნა დადგენილება ნ---- ჯ-----–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა რეპორტში არ არის მიტვირთული დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წ------- განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2016 წლის 6 მარტს გამოტანილი იქნა დადგენილება დ-------- ჯ---–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა რეპორტში არ არის მიტვირთული დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წ------- განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 15 აპრილს გამოტანილი იქნა დადგენილება კ------- ჯ------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა რეპორტში არ არის მიტვირთული დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დარეგისტრირებულია წინასაგამოძიებო მოქმედება (02.02.2016წ), თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული. ასევე, დარეგისტრირებულია ფ.უ----–---–ის საწყობის დათვალიერების ოქმი (02.02.2016წ.), თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული. დარეგისტრირებულია მოწმეების - ფ------- უ----–---–ის (02.02.2016წ.), ნ------- უ----–---–ის (02.02.2016წ.), გ------ი კ----–------–---–ის (03.02.2016წ.), გ------ი ხ----–---–ის (03.02.2016წ.), მ------ ლ--------–---–ის (03.02.2016წ.), ზ------ მ------–---–ის (03.02.2016წ.) დაკითხვის ოქმები, თუმცა მათზე ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დარეგისტრირებულია წინასაგამოძიებო მოქმედება (29.12.2015წ.), თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული. ასევე დარეგისტრირებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (29.12.2015წ.), თუმცა არ არის რეპორტი მიტვირთული. დარეგისტრირებულია მოწმეების - ი----- ი---–---–ის (29.12.2015წ.), ო----- ჯ---------–---–ის (29.12.2015წ.), ნ-----–- მ-----–-–---–ის (29.12.2015წ.), დაკითხვის ოქმები, თუმცა მათზე ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №034181215001 საქმეზე დარეგისტრირებულია მოწმეების - დ------- კ----–------–---–ის (18.12.2015წ.), ზ------ მ------–---–ის (18.12.2015წ.) და მ----- მ---–----–-–---–ის (18.12.2015წ.) დაკითხვის ოქმები, თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წ------- განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0---------- საქმეზე დარეგისტრირებულია წინასაგამოძიებო მოქმედება (19.09.2015წ.), თუმცა არ არის რეპორტი მიტვირთული. ასევე დარეგისტრირებულია „ლ--------------ს“ სეიფის საცავის დათვალიერების ოქმი (19.09.2015წ.), თუმცა მონაცემები არ არის შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული. დარეგისტრირებულია მოწმეების - ნ--- გ------–-–---–ისა (19.09.2015წ.) და ი---- გ------–-–---–ის (09.09.2015წ.) დაკითხვის ოქმები, თუმცა მათზე ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დარეგისტრირებულია „დ--–-----------------------“ გრაფაში ექსპერტიზის დასკვნა (27.08.2015 წ.), მონაცემები შევსებულია, თუმცა არ არის რეპორტი მიტვირთული.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №034050615001 საქმეზე დარეგისტრირებულია წინასაგამოძიებო მოქმედება (05.06.2015წ.), თუმცა არ არის რეპორტი მიტვირთული. ასევე დარეგისტრირებულია ავტოფარეხის დათვალიერების ოქმი (05.06.2015წ.), თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და რეპორტი მიტვირთული. დარეგისტრირებულია მოწმეების - კ----- გ------–-–---–ის (06.06.2015წ), ვ----– ხ----–---–ის (06.06.2015წ.), მ-----–- დ-----–---–ის (05.06.2015წ.) და გ--–- ფ----------ის (05.06.2015წ.) დაკითხვის ოქმები, თუმცა მათზე ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დარეგისტრირებულია მოწმე - გ------ კ-----–---–ის (03.03.2015წ.) დაკითხვის ოქმი, თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი მიტვირთული არ არის. ასევე აღნიშნული პირი არ არის შეყვანილი დ----- მ------–---–ის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში.

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2015 წლის 30 აპრილს დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2015 წლის 6 აპრილს დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2015 წლის 2 ივნისს დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული. ასევე არ არის რეპორტი მიტვირთული შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმზე (02.02.2015 წ).

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 28 მაისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე მიტვირთულია შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმის რეპორტი. ასევე, არ არის რეპორტი მიტვირთული შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმზე (02.06.2015 წ). რეპორტი არ არის მიტვირთული მ--–---- თ-----–---–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე (28.04.2015წ.) და ბრალდებულის დაკითხვის ოქმზე (28.04.2015წ.). 2015 წლის 25 მაისს პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ ბრალდებულის მონაწილეობით შედგენილია ოქმი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რომლის ხელმოწერილი დოკუმენტიც არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 21 მაისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 15 ივნისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ს, ს--------ს რაიონული სასამართლოსათვის მიმართული აქვს შუამდგომლობით ბრალდებულ - ლ---- ა-–----–---–ისათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, თუმცა გამოძიების პროგრამაში დარეგისტრირებული არ არის მოსამართლის განაჩენი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 7 ივლისს, პროკურორ -დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. ასევე არ არის რეპორტი მიტვირთული გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ის მიერ შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმზე (07.07.2015 წ).

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 10 ივნისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ------ი ჯ---–---–ის მიერ შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმი, რომელზეც არ არის დასმული თარიღი და არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 4 ივლისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ------ი ჯ---–---–ის მიერ, 2015 წლის 22 მაისს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი. ასევე, პროგრამაში დარეგისტრირებული არ არის მოსამართლის განაჩენი, თუმცა დარეგისტრირებულია დ----- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი მოსამართლის განაჩენზე.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, გამომძიებელ - გ------ი ჯ-----–---–ის მიერ, 2015 წლის 11 ივნისს შედგენილია შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმები ბრალდებულ - გ------ი ზ-----–-–---–თან, თუმცა არ არის მირეპორტებული ხელმოწერილი დოკუმენტები.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 7 ივლისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ის მიერ 2015 წლის 7 ივლისს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 20 ივლისს, პროკურორ -დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ------ი ტ-----–---–ის მიერ 2015 წლის 20 ივლისს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 24 ივლისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. აგრეთვე პროგრამაში ჩანს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, თუმცა არ არის მოსამართლის განაჩენი.

 

ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2016 წლის 22 ივნისს გამოტანილი იქნა დადგენილება შ----- ნ----–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა რეპორტში არ არის მიტვირთული დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 19 ივლისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ის მიერ,, 2015 წლის 9 ივლისს, 6 ბრალდებულის ადვოკატებთან შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმებზე არ არის რეპორტი მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 7 სექტემბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ის მიერ, 2015 წლის 7 სექტემბერს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 14 სექტემბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. 14.09.2015წ. გამომძიებელ - მ------ ქ-----–---–ის მიერ შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს მიტვირთული რეპორტი. 28.07.2015 წ. ბრალდებულ - უ–---- ზ------აშვილის დაკითხვის ოქმს არ აქვს ხელმოწერილი რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 31.07.2015წ. დარეგისტრირებულია მოწმე - ხ------- ბ------–---–ის დაკითხვის ოქმი, ხელმოწერილი რეპორტი არ არის. 31.07.2015წ. მოწმის სახით დაკითხულია თ------ თ------–---–ი, ხელმოწერილი რეპორტი არ არის. 02.08.2015წ. გამოტანილია დადგენილება თ------ თ------–---–ის ბრალდების შესახებ, თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი მიტვირთული არ არის. 02.08.2015 წ. გამოტანილია დადგენილება გ------ი ჯ--–--–---–ის ბრალდების შესახებ და დაკითხულია იმავე დღეს, თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის. 02.08.2015 წ. დათარიღებულ ინფორმაციის გაცვლის ოქმსა და გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმებზე რეპორტები არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2016 წლის 20 იანვარს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - ა-–---- თ-------–---–ის მიერ, 2016 წლის 20 იანვარს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 20 ოქტომბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 2- მარტის ოქმი - სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 2-11).

 

3.1.6. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ს--------ს რაიონული პროკურორის მ--------–ეს - ი----- გ---–--–---–ს, რომელმაც განაცხადა, რომ პროკურორი - დ----- მ------–---–ი დანიშვნისთანავე რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით მიმაგრებული იქნა ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეების საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორად და შემდგომ პერიოდში უწყვეტად ასრულებდა დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. ი----- გ---–--–---–ის განმარტებით, ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმის ზედამხედველი პროკურორი იყო დ----- მ------–---–ი და მას ევალებოდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა ბრალდების მხარის მასალები გადაეცა დაცვის მხარისათვის და საქმე წარემართა სასამართლოში. ი----- გ---–--–---–ის განმარტებით, 2016 წლის 24 თებერვალს, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა მას განუცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის თარიღი დავიწყებული ჰქონდა და საქმის სასამართლოში გაგზავნის ვადა გავიდა.

 

ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ასევე ს--------ს ყოფილ რაიონულ პროკურორს - ბ----- ბ-–---–---–ს, რომელმაც განაცხადა, რომ ს--------ს რაიონული პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2014 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში და მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდში პროკურორი - დ----- მ------–---–ი იყო ს--------ს შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორი და ბ----- ბ-–---–---–მა მასვე დაავალა, რომ გაეგრძელებინა საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება აღნიშნულ საგამოძიებო ორგანოზე. ბ----- ბ-–---–---–ის განმარტებით, ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმის ზედამხედველი პროკურორი იყო - დ----- მ------–---–ი და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მასთან შეათანხმა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. ბ----- ბ-–---–---–ის განმარტებით, ს--------ს რაიონული პროკურატურის დატოვებიდან რამდენიმე დღეში მას დაუკავშირდა პროკურორი - დ----- მ------–---–ი და შეატყობინა, რომ ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გაგზავნა დაავიწყდა და გადაგზავნის ვადა გავიდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №------ დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 35-49).

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 17 თებერვლის პროკურატურის მუშაკის ხელწერილი სამართლებრივი აქტების გაცნობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ დ----- მ------–---–ი გაეცნო საქართველოს პროკურატურის მუშაკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის:

 

1) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონს;

2) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს;

3) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №--- ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესს“;

4) საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №- ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს“;

5) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ საქართველოს მ------------------------ს 2014 წლის 28 იანვრის №--მ ბრძანებას;

6) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში საქართველოს მ------------------------სათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 14 დეკემბრის №69-მ ბრძანებას;

7) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა გარეგნულ იერსახესა და ჩაცმულობასთან დაკავშირებული სპეციალური წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 17 დეკემბრის №---მ ბრძანებას;

8) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირების ვალდებულების შესახებ“ საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 17 დეკემბრის №---მ ბრძანებას;

9) „საქართველოს პროკურატურის მუშაკის სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს მ------------------------ს 2014 წლის 15 თებერვლის №---მ ბრძანებას;

10) „საქართველოს პროკურატურის მუშაკებისათვის აზარტული თამაშობების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 26 იანვრის №--- ბრძანებას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2016 წლის 17 თებერვლის პროკურატურის მუშაკის ხელწერილი სამართლებრივი აქტების გაცნობის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 128-129).

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი პროგრამიდან, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირების ვალდებულების შესახებ ბრძანებას პროკურორი - დ----- მ------–---–ი გაეცნო 2013 წლის 18 დეკემბერს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი პროგრამიდან (ტ. IV, ს.ფ. 38).

 

3.1.9. საქართველოს მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 10 მარტის ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ობიექტების დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიმართ განხორცილდა სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან გასვლის დროის დასაფიქსირებლად განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური საშუალების სერვერის მონაცემებისა და შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდის (ინტრანეტი) დათვალიერება, რა დროსაც დაფიქსირებული იქნა პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 01.12.15 - 09.03.16 წ.წ. პერიოდის განმავლობაში, სამუშაო დღეებში 15 წუთზე მეტი დროით დაგვიანების, ხოლო რიგ შემთხვევებში სამსახურში არგამოცხადების ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტი) არანაირი ინფორმაცია შეტანილი არ არის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 10 მარტის ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ობიექტების დათვალიერების შესახებ ოქმი (ტ. II, ს.ფ. 260-265).

 

3.1.10. გენერალური ი-----–--------------ს 2016 წლის 21 მარტის №-------- წერილით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 10 მარტამდე პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობასთან ან დაგვიანებით გამოცხადებასთან დაკავშირებით ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი აწვდიდა თუ არა რაიმე ცნობას ან/და ინფორმაციას. ასევე, მითითებულ პერიოდში დ----- მ------–---–ი იმყოფებოდა თუ არა შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე.

 

ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 მარტის №-------- წერილით, ზემოაღნიშნული მიმართვის პასუხად ეცნობათ, რომ დასახელებულ პერიოდში ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის - დ----- მ------–---–ის მივლინებაში, შვებულებაში ყოფნის ან სხვა სახით სამსახურში საპატიოდ გამოუცხადებლობის, დაგვიანების ან გაცდენის შესახებ ინფორმაცია მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში არ მოიპოვებოდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გენერალური ი-----–--------------ს 2016 წლის 21 მარტის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 266);

- ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 მარტის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 267).

3.1.11. საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულებისათვის, ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი - დ----- მ------–---–ი (პ/ნ: 4----------) დათხოვნილი იქნა პროკურატურიდან. საფუძველი: საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ი-----–--------------ს მოხსენებითი ბარათი და საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №------ დასკვნა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 33).

 

3.1.12. დ----- მ------–---–ის განმარტებით - მის მიმართ დასკვნაში მითითებულ არც ერთ დარღვევას არ ეთანხმება და მიუთითა, რომ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი არა მარტო კანონსაწინააღმდეგოა, არამედ მისი გამოცემისას არაერთხელ არის არსებითად დარღვეული კანონი. კერძოდ; მის გამოცემას საფუძვლად დაედო გენერალური ი-----–--------------ს 2016 წლის 7 მაისის მოხსენებითი ბარათი და იმავე თარიღის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ #------ დასკვნა, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. მტკიცებულებები უკანონოა, რადგანაც სამსახურებრივი შემოწმება ჩატარებულია გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ისე, რომ გამოტანილი არ ყოფილა დადგენილება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე. ამ დადგენილების გამოტანის გარეშე გენერალური ინსპექცია არ იყო უფლებამოსილი ჩაეტარებინა სამსახურებრივი შემოწმება და მოეპოვებინა მტკიცებულებები, ხოლო კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იურიდიული ძალა არა აქვთ.

 

დისციპლინური სახდელის გამოყენებისას მ-------------------------- იხელმძღვანელა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ნორმით მთავარ პროკუროს უნდა ეხელმძღვანელა იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკს პროკურატურიდან დაითხოვდა პირადი განცხადებით ან პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით, ხოლო როდესაც მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნა ხდება დისციპლინური გადაცდომის დროს, ამ შემთხვევაში მ-------------------------- უნდა იხელმძღვანელოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით.

 

ასევე მიუთითა, რომ ბრძანებაში გასაჩივრების უფლება არასწორად არის განმარტებული. კერძოდ; ბრძანებაში მითითებულია, რომ ბრძანება სასამართლოში საჩივრდება 1 თვის ვადაში, რაც ეწინააღმდეგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტს, რომლის თანახმადაც პროკურატურის მუშაკისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ბრძანების გამოცემიდან 30 დღის ვადაში.

 

ბრძანების დანაწესში არ მიუთითეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის “დ” და “ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნის საფუძვლები. კანონმდებელმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლში სპეციალურად ცალკე გამოყო პროკურატურიდან დათხოვნის საფუძვლები, რომლებიც სავალდებულოა მიეთითოს ბრძანებაში. სამაგიეროდ მის ნაცვლად ბრძანებაში არასწორად არის მითითებული იმავე კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლები, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დათხოვნის კანონიერ საფუძვლად.

 

გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 2 აპრილის მოხსენებითი ბარათი სამსახურებრივი შემოწმების ვადის 2 თვემდე გაგრძელებასთან დაკავშირებით არის ყალბი. შესაბამისად, უკანონოდ უნდა ჩაითვალოს ვადის გაგრძელების შემდეგ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაც.

 

კანონი არსებითად არის დარღვეული მაშინაც, როდესაც კ------ს საოლქო პროკურორის - ვ-–- ფ-------–---–ის მიერ, მ------------------------ს სახელზე შედგენილ 2016 წლის 9 მარტის მოხსენებით ბარათზე არ არის მ------------------------ს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურ ინსპექციას დაევალა დაეწყო სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელის მიმართ. ამდენად, გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო ისე, რომ არ ჰქონდა ამის კანონიერი საფუძველი - მ------------------------ს შესაბამისი მითითება, რაც გათვალისწინებულია გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით.

 

მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ს--------ს პროკურატურაში სამსახურებრივი მოვალეობა კანონით დაეკისრა მხოლოდ 2016 წლის 7 მარტის ბრძანებით. შესაბამისად, ამ დრომდე მის მიერ გაწეული სამუშაო არ შეიძლება ჩათვლილიყო დისციპლინურ გადაცდომად, რადგანაც დისციპლინური გადაცდომა ეს არის კანონით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.

 

მოსარჩელემ მიმოიხილა ასევე დასკვნაში მოცემული თითოეული დარღვევა:

 

1) დ----- დ-------ის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2015 წლის 16 ოქტომბრის შეთავაზების ოქმზე, მის გარდა ხელს აწერს რაიონული პროკურორიც, რომლის გარეშეც შეთავაზების ოქმს იურიდიული ძალა არ ექნებოდა. აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ ბრალდებულ - დ----- დ-------ის განრიდება მოხდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით არსებული პრაქტიკის შესაბამისად. ს--------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2- ოქტომბრის №-- მიმართვით სასამართლომ დ----- დ-------ის ბრალდების საქმე დააბრუნა განრიდების მიზნით, რაც მიუთითებდა საქმის ამგვარად გადაწყვეტის სასამართლო პრაქტიკაზე. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ამ პროცესუალური დარღვევის შედეგად ზიანი არავის განუცდია და ამიტომ იგი არ შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად შეფასებულიყო. ამასთან, სახეზე იყო არა მისი საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, არამედ პროკურატურაში და სასამართლოში არსებული პრაქტიკა, რის გამოც სრულად გამოირიცხებოდა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი.

 

2) რ----- ბ---–---–ის საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ 2016 წლის 2- მარტის თარიღით განრიდების შეთავაზების ოქმის შედგენა პროკურორის მ--------–ე - ი----- გ---–--–---–ის თანხმობით რომ განხორციელდა, დასტურდება ოქმზე არსებული მისივე ხელმოწერით. სასამართლომ, სადაც ამჯერადაც წარდგენილი იყო ბრალდებულის განრიდების შეთავაზების ოქმი, სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმე დააბრუნა განრიდების მიზნით.

 

3) ლ---- ბ-----–---–ის სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ არასრულწლოვან - მ------ ე-–------ის დაზარალებულად ცნობის 2016 წლის 28 მარტის დადგენილება გამოტანილი აქვს სპეციალიზირებულ პროკურორს - ზ------ კ-------–--ეს, რომელიც ვალდებული იყო თვალი ედევნებინა არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვისთვის. ასევე მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო სერთიფიკატი. შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი დაკითხვასთან დაკავშირებით რაიმე მითითება მიეცა გამომძიებლისათვის. ასევე მიუთითა, რომ დაზარალებულის დაკითხვით არანაირი საპროცესო ნორმა არ ყოფილა დარღვეული.

 

მოსარჩელემ მიუთითა 2015 წლის 28 დეკემბრის №-------- მ------------------------ს მიმართვაზე, რომლითაც საქართველოს მ-------------------------- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გაუგზავნა იმ გამომძიებელთა და პროკურორთა სია, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ფსიქოლოგიასა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკაში, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ სპეციალიზირებული პროკურორის სტატუსი და გაიცა სერთიფიკატები. აღნიშნულ სიაში არ იყო დ----- მ------–---–ი.

 

4) ვ--–---- ქ-----–---–ისა და ს----- ბ---–---–ის სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ს----- ბ---–---–ისა და ვ--–---- ქ-----–---–ის მიმართ დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 31 იანვარს გამოტანილ დადგენილებებზე მოსარჩელის ხელმოწერის არარსებობა გამოწვეული იყო საოლქო პროკურორის ადგილზე არყოფნის გამო, ვინაიდან მან ვერ შეძლო ელექტრონული თანხმობის მოცემა. ამ თანხმობის გარეშე კი მისი ხელმოწერა არ აისახებოდა დადგენილებაზე. ხსენებულ საქმეზე დევნის შეწყვეტის დადგენილებები სიტყვიერად იყო შეთანხმებული საოლქო პროკურორთან და ეს უკანასკნელი სამსახურში მისვლის შემდეგ ხელს მოაწერდა დადგენილებას.

 

ასევე მიუთითა რომ ხსენებულ საქმეზე დისციპლინური სახდელი დაეკისრა 2016 წლის 12 ივლისს - მომხდარი ფაქტიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის უხეშ დარღვევას.

 

5) ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2016 წლის 20 იანვრის, 21 იანვრისა და 25 თებერვლის ოქმები მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად შედგენილია გამომძიებლების მიერ. ამდენად, ამ საპროცესო მოქმედების შესრულება, პირველ რიგში გამომძიებლის მოვალეობას წარმოადგენდა.

 

მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ს--------ს რაიონული პროკურორის 2016 წლის 7 მარტის ბრძანებით დაევალა საპროცესო ხელმძღვანელობა შსს ს--------ს რაიონულ სამმართველოზე. ამდენად, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბრძანებით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ზემდგომი პროკურორების მხრიდან არც სიტყვიერად არ ჰქონდა დავალებული ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გაგზავნა, იგი არ შეიძლება ჩაეთვალოს დისციპლინურ გადაცდომად.

 

6) ზ------ა ს----------ას ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მის მიერ, 2015 წლის 31 მაისს, ზ------ა ს----------ა მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ბრალდებულისთვის მისი გაცნობა დაევალა გამომძიებელ - შ------- ქ-------ეს. თუმცა, გამომძიებელმა, ზემდგომი პროკურორის მითითებით, დადგენილება არ გააცნო ბრალდებულს და გავიდა გაცნობის 24 საათიანი ვადა. ბრალდების დადგენილების გაცნობის გარეშე შეუძლებელი იყო შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის და საქმეზე განესაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი.

 

7) გ------ი ხ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ 2015 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით მ-----–- ხ----–---–ი დაზარალებულად ცნო ვ-–- ქ-----–---–ის მიერ ცემის ფაქტზე.

 

2015 წლის 30 დეკემბერს, ს---–--------------------მა, მ-----–- ხ----–---–ის ცემის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა გ------ი ხ----–---–ი. მოსარჩელემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაუზუსტებლად ბრალდების დადგენილების გამოტანა, გენერალური ინსპექციის მიერ არ იქნა მიჩნეული დარღვევად. ასეთ შემთხვევაში გაუგებარი იყო, თუ ბრალდების წაყენებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება, რატომ იყო საჭირო მისი დაზუსტება საქმეზე წსს განსაზღვრის დროს, ხოლო ის ფაქტი, რომ საქმეზე დანიშნა წინასასამართლო სხდომის თარიღი სასამართლოს მეშვეობით, კანონით სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგანაც პირი უკვე მიცემული იყო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

8) ი---- ჯ--–--–---–ის სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მის მიერ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიღებული იქნა 2015 წლის 30 აპრილს, ხოლო დისციპლინური სახდელი - პროკურატურიდან დათხოვნა განხორციელდა 2016 წლის 12 ივლისს, ანუ ერთ წელზე მეტი დროის შემდეგ, რაც წარმოადგენდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის უხეშ დარღვევას.

 

ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პროკურორ - ბ-–---–---–ის მიერ, მოცემულ საქმეზე, 2015 წლის 11 ივლისს გამოტანილ - შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ დადგენილებაში მითითებული არ არის არც ერთ შესასრულებელ საგამოძიებო მოქმედებაზე, რაც მიუთითებდა გამოძიების განახლების ფორმალურ ხასიათზე.

 

9) სამსახურში დაგვიანებასა და ადრე წასვლასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს №3--- წერილზე, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს და 2016 წლის 26 იანვარს იგი მონაწილეობდა სახელმწიფო ბრალმდებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ა-–---------- ტ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016 წლის 2- თებერვალს, მას მონაწილეობა უნდა მიეღო თ---–--–- სხდომაზე, თუმცა ერთი საათით ადრე მობილურზე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და შეატყობინა, რომ მოსამართლის ავადმყოფოფბის გამო პროცესი გადაიდო 2 მარტისთვის.

 

ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის წერილზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2016 წლის 15 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა ვ----– ნ---------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა. რაც შეეხება პირველ მარტს, დილით, ს-------ში არ იყო ელექტროენერგია, რის გამოც ვერ შეძლო ტექნიკურ საშუალებაზე დაეფიქსირებინა სამსახურში გამოცხადება.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 17 დეკემბრის №---მ ბრძანებასა და „საქართველოს პროკურატურის მუშაკების შინაგანაწესს“ გაეცნო 2016 წლის 17 თებერვალს და შესაბამისად, მანამდე ვერ შეძლებდა მათ დარღვევას. მიუთითა შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მ------------------------ს მიერ გამოცემული ბრძანება, პროკურატურის მუშაკს უნდა ჩაბარდეს ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში კი, მ------------------------ს ზემოხსენებული ბრძანება 2013 წლის დეკემბერში ხელმოწერით არ ჩაბარებია. ბრძანების ელექტრონული ვერსია არ შეიძლება ჩათვლილიყო გაცნობად. რაც შეეხება მ------------------------ს 2013 წლის 10 აპრილის №---მ ბრძანებას „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“, კანონით დადგენილი წესით არ გაცნობია, რის გამოც შეუძლებელი იყო დაერღვია იგი.

 

მოსარჩელემ მიუთითა ასევე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1) 2016 წლის 16 აპრილს, პატრულ ინსპექტორმა უკანონოდ შეუდგინა ოქმი, თითქოს არ ჰქონდა მართვის მოწმობა. ოქმის შედგენისას, ინსპექტორს მისი მართვის მოწმობა ეჭირა მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელით წერდა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმს. მოსარჩელის საჩივრის მიუხედავად, მთავარმა პროკურატურამ პატრულის მიერ განზრახ უკანონოდ შედგენილ ოქმზე არ დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გენერალური ინსპექციის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებისა და სამხრე კამერის ჩანაწერების გამოთხოვა უკანონოა, რადგანაც არ ჰქონდათ მოსამართლის განჩინება. ამასთან, აღნიშნულ მასალებს არავითარი კავშირი არ ჰქონდა სამსახურებრივი შემოწმებისას წამოჭრილ საკითხებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №-- ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, გენრალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2) 2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან პროკურატურაში გადაგზავნილ 10 სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ მოსარჩელის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ დარღვევასთან დაკავშირებით იკვეთებოდა არა მოსარჩელის, არამედ სხვა პროკურორის ბრალეულობა, შეწყდა შემოწმება და სხვა 9 ფაქტის მსგავსად, ეს დარღვევაც პრაქტიკულად რეაგირების გარეშე დარჩა. მოსარჩელემ აღნიშნული ფაქტი მის მიმართ განხორციელებულ სამსახურებრივ დევნად მიიჩნია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის ანგარიშზე, რომლის ამონარიდით დასტურდებოდა, რომ ზემოაღნიშნულ 10 სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ პროკურორის დადგენილების ინსპექტორთან წარუდგენლობა განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, დროის უმოკლეს პერიოდში, სისხლის სამართლის საქმეებზე ერთდროულად მრავალი გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაგეგმვა/განხორციელებით.

 

3) მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ი-----–--------------ს მ--------–ის - გ------ი კ-----–---–-ას 2018 წლის 24 მარტის №-------- წერილზე, რომ პროკურორმა - ა----------ემ არ შეასრულა მოსამართლის განჩინება, კერძოდ, სასამართლოს არ გაუგზავნა მოთხოვნილი ინფორმაცია - ინტრანეტის ამონაბეჭდი, რითაც ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა. მისი განმარტებით, აღნიშნულის გამო მიმართა მ----------------------ს ა----------ის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების დაწყების თაობაზე, თუმცა გენერალური ინსპექციის მხრიდან შემოწმების დაწყებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. მისი განმარტებით, მართალია პროკურორმა - ა----------ემ მოგვიანებით სასამართლოს გაუგზავნა მოთხოვნილი მტკიცებულებები, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავდა პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და მასზე აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო სამსახურებრივი შემოწმება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მთავარ პროკურატურაში სამსახურებრივი შემოწმების დაწყება დისკრიმინაციულია, ვინაიდან მისი დაწყება პირადი ურთიერთიერთობიდან გამომდინარეობს.

 

4) მოსარჩელემ მიუთითა 2018 წლის 28 თებერვლის გენერალური ი-----–--------------ს მ--------–ის - გ------ი კ-----–---–-ას №-------- წერილზე, რომ პროკურორების - ნ----ა გ--------ისა და ა----------ის მიერ წარდგენილი პროკურატურის შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდის (ინტრანეტის) ამონაბეჭდი არის გაყალბებული. მისი განმარტებით, წარდგენილი დოკუმენტი არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამებოდა ინტრანეტში დაფიქსირებულ მონაცემებს და ამასთან ერთად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 17 დეკემბრის №---მ ბრძანების მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რადგანაც მასში არ იყო მითითებული პროკურატურის მუშაკების მიერ სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის მიზეზები.

 

მოსარჩელის განმარტებით, მ------------------------სადმი მისი არაერთი მოთხოვნა ყალბი დოკუმენტის შედგენის ფაქტზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რა დროსაც პროკურატურის კომპიუტერულ ბაზაში დათვალიერდებოდა შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდი (ინტრანეტი) რაიონული პროკურორის მიერ მასში შეტანილი ინფორმაციის შესამოწმებლად, გენერალური ინსპექციის მიერ უგულებელყოფილი იქნა და არ დაიწყო გამოძიება უსაფუძვლობის გამო. მისი განმარტებით, აღნიშნული ნათლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიების დაწყება იმიტომ ვერ გაბედა, რომ დადასტურდებოდა პროკურორების მიერ მტკიცებულების გაყალბების ფაქტი. ასევე დადგინდებოდა, რომ ის ისევე როგორც სხვა რაიონული პროკურორები ინტრანეტში ინფორმაციის შეტანისგან განთავისუფლებულები იყვნენ.

 

5) მოსარჩელის განმარტებით, პროკურატურამ უსაფუძვლოდ არ დაიწყო გამოძიება კ------ს ფ---------------–-–--------------ს - ბ---- ტ-----–--ის მიერ, ქ. თ--–--–- მდებარე რესტორანში ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე. მისი თქმით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდებოდა, რომ ბ----- ბ-–---–---–სა და ბ---- ტ-----–--ეს შორის წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა მოსარჩელის მიზეზით დაწყებული. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი მოსარჩელეს საერთოდ არ იცნობდა და მის შესახებ ბ-–---–---–ისთვის არაფერი არ უთქვამს. ამდენად, ამ შემთხვევის შემდეგ მოსარჩელის მიმართ დაწყებული სამსახურებრივი დევნა, რომელიც საბოლოოდ დამთავრდა პროკურატურიდან მისი უკანონო დათხოვნით, ემყარებოდა მხოლოდ უსაფუძვლო ვარაუდებს.

 

6) მოსარჩელემ მიუთითა ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მ--------–ის - ი-----–- დ--------–--ის 2018 წლის 13 აგვისტოს №--------მიმართვაზე, მოსარჩელის მიერ, 2016 წლის 17 თებერვალს დადებული ფიცის ტექსტითა და 2016 წლის 17 თებერვლის ხელწერილით სამართლებრივი აქტების გაცნობის შესახებ ირკვევა, რომ პროკურატურის მუშაკის ფიცი 2-ჯერ აქვს დადებული. პირველად 2013 წლის 2 თებერვალს, ხოლო მეორედ 2016 წლის 17 თებერვალს. ამავე დღეს გაცნობილი აქვს არაერთი სამართლებრივი აქტი, რაც მისი განმარტებით ემსახურებოდა მის მიმართ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას პროკურატურიდან დათხოვნის მიზნით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოსარჩელის საპაექრო სიტყვა (ტ. V, ს.ფ. 134-171);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- მ------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 10 აპრილის №---მ ბრძანება „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის წესები“, საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 17 დეკემბრის №---მ ბრძანება „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირების ვალდებულების შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №--- ბრძანება „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №------ დასკვნა და ასევე საქართველოს მ------------------------ს გენერალური ი-----–--------------ს 2016 წლის 7 მაისის №-------- მოხსენებითი ბარათი წარმოადგენს ზემოთ მითითებული ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად ისინი უნდა იქნას განხილული ერთობლიობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით გათავისუფლებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ასევე, ზიანის სახით განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებას, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენს საქართველოს პროკურატურა.

 

განსახილველ შემთვევაში, დ----- მ------–---–ს, ს--------ს რაიონული პროკურატურიდან განთავისუფლებამდე ეკავა - ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.3. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

 

დ----- მ------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღების საფუძველად მითითებულია: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 34-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ი-----–--------------ს მოხსენებითი ბარათი და საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №------ დასკვნა.

 

სასამართლო მიუთითებს სადაო პერიოდში მოქმედ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ------------------------ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს.

 

ამავე კანონის 34-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას; სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევისას, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; დ) თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) პროკურატურიდან დათხოვნა.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ განთავისუფლების ბრძანებაში სწორად იქნა მითითებული საფუძვლები და უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარემ არასწორად მიუთითა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე. მითითებული დანაწესის მიხედვით, მ------------------------ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განთავისუფლება მოხდა სწორედ საქართველოს მ------------------------ს ბრძანებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა მხარის მითითება დისციპლინური სახდელის დაკისრების უკანონობაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ხანდაზმულია. სასამართლო მიუთითებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თნახმად - დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. შესაბამისად, სახდელის დადება ხორციელდება დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენისას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის დისციპლინური გადაცდომების შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა შემოწმების განხორციელების დროს და არა როგორც მოსარჩელე მიუთითებს მაშინ, როდესაც რაიონულ პროკურორს შესაძლებლობა ქონდა აღმოეჩინა მითითებული დარღვევები.

 

ასევე სასამართლოსთვის გაუგებარია მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არასწორად იქნა მითითებული გასაჩივრების წესი, რადგან რომც დავუშვათ, რომ მართლაც არასწორად იქნა გასაჩივრების წესი მითითებული, არ არის დასაბუთებული, აღნიშნულიდან გამომდინარე რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესს.

 

6.4. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დასკვნაში ასახული დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას დეტალურად იქნას განხილული:

 

1. დ----- მ------–---–მა, წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დაცვის მხარეს არ გადასცა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებები, ასევე, სასამართლოში არ წარადგინა სისხლის სამართლის საქმე და მტკიცებულებების ნუსხა. აღნიშნული ქმედებები მის მიერ განხორციელებული იქნა კანონით დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 25 თებერვალს. ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებით - „...ბრალდების მხარის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული, სავალდებულოდ დასაცავი საპროცესო ვადა, რის გამოც ბრალდების მხარის ყველა მასალა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი“, ხოლო 2016 წლის 4 მარტის განჩინებით, - „...ბრალდებულ ვ--–---- ხ------------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა“.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის №------- განჩინებები (ტ. II, ს.ფ. 9-11; 13-15), რომლებითაც დასტურდება ზემოაღნიშნული მუხლის (სსსკ-ის 83-ე მუხლი) დარღვევის გამო ბრალდებულ - ვ--–---- ხ------------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, თითქოს მას არ ქონდა ვალდებულება წინასასამართლოს სხდომამდე 5 დღით ადრე გადაეცა მხარეებისთვის და სასამართლოსთვის მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ელექტრონულ პროგრამაში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მითითებული იყო მოსარჩელე და არც ერთი სხვა პროკურორი.

 

საქმეში წარმოდგენილი ვ--–---- ხ------------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების შემდგენ პირად ფიქსირდება ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი (ტ. II, ს.ფ. 6--65). ამასთან, ბრალდებულის სასამართლოში პირველადი წარდგენა განახორციელა პროკურორმა - დ----- მ------–---–მა (ტ. II, ს.ფ. 78-85). ასევე, სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა 25.02.2016 წელს შედგენილი და შემდგომ სასამართლოში გაგზავნილი იქნა პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ (ტ. II, ს.ფ. 103-106). შესაბამისად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დარღვევაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა - დ----- მ------–---–ი.

 

შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მითითებულ შემთხვევაში, ბრალდებული პირის მიმართ ვერ განხორციელდა მართლმსაჯულება და იგი ვეღარ მიეცა პასუხისგებაში იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

 

2. ს--------ს რაიონული სამმართველოს წ------- განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 31 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება ზ------ა ს----------ას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებული - ზ------ა ს----------ა არ იქნა წარდგენილი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულად ცნობიდან არაუგვიანეს 60 დღისა, რადგან პროკურორმა სასამართლოს არ მიმართა წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 17 ნოემბერს, ბრალდებულთან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი, ხოლო 2015 წლის 20 ნოემბერს პროკურორ - დ----- მ------–---–ის დადგენილების საფუძველზე ზ------ა ს----------ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 31 მაისის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 12-14), ასევე, 2015 წლის 17 ნოემბრის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 15-16) და 2015 წლის 20 ნოემბრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 17-18). აღნიშნულ აქტებში პროკურორად ფიქსირდება - დ----- მ------–---–ი, შესაბამისად, იგი იყო აღნიშნული საქმის წარმართვაზე უფლებამოსილი პირი და ამდენად, დარღვევაზე პასუხისმგებელ პირსაც თავად წარმოადგენდა.

 

3. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 6 ოქტომბერს პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, ბრალდებულ - დ----- დ-------ესთან გააფორმა განრიდების შეთავაზების ოქმი, მაშინ როცა ხსენებული სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით, 2015 წლის 2 სექტემბერს წარმართული იყო ს--------ს რაიონულ სასამართლოში და განრიდების მიზნით საქმის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით პროკურორმა სასამართლოს მიმართა განრიდების შეთავაზების ოქმის გაფორმებიდან 14 დღეში, ანუ 2015 წლის 20 ოქტომბერს, სასამართლოდან კი სისხლის სამართლის საქმე პროკურორ დ----- მ------–---–ს დაუბრუნდა 2015 წლის 2- ოქტომბერს.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 1682-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე. განრიდება შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იქნეს წინასასამართლო სხდომის შემდეგ, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 6 ოქტომბრის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 24-25), ს--------ს რაიონული პროკურატურის 2015 წლის 20 ოქტომბრის შუამდგომლობა განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 26-27) და ს--------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2- ოქტომბრის მიმართვა (ტ. III, ს.ფ. 28). აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქმის სასამართლოდან გამოთხოვამდე იქნა გაფორმებული განრიდების შეთავაზების ოქმი.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, თითქოს მის მიერ არ მომხდარა კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევა და იგი მოქმედებდა იმ დროს მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო კანონმდებლობის თანახმად, განრიდების ოქმი უნდა გაფორმდეს საქმის სასამართლოდან გამოთხოვის შემდგომ, რადგან სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დააბრუნოს პროკურატურაში.

 

4. ანალოგიური ტიპის დარღვევა დაფიქსირდა სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე. 2016 წლის 2- მარტს პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, ბრალდებულ - რ----- ბ---–---–თან განრიდების ოქმი გააფორმა საქმის სასამართლოდან გამოთხოვამდე და მისთვის ცნობილი არ იყო მოსამართლის პოზიცია, მიიღებდა თუ არა გადაწყვეტილებას განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 2- მარტის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 34-35) და ს--------ს რაიონული პროკურატურის 2016 წლის 2- მარტის შუამდგომლობა განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 32-33). მოცემული მტკიცებულებებით დასტურდება ასევე, რომ საქმის სასამართლომდე გამოთხოვამდე იქნა გაფორმებული განრიდების შეთავაზების ოქმი.

 

5. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 11 დეკემბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, მ-----–- ხ----–---–ის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში მითითებულია, რომ ვ-–- ქ-----–---–მა ცემის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიაყენა მ-----–- ხ----–---–ს, ხოლო შემდგომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ-----–- ხ----–---–ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა არა ვ-–- ქ-----–---–მა, არამედ გ------ი ხ----–---–მა, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბერს ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია - 2015 წლის 11 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 47-48) და 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 49-51).

 

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პროკურორმა დ----- მ------–---–მა არ მოახდინა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება და ისე წარადგინა შუამდგომლობა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის შესახებ, რითაც დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა.

 

6. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 30 აპრილს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 36-38). როგორც დადგენილებაშია მითითებული, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. 2015 წლის 11 ივლისს ს--------ს რაიონული პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 39-40), სადაც ზემდგომი პროკურორი მიუთითებდა, რომ საქმეზე ნაადრევად იქნა შეწყვეტილი გამოძიება. 2015 წლის 14 აგვისტოს პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, შსს ს--------ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ს მისცა წერილობითი მითითება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე (ტ. III, ს.ფ. 41-44). შესაბამისად, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თავდაპირველად დაუსაბუთებლად იქნა შეწყვეტილი გამოძიება, მაშინ როდესაც საქმის გარემოებები არ იყო სრულად გამოკვლეული და ჩასატარებელი იყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რის შესახებაც, გამოძიების განახლების შემდეგ თავად - დ----- მ------–---–მა მიუთითა გამომძიებელს წერილობით.

 

7. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 8 და 30 მარტს, დ-----------------–--–--------------– - გ------ი ჯ---–---–ის მიერ, მოწმის სახით გამოკითხული იქნა 1----–-–---------------ს დაბადებული - მ------ ე-–------ი. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში შედგენილია დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები, მაშინ როცა მოწმის სახით გამოკითხული მ------ ე-–------ი არის არასრულწლოვანი და მის მიმართ უნდა შედგენილიყო არასრულწლოვანი მოწმის/ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და 332-ე მუხლის დებულებები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია 2016 წლის 8 მარტის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ. III, ს.ფ. 162-164) და 2016 წლის 30 მარტის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ. III, ს.ფ. 165-166). აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იქნა შედგენილი არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები.

 

სასამართლო მიუთითებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე.

 

საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 31 მარტის დადგენილება ლ---- ბ-----–---–ის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 167-169), რომლის შემდგენია ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი. ასევე, აღნიშნულ პირთან, 2016 წლის 4 აპრილს გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება პროკურორ - დ----- მ------–---–ის მონაწილეობით (ტ. III, ს.ფ. 170-171). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მ------ ე-–------ის სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება პროკურორ - დ----- მ------–---–ს ევალებოდა, რომელმაც ვერ უზრუნველყო სათანადოდ საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოიხატა არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით.

 

8. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებულია დადგენილებები - ს----- ბ---–---–ისა და ვ--–---- ქ-----–---–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების შესახებ, თუმცა გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული არ არის აღნიშნული დადგენილებების ხელმოწერილი რეპორტები. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, 2015 წლის 31 იანვარს პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დადგენილებით შეწყვეტილია გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. III, ს.ფ 75-76) და 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. III, ს.ფ 77-78), რომლებიც არ არის ხელმოწერილი დადგენილების შემდგენი პირის - დ----- მ------–---–ის მიერ.

 

9. პროკურორ - დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობაში არსებულ სისხლის სამართლის შემდეგ საქმეებზე - №0-----------, №0---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სრულყოფილად არ არის ასახული საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების რეპორტები.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის მიერ, 2016 წლის 2- მარტს შედგენილი ოქმი სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 2-11), რომლითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონულ პროგრამაში (-------------------------- განხორციელდა ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერება. ოქმში დეტალურად არის მითითებული იმ საქმეებში არსებულ დარღვევებზე, რომლებიც მითითებულ იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №------ დასკვნაში (ტ. I, ს.ფ. 35-49).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 10 აპრილის №---მ ბრძანებაზე - „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის წესებზე“, რომლითაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის ყველა მომხმარებელს (გამომძიებელი, პროკურორი) დაევალათ სისტემაში მუშაობის წესების დაცვა. მითითებული წესის 4.1. პუნქტის თანახმად, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სავალდებულოა საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში დროულად და სათანადო ადგილზე დარეგისტრირდეს საქმეში მონაწილე ყველა პირი, საქმეში არსებული ყველა ნივთი და დოკუმენტი. ამასთან, დაუშვებელია პროგრამის გარეთ საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტების შექმნა (გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც დოკუმენტი არ დგება გამოძიების ადგილზე, მაგალითად - საველე პირობებში ჩატარებული დათვალიერების ოქმი და სხვა); სისტემაში შექმნილ დოკუმენტში ყველა საინფორმაციო ველი უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული და ყველა მონაცემი უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს.

 

ამავე წესის 5.1. პუნქტის მიხედვით, სავალდებულოა პროგრამის მომხმარებლის (გამომძიებელი, პროკურორი) მიერ სისტემის გარეთ განხორციელებული ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტის ატვირთვა სისტემაში, ასევე, აუცილებელია სისტემაში აიტვირთოს პროგრამის გარეთ შექმნილი სასამართლო გადაწყვეტილებები; შესაბამისი ქმედებების რეპორტში უნდა აიტვირთოს ის დოკუმენტები, რომლებსაც აქვს ელექტრონული სისტემის არამომხმარებელი პირების (მოწმის, დაზარალებულის, ამა თუ იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მონაწილე პირების) ხელმოწერები. კერძოდ: გამოძიების დაწყების საფუძველი (განცხადებები, შეტყობინებები), მოწმის მიერ ხელმოწერილი დაკითხვის ოქმი; დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დაზარალებულად ცნობის დადგენილება; ჩხრეკის, ამოღების დათვალიერებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები მონაწილე პირების ხელმოწერებით. ამასთან, მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს დროულად.

 

ამდენად, მოცემული ნორმების გათვალისწინებით დ----- მ------–---–ი ვალდებული იყო თითოეულ საქმეზე აეტვირთა ყველა ის დოკუმენტაცია, რაც უშუალოდ მასთან იყო დაკავშირებული, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი სახით.

 

10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პროკურორი - დ----- მ------–---–ი დროულად არ ცხადდებოდა სამსახურში, სამუშაო დროის დაწყებისას და სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დროსა და მიზეზს არ აღნიშნავდა შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტზე), რითაც ჯეროვნად არ იცავდა შრომის დისციპლინას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია დ----- მ------–---–ის სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ამონაწერი, რომლის თანახმად, იგი 01.12.2015-01.03.2016 წწ. პერიოდში, სამსახურში გამოცხადებულია 15 წუთზე მეტი დაგვიანებით სამუშაო დღეებში. კერძოდ: 2015 წლის დეკემბრის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 01, 03, 04, 07, 08, 09, 10, 11, 12, 14, 15, 16, 17, 18, 21, 2-, 24, 25, 28, 29, 30, 31 - სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 22 დეკემბერს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (22 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 01 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის იანვრის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 04, 05, 06, 08, 11, 12, 13, 14, 18, 20, 21, 22, 25, 27, 28, 29 - სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 15 და 26 იანვარს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (16 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 02 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის თებერვლის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 01, 02, 03, 04, 08, 09, 10, 11, 12, 15, 16, 17, 18, 19, 22, 24, 25 – სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 2- თებერვალს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (17 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 01 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის 1 მარტს სამსახურში გამოცხადების დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მ------------------------ს 2013 წლის 17 დეკემბრის №---მ ბრძანებაზე „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირების ვალდებულების შესახებ“ (ტ. III, ს.ფ. 253), რომლითაც საქართველოს პროკურატურის მუშაკებს დაევალათ სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან გასვლის დრო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის გამოყენებით დააფიქსირონ საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ ტექნიკურ საშუალებაზე. ამავე ბრძანების მიხედვით, საქართველოს პროკურატურის მუშაკებს დაევალათ სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დრო და მიზეზი მიუთითონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტი) არსებულ ტაბელში. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. საქართველოს პროკურატურის მუშაკების მიერ ამ ბრძანების შეუსრულებლობა წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ბრძანების საქართველოს პროკურატურის მუშაკებისათვის გაცნობა დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №--- ბრძანებაზე - „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამუშაო დრო განისაზღვრება 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დღის განმავლობაში პროკურატურის მუშაკებისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.

 

ამავე წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულია პროკურატურის მუშაკის მოვალეობანი, კერძოდ, პროკურატურის მუშაკი ვალდებულია: ა) პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი; ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; გ) შეასრულოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს; ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობანი; ვ) დაიცვას პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ; მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ; თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე შენობაში და მის ტერიტორიაზე.

 

ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ყველა მუშაკისათვის. შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებირივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ან/და კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული დისციპლინური სახდელი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, თითქოს იგი რაიონული პროკურორის მიერ, ისევე როგორც ეს უკანასკნელი მ------------------------ს მიერ განთავისუფლებული იყო ზემოთ მითითებული ვალდებულების შესრულებისაგან, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის განმარტებისა სასამართლოში წარმოდგენელი არ ყოფილა.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დ----- მ------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის, ასევე არაჯეროვანი შესრულებისა და დისციპლინის დარღვევის ფაქტებს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებებს, მის მიმართ განხორციელებულ მიზანმიმართულ დევნასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად დ----- მ------–---–ის მიერ მითითებული ფაქტები, გარდა მოსარჩელის განმარტებისა და ვარაუდებისა, არაფრით არ დასტურდება.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად და თვლის, რომ დ----- მ------–---–ის მიმართ მართებულად იქნა გამოყენებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - პროკურატურიდან დათხოვნა, რის გამოც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება კანონიერია, რადგან გამოცემულია საქართველოს მ------------------------ს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელე - დ----- მ------–---–ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული - საქართველოს მ------------------------ს 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხე - საქართველოს მთავარ პროკურატურას დაევალოს დ----- მ------–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- მ------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი