განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003067572
საქმე N1-534/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31.07.2019 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - მი----–--------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: სო-------------–-ძე
მამის სახელი: ალ---–-
დაბადებული: 21.---1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, ფრ----------–--–-------------
ადვოკატი - გვ--–------------ძე
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება); (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რეაქცია);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 075220918001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. ბათუმში, მე------ს ქუჩიდან, ფრ----------–--–ის ქუჩების კვეთაში სო-------------–-ძე მოძრაობდა რა ,,ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით -S--------), - ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის, პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის მოთხოვნა და ბენზინგასამართ სადგურ ,,ნა------ს“ მოპირდაპირედ შეეჯახა გადასაკვეთ გზაზე ხელვაჩაურიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ ,,ა-----ს“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო სანომრე ნიშნით R--------), რომელსაც მართავდა გი-------------ძე, შეჯახების შედეგად ,,ა-----“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა გი-------------ძემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
2.1 ბრალდებულის სო-------------–-ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას;
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ სხდომის ოქმი).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გი-------------ძემ განმარტა, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს მოდიოდა ქორწილიდან, იყო ნასვამ მდგომარეობაში, მოძრაობდა 80-100 კმ სიჩქარის საათით, ბენზინგასამართ სადგურთან ,,ნა-------ან’’ მას შეეჯახა სო-------------–-ძე, შემდეგ გადაყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების მეშვეობით საავადმყოფოში. მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ( იხ. სხდომის ოქმი);
2.3 სასამართლო ფსიქიატრიულ ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №0-------- 22/09/2018 წ დადგენილია, რომ სო-------------–-ძე (პ.ნ 6----------) კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკულ და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ არსებული ბიოლოგიური მასალის (შარდის) იმუნოქმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: მორფინი, ბუპრენორფინი, მეთადონი, მეთადონის მეტაბოლიტი, ტრამადოლი, ტეტრაჰიდროკარბონილი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ექსტაზი (MDMA), აგრეთვე ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მიღებულია უარყოფითი შედეგი.
2.4 სამედიცინო ი ექსპერტიზის დასკვნით N 007662418, 05.11.2018 წ. დადგენილია, რომ სამედიცინო საბუთების მონაცემებით ილ-----–--–--ე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 2--09.18წ. დაესვა დიაგნოზი: თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრამვა. აღენიშნებოდა ექსკორიაცია შუბლის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.5. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------; 06.11.18 წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით გი-------------ძე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში2--09.2018წ. დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა სხივის ქვედა ბოლოს და საჯდომი ძვლის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.6. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------; 09.11.18 წ დადგენილია, რომ სამედიცინო საბუთების მონაცემებით ან---------ე იმყოფებოდა სტაციონალურ მკურნალობაზე საავადმყოფოში 2--09.2018წ- 24.09.2018-მდე. დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები გულმკერდის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.7. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------; 09.11.18 წ დადგენილია, რომ სამედიცინო საბუთების მონაცემებით ლი---–--–--ე იმყოფებოდა სტაციონალურ მკურნალობაზე საავადმყოფოში 2--09.2018წ- 24.09.2018-მდე. დაესვა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, ჭრილობა ზურგის არეში. ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით სხვა დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.8. სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №ს-------; 29.12.18 წ დადგენილია, რომ წარმოდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები აღნიშნული დაზიანების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მკვრივი საგანთა შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.
წარმოდგენილი ,,ა-----“-ს საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს. წარმოდგენილი ავტომობილი ,,ფ---–--------ს“ საჭის მართვის მექანიზმი სამუხრუჭე სისტემა გამორთულ მდგომარეობაშია (იხ. ს.ფ 79-81).
2.9. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №2---; 30.---2019 წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ გი-------------ძეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 პუნქტის 2-ს და მუხლი 33 პუნქტი 6-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ სო-------------–-ძეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის, პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით. (იხ. ს.ფ 87-89).
2.10. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის სქემა, ფოტოცხრილი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N2--- დასკვნა, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს------- დასკვნა, ალკოტესტის შემოწმების ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ილ-----–--–--ის გამოკითხვის ოქმი, ან---------ის გამოკითხვის ოქმები, სო-------------–-ძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ გი-------------ძის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სო-------------–-ძემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სო-------------–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 21 სექტემბერს, ქ. ბათუმში, მე------ს ქუჩიდან, ფრ----------–--–ის ქუჩების კვეთაში ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც გი-------------ძემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სო-------------–-ძის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სო-------------–-ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, სო-------------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით, დამატებითი სასჯელის გარეშე - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: დათვალიერების შედეგად ამოღებული - ,,ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო სანომრე ნიშნით- S--------) და ,,ა-----ს“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო სანომრე ნიშნით R--------), რომლებიც სასამართლოს 24.07.2019წ განჩინებით დაუბრუნდა მესაკუთრეებს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 93 – 94 -ე, 219-ე, 269-ე, 206-ე, 208-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული სო-------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე