1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

2. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატები არადისკრიმინაციულად უნდა გადასცეს. ამასთანავე, აღნიშნული მაუწყებელი ვალდებულია წინასაარჩევნო დებატებში მოიწვიოს ყველა სხვა პოლიტიკური პარტია, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დებატებში მონაწილე პარტიის მსგავსი ან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეს.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6727 – ვებგვერდი, 03.07.2020