თავი VI — ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები
1. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.
2. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების კატეგორიათა მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება ქცევის კოდექსით.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.05.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (18.01.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. განრიგი და კლასიფიკაცია 1. საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიები ს მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით,; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით. 2. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების კატეგორიათა მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება ქცევის კოდექსით.