1. კომისია მედიამომსახურების მიმწოდებლებთან, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს მედიამომსახურების მიმწოდებლებსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს, საკუთარი ინიციატივით, ერთობლივად ან დამოუკიდებლად შეიმუშაონ მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას ქცევის წესები.

საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023