თავი IV — 3. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება
1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული. ღონისძიებების პირობები და მოცულობა განისაზღვრება პლატფორმაზე განთავსებული მასალის ბუნების შესაბამისად, გაითვალისწინება მასალის განთავსებით გამოწვეული სავარაუდო ზიანი, დასაცავ პირთა ჯგუფის მახასიათებლები, აგრეთვე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების, ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლებისა და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესები.
2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ადეკვატურობას აფასებს კომისია, მათ შორის, ამ მომსახურების მიმწოდებლის ზომის, მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნებისა და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3448
- 22.12.2022 კანონი №2482
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 457. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ადეკვატურობა და პროპორციულობა 1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული. ღონისძიებების პირობები და მოცულობა განისაზღვრება პლატფორმაზე განთავსებული მასალის ბუნების შესაბამისად, გაითვალისწინება მასალის განთავსებით გამოწვეული სავარაუდო ზიანი, დასაცავ პირთა ჯგუფის მახასიათებლები, აგრეთვე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების, ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლებისა და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესები. 2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელიგანხორციელებული ღონისძიებების პირობებსაადეკვატურობას დააფასებს მოცულობას,კომისია, მათ შორის, ამ მომსახურების მიმწოდებლის ზომის, მომხმარებლებისმის რაოდენობისა და მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნებისბუნებისა გათვალისწინებით,და ადგენსმომხმარებელთა კომისია.რაოდენობის გათვალისწინებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება