1. სათემო მაუწყებლობის, კერძო მაუწყებლობის, საუნივერსიტეტო მაუწყებლობის, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

11. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას წარუდგენს ავტორიზაციის შეტყობინებას, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. პირი ავტორიზებულად მიიჩნევა და უფლება აქვს, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელება (მიწოდება) დაიწყოს კომისიისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენის დღიდან.

12. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ავტორიზაციის შეტყობინების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას და, თუ აღნიშნული ავტორიზაციის შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არეგისტრირებს.

13. თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის წარდგენილი შეტყობინება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისია ადგენს ხარვეზს და ამ პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას. კომისია უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადა მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 სამუშაო დღით გააგრძელოს.

14. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში კომისია მას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არეგისტრირებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კომისია ავტორიზაციის შეტყობინებას განუხილველად ტოვებს და აღნიშნულ პირს საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელების მოსალოდნელ შედეგებს განუმარტავს.

2. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა თაობაზე, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

დ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომელთა ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები;

ვ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

თ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ი) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

კ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა თაობაზე, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

დ) ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ;

ე) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

ვ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა.

4. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა თაობაზე, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

დ) მომსახურების შესახებ მონაცემები, ხოლო თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება სხვა მომსახურების ნაწილია − აღნიშნული მომსახურების თაობაზე მონაცემები;

ე) უფლებამოსილი საკონტაქტო პირის მონაცემები;

ვ) მომსახურების აღწერა, მათ შორის, მონაცემები იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურება ამ კანონის მე-2 მუხლის „ს4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებას მიეკუთვნება, მომსახურების გავრცელების საშუალება;

ზ) ინფორმაცია ამ კანონის პირველი მუხლის მე-7−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურებაზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;

თ) ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე ინფორმაცია ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების (მიწოდების) მიზნით გამოყენებული საშუალებების შესახებ;

ი) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის წარსადგენი ავტორიზაციის შეტყობინების ფორმის დამტკიცების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

5. მედიამომსახურების სფეროში ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში − შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია;

დ) განსახორციელებელი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ან რადიომაუწყებლობის კონცეფცია;

ე) ფიზიკური პირისთვის − ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ვ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის − ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების თაობაზე, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციები;

ზ) საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირისთვის − ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (მისი არსებობის შემთხვევაში).

6. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს პირთა ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

7. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება.

8. ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

9. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას, ან ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

10. ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.

11. პირს უფლება აქვს, მედიამომსახურების განხორციელება (მიწოდება) დაიწყოს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

12. ავტორიზებული პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაში/მის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაშია ასახული;

გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) თუ იგი არის მაუწყებელი, ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო თუ ავტორიზებული პირი არის გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, მაშინ იგი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე) (ამოღებულია - 30.06.2023, №3448);

ვ) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

13. საქართველოში ავტორიზებულმა პირმა თავის ვებგვერდზე უნდა უზრუნველყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა:

ა) ავტორიზებული პირის სახელი;

ბ) ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართი;

გ) ავტორიზებული პირის საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც უზრუნველყოფს მასთან სწრაფი და ეფექტიანი დაკავშირების შესაძლებლობას;

დ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისია არის ის კომპეტენტური მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეუძლია მიმართოს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

14. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

15. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე.

16. ავტორიზაცია შეჩერდება:

ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენამდე;

გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება ავტორიზებულ პირს.

18. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას მედიამომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ ავტორიზებული პირის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან, ხოლო ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია − ავტორიზებული პირის მიერ ავტორიზაციის შეჩერებისთვის მითითებული ვადის ამოწურვისთანავე ან ამ პირის მიერ კომისიისთვის ავტორიზაციის განახლების შესახებ ინფორმაციის წარდგენისთანავე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

19. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

20. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მედიამომსახურების განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისთვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.

21. ავტორიზაცია გაუქმდება:

ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას.

22. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5020 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №881 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.

თავი IV1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება

საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022