თავი IV — მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზაცია
კომისია წარმოებაში არ მიიღებს:
ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
ბ) სალიცენზიო განცხადებას/ავტორიზაციის მსურველის განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა/ორგანომ;
გ) ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №66 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.88
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.06.2015 კანონი №3691
წინა რედაქცია (18.01.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი კომისია წარმოებაში არ მიიღებს: ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ბ) სალიცენზიო განცხადებას/ავტორიზაციის მსურველის განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37-ე მუხლის პირვმელი-2 პუნქტით გათვალისწინებსაზღვრულმა პირმა/ორგანომ; გ) ახალ სალიცენზიო ან სანებართვო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №66 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.88