თავი IV — 1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება
1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განგრძობითად და პროგრესირებადად უზრუნველყოს საკუთარი პროგრამების კატალოგში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული პროგრამების კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად განთავსება.
2. თუ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში ხორციელდება ისეთი პროგრამების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ და მორალურ განვითარებას, ასეთი პროგრამები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ არასრულწლოვანებმა ეს პროგრამები, როგორც წესი, ვერ ნახონ ან ვერ მოისმინონ. ასეთი პროგრამები შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების თანხლებით. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები დგინდება ამ კანონითა და კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა შეთავაზებული პროგრამების კატალოგის არანაკლებ 30% უნდა დაუთმოს ევროპული წარმოების პროდუქციას და უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგში მისი თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებზე, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ ან მცირერიცხოვანი აუდიტორია ჰყავთ. ამ პუნქტის მიზნებისთვის დაბალი შემოსავალი და მცირერიცხოვანი აუდიტორია განისაზღვრება კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
თავი IV2. მედიამომსახურებების მიღება, გავრცელება და ტრანზიტი
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 22.12.2022 კანონი №2482
- 30.06.2023 კანონი №3448
- 22.12.2022 კანონი №2482
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 452. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, არასრულწლოვანებსა და ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებით 1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განგრძობითად და პროგრესირებადად უზრუნველყოს საკუთარი პროგრამების კატალოგში განათავსოს შეზღუდული შესაძლებლობებისშესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული პროგრამებიპროგრამების კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.შესაბამისად განთავსება. 2. თუ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში ხორციელდება ისეთი პროგრამების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ და მორალურ განვითარებას, ასეთი პროგრამები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ არასრულწლოვანებმა ეს პროგრამები, როგორც წესი, ვერ ნახონ ან ვერ მოისმინონ. ასეთი პროგრამები შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების თანხლებით. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები დგინდება ამ კანონითა და კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა შეთავაზებული პროგრამების კატალოგის არანაკლებ 30% უნდა დაუთმოს ევროპული წარმოების პროდუქციას და უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგში მისი თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებზე, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ ან მცირერიცხოვანი აუდიტორია ჰყავთ. ამ პუნქტის მიზნებისთვის დაბალი შემოსავალი და მცირერიცხოვანი აუდიტორია განისაზღვრება კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. თავი IV2. მედიამომსახურებების მიღება, გავრცელება და ტრანზიტი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება