1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები უფლებამოსილნი არიან შეიმუშონ ქცევის კოდექსი, რომელიც მიღებულია  საქართველოში მოქმედი მთავარი დაინტერესებული პირების მიერ, ნათლად და ცალსახად აყალიბებს დასახულ მიზნებს და უზრუნველყოფს მათ ეფექტურ აღსრულებას.

2. ამ მუხლში მითითებული ქცევის კოდექსი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომელთა მიზანია ისეთი სასმელების და სურსათის აუდიოვიზუალური კომერციული კომუნიკაციებისგან ბავშვების დაცვა, რომლებიც შეიცავენ ცხიმებს, მჟავებს, მარილებს ან ნატრიუმს და შაქარს, რომლის ჭარბი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული. მნიშვნელოვანია, ქცევის კოდექსით უზრუნველყოფილი იყოს, რომ აუდიოვიზუალური კომერციული კომუნიკაციები არ მიუთითებდეს ამ სახის სურსათის და სასმელების დადებით ხარისხზ