განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-110-2019
(027210619002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------------–-–---–ი
ბრალდებული - ხ--------–----–---–ი საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 196- წლის 1--------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ მ-----ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეექვსე ნაწილი (მცენარე კანაფის უკანონო შეძენა, შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით)
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ხ--------–----–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ხ--------–----–---–ს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 18 ივნისს, ქ-----–ის რაიონის სოფელ მ-----ში ხ--------–----–---–ის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, როგორც შემდეგ ქიმიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), საერთო წონით - 6280,87 გრამი. მითითებული ნარკოტიკული საშუალება ხ--------–----–---–ის მიერ უკანონოდ იყო შეძენილი, რომლის შენახვასაც ასევე უკანონოდ ახდენდა.
1.2. ხ--------–----–---–ს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 26 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ხვიჩა და გიორგი ქელეხსაშვილების საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის N 154/სქ დასკვნით და ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ ხ--------–----–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2019 წლის 27 ივნისს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ხ--------–----–---–სა და ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2019 წლის 27 ივნისს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ ბრალდებულ ხ--------–----–---–თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, ხ--------–----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით ხ--------–----–---–ს, ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, ექვსი თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხუთი წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში_საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება უნდა ჩამოერთვას ათი წლის ვადით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ნივთიერი მტკიცებულება, ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), საერთო საწყისი წონით 6280,87 გრამი, უნდა განადგურდეს.
5.2. ხ--------–----–---–ის საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული საარაყე ქვაბის სპილენძის მასალისაგან დამზადებული თავსახური უნდა დაუბრუნდეს ხ--------–----–---–ს.
5.3. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რაიონულ სამმართველოს N 1 (აგარა) განყოფილებაში,5.4. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის (ლალი კერვალიშვილის საცხოვრებელი სახლი) დათვალიერებისას ამოღებულ საკეტს, ასევე სპილენძის მასალისაგან დამზადებულ საარაყე ქვაბსა და მის თავსახურს, რომელთა ამოღებაც მოხდა ლალი კერვალიშვილსაგან - პროკურორის განმარტებით, მითითებულ ნივთებთან დაკავშირებული საკითხი გადაწყდება იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც მოხდება ლალი კერვალიშვილის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ ხ--------–----–---–ს შორის 2019 წლის 27 ივნისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;
3. ხ--------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
5. დამატებითი სასჯელის სახით ხ--------–----–---–ს დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
6. ხ--------–----–---–ს 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;
7. მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
8. ნივთიერი მტკიცებულება ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) საერთო საწყისი წონით 6280,87 გრამი, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
9. საარაყე ქვაბის სპილენძის მასალისაგან დამზადებული თავსახური, დაუბრუნდეს ხ--------–----–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
10. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი