განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/208-2019
(038241019002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–-ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ----------------–ი
ბრალდებული - მ------ დ------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1963 წლის 10 ნოემბერს, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ი------ში
ბრალდებული - ა---------– ს---–--ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1975 წლის 28 ივნისს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ჩ--------–---ში
ბრალდებული - მ----------–--ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1979 წლის 04 ივნისს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ჩ--------–---ში, თამარ მეფის ქუჩის N 170-ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ)
სხდომის სახე - საჯარო
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების მ------ დ------–---–ის, ა---------– ს---–--ის და მ----------–--ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობების მიხედვით, მ------ დ------–---–ს, ა---------– ს---–--ესა და მ----------–--ეს ბრალად ერაცხებათ დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ------ დ------–---–მა, ა---------– ს---–--ემ და მ----------–--ემ განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ჩ--------–---ი-მოლითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამუშაოების მწარმოებელი საამშენებლო კორპორაცია „ა-------------------“-ს კუთვნილ დიზელის საწვავს, გაეყიდათ იგი და აღებული თანხა ერთმანეთში გაენაწილებინათ. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2019 წლის 24 ოქტომბერს ღამის საათებში ძმები მერაბ და ა---------– ს---–--ეები, ა---------– ს---–--ის კუთვნილი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია „V--------“, მივიდნენ ხსენებული ბაზის ტერიტორიაზე და კომპანიის დარაჯს მ------ დ------–---–ს შესთავაზეს, რომ მონაწილეობა მიეღო, კომპანიის კუთვნილი, ბაზის ტერიტორიაზე გაჩერებული „კამაზის“ მარკის ავტომანქანიდან, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია „C--------, დიზელის საწვავის ქურდობაში და აღუთქვეს საწვავის რეალიზაციის შედეგად აღებული თანხის განაწილება, რაზეც დათანხმდა მ------ დ------–---–ი, რომლის უშუალო ხელშეწყობითა და მონაწილეობით, მათივე შეთანხმების შესაბამისად, ძმები ა---------– და მ----------–--ეები შეეცადნენ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ 60 (სამოცი) ლიტრ დიზელის საწვავს; მათი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა კორპორაცია „ა-------------------ს“ დაცვის სამსახურის ცვლის უფროსის გურამ სარიოღლისა და დარაჯ სეირან მათიაშვილის მიერ.
მ------ დ------–---–ის, ა---------– ს---–--ისა და მ----------–--ის ქმედების შედეგად დაზარალებულ კომპანია - შპს კორპორაცია „ა-------------------ს“ შეიძლებოდა, მისდგომოდა 149,90 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.2. მ------ დ------–---–ს, ა---------– ს---–--ესა და მ----------–--ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 31 ოქტომბერს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმების, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის გამოკითხვის ოქმით, ა---------– ს---–--ის საცხოვრებელი ბინისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, მ------ დ------–---–ის სამსახურში დანიშვნის ბრძანებით, ავტომანქანის ქირავნობასთან დაკავშირებით მ----------–--ესა და ,,ა-------------------“-ს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით, შესაძლო ზარალის შესახებ ცნობით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ბრალდებულთა აღიარებით დასტურდება, რომ მ------ დ------–---–მა, ა---------– ს---–--ემ და მ----------–--ემ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2019 წლის 01 ნოემბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულებსა და ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებულები გაფრთხილებულ იქნენ საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულებს ასევე განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებთ მათ სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება, სამივე შემთხვევაში, გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით; შედგა ოქმები; საპროცესო შეთანხმებები, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2019 წლის 01 ნოემბერს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობებით მომართა ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ამ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, მ------ დ------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. პროკურორმა ასევე იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, ა---------– ს---–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. პროკურორმა ასევე იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, მ----------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობებს, რომლებიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებულები და მათი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობების განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულთათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, ისინი აცნობიერებენ, რომ აქვთ უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადონ შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულებისგან დარწმუნდა, რომ მათ მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულებს აქვე განემარტათ, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობებში მითითებული სასჯელები სამართლიანია. ბრალდებულთათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. სოფელ ჩ--------–---ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 20 ლიტრი ტევადობის ლითონის ბიდონი, 20 ლიტრი ტევადობის პლასტმასის 2 ცალი ბიდონი და რეზინის მილი უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5.2. პლასტმასის ბიდონი 30 ლიტრის ტევადობის, ერთი ცალი მცირე ზომის პლასტმასის ბიდონი, 20 ლიტრი ტევადობის პლასტმასის ბიდონი მასში არსებული დიზელის საწვავით, უნდა დაუბრუნდეს ა---------– ს---–--ეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5.3. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონულ სამმართველოში.
5.4. რაც შეეხება ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომანქანას - იგი, როგორც შუამდგომლობების სასამართლო განხილვისას გაირკვა, გამოძიების ეტაპზევე დაუბრუნდა მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ასა და ბრალდებულებს შორის 2019 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;
3. მ------ დ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
4. დამატებითი სასჯელის სახით მ------ დ------–---–ს დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
5. ა---------– ს---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
6. ა---------– ს---–--ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
7. მ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
8. მ----------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
9. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულთა ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მათი (მსჯავრდებულთა) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
10. სოფელ ჩ--------–---ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 20 ლიტრი ტევადობის ლითონის ბიდონი, 20 ლიტრი ტევადობის პლასტმასის 2 ცალი ბიდონი და რეზინის მილი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
11. პლასტმასის ბიდონი 30 ლიტრის ტევადობის, ერთი ცალი მცირე ზომის პლასტმასის ბიდონი, 20 ლიტრი ტევადობის პლასტმასის ბიდონი მასში არსებული დიზელის საწვავით, დაუბრუნდეს ა---------– ს---–--ეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
12. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი