განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
330100115718186
ინსტანცია
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115718186

საქმე #1/ბ-1572-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე

 

გიორგი სვანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გი-------------ის

მსჯავრდებულ: ნი------------------------–ის

ადვოკატ: ამ-----------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნი------------------------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გელა ჩივაძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნი------------------------–ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 2--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, რეგისტრირებული: თ----------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---------------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ნი------------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი ჰქონდა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ნი------------------------–ს, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთაში ჩაეთვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული რეალურად მოსახდელი სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნი------------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

განაჩენით ნი------------------------–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნი------------------------–ი რამდენიმე წელი ეწეოდა ბიტუმის რეალიზაციას, რაშიც დახმარებას უწევდა ბე-----------ე. 2014 წლის სექტემბერში, მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ი--------–----–----------–---------------------“ მიერ რეალიზაციის მიზნით ირანიდან შემოტანილი იქნა 5 სატვირთო ავტომანქანა ბიტუმი. ამავე დროს ნი------------------------–ისათვის ცნობილი იყო, რომ შპს „ბ--------------“ წარმომადგენელს სურვილი ჰქონდა შეეძინა დიდი ოდენობით ბიტუმი.

ნი------------------------–მა და ბე-----------ემ განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ შპს „ი--------–----–----------–----------------------“ კუთვნილ დიდი ოდენობით ბიტუმს და მისი რეალიზაციით მიღებული თანხები მიესაკუთრებინათ.

განზრახვის განსახორციელებლად, დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად ბე-----------ე შპს „ი--------–----–----------–----------------------“ წარმომადგენლებს დაარწმუნებდა, რომ მათგან შეიძენდა 5 სატვირთო ავტომანქანა ბიტუმს, რომლის საფასურსაც გადაიხდიდა საქონლის ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ.

იმის გამო, რომ ბე-----------ეს, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იცნობდნენ შპს „ი--------–----–----------–----------------------“ წარმომადგენლები და არ სურდა მათთან გამოჩენა, დახმარება სთხოვა ლა-----------ეს და გაანდო მისი და ნი------------------------–ის დანაშაულებრივი გეგმის შესახებ, რაზედაც ლა-----------ე დასთანხმდა.

ამავე დროს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრმა, ნი------------------------–მა დაარწმუნა შპს „ბ--------------“ წარმომადგენელი მა------–------ი, რომ იმ შემთხვევაში, თუ თანხას ტრანსპორტირების დასრულებისთანავე გადაუხდიდა, 5 სატვირთო ავტომანქანა ბიტუმს მიაწოდებდა საბაზრო ფასზე გაცილებით დაბალ ფასად.

დანაშაულებრივმა ჯგუფმა განზრახვა გეგმის მიხედვით მოიყვანა სისრულეში და 2014 წლოს 18 სექტემბერს ლა-----------ე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „ა-–----–-------–-“ შეხვდა შპს „ინთერნეშენალ პეტროლიუმ თრეიდინგ კო“-ს წარმომადგენლებს. მათ თავი წარუდგინა, რომ თითქოსდა იყო - ნი------------------------–ის ფაქტობრივ გამგებლობაში არსებული საწარმოს - შპს „ჯ------“-ს დირექტორი გი------------–-ძე და სურდა მათგან 5 სატვირთო ავტომანქანა ბიტუმის შეძენა, რომლის საფასურის გადახდასაც დაჰპირდა მას შემდეგ, როცა დასრულდებოდა საქონლის ტრანსპორტირება. ლა-----------ემ დაარწმუნა შპს „ი--------–----–----------–---------------------“ წარმომადგენლები: ბა--------- - ფო-------ი და ცო--------------ა, რომ შპს „ჯ-------ს“ სახელზე გამოეწერათ საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ელექტრონული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შპს „ბ--------------“ წარმომადგენელ მა------–------თთან შეთანხმების შესაბამისად, სამი სატვირთო ავტომანქანა გაეგზავნათ ქალაქ ბათუმში, ხოლო ორი სატვირთო ავტომანქანა ზესტაფონის რაიონში.

შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლის 21 სექტემბერს, შპს „ი--------–----–----------–----------------------“ წარმომადგენლის მიერ, შპს „ჯ------ს“ სახელზე გამოწერილ იქნა 5 ელექტრონული სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის თანახმად სამი სატვირთო ავტომანქანა მასზე განთავსებული 91 006,05 ლარის ღირებულების 69 370 კგ ბიტუმით, გაიგზავნა ქალაქ ბათუმის მიმართულებით. ხოლო ორი ავტომანქანა ზესტაფონის რაიონის მიმართულებით. ამავდროულად, ნი------------------------–მა, შპს „ჯ------ს“ სახელით, გამოწერა 5 ელექტრონული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საიდანაც სამ სატვირთო ავტომანქანაზე განთავსებული 69 370 კგ ბიტუმი, 80 084 ლარად მიაწოდა შპს „ბ-------------“, მაშინ როცა შპს „ჯ------ს“ აღნიშნული საქონელი შეძენილი ჰქონდა 91 006,05 ლარად.

საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერის შემდეგ, ნი------------------------–მა შპს „ბ--------------“ წარმომადგენლებს შპს „ჯ------ს“ ანგარიშზე ჩაარიცხინა ბიტუმის ღირებულების ნაწილი - 72 210 ლარი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ნი------------------------–მა, ბე-----------ემ და ლა-----------ემ ურთიერთშორის გაინაწილეს. ხოლო შპს ,,ი--------–----–----------–---------------------“ წარმომადგენლებს ბიტუმის ღირებულება არ გადაუხადეს და მიაყენეს 91 006,05 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნი------------------------–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გე-–--------მ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება.

 

სააპელაციო საჩივრის განხილვისას, 2019 წლის 16 იანვარს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გი-------------ის მიერ, ზემდგომი პროკურორის გი-------–--ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ნი------------------------–თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობით, სახელმწიფო ბრალმდებელმა გი-------------ემ მოითხოვა მსჯავრდებულ ნი------------------------–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, რომლის თანახმადაც, ნი------------------------–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წელი განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთაში ჩაეთვალოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული რეალურად მოსახდელი სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულმა ნი------------------------–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ამ-----------ემ მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოუსმინა პროცესში მონაწილე მხარეებს, გაეცნო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, მათი გაანალიზების შედეგად მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ნი------------------------–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.

პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებულმა ნი------------------------–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. მან თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნაბაყოფლობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ნი------------------------–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმების შინაარსი და მის დადებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა და მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: ბრალდებულების - ნი------------------------–ის, ბე-----------ის და ლა-----------ის აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებული კომპანიის შპს „ი--------–----–----------–---------------------“ ასპროცენტიანი წილის მფლობელის (2014 წლის მდგომარეობით) - მოწმე მეჰნათ ჯალალის, შპს „ი--------–----–----------–---------------------“ გაყიდვების მენეჯერის - მოწმე ბა----------ფო-------მას, მოწმეების - ცო--------------ას, გი------------–-ძის, მა------–------ის, ირ---–-------–--ის, დაზარალებული კომპანიის შპს „ი--------–----–----------–---------------------“ წარმომადგენელის - მოწმე რუ-------------ას ჩვენებები, 2014 წლის 23 დეკემბრის ამოცნობის ოქმი, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი, ელექტრონული საგადასახადო დავალება No 1---, „საქართველოს ბანკიდან“ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 31 ოქტომბრის #2---------- წერილი და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ადასტურებს ნი------------------------–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 292-298-ე, 209-215-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გი-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გი-------------ეს და მსჯავრდებულ ნი------------------------–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ნი------------------------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წელი განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთაში ჩაეთვალოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული რეალურად მოსახდელი სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ნი------------------------–ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ნი------------------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებული ნი------------------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან - 2019 წლის 16 იანვრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე