განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-244-2019
(027280719001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–-ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ----------------–ი
ბრალდებული - ზ-------------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 198- წლის 2-------------ს, რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე: ხ---ი, სოფელი ქ-------ი, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--ში, ზ---------------ის ქუჩის №6-–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ)
სხდომის სახე - საჯარო
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ზ-------------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ზ-------------ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქ ქ-----–-დან სოფელ ზ----------------ის მიმართულებით მოძრაობდა „მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია A--------, და რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზ-------------ე. სატრანსპორტო საშუალების მართვისას ზ-------------ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, მის წინ მოძრავ ავტომობილზე გასწრების მიზნით, დაიწყო მანევრი, რა დროსაც ავტომობილის მარჯვენა ნაწილით შეეჯახა თანხვედრი მიმართულებით, თავის სავალ ნაწილზე მიმავალ მიკროავტობუსს - ,-----------------------, სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით N--------. შეჯახების შედეგად ზ-------------ის მგზავრმა ა---------–-–---–მა და ნ--–---------მ მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
1.2. ზ-------------ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 16 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის აღიარებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1202/ა 1833/სტ დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის NN005820719; 005819319 დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N005362719 დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ზ-------------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2019 წლის 16 დეკემბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ზ-------------ესა და ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2019 წლის 16 დეკემბერს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ამ ბრალდებულ ზ-------------ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ზ-------------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ავტომანქანა „მერსედესი“, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია “A--------”, და რომელიც სპეციალური ავტოსადგომის „გ-----------“-ს ტერიტორიაზეა განთავსებული, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.2. შემდგომი კვლევის მიზნით აღებული სისხლის ნიმუშები უნდა განადგურდეს.
5.3. ზ-------------ესა და გ-------------–-----ეს უნდა დაუბრუნდეთ მათი კუთვნილი ტანსაცმელი.
5.4. სისხლის ნიმუშები და ტანსაცმელი ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–-ს რაიონულ სამმართველოში.
5.5. რაც შეეხება ,------------------------ს მარკის მიკროავტობუსს - გამოძიების ეტაპზევე, შეზღუდვების გარეშე, დაუბრუნდა მესაკუთრეს. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ასა და ბრალდებულ ზ-------------ეს შორის 2019 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;
3. ზ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
4. დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაითვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
6. ზ-------------ეს 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
7. მითითებული შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყებით მომენტიდან.
8. შემდგომი კვლევის მიზნით აღებული სისხლის ნიმუშები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
9. ავტომანქანა „მერსედესი“, სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით “A--------” დაუბრუნდეს ზ-------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
10. ზ-------------ესა და გ-------------–-----ეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათი კუთვნილი ტანსაცმელი;
11. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი