განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/192-2019
(038140919001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–--
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ-----------–-–---–ი
ბრალდებული - გ----------–--ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1998 წლის 11 მაისს, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე: ხ-–----ი, შ--–-------------------–--------------- № 4, ბინა № 31, ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ც--–------ში
ბრალდებული - მ-–-----------–--ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 57001059670, დაბადებული 1996 წლის 21 აპრილს, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე: ხ-–----ი, შ--–-------------------–--------------- № 4, ბინა № 31, ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ც--–------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შეეძლო, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ)
სხდომის სახე - საჯარო
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ----------–--ისა და მ-–-----------–--ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობების მიხედვით, გ--- და მ-–-----------–--ეებს ბრალად ერაცხებათ დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 სექტემბერს, ძმებმა გ----------–--ემ და მ-–-----------–--ემ განიზრახეს, რომ ხ-–----ის რაიონის სოფელ ოსიაურში გამავალი მშენებარე ავტომაგისტრალის ხიდიდან მოეპარათ ლითონის ხრახნები, გაეყიდათ და აღებული თანხა ერთმანეთში გაენაწილებინათ. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს (13 სექტემბერს), დაახლოებით 23:00 საათზე, მივიდნენ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებულ ხიდთან, თანნაქონი ძალაყინის გამოყენებით ახსნეს ავტომაგისტრალის ხიდის მოაჯირზე დამაგრებული 15 ცალი - თითოეული 12 მეტრი სიგრძისა და 12 მმ დიამეტრის - ლითონის ხრახნი, რაც ეკუთვნის შპს ,,სინოჰიდრო“-ს და რომელთა ღირებულებაა 297,6 ლარი. გ--- და მ-–-----------–--ეები შეეცადნენ, ფარულად დაუფლებოდნენ აღნიშნულ ნივთებს, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს - მათი ქმედება აღკვეთილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს წაღვლის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ, რომელთაც გ--- და მ-–-----------–--ეები დააკავეს ადგილზე.
1.2. გ----------–--ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 15 სექტემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.3. მ-–-----------–--ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 15 სექტემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულთა აღიარებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, დასტურდება რომ გ----------–--ემ და მ-–----------–--ემ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2019 წლის 7 ნოემბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულებსა და ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებულები გაფრთხილებულნი იქნენ საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულებს ასევე განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით; შედგა ოქმები; საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2019 წლის 7 ნოემბერს, ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობებით მომართა ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--მა.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, გ----------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. პროკურორმა ასევე იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, მ-–-----------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებულები და მათი ინტერესების დამცველი.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, ისინი აცნობიერებენ, რომ აქვთ უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულებისგან დარწმუნდა, რომ მათ მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულებს აქვე განემარტათ, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, დადასტურებულია, შუამდგომლობებში მითითებული სასჯელები სამართლიანია. ბრალდებულებისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ორი ცალი ძალაყინი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; 15 ცალი (თითოეული 12 მეტრი სიგრძისა და 12 მმ დიამეტრის) ლითონის ხრახნილები დაუბრუნდეს დაზარალებულ მხარეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5.2. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონულ სამმართველოს წაღვლის პოლიციის განყოფილებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--სა და ბრალდებულებს შორის 2019 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობით;
3. მ-–-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
4. დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. მ-–-----------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
7. მ-–-----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
8. გ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
9. დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
10. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
11. გ----------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
12. გ----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში
13. ორი ცალი ძალაყინი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
14. 15 ცალი (თითოეული 12 მეტრი სიგრძისა და 12 მმ დიამეტრის) ლითონი ხრახნილები დაუბრუნდეს დაზარალებულ მხარეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
15. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
16. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი