განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
130100119003182816
დავის ტიპი
260 1
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/170-2019

(038120819001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი, 2019 წელი ხ-–-----

 

ხ-–-----ს რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

 

სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–-ა

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ქ---------------ი

 

ბრალდებული - გ------- მ---------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1962 წლის 25 ივნისს, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები შემდეგ მისამართზე: ხ-–-----, ბ----------- ქუჩა #166

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ------- მ---------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, გ------- მ---------ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ხაშურში, ბ----------- ქუჩაზე, ჯართის მიმღები პუნქტის მიმდებარედ გაჩხრეკილ იქნა გ------- მ---------ე. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის (გ------- მ---------ის) მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები; მათ შორის, როგორც შემდეგ ქიმიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო ოდენობით 0,01247 გრამი.

 

1.2. გ------- მ---------ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 14 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, გ------- მ---------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის N3908/სქ-3541/ქრ დასკვნით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ გ------- მ---------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2019 წლის 11 ნოემბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ გ------- მ---------ესა და ხ-–-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2019 წლის 11 ნოემბერს ხ-–-----ს რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ-–-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა ბრალდებულ გ------- მ---------ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა რ-----------–-ამ, რომელიც დაეთანხმა შუამდგომლობას, ითხოვა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, გ------- მ---------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გ------- მ---------ეს, ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, ექვსი თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ათი წლის ვადით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში_საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები უნდა ჩამოერთვას ხუთი წლის ვადით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

 

3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. 2 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცი იმ სითხესთან ერთად, რომელიც მასშია მოთავსებული და რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 0,01247 გრამი, მორფინს (ფუძე) - წონით 0,000132 გრამი, კოდეინს წონით 0,000044 გრამი, უნდა განადგურდეს.

 

5.2. ნივთიერი მტკიცებულება ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----ს რაიონულ სამმართველოში.

 

5.3. რაც შეეხება ფულად თანხას, რომლის ამოღებაც მოხდა გ------- მ---------ის პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ეტაპზევე, შეზღუდვების გარეშე, დაუბრუნდა გ------- მ---------ეს. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხ-–-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილსა და ბრალდებულ გ------- მ---------ეს შორის 2019 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;

 

3. გ------- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 12 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

 

4. დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

6. გ------- მ---------ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

7. გ------- მ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

8. გ------- მ---------ეს 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

9. მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყებით მომენტიდან.

 

10. 2 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცი იმ სითხესთან ერთად, რომელიც მასშია მოთავსებული და რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 0,01247 გრამი, მორფინს (ფუძე) - წონით 0,000132 გრამი, კოდეინს წონით 0,000044 გრამი, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

12. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი