განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
130100119003068995
დავის ტიპი
300 2
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-109-2019

(027120619002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონ---–ი სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

 

სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - მ------------–-–---–ი

 

ბრალდებული - ე-–------ პ-------–---–ი საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, დაბადებული 1959 წლის 29 მარტს, რეგისტრირებული ქ-----–ის რაიონის სოფელ ნ---–ში, ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგ მისამართზე: ქ-----–ის რაიონი, სოფელი ა---–-------–----------–----------–-------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილი (თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს, აკრძალულ ადგილას და აკრძალული საშუალებით)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ე-–------ პ-------–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1. 1. შუამდგომლობის მიხედვით, ე-–------ პ-------–---–ს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ე-–------ პ-------–---–მა 2019 წლის 12 ივნისს - თევზჭერის აკრძალვის დროს, ქ-----–ის რაიონის სოფელ სამწევრისის მიმდებარედ გამავალ მდინარე მტკვარზე - აკრძალულ ადგილას, აკრძალული საშუალებით, ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადის გამოყენებით, განახორციელა უკანონო თევზჭერა, რის შედეგადაც მოიპოვა ხრამულის ჯიშის თევზი, წონით - 00,04 კილოგრამი. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 2 (ორი) ლარითა და 40 (ორმოცი) თეთრით.

 

1.2. ე-–------ პ-------–---–ს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 26 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მიყენებული ზიანის გაანგარიშების შესახებ ინფორმაციით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ბრალდებულის აღიარებით, ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტით”, რაც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით, დასტურდება, რომ ბრალდებულმა ე-–------ პ-------–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2019 წლის 27 ივნისს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ე-–------ პ-------–---–სა და ხაშურის რაიონ---–ი პროკურატურის პროკურორ თ---------ეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2019 წლის 27 ივნისს ხაშურის რაიონ---– სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რაიონ---–ი პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ ბრალდებულ ე-–------ პ-------–---–თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ე-–------ პ-------–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.

 

3.5. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

 

3.6. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.7. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ორი ცალი ანკესი, მათზე დამაგრებული სახლართი ტიპის ბადეები, ასევე თევზის შესანახი ალუმინის ბადე და ერთი ცალი თევზი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რაიონ---– სამმართველოში, უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონ---–ი პროკურატურის პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ ე-–------ პ-------–---–ს შორის 2019 წლის 27 ივნისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობით.

 

3. ე-–------ პ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. ორი ცალი ანკესი, მასზე დამაგრებული სახლართი ტიპის ბადეები, თევზის შესანახი ბადე და ერთი ცალი თევზი, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონ---–ი სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი