განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
130100119003224605
დავის ტიპი
19 - 177 2 ა
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/188-2019

(038260919002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 ოქტომბერი, 2019 წელი ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

 

სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - მ--------------–---–ი

 

ბრალდებული - გ---------------–--ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1981 წლის 2 აგვისტოს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ტ------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ---------------–--ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, გ---------------–--ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 სექტემბერს, ხ-–----ის რაიონის სოფელ გ----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----ა------ის მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზის მიმდებარედ, შპს კორპორაცია ,,ს------------“-ს სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გ---------------–--ე შეეცადა, ,,ჰოვო“-ს მარკის ავტომანქანიდან, რომელსაც პირადად მართავდა და რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია OO-446-OK, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ზემოაღნიშნული კომპანიის კუთვნილ სამშენებლო ქვიშას 15 მ3-ის მოცულობით, რასაც შეეძლო, გამოეწვია 270 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. გ---------------–--ის ქმედება აღკვეთილ იქნა შპს კორპორაცია ,,ს------------“-ს თანამშრომლების მიერ.

 

1.2. გ---------------–--ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 9 ოქტომბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმედ გამოკითხვისას გ---------------–--ის მიერ მიცემული ჩვენების შესამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ზარალთან დაკავშირებული ინფორმაციით, რომელიც მიღებულია დაზარალებული ორგანიზაციიდან, შრომითი ხელშეკრულებით, მოწმეთა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლის გამოკითხვის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ გ---------------–--ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2019 წლის 9 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ გ---------------–--ესა და ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით; შედგა ოქმი; საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2019 წლის 9 ოქტომბერს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–---–მა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, გ---------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.

 

3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ავტომანქანა და 15 მ3 მოცულობის გადამუშავებული ქვიშა გამოძიების ეტაპზევე, შეზღუდვების გარეშე, დაუბრუნდა დაზარალებულ მხარეს. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ გ---------------–--ეს შორის 2019 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება;

 

3. გ---------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. გ---------------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი