განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
130100119003294191
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/223-2019

(038071019001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2019 წელი ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–--

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - მ--------------–---–ი

 

ბრალდებული - კ----–----–-–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1971 წლის 8 თებერვალს, ნასამართლობის არმქონე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ში, წ------------ს ქუჩის N42-ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილი (სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ კ----–----–-–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, კ----–----–-–---–ს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის ივნისის თვის დასაწყისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, კ----–----–-–---–მა ხ-–----ში, გ---–---–-- ქუჩის N19-ში, თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მოაწყო მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარი რეგისტრაციის გარეშე, რაც 2019 წლის 24 სექტემბერს გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფლებამოსილი სპეციალისტების მიერ.

 

1.2. კ----–----–-–---–ს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 31 ოქტომბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, საინჟინრო ექსპერტიზის N007572219 დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის N257/ს დასკვნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაგზავნილი მასალებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ ბრალდებულმა კ----–----–-–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2019 წლის 21 ნოემბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ კ----–----–-–---–სა და ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2019 წლის 21 ნოემბერს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--მ ბრალდებულ კ----–----–-–---–თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც კ----–----–-–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა წინასასამართლო სხდომამდე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.

 

3.5. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

 

3.6. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.7. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. კ----–----–-–---–ს უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას, სახერხი დანადგარი - ,,ლენტური ხერხი“, ასევე წიწვოვანი ჯიშის 1 მ3 მოცულობის ფიცარი და 3,5 მ3 მოცულობის ნაგვერდული.

 

5.2. რაც შეეხება ცირკულ ხერხს, რომელიც საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არ წარმოადგენს მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ ანდა თერმული დამუშავების დანადგარს და რომელიც გამოიყენება გახერხილი ფიცრის გვერდების გასასწორებლად (ჩამოგანვა), უნდა დაუბრუნდეს კ----–----–-–---–ს.

 

5.3. ნივთიერი მტკიცებულებები, რაც განთავსებულია ხ-–----ში, გ---–---–-- ქუჩის N19-ში მდებარე სახერხ საამქროში, შენახვის მიზნით, ჩაბარებული აქვს კ----–----–-–---–ს. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--სა და ბრალდებულ კ----–----–-–---–ს შორის 2019 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობით.

 

3. კ----–----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. კ----–----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.

 

6. კ----–----–-–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას სახერხი დანადგარი - ,,ლენტური ხერხი“, ასევე წიწვოვანი ჯიშის 1 მ3 მოცულობის ფიცარი და 3,5 მ3 მოცულობის ნაგვერდული.

 

7. ცირკული ხერხი დაუბრუნდეს კ----–----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი