განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-205-2019
(038300919001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–ია
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ქ---------------ი
ბრალდებული - ლ-------–---ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, დაბადებული 198- წლის 1--------------ს, მცხოვრები შემდეგ მისამართზე: თ---–---, ლ------ ქუჩა N 1, ბინა N 4-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)
სხდომის სახე - საჯარო
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ლ-------–---ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ლ-------–---ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ხ-–----ის რაიონის სოფელ ბ----------ში, შ--–---------ის საცხოვრებელ სახლში სტუმრად მყოფი ლ-------–---ე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საძინებელი ოთახიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ--------–--ის კუთვნილ ორ ცალ ოქროს ბეჭედს, რამაც 1200 (ათასორასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
1.2. ლ-------–---ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 01 ოქტომბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის აღიარებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ნივთის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ლ-------–---ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2019 წლის 01 ნოემბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ლ-------–---ესა და ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–იას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2019 წლის 01 ნოემბერს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–იამ ბრალდებულ ლ-------–---ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ლ-------–---ეს, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა წინასასამართლო სხდომამდე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.
3.5. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
3.6. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.7. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
ორი ცალი ოქროს ბეჭედი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს ს-------ს პოლიციის განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–იასა და ბრალდებულ ლ-------–---ეს შორის 2019 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით.
3. ლ-------–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
4. დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. დამატებითი სასჯელის სახით ლ-------–---ეს დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
7. ლ-------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა (3000 ლარი) დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
8. ნივთიერი მტკიცებულება ორი ცალი ბეჭედი დაუბრუნდეს დაზარალებულს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი