განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/201-2019
(038220719002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ----------–--
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ-------–-----ე
ბრალდებული - ლ--------- ხ----ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1981 წლის 2 იანვარს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ო---ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა)
სხდომის სახე - საჯარო
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ლ--------- ხ----ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ლ--------- ხ----ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ--------- ხ----ემ უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. 2019 წლის 10 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ხ-–----ის რაიონის სოფელ ო---ში გაჩხრეკილ იქნა ლ--------- ხ----ის საცხოვრებელი სახლი, დამხმარე სათავსები და ეზო. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ლ--------- ხ----ის მიერ უკანონოდ დათესილი და მოყვანილი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი წონით 26,0 გრამი.
1.2. ლ--------- ხ----ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 30 სექტემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ხ-–----ის რაიონის სოფელ ო---ში ლ--------- ხ----ის საცხოვრებელი ბინის, დამხმარე სათავსებისა და ეზოს ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ N302417 დასკვნით, სასამართლო-ქიმიური და ბოტანიკური ექსპერტიზის N005086619 დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ ლ--------- ხ----ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2019 წლის 24 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ლ--------- ხ----ესა და ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით; შედგა ოქმი; საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2019 წლის 24 ოქტომბერს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა რ-----------–--მ ბრალდებულ ლ--------- ხ----ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, ლ--------- ხ----ეს, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით ლ--------- ხ----ეს, ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში_საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები უნდა ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა წინასასამართლო სხდომამდე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის ასევე დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ნივთიერი მტკიცებულება ერთი ძირი მცენარე ნედლ მდგომარეობაში წონით 26,0 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,0578 გრამის ოდენობით, უნდა განადგურდეს;
5.2. ნივთიერი მტკიცებულება ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს ს------ის პოლიციის განყოფილებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--სა და ბრალდებულ ლ--------- ხ----ეს შორის 2019 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;
3. ლ--------- ხ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. ლ--------- ხ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.
6. ლ--------- ხ----ეს 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;
7.მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
8. ნივთიერი მტკიცებულება ერთი ძირი მცენარე ნედლ მდგომარეობაში წონით 26,0 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,0578 გრამის ოდენობით, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი