განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119002881283
საქმე №1/ბ-567-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ--------------ე
მსჯავრდებული: კ--------------, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზ----------------------------;
ადვოკატები: რ------------, რ-----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-4 ნაწილით;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენით: კ-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236- ე მუხლის მეოთხე ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ კ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით; კ--------------ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 15 იანვრის 21:10 საათიდან; კ--------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: კ--------------სგან ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტი, ერთი მჭიდით და 2 ცალი ვაზნით, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, გადაეცა საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით; კ--------------ს კუთვნილი ჯინსის შარვალი, ქამარი, სპორტული ზედა და კ--------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კ--------------ს ოჯახს; კ--------------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ--------------მ ჩაიდინა:
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, რაც გამოიხატა შემდეგში: კ--------------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,ESCORT-2008-Magnum”-ის მოდელის 9 მმ. ნომინალური კალიბრის პისტოლეტი, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას;
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 21:10 საათზე, კ-------------- იმყოფებოდა ქ. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ,,ESCORT-2008-Magnum”-ის მოდელის 9 მმ. ნომინალური კალიბრის პისტოლეტს, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ--------------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2020 წლის 18 თებერვალს მსჯავრდებულ კ--------------ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს: რ------------ს, რ-----------ესა და ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე_211-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ, წერილობით, შეთანხმდა ზემდგომ პროკურორ _ ლ--------–--სთან. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომელშიც ასახულია პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის მოლაპარაკების პროცესი. აღნიშნული ოქმის თანახმად, პროკურორმა მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა კ--------------მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.
სააპელაციო პალატის 2020 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------ემ წარმოადგინა შუამდგომლობა მსჯავრდებულ კ--------------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, რომლითაც ითხოვა მასსა და მსჯავრდებულ კ--------------ს შორის 2020 წლის 18 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგი პირობებით:
მსჯავრდებული კ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა კი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა კი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა კი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით;
სააპელაციო პალატის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა კ--------------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: რ------------მ და რ-----------ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს პროკურორ მ--------------ესა და მსჯავრდებულ კ--------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ, საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეამოწმა რა ბრალდების დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: კ--------------ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებაში მონაწილე მოწმეების: ზ--------------ს, ა-–-----------------ს, გ--------------–---–--ს ჩვენებებითა და საქმის სხვა მასალებით დასტურდება კ--------------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მსჯავრდებული კ-------------- სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ; ასევე, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი” ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები, იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. მსჯავრდებული და მისი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს. სააპელაციო პალატა, ასევე, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------ის შუამდგომლობა, მსჯავრდებულ კ--------------სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენში შეტანილი უნდა იქნას შესაბამისი ცვლილებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე 215-ე, მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.დამტკიცდეს მსჯავრდებულ კ--------------სა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------ეს შორის 2020 წლის 18 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება;
3.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4.მსჯავრდებული კ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;
5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით;
6.მსჯავრდებულ კ--------------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 იანვრიდან;
7.საპროცესო შეთანხმების დამტკიცება კ--------------ს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან;
8.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულ კ--------------ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
9.მსჯავრდებულ კ--------------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
10.მსჯავრდებულ კ--------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
11.დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი;
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
13.განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;
14.განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;
15.თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/