საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №224აპ-15 ქ. თბილისი
ფ-ა ო. 224აპ-15. 30 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულების: ო. ფ-ასა და ს. ბ-ის, ზ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. ბ-ის, ვ. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ფ-ის, რ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - უ. მ-ისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს პროკურორ რ. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით რ. მ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
იმავე განაჩენით: მ. მ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“, 1443–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
ა. კ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“, 1443–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
მ. წ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“, 1443–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
გ. ს-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“, 1443–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
თ. გ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, ,,ბ“, „ე“ და 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ჩ-ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
თ. გ-ას ქმედება საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩ-ას ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ. გ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. გ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
თ. გ-ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 7 მარტიდან 2013 წლის 11 მარტის ჩათვლით.
გაუქმდა თ. გ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა, საქართველოს სსკ–ის მე–200 მუხლის მე–8 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში;
ზ. კ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25, 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გაუქმდა ზ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა, საქართველოს სსკ–ის მე–200 მუხლის მე–8 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში;
ს. ბ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ბ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ს. ბ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვლა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2012 წლის 4 დეკემბრიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.
გაუქმდა ს. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა, საქართველოს სსკ–ის მე–200 მუხლის მე–8 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში;
ო. ფ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25,1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (თ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
ო. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25, 138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ო. ფ-ას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
ო. ფ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ო. ფ-ას პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩაეთვალა სასჯელის საერთო ვადაში;
ვ. ყ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25, 1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (თ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
ვ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25,138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ვ. ყ-ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
ვ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ვ. ყ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩაეთვალა სასჯელის საერთო ვადაში;
მ. ქ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ (ს. ჩ-ის ეპიზოდი), 25, 138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ (თ-ის ეპიზოდი), 25, 1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ (თ-ის ეპიზოდი), სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ (ჩ-ას ეპიზოდი), სსკ–ის 1443–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ (ჩ-ას ეპიზოდი) ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და იგი ამ ნაწილებში გამართლდა.
მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (დ. ლ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (გ. გ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
მ. ქ-ას ქმედება საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (ჩ-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩ-ას ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ასევე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ მ. ქ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
მ. ქ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გაუქმდა მ. ქ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ა. მ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25,1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (თ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25,138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ-ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ლ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ასევე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ა. მ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
ა. მ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გაუქმდა ა. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
კ. კ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ (ჩ-ას ეპიზოდი) და სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ჩ-ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და იგი ამ ნაწილში გამართლდა.
კ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩ-ას ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
კ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ. კ-ას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
კ. კ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გაუქმდა კ. კ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გაუქმდა რ. მ-ის, მ. მ-ის, ა. კ-ის, მ. წ-ას და გ.ს-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით რ. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ... ,ზონა ...-..., სექტორი ...-..., კვარტალი – 13, ნაკვეთი- ..., საკადასტრო კოდი ...), 6.500 ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ნ. მ-ის საკუთრებაში არსებულ 52,12მ2 უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. რუსთავში, ... ქ. კორპ. №..., ბ. №24–ში, ზონა– რუსთავი-..., სექტორი მარცხენა სანაპირო-..., კვარტალი-..., ნაკვეთი-..., კოდი-...), საკადასტრო კოდი ...), 10.000 ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მ. ი-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. საგარეჯოში, ... ქ. №7-ში, ზონა ...-..., სექტორი ქ. საგარეჯო-..., კვარტალი-..., ნაკვეთი-..., საკადასტრო კოდი ...), 10.000 ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით დ. დ-ის (...) სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე (... რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე აღმართულ შენობა–ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართი - 3400 მ2) დადებული ყადაღა.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის განჩინებით დ. ტ-ას, ზ. ს-ას, ი. ს-ასა და ქ. ს-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 5022,00 მ2 (მდებარე ... რაიონის სოფელ ..., საკადასტრო კოდი ...), 20.000 ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა.
გამართლებულებს განემარტათ, რომ მათ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.
ნივთმტკიცება: 2012 წლის 28 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის დანართი ფოტოსურათები 1 CD დისკზე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ფოტოსურათი CD დისკზე, ამოღებული შემავალი და გამავალი ზარების ნუსხა CD დისკზე, გ. ჩ-ას სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დანართი 1 CD დისკზე, 1 GT ფირი და 3 რენტგენოგრამა, ს. თ-ის გვამის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანართი, სთს პოლიკლინიკის ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი №..., სად–ის დაწესებულებიდან ამოღებული სტაციონარული პაციენტის დ. ლ-ის სამედიცინო ბარათი №..., ა. ტ-ისა და თ. ს-ის წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომის ოქმები 2 CD დისკზე, ს. თ-ის გვამის ექსჰუმაციის ვიდეო 1 DVD კასეტაზე, ს. თ-ის გვამის ექსჰუმაციის ფოტოები 1 CD დისკზე, 2012 წლის 27 ნოემბრის სად–ის დაწესებულებაში დათვალიერების ოქმის ფოტოები 1 CD დისკზე, ამოღებული შემავალი და გამავალი ზარების ნუსხა 4 CD დისკზე დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მსჯავრდებულებს განემარტათ გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების ვადებისა და უფლებების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს პროკურორ რ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მსჯავრდებულ ზ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ ო. ფ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ ვ. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ ს. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზ. გ-სა და მსჯავრდებულ თ. გ-ას შორის:
თ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“, 1443-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ,„ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ–ის 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 8 თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
სსკ–ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 8 თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ. გ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
თ. გ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 7 მარტიდან იმავე წლის 11 მარტის ჩათვლით და გათავისუფლდა.
გაუქმდა თ. გ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა, სსკ–ის მე–200 მუხლის მე–8 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში;
მ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“, სსკ–ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
გაუქმდა მ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;
ა. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“, სსკ–ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
გაუქმდა ა. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო;
მ. წ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
გაუქმდა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა, საქართველოს სსსკ–ის მე–200 მუხლის მე–8 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში;
გ. ს-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
გაუქმდა გ. ს-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;
კ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ (ჩ-ას ეპიზოდი) და სსკ–ის 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ჩ-ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და იგი ამ ნაწილში გამართლდა.
კ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩ-ას ეპიზოდი), 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ–ის 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩ-ას ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხამად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ. კ-ას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
კ. კ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გაუქმდა კ. კ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
მ. ქ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ (ს. ჩ-ის ეპიზოდი), სსკ–ის 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ (ჩ-ას ეპიზოდი), სსკ–ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (ჩ-ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და იგი ამ ნაწილში გამართლდა.
მ. ქ-ას ქმედება საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (ჩ-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ (ლ-ის ეპიზოდი), სსკ–ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ (გ-ის ეპიზოდი), 25,138–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ (თ-ის ეპიზოდი), 25,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ (თ-ის ეპიზოდი), 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ჩ-ას ეპიზოდი), 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჩ-ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ–ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (ლ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
სსკ–ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (გ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
სსკ–ის 25, 138–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
სსკ–ის 25, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (თ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
სსკ–ის 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩ-ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ მ. ქ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
მ. ქ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გაუქმდა მ. ქ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ო. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ (თ-ის ეპიზოდი), 25,138–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (თ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ–ის 25, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (თ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
სსკ–ის 25,138–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ ო. ფ-ას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
ო. ფ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 იანვრიდან, მასვე სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით;
ვ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ (თ-ის ეპიზოდი), 25, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ-ის ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა:
სსკ–ის 25, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (თ-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 4 წლის ვადით ჩამორთმევით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
სსკ–ის 25, 138–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ ვ. ყ-ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
ვ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 იანვრიდან. მასვე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩაეთვალა სასჯელის ვადაში;
ს. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
ს. ბ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 27 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2012 წლის 4 დეკემბრიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.
გაუქმდა ს. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა, საქართველოს სსკ–ის მე–200 მუხლის მე–8 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში;
ზ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25, 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით.
ზ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 27 იანვრიდან.
გაუქმდა ზ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა, საქართველოს სსკ–ის მე–200 მუხლის მე–8 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში;
რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25, 333–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
რ. მ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გაუქმდა რ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
განაჩენი თ. გ-ას მიმართ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მსჯავრდებულებს (მ. ქ-ასა და კ. კ-ას), რომელთა მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მათი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვთ, განაჩენი გაასაჩივრონ ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების - ო. ფ-ას, ს. ბ-ის, ვ. ყ-ის, ზ. კ-ისა და რ. მ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 25, 1441-ე, 25, 138-ე, 333-ე და 25, 333-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების: ო. ფ-ასა და ს. ბ-ის, ზ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. ბ-ის, ვ. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ფ-ის, რ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - უ. მ-ისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს პროკურორ რ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი