განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
330100119002996897
ინსტანცია
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002996897, №1/ბ-1631-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- კ------ე

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - თ------ გ------ ძე წ-------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------------------;

 

მსჯავრდებული - მ--- გ--------ის ასული ი-–------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ------------------------–-----------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------------------------;

 

მსჯავრდებული - მ----- შ------ ძე ქ------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ო------------–-------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-----------–--------------------–--------------–-----------------------------------;

 

ადვოკატი - შ-----------–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

 

თ------ წ-------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი (ფალსიფიკაცია, ე.ი. მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით).

 

მ--- ი-–------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი (ფალსიფიკაცია, ე.ი. მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით).

 

მ----- ქ------ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ფალსიფიკაცია, ე.ი. მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის).

 

სასჯელი:

 

თ------ წ-------ე - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ--- ი-–------ე - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით,მ----- ქ------ - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის - შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციის უფლება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის დ----- კ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა თ------ წ-------ის და მ--- ი-–------ის მიმართ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხერხი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი - საფრთხე, რითაც შეიძლება შეიბღალოს სხვათა ისეთი სამართლებრივი სიკეთე, რაც სიცოცხლის უფლებასაც ეხება. ასევე, მხედველობაში არ იქნა მიღებული თ------ წ-------ის წარსული ინკრიმინირებული ქმედებები, რომ იგი იყო ნასამართლევი როგორც ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე სიცოცხლისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე. მ----- ქ------ს ნაწილში პროკურორმა დამატებით აღნიშნა, რომ ის იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის მოქმედების ქვეშ, შესაბამისად, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანთან ერთად იყო უკანონოც (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

მ--- ი-–------ის, მისი ადვოკატის შ-----------–---–ის და თ------ წ-------ის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება მ--- ი-–------ის და თ------ წ-------ის ნაწილში, ვინაიდან განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით, თ------ წ-------ე, მ--- ი-–------ე და მ----- ქ------ ცნობილ იქნენ დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინეს ფალსიფიკაცია, ე.ი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, მ----- ქ------ს შემთხვევაში ჩადენილი ასევე არაერთგზის.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

თ------ წ-------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 09 მარტს დარეგისტრირებული იქნა შპს „კ---–---“ (ს/ნ 4--------). საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაცია. საწარმოში პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს სრულად წარმართავს თ------ წ-------ე და საზოგადოება საქმიანობას ახორციელებს ქ------–--–--------------------ში.

 

საქმიანობის წარმოების პროცესში, თ------ წ-------ემ განიზრახა, საზოგადოების მიერ შებოლილი თევზის წარმოებისას შეემცირებინა პროდუქციის წარმოების ხარჯი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი პროდუქციის ნაკლებად გამოშრობით და მასში ტენის (ნესტის) მომატებით ზრდიდა შებოლილი თევზის წონას და ცვლიდა თევზის ორგანოლეპტიკურ და ფიზიკო-ქიმიურ პარამეტრებს, რითაც საბოლოოდ იცვლებოდა წარმოებული პროდუქციის თვისობრიობა და ახდენდა ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის რეალიზაციას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მარტის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა თ------ წ-------ის მიერ დამზადებული ორი სახეობის შებოლილი თევზის პროდუქტი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული შებოლილი თევზის ნიმუშებს – სკუმბრიას და მოივას შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და იყო ფალსიფიცირებული.

 

მ--- ი-–------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წლის 18 ნოემბერს დარეგისტრირებული იქნა ი.მ. „მ--- ი-–------ე“ (ს.ნ.5----------). საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაცია. საწარმოში პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს სრულად წარმართავს მ--- ი-–------ე და საზოგადოება საქმიანობას ახორციელებს ქ-------–--–--------------------ში.

 

საქმიანობის წარმოების პროცესში, მ--- ი-–------ემ განიზრახა, საზოგადოების მიერ შებოლილი თევზის წარმოებისას შეემცირებინა პროდუქციის წარმოების ხარჯი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი პროდუქციის ნაკლებად გამოშრობით და მასში ტენის (ნესტის) მომატებით ზრდიდა შებოლილი თევზის წონას და ცვლიდა თევზის ორგანოლეპტიკურ და ფიზიკო-ქიმიურ პარამეტრებს, რითაც საბოლოოდ იცვლებოდა წარმოებული პროდუქციის თვისობრიობა და ახდენდა ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის რეალიზაციას.

 

2019 წლის 08 თებერვალს, საკონტროლო შესყიდვის გზით გამოძიების პროცესში ოპერატიულად ჩართული პირის – გ----------------–---–ის მიერ ი.მ. „მ--- ი-–------იდან“ შესყიდულ იქნა ორი სახეობის შებოლილი თევზის პროდუქტი. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მარტის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა მ--- ი-–------ის მიერ დამზადებული სამი სახეობის შებოლილი თევზის პროდუქტი. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ზემოხსენებული პროდუქტებიდან შებოლილი თევზის ნიმუშს - შებოლილ მოივას შეცვლილი ჰქონდა თვისობრიობა და იყო ფალსიფიცირებული.

 

მ----- ქ------ს ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2003 წლის 18 სექტემბერს დარეგისტრირებული იქნა ი.მ. „მ----- ქ------“ (ს.ნ. 6----------). საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაცია. საწარმოში პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს სრულად წარმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი მ----- ქ------ (პ/ნ:6----------). საზოგადოება საქმიანობას ახორციელებს ქ------–--–--------------------ში.

 

საქმიანობის წარმოების პროცესში, მ----- ქ------მ განიზრახა, საზოგადოების მიერ შებოლილი თევზის წარმოებისას, შეემცირებინა პროდუქციის წარმოების ხარჯი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი პროდუქციის ნაკლებად გამოშრობით და მასში ტენის (ნესტის) მომატებით ზრდიდა შებოლილი თევზის წონას და ცვლიდა თევზის ორგანოლეპტიკურ და ფიზიკო-ქიმიურ პარამეტრებს, რითაც საბოლოოდ იცვლებოდა წარმოებული პროდუქციის თვისობრიობა და ახდენდა ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის რეალიზაციას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მარტის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა მ----- ქ------ს მიერ დამზადებული სამი სახეობის შებოლილი თევზის პროდუქტი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული პროდუქტებიდან შებოლილი თევზის ნიმუშს - სკუმბრიას შეცვლილი ჰქონდა თვისობრიობა და იყო ფალსიფიცირებული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით, თ------ წ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ--- ი-–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ----- ქ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის გამოყენებით 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის - შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე, ვინაიდან განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები როგორც თ------ წ-------ის და მ--- ი-–------ის, ისე მ----- ქ------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს მხოლოდ სასჯელის სამართლიანობაზე თ------ წ-------ის და მ--- ი-–------ის ნაწილში და ასევე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობაზე მ----- ქ------ს მიმართ.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების თ------ წ-------ის და მ--- ი-–------ის მიმართ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვთ სასჯელი თ------ წ-------ეს და მ--- ი-–------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (აღიარეს დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, უდავოდ მიიჩნიეს წარმოდგენილი მტკიცებულებები) გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, მსჯავრდებულების წარსული ცხოვრების და ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის მიერ, სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს თ------ წ-------ის ნასამართლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, არ არის დადასტურებული, რომ დანაშაულის ჩადენის დროს თ------ წ-------ე იყო ნასამართლობის მქონე.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სანქციით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა ჯარიმის სახით არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ დ----- კ------ის სააპელაციო საჩივარი თ------ წ-------ის და მ--- ი-–------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი მათ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საპროცესო შეთანხმება:

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, პროკურორ დ----- კ------ის მიერ მსჯავრდებულ მ----- ქ------ს მიმართ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რაც შეთანხმებულია გენერალური პროკურორის მოადგილესთან.

 

შუამდგომლობის თანახმად, მ----- ქ------ს განემარტა საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულმა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, განაცხადა ნებაყოფლობითი თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2020 წლის 04 თებერვალს, მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების შესახებ.

 

პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით, კერძოდ, მ----- ქ------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე პირობით ჩათვლა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ 1 (ერთი) წლის ვადით სამეწარმეო საქმიანობის - შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციის უფლების ჩამორთმევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმება - 1 წლის ვადით და ამავე მუხლის საფუძველზე მისი კვლავ პირობით ჩათვლა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 1 (ერთი) წლის ვადით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შთანთქმა და საბოლოოდ, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, მისი ჩათვლა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით სამეწარმეო საქმიანობის - შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციის უფლების ჩამორთმევა.

 

შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა დ----- კ------ემ, მსჯავრდებულმა მ----- ქ------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ-----------–---–მა.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (ვრცლად იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი).

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით მ----- ქ------მ უარი თქვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული მ----- ქ------ სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მისი განმარტებით, სრულად ეთანხმება განაჩენში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული მ----- ქ------ სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება მ----- ქ------ს მსჯავრდების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმებით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, მსჯავრდებულის პოზიციის გათვალისწინებით, უტყუარად დასტურდება მ----- ქ------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, კანონიერია და შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (მაგალითისთვის იხილეთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №401აპ-15 - 24.12.2015).

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის დ----- კ------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორს და მსჯავრდებულ მ----- ქ------ს შორის.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენში მ----- ქ------ს მიმართ.

 

მ----- ქ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, მ----- ქ------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის გამოყენებით, მ----- ქ------ს, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის - შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით, რაც, ამავე მუხლის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლის ვადით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ----- ქ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის - შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციის უფლება.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მ----- ქ------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია მ----- ქ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას თ-----------ს (დაბადებული: 2----------–--–------------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–-------–----------------------------------------------------------------------------------------------, რომელიც დაყადაღებულია 7000 (შვიდი ათასი) ლარის ნაწილში.

 

არ დაკმაყოფილდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის დ----- კ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულების თ------ წ-------ის და მ--- ი-–------ის მიმართ.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი თ------ წ-------ის და მ--- ი-–------ის მიმართ.

 

თ------ წ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია თ------ წ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას - ლ--–------------ის (დაბადებული: 0----------–--–------------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–-----------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------, რომელიც დაყადაღებულია 7000 (შვიდი ათასი) ლარის ნაწილში.

 

მ--- ი-–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია მ--- ი-–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას - მ--- ი-–------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: გ-------------------------------------------------------------------------------, რომელიც დაყადაღებულია 5000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შპს „კ---–---დან“, ი.მ. „მ--- ი-–------იდან“ და ი.მ. „მ----- ქ------დან“ ამოღებული თევზის პროდუქტები, რომლებიც ინახება შპს „კ---–---ს“, ი.მ. „მ--- ი-–------ის“ და ი.მ. „მ----- ქ------ს“ საწარმოებში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

განაჩენის გასაჩივრება მსჯავრდებულ მ----- ქ------ს შეუძლია განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული მ----- ქ------ დაარღვევს საპროცესო შეთანხმების პირობას - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

განაჩენი თ------ წ-------ის და მ--- ი-–------ის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე