განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
010100118002637287
ინსტანცია
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002637287

საქმე №1/ბ-472-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–-----------–---–ი;

 

მსჯავრდებული: თ---------------------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), დასაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ბ-------------------------–---------–------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენით: თ---------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით; თ---------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ---------------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, თ---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა; მსჯავრდებულ თ---------------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 აგვისტოდან; დადგინდა, რომ ნივთმტკიცებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სხვადასხვა სახის ჭურჭელი, ამოღებული ,,გორენიეს“ ფირმის ბლენდერი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; თ---------------------ის სტაციონალური პაციენტის ბარათი, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------------------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 14 ივლისს, ღამის საათებში, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევმა თ---------------------ემ, უკანონოდ შეაღწია ქ--------–----------–---–-------------ში მდებარე რესტორან ,,ო-------ის“ სამზარაულოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა 45 ლიტრ ზეთს და ერთ ცალ ბლენდერს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, ასევე, რომ თ---------------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 07 აგვისტოს, ღამის საათებში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევმა თ---------------------ემ, შესასვლელი კარის დაზიანებით, უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა N32-ში მდებარე დ-----------------ის დროებით მფლობელობაში არსებულ სხვენში, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის ფარულად დაუფლებოდა ამ უკანასკნელის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთებს, რა დროსაც ის დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ---------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ------------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

2019 წლის 17 დეკემბერს მსჯავრდებულ თ---------------------ეს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ბ------------ესა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–-----------–---–ს შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე_211-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ, წერილობით, შეთანხმდა ზემდგომ პროკურორ _ ი-----–---------–--ესთან. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომელშიც ასახულია პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის მოლაპარაკების პროცესი. აღნიშნული ოქმის თანახმად, პროკურორმა მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა თ---------------------ემ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

 

სააპელაციო პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-–-----------–---–მა წარმოადგინა შუამდგომლობა მსჯავრდებულ თ---------------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, რომლითაც ითხოვა მასსა და მსჯავრდებულ თ---------------------ეს შორის 2019 წლის 17 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგი პირობებით:

 

- მსჯავრდებული თ---------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;

 

- მსჯავრდებული თ---------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.

 

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა, „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ თ---------------------ეს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა თ---------------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ------------ემ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–-----------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს პროკურორ ო-–-----------–---–სა და მსჯავრდებულ თ---------------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ, საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეამოწმა რა ბრალდების დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დ-----------------ის, კ----------ის, მ-------------ის, ბ---------------–-–---–ის, თ-----------------ის, გ---–------------ის, მ-------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, თბილისის სააპელაციო სასამარლთოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის განაჩენით, ციხიდან გათავისუფლების ცნობით, მ----–------------–--ის თანხმობის ხელწერილით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, თ-------------–--ის თანხმობის ხელწერილითა და თ-------------–--ისაგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით დასტურდება თ---------------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მსჯავრდებული თ---------------------ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ; ასევე, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას საოოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი” ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები, იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. სააპელაციო პალატა, ასევე, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–-----------–---–ის შუამდგომლობა, მსჯავრდებულ თ---------------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენში შეტანილი უნდა იქნას შესაბამისი ცვლილებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე 215-ე, მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–-----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2.დამტკიცდეს მსჯავრდებულ თ---------------------ესა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–-----------–---–ს შორის 2019 წლის 17 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება ცვლილებით;

 

3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4.მსჯავრდებული თ---------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:

 

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობით;

 

- საქართველოს სსკ-ის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობით.

 

5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა, „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ თ---------------------ეს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

7.საპროცესო შეთანხმების დამტკიცება არ ათავისუფლებს თ---------------------ეს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან;

 

8.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულ თ---------------------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

9.მსჯავრდებულ თ---------------------ეს დაევალოს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

10.ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ---------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

 

11.მსჯავრდებულ თ---------------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 აგვისტოდან;

 

12. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი დარჩეს უცველელად;

 

13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

14.განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 

15. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;

 

16.თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე /ლერი თედორაძე/