საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 27.03.2012
საქმის ნომერი
2კ-105აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.03.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹105აპ-12 ქ. თბილისი

27 მარტი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ე. გ-ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით:

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის _ ლ. ძ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობით დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის _ რ. გ-ს თანხმობით 2011 წლის 19 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლ. ძ-ს, ბრალდებულ ი. ზ-სა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ რ. მ-ს შორის.

ი. ზ-ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი, ხოლო სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 200 000 ლარის ოდენობით.

ი. ზ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ი. ზ-ს ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 22 დეკემბრიდან განთავისუფლების დღის _ 2011 წლის 19 აპრილის ჩათვლით, 3 თვე და 28 დღე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის _ ლ. ძ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობით დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის _ რ. გ-ს თანხმობით 2011 წლის 19 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლ. ძნელაძეს, ბრალდებულ ს. წ-სა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ლ. გ-ს შორის.

ს. წ-ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი, ხოლო სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით.

ს. წ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ს. წ-ს ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 22 დეკემბრიდან განთავისუფლების დღის _ 2011 წლის 19 აპრილის ჩათვლით, 3 თვე და 28 დღე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის _ ლ. ძ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობით დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის _ რ. გ-ს თანხმობით 2011 წლის 19 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლ. ძ-ს, ბრალდებულ ა. ძ-სა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ შ. ბ-ს შორის.

ა. ძ-ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 ლარის ოდენობით.

ა. ძ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ა. ძ-ს ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 22 დეკემბრიდან განთავისუფლების დღის _ 2011 წლის 19 აპრილის ჩათვლით, 3 თვე და 28 დღე.

დ. ს-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. დ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 22 დეკემბრიდან.

ზ. მ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

ზ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით, 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით და 2 წლის ვადით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. ზ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 22 დეკემბრიდან.

ბ. ს-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

ბ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით, 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით, ასევე 2 წლის ვადით ჩამოერთვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. ბ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 22 დეკემბრიდან.

ზ. ზ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

ზ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით, 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით, ასევე 2 წლის ვადით ჩამოერთვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 22 დეკემბრიდან.

ა. ო-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

ა. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 22 დეკემბრიდან.

თ. ხ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

თ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით, 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით, ასევე 2 წლის ვადით ჩამოერთვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. თ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 22 დეკემბრიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

ა. ო-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონები სიმბარათებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ა. ო-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; თ. ხ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი თავისი სიმ-ბარათით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს თ. ხ-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ბ. ს-ს კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი თავისი სიმბარათით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ბ. ს-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ზ. ზ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი თავისი სიმბარათით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. ზ-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ს. წ-ს „ნოკიას“ ფირმის 2 მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ს. წ-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ი. ზ-ს „ნოკიას“ და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონები თავისი სიმ-ბარათებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ი. ზ-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; შპს „...“ სადგურ ... ამოღებული ტვირთის სავაგონო სასწორზე აწონვის წიგნი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს შპს „...“; სს „...“ რკინიგზის განყოფილების საქარხნო სადგურის სამორიგეო ოთახიდან ამოღებული მორიგეობის და კლიენტურის გადაწონვის 2 ჟურნალი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მფლობელს – ს/ს „...“; თ. ხ-ს მიერ სხვადასხვა დროს ვ. ყ-სთვის გადაცემული ფულადი თანხა _ 2745 ლარი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში; ზ. მ-ს მიერ სხვადასხვა დროს ვ. ყ-სთვის გადაცემული ფულადი თანხა _ 525 ლარი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში; საქმეზე დართული 36 ჩD დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის დროით.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

შპს “...“ თანამშრომელმა ი. ზ-მ გადაწყვიტა შპს „...“ კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება. 2010 წლის ოქტომბერში იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს „...“ თანამშრომელ დ. ს-ს, გაანდო თავისი განზრახვა და მათ ერთობლივად გადაწყვიტეს შეექმნათ ორგანიზებული ჯგუფი. აღნიშნულის შემდეგ ი. ზ-ი და დ. ს-ი დაუკავშირდნენ შპს „...“ კონტრაქტორი ფირმების: შპს „...“, შპს „...“, შპს „...“, შპს „...“ და შპს „...“ წარმომადგენელ ა. ო-ს, შპს „...“ და შსპ „...“ წარმომადგენლებს _ ზ. ზ-სა და თ. ხ-ს, შპს „...“ წარმომადგენლებს _ ბ. ს-სა და ზ. მ-ს და ს/ს „...“ რკინიგზის განყოფილების საქარხნო სადგურზე არსებული სასწორის მწონავებს _ ს. წ-სა და ა. ძ-ს, რის შემდეგაც ისინი შეკავშირდნენ, ჩამოაყალიბეს პირთა მყარი ჯგუფი და მოილაპარაკეს, რომ სისტემატურად თაღლითურად დაუფლებოდნენ შპს „...“ კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს. მათ მანიპულირება უნდა მოეხდინათ შპს „...“ ჩაბარებულ შავი ლითონის (ჯართის) წონაზე და ხელოვნურად გაეზარდათ იგი. აღნიშნული თაღლითური გზით მიღებულ შემოსავალს კი ორგანიზებული ჯგუფის წევრები გაინაწილებდნენ. მათ გადაინაწილეს როლები და შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ზემოაღნიშნული კონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლები _ ზ. ზ-ი, თ. ხ-ე, ა. ო-ი, ზ. მ-ე და ბ. ს-ა პერიოდულად აწვდიდნენ შპს „...“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შავ ლითონს (ჯართს). მათ რკინიგზის მეშვეობით შავი ლითონით დატვირთული ვაგონები შეჰყავდათ ს/ს „...“ სავაგონო სასწორზე, სადაც მწონავები _ ს. წ-ი და ა. ძ-ი ხელოვნურად ზრდიდნენ შავი ლითონის წონას, რის შემდეგაც კონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლები შპს „...“ თაღლითურად, გეგმის მიხედვით, ღებულობდნენ დიდი ოდენობით დამატებით თანხებს, საიდანაც ნაწილს უხდიდნენ ი. ზ-სა და დ. ს-ს, ხოლო დასახელებული პირები თაღლითური გზით მოპოვებული ფულადი თანხიდან ანგარიშსწორებას ახდენდნენ მწონავებთან _ ა. ძ-სა და ს. წ-თან, კერძოდ კი: შპს „...“,M შპს „...“, შპს „...“, შპს „...“ და შპს „...“ წარმომადგენლის _ ა. ო-ს მიერ 2010 წლის ოქტომბერში შპს „...“ პერიოდულად შეტანილმა შავი ლითონის (ჯართის) ხელოვნურად გაზრდილმა წონამ შედგინა 69 ტონა, რის შემდეგაც მან შპს „...“ თაღლითურად მიიღო 31124.423 ლარი, საიდანაც 19394.423 ლარი დაიტოვა თვითონ, ხოლო დანარჩენი 11730 ლარი 2010 წლის 30 ოქტომბერს გადასცა ი. ზ-სა და დ. ს-ს.

ასევე, 2010 წლის 31 ოქტომბერს ა. ო-მ შპს „...“ ჩასაბარებლად სს „...“ კუთვნილ სასწორზე შეიყვანა შავი ლითონით (ჯართით) დატვირთული 12 სატვირთო ვაგონი, რა დროსაც, ი. ზ-სა და დ. ს-ს მითითებით, მწონავის _ ს. წ-ს მიერ ხელოვნურად გაზრდილმა ჯართის წონამ შეადგინა 50 ტონა. ამის შედეგად შპს „...“ თაღლითურად მიღებული 22637.849 ლარიდან 14137.849 ლარი დაიტოვა ა. ო-მ, დანარჩენი ნაწილი _ 8500 ლარი კი გადასცა ი. ზ-სა და დ. ს-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა მომატებულ ტონაზე 19 ლარი, სულ 950 ლარი გადაუხადა ს. წ-ს.

2010 წლის 31 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, შპს „...“ და შპს „...“ წარმომადგენლებმა _ თ- ხ-მ და ზ. ზ-მ შპს „...“ ჩასაბარებლად სს „...“ კუთვნილ სასწორზე შეიყვანეს შავი ლითონით (ჯართით) დატვირთული 6 სატვირთო ვაგონი, რა დროსაც, ი. ზ-სა და დ. ს-ს მითითებით, მწონავის _ ს. წ-ს მიერ ხელოვნურად გაზრდილმა ჯართის წონამ შეადგინა 60 ტონა. შპს „...“ თაღლითურად მიღებული 27945.89 ლარიდან 9945.89 ლარი დაიტოვეს ზ. ზ-მ და თ. ხ-მ, ხოლო 2010 წლის 9 ნოემბერს დანარჩენი ნაწილი _ 18000 ლარი ზ. ზ-მ გადასცა ი. ზ-სა და დ. ს-ს, ამ უკანასკნელმა კი მომატებულ ტონაზე 19 ლარი, სულ 1140 ლარი გადაუხადა ს. წ-ს.

2010 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, შპს „...“ წარმომადგენლებმა _ ბ. ს-მ და ზ. მ-მ შპს „...“ ჩასაბარებლად სს „...“ კუთვნილ სასწორზე შეიყვანეს შავი ლითონით (ჯართით) დატვირთული 4 სატვირთო ვაგონი, რა დროსაც, ი. ზ-სა და დ. ს-ს მითითებით, მწონავის _ ა. ძ-ს მიერ ხელოვნურად გაზრდილმა ჯართის წონამ შეადგინა 10 ტონა. შპს „...“ თაღლითურად მიღებული 4988.627 ლარიდან 2494.3135 ლარი დაიტოვეს ბ. ს-მ და ზ. მ-მ, ხოლო 2010 წლის 9 ნოემბერს დანარჩენი ნაწილი _ 2494.3135 ლარი მათ გადასცეს ი. ზ-სა და დ. ს-ს, ამ უკანასკნელმა კი მომატებულ ტონაზე 19 ლარი, სულ 190 ლარი გადაუხადა ა. ძ-ს.

ასევე, 2010 წლის 16 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ბ. ს-მ და ზ. მ-მ შპს „...“ ჩასაბარებლად სს „...“ კუთვნილ სასწორზე შეიყვანეს შავი ლითონით (ჯართით) დატვირთული 3 სატვირთო ვაგონი, რა დროსაც, ი. ზ-სა და დ. ს-ს მითითებით, მწონავის _ ა. ძ-ს მიერ ხელოვნურად გაზრდილმა ჯართის წონამ შეადგინა 15 ტონა. შპს „...“ თაღლითურად მიღებული 8428.2444 ლარიდან 4214.1222 ლარი დაიტოვეს ბ. ს-მ და ზ. მ-მ, ხოლო დანარჩენი ნაწილი _ 4214.1222 ლარი მათ გადასცეს ი. ზ-სა და დ. ს-ს, ამ უკანასკნელმა კი მომატებულ ტონაზე 19 ლარი, სულ 285 ლარი გადაუხადა ა. ძ-ს.

2010 წლის 23 ოქტომბერს სს „...“ კუთვნილ სასწორზე შეყვანილ იქნა შავი ლითონით (ჯართით) დატვირთული ერთი სატვირთო ვაგონი, რა დროსაც, ი. ზ-სა და დ. ს-ს მითითებით, მწონავის _ ს. წ-ს მიერ ხელოვნურად გაზრდილმა ჯართის წონამ შეადგინა 10 ტონა. შპს „...“ თაღლითურად მიღებული 4814.4 ლარიდან ი. ზ-მ და დ. ს-მ 700 ლარი გადაუხადეს ს. წ-ს.

ზემოაღნიშნული ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ ხელოვნურად მომატებულმა შავი ლითონის (ჯართის) საერთო წონამ შეადგინა 214 ტონა. ამასთან, შპს „...“ სს „...“ სასწორის მომსახურებაში გადაუხადა ტონაზე _ 2,5 ლარი, რითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად შპს „...“ მიადგა დიდი ოდენობით _ 100474.43 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

შპს „...“ წარმომადგენლებმა _ ზ. მ-მ და ბ. ს-მ ჯგუფურად განიზრახეს შპს „...“ იმ პერიოდში შესაბამისი ლეგენდირებით ჩართული, ექსპერტის თანამდებობაზე მყოფი, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლის _ ვ. ყ-ს კომერციული მოსყიდვა, რათა მას თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით ყურადღება არ გაემახვილებინა შპს „...“ მათ მიერ შეტანილი შავი ლითონის ხარისხზე.

თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2010 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ზ. მ-ე და ბ. ს-ა დაუკავშირდნენ ვ. ყ-ს და შესთავაზეს, რომ მათ მიერ შპს „...“ შეყვანილ, შავი ლითონით დატვირთულ თითო სატვირთო ვაგონზე გადაუხდიდნენ 100 აშშ დოლარს იმის სანაცვლოდ, რომ მას თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით ყურადღება არ გაემახვილებინა ვაგონში შავ ლითონთან ერთად 4 ტონა მიწისა და სხვადასხვა მინარევის არსებობაზე. თანხმობის მიღების შემდეგ, 2010 წლის 16 დეკემბრიდან 2010 წლის 22 დეკემბრამდე, ზ. მ-მ და ბ. ს-მ შპს „...“ შეიყვანეს იქნა 3 სატვირთო ვაგონი, რომლებზეც მიწის და სხვადასხვა მინარევის მომატებულმა საერთო წონამ შეადგინა 12 ტონა, რის სანაცვლოდაც ზ. მ-მ და ბ. ს-მ შპს „...“ მიიღეს 6742.5955 ლარი, ხოლო ვ. ყ-ს კი დაპირებისამებრ სხვადასხვა დროს გადაუხადეს 525 ლარი.

შპს „...“ და შპს „...“ წარმომადგენლებმა _ ზ. ზ-მ და თ. ხ-მ ჯგუფურად განიზრახეს შპს „...“ იმ პერიოდში შესაბამისი ლეგენდირებით ჩართული, ექსპერტის თანამდებობაზე მყოფი, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლის _ ვ. ყ-ს კომერციული მოსყიდვა, რათა მას თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით ყურადღება არ გაემახვილებინა შპს „ჯეოსთილში“ მათ მიერ შეტანილი შავი ლითონის ხარისხზე.

თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2010 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ზ. ზ-ი და თ. ხ-ე დაუკავშირდნენ ვ. ყ-ს და შესთავაზეს, რომ მათ მიერ შპს „...“ შეყვანილ, შავი ლითონით დატვირთულ თითო სატვირთო ვაგონზე გადაუხდიდნენ 100 აშშ დოლარს იმის სანაცვლოდ, რომ მას თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით ყურადღება არ გაემახვილებინა ვაგონში შავ ლითონთან ერთად 4 ტონა მიწისა და სხვადასხვა მინარევის არსებობაზე. თანხმობის მიღების შემდეგ, 2010 წლის 14 დეკემბრიდან 2010 წლის 22 დეკემბრამდე, ზ. ზ-მ და თ. ხ-მ შპს „...“ შეიყვანეს 16 სატვირთო ვაგონი, რომლებზეც მიწის და სხვადასხვა მინარევის მომატებულმა საერთო წონამ შეადგინა 64 ტონა, რის სანაცვლოდაც ზ. ზ-მ და თ. ხ-მ შპს „...“ მიიღეს დამატებით 32603.079 ლარი, ხოლო ვ. ყ-ს კი დაპირებისამებრ სხვადასხვა დროს გადაუხადეს 2745 ლარი.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულებს _ დ. ს-ს, ზ. მ-ს, ბ. ს-ს, ზ. ზ-ს, ა. ო-სა და თ. ხ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

მსჯავრდებულებს _ დ. ს-ს, ზ. მ-ს, ბ. ს-ს, ზ. ზ-ს, ა. ო-სა და თ. ხ-ს წარდგენილი ბრალიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 50000 ლარი. დ. ს-ს სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2010 წლის 22 დეკემბრიდან 2011 წლის 28 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

ა. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 200 000 ლარი. ა. ო-ს სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2010 წლის 22 დეკემბრიდან 2011 წლის 28 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

ზ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 40000 ლარი, 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის ვადით კერძო და საჯარო იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 40000 ლარი და 2 წლის ვადით ჩამოერთვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. ზ. მ-ს სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2010 წლის 22 დეკემბრიდან 2011 წლის 28 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

ბ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 45000 ლარი, 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის ვადით კერძო და საჯარო იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 45000 ლარი და 2 წლის ვადით ჩამოერთვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. ბ. ს-ს სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2010 წლის 22 დეკემბრიდან 2011 წლის 28 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

ზ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 75000 ლარი, 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის ვადით კერძო და საჯარო იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 75000 ლარი და 2 წლის ვადით ჩამოერთვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. ზ. ზ-ს სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2010 წლის 22 დეკემბრიდან 2011 წლის 28 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

თ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 ლარი, 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის ვადით კერძო და საჯარო იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 10000 ლარი და 2 წლის ვადით ჩამოერთვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. თ. ხ-ს სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2010 წლის 22 დეკემბრიდან 2011 წლის 28 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

ა. ო-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონები სიმბარათებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ა. ო-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; თ. ხ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი თავისი სიმ-ბარათით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს თ. ხ-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ბ. ს-ს კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი თავისი სიმბარათით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ბ. ს-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ზ. ზ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი თავისი სიმბარათით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. ზ-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ს. წიკლაურის „ნოკიას“ ფირმის 2 მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ს. წ-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ი. ზ-ს „ნოკიას“ და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონები თავისი სიმ-ბარათებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ი. ზ-ს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; შპს „...“ სადგურ ... ამოღებული ტვირთის სავაგონო სასწორზე აწონვის წიგნი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს შპს „...“; სს „...“ რკინიგზის განყოფილების საქარხნო სადგურის სამორიგეო ოთახიდან ამოღებული მორიგეობის და კლიენტურის გადაწონვის 2 ჟურნალი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მფლობელს – ს/ს „...“; თ. ხ-ს მიერ სხვადასხვა დროს ვ. ყ-სთვის გადაცემული ფულადი თანხა _ 2745 ლარი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში; ზ. მ-ს მიერ სხვადასხვა დროს ვ. ყ-სთვის გადაცემული ფულადი თანხა _ 525 ლარი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში; საქმეზე დართული 36 ჩD დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის დროით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი ე. გ-ი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას ზ. ზ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და საქმის დაბრუნებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ. ზ-სა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის 2011 წლის 28 ივნისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც დამტკიცდა 2011 წლის 28 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით.

ზ. ზ-სა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, ზ. ზ-ს შეფარდებული დამატებითი სასჯელის, ჯარიმის თანხა _ 75000 ლარი სრულად უნდა გადაეხდა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. იმავე ოქმით ზ. ზ-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ის დაარღვევდა საპროცესო შეთანხმების პირობებს, პროკურატურა ზემდგომ სასამართლოს მიმართავდა საჩივრით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

საქმეში არსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 24 იანვრის წერილით ირკვევა, რომ ზ. ზ-ს დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ 30000 ლარი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე _ 45000 ლარზე _ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

ამდენად, ზ. ზ-მ დაარღვია 2011 წლის 28 ივნისს მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პირობა და არ უზრუნველყო დაკისრებული ჯარიმის _ 75000 ლარის სრულად გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების საფუძველია.

ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოთხოვნას საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენი ზ. ზ-ს მსჯავრდების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ე. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენი ზ. ზ-ს მსჯავრდების ნაწილში და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.