განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
020100119002926213
ინსტანცია
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100119002926213

საქმე №1/ბ-708-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ლ--------–--

 

მსჯავრდებული: გ-----–------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზ------------------–----------;

ადვოკატი: თ------–-------–------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განაჩენით: გ-----–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილები და საბოლოოდ, მოსახდელად გ-----–------ის განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ-----–------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან. ნივთმტკიცებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: უაქციზო სიგარეტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----–------იმ დიდი ოდენობით გადაზიდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 18 დეკემბერს 20:00 საათზე გ-----–------იმ გალის რაიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე გადაზიდა დიდი ოდენობით 6600 ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი - თამბაქოს ნაწარმი 2000 კოლოფი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: 1.ფილტრიანი სიგარეტი “MANCHESTER” თეთრი (ლურჯი ზოლით) შეფუთული 750 კოლოფი; 2. ფილტრიანი სიგარეტი “MANCHESTER” შავი (წვრილი) შეფუთვით 150 კოლოფი; 3.ფილტრიანი სიგარეტი “MANCHESTER” წითელი შეფუთვით 1000 კოლოფი; 4. ფილტრიანი სიგარეტი “RIO” შავი (წვრილი) შეფუთვით 100 კოლოფი.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-----–------იმ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.

 

2020 წლის 26 თებერვალს მსჯავრდებულ გ-----–------ის, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ თ------–-------–------სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე_211-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ, წერილობით, შეთანხმდა ზემდგომ პროკურორ _ ზ-----–---–---სთან. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომელშიც ასახულია პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის მოლაპარაკების პროცესი. აღნიშნული ოქმის თანახმად, პროკურორმა მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა გ-----–------იმ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

 

სააპელაციო პალატის 2020 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლ--------–--მ წარმოადგინა შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ-----–------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, რომლითაც ითხოვა მასსა და მსჯავრდებულ გ-----–------ის შორის 2020 წლის 26 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგი პირობებით:

 

მსჯავრდებული გ-----–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი - და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----–------ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა გ-----–------იმ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------–-------–------მ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლ--------–--ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს პროკურორ ლ--------–--სა და მსჯავრდებულ გ-----–------ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ, საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეამოწმა რა ბრალდების დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულის, მოწმეების: გ---------------–---ს, რ------–--–--ს, მ---------–-------ს, ნ-----------------ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შემოსავლის სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან შემოსული მასალებითა და საქმის სხვა მასალებით დასტურდება გ-----–------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მსჯავრდებული გ-----–------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ; ასევე, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი” ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები, იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. სააპელაციო პალატა, ასევე, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლ--------–--ს შუამდგომლობა, მსჯავრდებულ გ-----–------ისთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განაჩენში შეტანილი უნდა იქნას შესაბამისი ცვლილებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე 215-ე, მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლ--------–--ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2.დამტკიცდეს მსჯავრდებულ გ-----–------ისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლ--------–--ს შორის 2020 წლის 26 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება;

 

4.მსჯავრდებული გ-----–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----–------ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

6.მსჯავრდებულ გ-----–------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 სექტემბრიდან;

 

7.საპროცესო შეთანხმების დამტკიცება გ-----–------ის არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან;

 

8.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულ გ-----–------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

9.მსჯავრდებულ გ-----–------ის დაევალოს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

10.მსჯავრდებულ გ-----–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;

 

11.ნივთმტკიცების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

13.განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 

14.განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;

 

15.თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/