საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100120003742784
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
№858აპ-22 ქ. თბილისი
ვ-ე ა, 858აპ-22 30 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ვლადიმერ თურმანიძის
ადვოკატ - დ----- ჩ---–--–---–-ს
მსჯავრდებულ - ა-–---------- ვ----ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მსჯავრდებულ ა-–---------- ვ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჩ---–--–---–-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განაჩენზე და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა-–---------- ვ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჩ---–--–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
2. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ თორნიკე გოგეშვილსა და მსჯავრდებულ ა-–---------- ვ----ეს შორის;
5. ა-–---------- ვ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 10 მაისს მოქმედი რედაქცია), 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
· საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 10 მაისს მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;
· საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------- ვ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 63-64-ე მუხლების 1-ლი ნაწილის შესაბამისად, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
6. მსჯავრდებულ ა-–---------- ვ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 11 მაისიდან;
7. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
8. ნივთიერი მტკიცებულებები:
· დაზარალებულ დ----- დ-----აძის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;
· დაზარალებულ დ----- დ-----აძის სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· ა-–---------- ვ----ის სისხლის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, ხელის ანაწმენდები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· მ--–---- დ-----აძის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;
· რ---- ვ----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;
· რ---- ვ----ის სისხლის ნიმუში და ხელის ანაწმენდები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· ა-–---------- ვ----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;
· ა-–---------- ვ----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო ა-–---------- ვ----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი ვაზნა, რომელიც ექსპერტის მიერ გადაგზავნილია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვიამასროთეკაში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი, ჭიქის ნამსხვრევები, თეფშის ნამსხვრევები, წყლის დოქი, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, მცენარეული მასა, ლითონის ბურთულები, დალუქული ცალ-ცალკე, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;
· ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში გატარებული ტამპონები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· ანაწმენდები იარაღიდან და ვაზნიდან განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· მ--–---- დ-----აძის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· რ---- ვ----ის ხელის კვლები დაქტილობარათზე, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
9. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა-–---------- ვ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
10. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
11. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი