განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
330100118002353983
ინსტანცია
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002353983

საქმე №1ბ/501-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2020 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--------------ის

მსჯავრდებულის: გ------–-–----ის

ადვოკატების: გ--------------ს, ვ-----------–----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ------–-–----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------სა და მსჯავრდებულ ზ----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-----------–----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გ------–-–----ის, დაბადებულის 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------------------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------–-–----ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს ,,G--” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია 2012 წლის 5 ივნისს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წლის 12 სექტემბერს. საზოგადოების იურიდიული მისამართია - ქ-------–----------------------------------------------------------------. შპს-ს დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ჯ----------------–---–ი. კომპანიას საქმიანობის პერიოდში ჰყავდა რამდენიმე დირექტორი, მათ შორის 2014 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 16 აპრილამდე პერიოდში - ზ----------------–---–ი, ხოლო 2015 წლის 16 აპრილიდან საწარმოს დირექტორია გ------–-–----ე. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასაქონლო ბეტონის წარმოება, ტექნიკის იჯარით გაცემა და მშენებლობა. გ------–-–----ეს ევალებოდა შპს ,,G--”-ს (ს/ნ 4--------) საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,G--”-ს დირექტორმა გ------–-–----ემ, მისი დირექტორობის პერიოდში, არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახა საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი, დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვები და სრულყოფილად არ წარადგინა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მეშვიდე სამმართველოს თანამშრომლების მიერ, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს №2---- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ,,G--”-ს (ს/ნ 4--------) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გასვლითი, სრული გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო, 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2012 წლის 5 ივნისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში, დამატებით გადასახდელად სულ დაერიცხა 1 071 788 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 707 092 ლარი, ჯარიმა 364 696 ლარი.

 

2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, 2016 წლის 14 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №3---- ბრძანება ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 14 დეკემბერს გამოიცა №006-798 საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გ------–-–----ის დირექტორობის პერიოდში (2015 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში) საწარმოზე დამატებით დარიცხულმა ძირითადმა გადასახადმა შეადგინა 234 533 ლარი.

 

გ------–-–----ისათვის ცნობილი იყო საგადასახადო შემოწმების აქტის, გამოცემული საგადასახადო მოთხოვნისა და საწარმოზე დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხების შესახებ, თუმცა ზემოხსენებული საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა არ გაუსაჩივრებია.

 

გ------–-–----ემ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა მისი დირექტორობის პერიოდში შპს ,,G--”-ზე (ს/ნ 4--------) გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 234 533 ლარის გადახდას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

 

გ------–-–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ზ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 14 თებერვლიდან.

 

ვინაიდან ბრალდებული გ------–-–----ე მიიმალა და თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი გ------–-–----ის მიმართ გამოაცხადა მის დაუსწრებლად.

 

2019 წლის 12 ნოემბერს, ქ. თბილისის აეროპორტში, დაკავებულ იქნა ძებნილი მსჯავრდებული გ------–-–----ე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ----------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-----------–----ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა გ------–-–----ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--------------მ.

 

მსჯავრდებულ გ------–-–----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ს სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო გ------–-–----ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გ--------------ის მიერ, ზემდგომი პროკურორის გ--------–--ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ გ------–-–----ესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა გ------–-–----ემ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ გ------–-–----ესთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:

 

გ------–-–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას ზემოხსენებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ------–-–----ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულ გ------–-–----ის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული გ------–-–----ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული გ------–-–----ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება გ------–-–----ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ გ------–-–----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარებით, მოწმეების - რ---------–----ის, რ---------–----ის ჩვენებებით, 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 14 დეკემბრის №3---- და 2016 წლის 29 აგვისტოს №2---- ბრძანებებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 3 თებერვლის წერილით და თანდართული მასალებით, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის 2017 წლის 12 ოქტომბრის წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 თებერვლის წერილით, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის 2018 წლის 19 თებერვლის წერილით, 2018 წლის 15 თებერვლის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ გ------–-–----ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული გ------–-–----ე აღიარებს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულებ გ------–-–----ეს შორის;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენში გ------–-–----ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

გ------–-–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ გ------–-–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 ნოემბრიდან 2020 წლის 26 თებერვლის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

პირობით მსჯავრდებულ გ------–-–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

გ------–-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსანართლე: გ. კახეთელიძე