განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100118002551986
საქმე N1ბ/186-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლემ კახაბერ მაჭავარიანმა
გიორგი ჩუბინიძის მდივნობით,პროკურორის: ზ-------–--------–--
მსჯავრდებულის: მ------------–--–--
ადვოკატების: გ-------------------------------------–--–---–--
მონაწილეობით,განიხილა, შ------------–---------–----------------- საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზ-------–--------–-- სააპელაციო საჩივარი, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენის გაუქმების თაობაზე, მსჯავრდებულების: მ------------–--–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------- დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ბ---–-----------------------–--------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–------------------------
გ-------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------- დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–-------------------------
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით, შ------------–---------–----------------- საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---------------–---–-- და ბრალდებულებს: მ------------–--–--------------------–---–- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
მ------------–--–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ------------–--–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი)წელი.
მსჯავრდებულ მ-------------–--–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 15 ნოემბრიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
გ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ-------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი)წელი.
მსჯავრდებულ გ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 15 ნოემბრიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ------------–--–--------------------–---–- საპროცესო შეთანხების პირობად განესაზღვრათ სოლიდარულად აენაზღაურებინათ სისხლის სამართლის N------------ საქმის ფარგლებში შპს „----------- (ს/ნ 4--------- სახელით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის - 5 138 493 (ხუთი მილიონ ას ოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარის დარჩენილი ნაწილი - 4 638 493 (ოთხი მილიონ ექვსას ოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარი შემდეგი გრაფიკით: 2019 წლის 15 დეკემბრამდე დარჩენილი ზიანის ნახევარი - 2 319 246, 5 ლარი (ორი მილიონ სამას ცხრამეტი ათას ორას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაათი თეთრი), ხოლო 2020 წლის 15 დეკემბრამდე დარჩენილი 2 319 246, 5 ლარი(ორი მილიონ სამას ცხრამეტი ათას ორას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაათი თეთრი).
საპროცესო შეთანხმების პირობა უკვე დარღვეულად ჩაითვლებოდა თუ 2019 წლის 15 დეკემბრამდე არ იქნებოდა ანაზღაურებული სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ზემოაღნიშნული ოდენობა, კერძოდ, 2 319 246,5 ლარი (ორი მილიონ სამას ცხრამეტი ათას ორას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაათი თეთრი). ასევე პირობის დარღვევად ჩაითვლებოდა თუ 2020 წლის 15 დეკემბრამდე სრულად არ იქნებოდა ანაზღაურებული სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის - 5 138 493 (ხუთი მილიონ ას ოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარის დარჩენილი ნაწილი - 4 638 493 (ოთხი მილიონ ექვსას ოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარი სრულად.
საქართველოს სსკ-ის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ------------–--–--------------------–---–- საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვრათ აგრეთვე სისხლის სამართლის N------------ საქმეზე და ამ საქმიდან ცალკე საქმის გამოყოფის ან გაერთიანების შემთხვევაში, გამოყოფილ/გაერთიანებულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა, კერძოდ, გამოძიებასა და სასამართლოში, თ--------------–---–-- (პირადი ნომერი 0----------- და გ--–--------–---–-- (პირადი ნომერი 6----------- მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემა.
მ------------–--–--------------------–---–- მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ, როგორც ორგანიზატორებმა და ამსრულებლებმა, ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ,მათვე ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მ------------–--–-- და გ-------------–---–-- მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
მ------------–--–---------------------–---–-- შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რა დროსაც თავისივე ხელმძღვანელობით მოაწყვეს დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, მ--------------–--–-------------------------–---–-- გადაწყვიტეს ქ. თბილისში 2015 წლის 15 აპრილს რეგისტრირებული შპს „----------- მეშვეობით თაღლითურად მიეღოთ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებზე ქონებრივი უფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გ-------------–-----------------–--------–---–------------–-------–---–-------–--------–---–-- და თ--------------–---–-- მონაწილეობით. მ------------–--–-- და გ-------------–---–-- მითითებით და ხელმძღვანელობით დანაშაულებრივი ჯგუფის თითოეულ წევრს განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები და სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებზე ქონებრივი უფლების თაღლითურად მიღების მიზნით, შეთანხმებით ახორციელებდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას.
2015 წლის 15 აპრილიდან, 2016 წლის 11 მარტამდე პერიოდში ქ. თბილისში მ-------------–--–--------------------–---–-- და მათივე ორგანიზებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა შპს „----------- სახელით წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით მიიღეს 5138 493 ლარის ოდენობით დღგ-სა და აქციზის გადასახადზე ქონებრივი უფლება, რაც გამოიყენეს ზემოაღნიშნული გადასახადების გადახდის დროს. აღნიშნული ქმედებით კი სახელმწიფოს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით მიადგა 5 138 493 ლარის ოდენობით ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის პროკურორისათვის დაბრუნება, ვინაიდან მსჯავრდებულების მიერ დაირღვა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, მსჯავრდებულებმა, 2019 წლის 15 დეკემბრამდე არ აანაზრაურეს 2 319 246 ლარი და 50 თეთრი (ორი მილიონ სამას ცხრამეტი ათას ორას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაათი თეთრი).
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მხარის მოთხოვნას.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო ბრალდებულებსა და ბრალდების მხარის შეთანხმების ის პირობა, რომლის მიხედვით საპროცესო შეთანხმების პირობა უკვე დარღვეულად ჩაითვლებოდა თუ 2019 წლის 15 დეკემბრამდე არ იქნებოდა ანაზღაურებული ზიანის ნახევარი - 2 319 246, 5 (ორი მილიონ სამას ცხრამეტი ათას ორას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაათი თეთრი).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა არ შეასრულეს ზემოაღნიშნული პირობა და 2019 წლის 15 დეკემბრამდე არ აანაზღაურეს ზემოაღნიშნული თანხა და შესაბამისად, დაარღვიეს საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების პირობებიდან და უნდა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-5 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ------------–---------–----------------- საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზ-------–--------–-- სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.
3.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
4.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი