თავი XX — ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებანი
1. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის დაკავებულთა მოთავსების ადგილიდან სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის ან სტიქიური უბედურების გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლეს შეუძლია სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ადგილას.
3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდე
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 196. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში # # # # # 1. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის დაკავებულთა მოთავსების ადგილიდან სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის ან სტიქიური უბედურების გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლეს შეუძლია სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ადგილას. 3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №23აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2022
…აღნიშნულით კი მას მოესპო საკუთარი თავის დაცვისა და სააპელაციო საჩივრის შედგენის უფლება. 9. კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე, 45-ე, 83-ე, 174-ე და 196-ე მუხლების, ასევე - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის…
საქმე №2კ-221დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2005
…მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ შ. გ-ნი არ ყოფილა ეჭვმიტანილად, ბრალდებულად ან განსასჯელად ცნობილი და ამიტომ შპს “----ში” მისი წილის დაყადაღება თითქოს იყოს უკანონო. საქართველოს სსსკ-ის 196-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში, ხოლო, თუ არსებობს მონაცემები, რომ…
საქმე №2კ-218დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2004
…მისი რეალური ღირებულება, რაც, საპროცესო კანონის თანახმად, დაუშვებელია, რადგან დაყადაღებული ქონების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დანაშაულით მიყენებული იმ ზარალის ოდენობას, რომლის თაობაზეც პრეტენზიას უყენებენ ბრალდებულს (იხ. სსსკ-ის 196-ე მუხლის მე-8 ნაწილი). აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 მაისის ბრძანება,…
საქმე №2კ-29დად.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2001
…საქმის დამთავრებამდე და მესაკუთრის უფლების აღდგენამდე. შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ორივე დირექტორი ახორციელებს მხოლოდ ერთობლივად; 5. ბრძანების აღსრულება დაევალა სასამართლოს აღმასრულებელს სსსკ-ის 196-ე მუხლით დადგენილი წესით; 6. ბრძანების მოქმედების ვადა განისაზღვრა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; 7. ასევე, მითითებული იქნა,…
…და აღვან სარქისიანის მიმართ 2018 წლის 07 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს. სარეზოლუციო ნაწილი: ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 196-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით,210-217-ე, 258 - 260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 196, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-196/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია