განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2018
საქმის ნომერი
150100118002445788
დავის ტიპი
126 1 , 120
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002445788

# 1/44-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივანი – დავით მელიქიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე

დაცვის მხარე:

ბრალდებული: არარატ არმენაკის ძე აზრიანი (დაბადებული 1996 წლის 03 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 32001028128, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, დასაოჯახებელი, ფაქტობრივად მცხოვრების: ნინოწმინდა, სოფელი დიდი არაგალი)

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით

ბრალდებული: რუბენ არტურის ძე მანასიანი (დაბადებული 1999 წლის 13 იანვარი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 07001047347, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, დაოჯახებული, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ახალქალაქი, ყოფილი პირველი სამხედრო ქალაქი, კორპუსი #496, ბინა #22);

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით

ბრალდებული: აღვან არას ძე სარქისიანი (დაბადებული 1999 წლის 21 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 07001042279, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, დაოჯახებული, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.ახალქალაქი, წმინდა ნინოს ქუჩა, კორპუსი #7);

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითა და 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით

ბრალდებულების ადვოკატი: ტარიელ ბალაბანიშვილი

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულების რუბენ მანასიანისა და აღვან სარქისიანის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა, ხოლო არარატ აზრიანის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოში შემოსულია ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი ორჯონიკიძის შუამდგომლობა ბრალდებულ არარატ აზრიანის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

1.1. საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივი გარემოებები:

2018 წლის 04 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.ახალქალაქში, ყოფილი პირველი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ერთის მხრივ აღვან სარქისიანს, რუბენ მანასიანს, არარატ აზრიანსა და მეორეს მხრივ აგ--- ად-----სა და არშალუის მიქაელიანს შორის მოხდა ჩხუბი. ჩხუბისას აღვან სარქისიანმა, რუბენ მანასიანმა და არარატ აზრიანმა, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამოდენიმეჯერ დარტყმით სცემეს აგ--- ად-----ი და მისი ცოლის ძმა, არშალუის მიქაელიანი, რის შედეგადაც აგ--- ად-----მა და არშალუის მიქაელიანმა მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.2. საპროცესო შეთანხმების პირობები:

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი ორჯონიკიძის მიერ ბრალდებულ არარატ აზრიანთან 2018 წლის 11 ივნისს დადებული იქნა საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგების ფორმით. შემდეგი პირობებით:

სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდგომ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე არარატ აზრიანი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ძირითად სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

საქ. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქ. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ არარატ აზრიანს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

ბრალდებული და მისი დამცველი ეთანხმებიან პროკურორის შუამდგომლობას, ითხოვენ შეთანხმების დამტკიცებას და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით: აგ--- ად-----ის, რუბენ მანასიანის, რიფსიმე მნოიანის, არსენ აღაგულიანის, დშხუი მიქაელიანის, არშალუის მიქაელიანის, მერუჟან ად-----ის, ეგორ აბოიანის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები აგ--- ად-----ისა და არშალუის მიქაელიანის მიმართ, აგ--- ად-----ის ტანსაცმლის ამოღების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ გიორგი ორჯონიკიძეს, ბრალდებულ არარატ აზრიანსა და მის ადვოკატ ტარიელ ბალაბანიშვილს შორის.

პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ შუამდგომლობით მომართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ არარატ აზრიანის მიმართ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, ბრალდებულმა არარატ აზრიანმა და მისმა ადვოკატმა ტარიელ ბალაბანიშვილმა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაად-----ური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლეობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული არარატ აზრიანი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს.

გარდა ამისა მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

სასამართლო დარწმუნდა რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებისას ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, ასევე დადგენილი იქნა რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

4. სამართლებრივი შეფასება:

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი ორჯონიკიძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

5. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

ბრალდებულ არარატ აზრიანის მიმართ 2018 წლის 07 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.

ბრალდებულები: რუბენ მანასიანი და აღვან სარქისიანი (განაჩენის გამოტანა არსებითი განხილვით).

1.სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. 2018 წლის 04 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.ახალქალაქში, ყოფილი პირველი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ერთის მხრივ აღვან სარქისიანს, რუბენ მანასიანს, არარატ აზრიანსა და მეორეს მხრივ აგ--- ად-----სა და არშალუის მიქაელიანს შორის მოხდა ჩხუბი. ჩხუბისას აღვან სარქისიანმა, რუბენ მანასიანმა და არარატ აზრიანმა, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამოდენიმეჯერ დარტყმით სცემეს აგ--- ად-----ი და მისი ცოლის ძმა, არშალუის მიქაელიანი, რის შედეგადაც აგ--- ად-----მა და არშალუის მიქაელიანმა მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

2.2. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

2.3. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

2.4. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულებმა რუბენ მანასიანმა და აღვან სარქისიანმა თავი სრულად სცნეს დამნაშავედ და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.

2.5. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

2.6. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულების - რუბენ მანასიანისა და აღვან სარქისიანის მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით რომ სახეზეა ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, არ არიან წარსულში ნასამართლევები, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დაცვის მხარე ითხოვს სასჯელის მინიმალური ზომის დანიშვნას.

2.7. ბრალდებულების აღიარებითი ჩვენების გარდა მათ მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითა და 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით: აგ--- ად-----ის, რუბენ მანასიანის, რიფსიმე მნოიანის, არსენ აღაგულიანის, დშხუი მიქაელიანის, არშალუის მიქაელიანის, მერუჟან ად-----ის, ეგორ აბოიანის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები აგ--- ად-----ისა და არშალუის მიქაელიანის მიმართ, აგ--- ად-----ის ტანსაცმლის ამოღების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

3. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგან, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუაროსის, ამასთან რუბენ მანასიანისა და აღვან სარქისიანის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე რომ ერთმანეთთან ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა რუბენ მანასიანმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ე.ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, ხოლო აღვან სარქისიანმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ე.ი. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ე.ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული რუბენ მანასიანი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლევი არ არის.

4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

4.3. ბრალდებული აღვან სარქისიანი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლევი არ არის.

4.4. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. ოჯახური და სოციალური მდგომარეობას.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს სისხლს სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ხოლო სისხლს სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელის ვადის გამოანგარიშებისა და სასჯელის ჩათვლის წესს, რომლის მე-5 ნაწილის თანახმადაც თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები წარსულში ნასამართლევები არ არიან აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია რომ მათ უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეთა რესოციალიზაციას, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა, ხოლო ბრალდებულ აღვან სარქისიანის მიმართ სასჯელის გამოყენებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, კერძოდ, ვინაიდან აღვან სარქისიანი 2018 წლის 5 აპრილიდან 2018 წლის 7 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში, მის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა უნდა შემცირდეს.

 

6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

ბრალდებულების რუბენ მანასიანისა და აღვან სარქისიანის მიმართ 2018 წლის 07 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 196-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით,210-217-ე, 258 - 260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. დაკმაყოფილდეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი ორჯონიკიძის შუამდგომლობა და დამტკიცდეს პროკურორს, ბრალდებულ არარატ აზრიანსა და მის ადვოკატ ტარიელ ბალაბანიშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

2. არარატ აზრიანი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ძირითად სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

3. საქ. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

4. საქ. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ არარატ აზრიანს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

5. არარატ აზრიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს;

6. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. რუბენ მანასიანი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ძირითად სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

8. რუბენ მანასიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;

9. აღვან სარქისიანი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

10. აღვან სარქისიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ძირითად სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

11. აღვან სარქისიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ძირითად სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3,500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 3,500 ლარის ოდენობით; სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღვან სარქისიანს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 აპრილიდან 2018 წლის 7 აპრილის ჩათვლით და აღნიშნულის გათვალისწინებით 500 ლარით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ აღვან სარქისიანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3,000 ლარის ოდენობით;

13. აღვან სარქისიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;

14. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 1) მობილური ტელეფონი, სანთებელა, ტელეფონის გადამყვანი, ცხვირსახოცი და საღეჭი რეზინა, რომლებიც ინახება ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაუბრუნდეს აღვან სარქისიანს; 2) დაზარალებულ აგ--- ად-----ის სისხლის ნიმუში, ხელსახოცი, ასფალტის ამონატეხი, რომლებიც ინახება ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, განადგურდეს; 3) აღვან სარქისიანისა აგ--- ად-----ის ტანსაცმელი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო დანა, განადგურდეს;

15. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე და 216-ე მუხლებით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

16. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;

17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.

18. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. კერძოდ:

19. მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართზე ქ. თბილის რობაქიძის გამზირი №7ა), ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით;

20. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

21. განაჩენი ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე