მუხლი 198. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი
თავი XX — ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებანი
1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.
4. სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
5. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 198. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი 1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. 2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. 3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა. 4. სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. 5. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს. 6. აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა, გარდა ამ მუხლითა და ამ კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიყენება აგრეთვე ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით. ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №2კ-751აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
…აღსრულება, იმავდროულად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია – დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს ( საქართველოს სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები), სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების საფუძველია – დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის…
საქმე №ბს-953(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2025
…რომ 2022 წლის 21 მარტის ახალციხის რაიონული სასამართლოს №1/150-21) განაჩენით მსჯავრდებულ ო. ჯ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდა გირაოს შემტან პირს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების მიზანს და საფუძველს, კერძოდ აღკვეთის ღონისძიება…
საქმე №ბს-149(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2025
…კანონის პირველ, მე-2, 25-ე და 281 მუხლებზე,,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანების პირველ, მე-152 მუხლის პირველ პუნქტზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლზე, მე-200 მუხლზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლომ განმარტა,…
საქმე №ბს-174(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2021
…გამომდინარე, კასატორი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირის მიმართ განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, გირაოს თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების აუცილებელი პირობაა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადის გასვლა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა.…
საქმე №2კ-289აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2017
…იმისათვის, რომ წარმოდგენილი რეკომენდაცია პრაქტიკაში მოქმედებდეს, აუცილებელია პროპორციულობის დაცვა, რაც ეროვნული კანონმდებლობით აკისრია როგორც შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს, ისე სასამართლოს. ამ უკანასკნელთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-4 ნაწილი მიუთითებს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, გამოიყენოს პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 198, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-198/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია