გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.01.2018
საქმის ნომერი
080310018002247498
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
09.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/35-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 იანვარი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - გ-------– ბ--------ე.

წარმომადგენელი - ლელა ბანძელაძე.

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო.

წარმომადგენელი- ი-–------–-------ე.

მესამე პირი - მ------–--ა გ--–------–---ი.

მესამე პირი - დ-------- გ--–------–---ი.

 

მოთხოვნის არსი- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ი-–------–-------ის მიერ 2018 წლის 03 იანვარს გამოცემული №000973 შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 03 იანვარს მის მიმართ გამოცემული იქნა №000973 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად იგი არის მოძალადე, ხოლო მსხვერპლად მითითებული არიან მ------–--ა გ--–------–---ი და დ-------- გ--–------–---ი. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერი ისე გამოსცა, რომ არ დაადგინა რეალურად ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან ადგილი მ------–--ა და დ-------- გ--–------–---ების მიმართ ძალადობის ფაქტს. კონფლიქტი გამოწვეული იყო დ-------- გ--–------–---ის მიერ მოსარჩელისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, ხოლო დაზიანებები მ------–--ა და დ-------- გ--–------–---ებმა თავად მიიყენეს, თუმცა აღნიშული საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა არ გამოიკვლია. ამასთან ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა არ გაითვალისწინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დამტკიცებულია მორიგების აქტი მასსა და მ------–--ა გ--–------–---ს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ. შესაბამისად შემაკავებელ ორდერში მითითებული პირობები, შეუძლებელს ხდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან მ------–--ა გოშხოთელიანის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოების გარეშე შეუძლებელია ბავშვთან ურთიერთობა. შემაკავებელი ორდერის უკანონობაზე მიუთითებს ასევე ის გარემოება, რომ ფაქტზე, რაც საფუძვლად დაედო შემაკავებელი ორდერის გამოცემას, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გ-------– ბ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო. შესაბამისად ადგილი აქვს ერთიდაიგივე ფაქტზე ორის სახის ღონისძიების გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორი ი-–------–-------ე არ დაეთანხმა გ-------– ბ--------ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, როდესაც იგი გამოცხადდა კონფლიქტის ადგილზე მ------–--ა გ--–------–---ს და დ-------- გ--–------–---ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და მათი განმარტებით აღნიშნული მიყენებული იყო გ-------– ბ--------ის მიერ.

 

3. მესამე პირების პოზიცია.

3.1. მესამე პირები მ------–--ა გ--–------–---ი და დ-------- გ--–------–---ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, შესაბამისად მათი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდაო ფაქტობრივი.

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის თამარ ტეტუნაშილის მიერ გამოიცა №015454 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი მ------–--ა გ--–------–---ი მოძალადე გ-------– ბ--------ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას. გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №015454 შემაკავებელი ორდერი;

 

4.1.2. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და დამტკიცდა მოსარჩელე მ------–--ა გ--–------–---სა და მოპასუხე გ-------– ბ--------ეს შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

 

1.1. 2016 წლის 05 აპრილს დაბადებული სოფია ბ--------ის საცხოვრებელ ადგილად, სრულწლოვანების მიღწევამდე, განისაზღვროს, მამის, გ-------– ბ--------ის (პ/ნ 60001053910) საცხოვრებელი ადგილი. 1.2. მოსარჩელე მ------–--ა გ--–------–---ს (პ/ნ №60001146766) არასრულწლოვან შვილთან - სოფია ბ--------ესთან (დაბადებული 2016 წლის 05 აპრილს, პ/ნ 01850112814) ურთიერთობისათვის განესაზღვროს ყოველი კვირის ორშაბათი დღე 10:00 საათიდან ოთხშაბათი დღის 11:00 საათამდე, ღამისთევით, (ორი ღამე) და ყოველი თვის ერთი შაბათი-კვირა, მშობლების წინასწარი შეთანხმებით, შაბათი დღის 11:00 საათიდან ოთხშაბათი დღის 10:00 საათამდე. 1.3. არასრულწლოვან შვილს, სოფია ბ--------ეს (დაბადებული 2016 წლის 05 აპრილს, პ/ნ 01850112814), მშობლები ერთმანეთს გადასცემენ მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ან გაიყვანენ საბავშვო ბაღიდან/ სკოლიდან იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ მომენტში სად იქნება ბავშვი. 1.4. მოსარჩელე მ------–--ა გ--–------–---ს ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პერიოდში, არასრულწლოვან შვილთან - სოფია ბ--------ესთან (დაბადებული 2016 წლის 05 აპრილს, პ/ნ 01850112814) ურთიერთობისთვის განესაზღვროს ერთი კვირა. იმ შემთხვევაში, თუ არდადეგების დრო დაემთხვევა, სავალდებულო სასაწავლო ან სხვა სახის აუცილებელ ღონისძიებას/მეცადინეობას, ის მშობელი, რომელთანაც იმყოფება იმ მომენტში არასრულწლოვანი შვილი, ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის აღნიშნული ღონისძიებაში/მეცადინეობაში მონაწილეობის მიღება. 1.5. მოსარჩელე მ------–--ა გ--–------–---ი და მოპასუხე გ-------– ბ--------ე ვალდებულებას იღებენ, ხელი არ შეუშალონ არასრულწლოვან შვილს - სოფია ბ--------ეს, მეორე მშობელთან სატელეფონო/ელექტრონულ კომუნიკაციაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება.

 

4.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 03 იანვარს მ------–--ა გ--–------–---მა მიმართა ,,112’’-ს და ითხოვა დახმარება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება.

 

4.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 03 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელის მიერ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა დ-------- გ--–------–---ს, რომელმაც განმარტა, შემდეგი: 2018 წლის 03 იანვარს მათთან სახლში (ქ. ქუთაისი, ხახანაშვილის №7) მივიდა ყოფილი სიძე გ-------– ბ--------ე, რომელმაც სახლის კარები შეაღო ლანძღვა-გინებით. მ------–--ა გ--–------–---ი წავიდა რა გ-------– ბ--------ის შესაჩერებლად და კარების დასახურად, ამ უკანასკნელმა ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნულის გამო მაგდა გ--–------–---ი წაიქცა, ხოლო დასახმარებლად მისულ დ. გ--–------–---ს რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი სახის არეში გ-------– ბ--------ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დ-------- გ--–------–---ის ახსნა-განმარტება;

 

4.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 03 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელის მიერ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მ------–--ა გოშეთელიანს, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 03 იანვარს მათთან სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე გ-------– ბ--------ე, რომლმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და მის მამას დ-------- გ--–------–---ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ------–--ა გ--–------–---ის ახსნა-განმარტება;

 

4.1.6. დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 03 იანვარს გამოსცა №000973 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი მ------–--ა გ--–------–---ი და მსხვერპლი დ-------- გ--–------–---ი მოძალადე გ-------– ბ--------ის მხრიდან განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია, ასევე დადგინდა, რომ განხორციელდეს მოძალადის იმ სახლისგან მოშორებამ სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №000973 შემაკავებელი ორდერი;

 

4.1.7. დადგენილია, რომ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განჩინებით ბრალდებულ გ-------– ბ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო, რომლის თანხად განისაზღვრა 3000 ლარი. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განჩინება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-------– ბ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 03 იანვარს გამოსცა №000973 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი მ------–--ა გ--–------–---ი და მსხვერპლი დ-------- გ--–------–---ი მოძალადე გ-------– ბ--------ის მხრიდან განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია, ასევე დადგინდა, რომ განხორციელდეს მოძალადის იმ სახლისგან მოშორებამ სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

7.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის

,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 

ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

დადგენილია, რომ გ-------– ბ--------ე არის მ------–--ა გ--–------–---ის ყოფილი მეუღლე და შესაბამისად დ-------- გ--–------–---ის ყოფილი სიძე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ მ------–--ა და დ-------- გ--–------–---ებმა თავად მიიყენეს ფიზიკური დაზიანება, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა. ამავდროულად შემაკავებელი ორდერის გამომცემმა პატრულ ინსპექტორმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ როდესაც იგი გამოცხადდა კონფლიქტის ადგილზე მ------–--ა გ--–------–---ს და დ-------- გ--–------–---ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და მათი განმარტებით აღნიშნული მიყენებული იყო გ-------– ბ--------ის მიერ. მხარეთა შორის არსებულ კონფლიქტს ადასტურებს 2017 წლის 26 ივნისს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის თამარ ტეტუნაშილის მიერ გამოცემული №015454 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი მ------–--ა გ--–------–---ი მოძალადე გ-------– ბ--------ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე გ-------– ბ--------ის წარმომადგენელის პოზიციას შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ ვინაიდან ფაქტზე, რაც საფუძვლად დაედო შემაკავებელი ორდერის გამოცემას, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გ-------– ბ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, შესაბამისად ადგილი აქვს ერთიდაიგივე ფაქტზე ორის სახის ღონისძიების გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, კერძოდ:

 

დადგენილია, რომ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განჩინებით ბრალდებულ გ-------– ბ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო, რომლის თანხად განისაზღვრა 3000 ლარი. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია: ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისათვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; გ) მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; დ) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა; ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ვ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ შემაკავებელი ორდერი და აღკვეთი ღონისძიება არის ორი განსხვავებულიო სამართლებრივი ინსტიტუტი და შესაბამისად მათი დანიშნულება და მიზანიც განსხვავებულია. აღკვეთის ღონისძიება ემსახურება მიზანს, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა და უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ხოლო შემაკავებელი ორდერის მიზანი არის მსხვერპლის დაცვა ძალადობისაგან. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ვინაიდან მის მიმართ არსებობს სასამართლოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, შემაკავებელი ორდერის გამოცემა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ შემაკავებელ ორდერში გამოყენებული ღონისძიებები, ეწინააღმდეგება და ხელს უშლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინების აღსრულებას. როგორც ზემოთ სასამართლომ აღნიშნა შემაკავებელი ორდერი გამოიცემა იმ შემთხვევაში როდსაც ადგილი აქვს ძალადობას და მისი მიზანი არის მსხვერპლის დაცვა ძალადობისაგან. შესაბამისად ის გარემოება, რომ გ-------– ბ--------ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული აქვს შვილთან ურთიერთობის წესი, რა დროსაც მას შესაძლოა დასჭირდეს კონტაქტი ყოფილ მეუღლესთან, არ ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში არ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი და მსხვერპლი დარჩეს დაცვის ღონისძიების გამოყენების გარეშე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას გამოცემულიყო შემაკავებელი ორდერი, რომლის მიზანი არის მ------–--ა და დ-------- გ--–------–---ების დაცვა ძალადობისაგან

 

7.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

ამავე მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად შემაკავებელ ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა; მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 03 იანვარს გამოსცა №000973 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი მ------–--ა გ--–------–---ი და მსხვერპლი დ-------- გ--–------–---ი მოძალადე გ-------– ბ--------ის მხრიდან განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია, ასევე დადგინდა, რომ განხორციელდეს მოძალადის იმ სახლისგან მოშორებამ სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში მ------–--ა და დ-------- გ--–------–---ების საცხოვრებელი ადგილი არის ხახანაშვილის №7, სადაც არ ცხოვრობს გ-------– ბ--------ე. შესაბამისად არ არის საჭიროება, რომ მსხვერპლთა დაცვის მიზნით მოხდეს მოძალადე გ-------– ბ--------ის მოშორება მ------–--ა და დ-------- გ--–------–---ების საცხოვრებელი ადგილიდან ხახანაშვილის №7.

 

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ-------– ბ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს გამოცემული №000973 შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც განხორციელდა მოძალადე გ-------– ბ--------ის იმ სახლისგან მოშორება (ქ. ქუთაისი, ხახანაშვილის №7), სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. ხოლო შემაკავებელი ორდერი იმ ნაწილში რომლითაც გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია, უნდა დარჩეს ძალაში.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------– ბ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს გამოცემული №000973 შემაკავებელი ორდერი გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც განხორციელდა მოძალადე გ-------– ბ--------ის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს

3. გ-------– ბ--------ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვს გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს გამოცემული №000973 შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე გ-------– ბ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია, არ დაკმაყოფილდეს.

4. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე