განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1501001180022927-2
#1/11-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
(საქმის არსებითი განხილვის გარეშე)
20 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი------ ორ---------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული - ჰა---------- კა--------ს ძე ტნ--------ი (დაბადებული 197- წლის 2- ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, ძირითადი მისამართი: ქ. ახალქალაქი, თუმანიანის ქუჩა #3--, პირადი № 0----------)
ადვოკატი - კა------ ას-----ე
თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ჰა---------- ტნ--------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოში შემოსულია ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი------ ორ---------ის შუამდგომლობა ბრალდებულ ჰა---------- ტნ--------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივი გარემოებები:
ჰა---------- ტნ--------მა გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ქ.ახალქალაქში, თუმანიანის ქ.#3---ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში და ავტოფარეხში უკანონოდ ინახავდა 03 ცალ ტროტილის კოჭას, 254 ცალ 7.62X54 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნას, 1520 ცალ 5.45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნას, 39 ცალ 09 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნას, რაც ამოღებული იქნა ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული ჰა---------- ტნ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
1.2. საპროცესო შეთანხმების პირობები:
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი------ ორ---------ის მიერ ბრალდებულ ჰა---------- ტნ--------თან 2018 წლის 12 თებერვალს დადებული იქნა საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგების ფორმით. შემდეგი პირობებით:
სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდგომ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე ჰა---------- ტნ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქ.სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
ბრალდებული და მისი დამცველი ეთანხმებიან პროკურორის შუამდგომლობას, ითხოვენ შეთანხმების დამტკიცებას და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით: სუ---- პა------ის, კა---- კა--------ანის, კა------- ტნ--------ის, ჰა---------- ტნ--------ის, ვართუშ ტნ--------ის და გოჰარ ტნ--------ის გამოკითხვის ოქმებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ გი------ ორ---------ეს, ბრალდებულ ჰა---------- ტნ--------ს და მის ადვოკატ კა------ ას-----ეს შორის.
პროკურორმა გი------ ორ---------ემ შუამდგომლობით მომართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ ჰა---------- ტნ--------ის მიმართ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა გი------ ორ---------ემ, ბრალდებულმა ჰა---------- ტნ--------მა და მისმა ადვოკატმა კა------ ას-----ემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლეობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ჰა---------- ტნ--------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს.
გარდა ამისა მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-2-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებისას ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, ასევე დადგენილი იქნა რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი------ ორ---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 196-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 2-0-2-9-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი------ ორ---------ის შუამდგომლობა და დამტკიცდეს პროკურორს, ბრალდებულ ჰა---------- ტნ--------სა და მის ადვოკატ კა------ ას-----ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
2. ჰა---------- კა--------ს ძე ტნ--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
3. ჰა---------- ტნ--------ს საქ.სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
4. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. ჰა---------- ტნ--------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 29 დეკემბერის განჩინებით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ ჰა---------- ტნ--------ის (პირადი № 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ.ახალქალაქი, თუმანიანის ქ.#38, საკადასტრო კოდი: 63.18.32.27-;
6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 1)დენთი, რომელიც დალუქულია# FCD 732907 პაკეტში; 2) 17- ცალი 7.62X54 მმ მმ კალიბრიანი ვაზნა, 3) 1010 ცალი 5.45X39 მმ მმ კალიბრიანი ვაზნა, 4) 24 ცალი 9 მმ კალიბრიანი ვაზნა და 1 ცალი „მაკაროვის“ მჭიდი, 5) 73 ცალი 7.62X54 მმ მმ კალიბრიანი ვაზნის დემონტირებული მასრა, 6) 57 ცალი 7.62X54 მმ მმ კალიბრიანი ვაზნის დემონტირებული ტყვია, 7) 8 ცალი 16 კალიბრიანი სანადირო ვაზნების თითბერის მასრა, 8) 5 ცალი 5.45X39მმ მმ კალიბრიანი ვაზნებისათვის განკუთვნილი სავაზნე მჭიდი, 9) 17- ცალი სანადირო ვაზნებისათვის განკუთვნილი კაფსულა, რომლებიც დალუქულია სპეციალური შტრიხ-კოდებით FCI 509253, FCI 509254 და ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
7. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-6-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
8. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-5-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. კერძოდ:
9. მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართზე ქ. თბილის რობაქიძის გამზირი №7ა), ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით;
10. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
11. განაჩენი ძალაშია გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე