განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
210100119002920020
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002920020

საქმე #1/60-19წ.

სიღნაღის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

მოსამართლე - გიორგი ბუხრაშვილი

სხდომის მდივანი - ნათია რიკაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გო-- ჯა------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა---------– წ--------–- - დაბადებული 1--- წლის 5 ი--–---, პირადი ნომრით: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–-----------------------–------------ დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე; რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–------, სოფელი ხ------------, ქ.ჩ---–----–---–-- ქუჩა №--.

 

ადვოკატი - ნ-----–- ბი–---

 

კვალიფიკაცია:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები.

 

სხდომის სახე - ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

- ა---------– წ--------–- დ--------–--–------ს რაიონის, სოფელ ხ-----------–-, ქ. ჩ---–----–---–-- ქუჩა №---ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას - ქარხნული წესით დამზადებულ 5.6 მმ კალიბრის წრიული აალების, ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების, კარაბინებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილ გამოსაყენებლად ვარგის, სპორტულ-სანადირო დანიშნულების 1 (ერთი) ცალ ვაზნას, რაშიც იგი მხილებულ იქნა შსს დ--------–--–------ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ 2019 წლის 23 მარტს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

ამდენად, ა---------– წ--------–-- ჩაიდინა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

- ა---------– წ--------–- დ--------–--–------ს რაიონის, სოფელ ხ-----------–-, ქ. ჩ---–----–---–-- ქუჩა №---ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ფეთქებად ნივთიერებას - ქარხნული წესით დამზადებულ 286.37 გრამ უკვამლო დენთს, რაშიც იგი მხილებულ იქნა შსს დ--------–--–------ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ 2019 წლის 23 მარტს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

ამდენად, ა---------– წ--------–-- ჩაიდინა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვა, დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ა---------– წ--------–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ნ-----–---- ზ-------–---–-- პატაკი MIA 0 19 00731392 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1; ა---------– წ--------–-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმი; მოწმე ნ-----–---- ზ-------–---–-- გამოკითხვის ოქმი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 მარტის ქიმიური ექსპერტიზის №138/რან დასკვნა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 მარტის ბალისტიკური ექსპერტიზის №49/ბ დასკვნა; ა---------– წ--------–-ს მიერ მოწმისა და ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებები, ა---------– წ--------–-ს მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ზემდგომ პროკურორთან - იოსებ გულოშვილთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ და მისი უშუალო მონაწილეობით, ასევე, ბრალდებულის თანხმობით, 2019 წლის 29 მარტს ბრალდებულ ა---------– წ--------–-ს (მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–- ბ-–---- მონაწილეობით) და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო-- ჯა------–---–- შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

2019 წლის 29 მარტს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა - გო-- ჯა------–---–-ა და ითხოვა ბრალდებულ ა---------– წ--------–-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა, კერძოდ წარმოდგენილი შუამდგომლობით, პროკურორმა ითხოვა:

 

ა---------– წ--------–- ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ა---------– წ--------–-, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

შუამდგომლობის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ შუამდგომლობა შედგენილი და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად და მას ერთვის იმავე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო დოკუმენტები.

 

2019 წლის 29 მარტს, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ღია სასამართლო სხდომაზე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - გო-- ჯა------–---–-ა, ბრალდებულმა - ა---------– წ--------–--, ადვოკატმა - ნ-----–- ბ-–---- და იშუამდგომლეს მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. ბრალდებულს გადაცემული აქვს საპროცესო შეთანხმების ოქმი, რომელშიც რაიმე შენიშვნა არაა დაფიქსირებული, რაც, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშეც დაადასტურა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ა---------– წ--------–-- ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ( 1აღნიშნული სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს.). ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალიწინებული რელევანტური გარემოებები, ხოლო, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

 

სასამართლო ასევე დარწმუნდა რომ:

 

§ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

§ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

§ ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს;

§ ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

§ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელთა ჩადენასაც იგი აღიარებს;

§ ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დანაშაულის აღიარების შესახებ;

§ ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

§ ბრალდებული აცნობიერებს სსსკ-ის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მათ უფლებებს, კერძოდ: დაცვის, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმისა და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებებს;

§ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

§ საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;

§ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;

§ ბრალდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;

§ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა და დებულება, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;

§ ბრალდებული აცნობიერებს მის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;

§ მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

§ ბრალდებულსა და მისი ინტერესების დამცველ ავოკატს გადაეცათ საპროცეშო შეთანხმების დადების ოქმის ასლი და მათ შენიშვნა არ გამოუთქვამთ.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებაში ასახული არცერთი პირობა არ უზღუდავს ბრალდებულის უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში ევროპული სასამართლო) საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 90) აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (2 აგრეთვე იხ.: სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, პარ 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, პარ 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07.) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუასაბამო კონვენციის მოთხოვნებთან (3 აგრეთვე იხ.: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10.). პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა აგრეთვე იყოს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალება, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა.

 

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ მითითებულ საქმეში (პარ 91) მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (4 აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ; პარ 135, Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09.). იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს. (5 აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.)

 

გარდა ზემომითითებულისა, მნიშვნელოვანი არის ის გარემოება, რომ ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) ბრალდებული სრულად უნდა აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი, და ბ) სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ (6 იხ.: ნაცვლიშვილი და ტოგონიძე (მითითებულია ზევით), პარ 92.) ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების ღია სასამართლო სხდომაზე გარკვევა (7 იხ.: იქვე, პარ 95.).

 

მნიშვნელოვანი არის ის ფაქტიც, რომ ევროპულმა სასამართლომ ნაცვლიშვილისა და ტოგონიძის საქმეში (პარ 96) გასაჩივრების შეზღუდულ ფარგლებზეც იმსჯელა და კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის კონტექსტში დაადგინა, რომ არაფერი უჩვეულო არ არის იმ ფაქტში, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე განაჩენის გასაჩივრების მექანიზმი შეზღუდულია ჩვეულებრივი წესით განხილულ საქმეებზე გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების საშუალებებთან შედარებით, რადგან ბრალდებული უარს ამბობს საქმის არსებით განხილვაზე. ამასთან თუ აღნიშნული უფლების შეზღუდვა არ არის თვითნებური, ამგვარი მიდგომა არ ეწინააღმდეგება მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მოთხოვნებს.

 

იმის გასარკვევად, ბრალდებული რეალურად აცნობიერებს თუ არა წინამდებარე განაჩენის მე-9 პარაგრაფში ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებს, პირობებსა და შეზღუდვებს, სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა ბრალდებულისაგან საკონტროლო შეკითხვების დასმის შედეგად და სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. ბრალდებულმა საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა. სასამართლომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობით.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ბრალდებულის აღიარება, აღიარების მოცულობა და შესაბამისობა წარდგენილი ბრალდების აღწერასთან, რაც არ ბადებდა არავითარ ეჭვს. სასამართლო აგრეთვე დარწმუნდა, რომ ბრალდებულს გააზრებული აქვს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, მათ შორის ნასამართლობა და მან გულწრფელად ნებაყოფლობითი თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლებით, ადგილზე თათბირით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო-- ჯა------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს სიღნაღის რაიონული პროკურატურასა და ბრალდებულ ა---------– წ--------–- შორის 2019 წლის 29 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. ა---------– წ--------–- ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ა---------– წ--------–-, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ა---------– წ--------–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშე, მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ა---------– წ--------–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

6. საქმეზე დართულ ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

- ა---------– წ--------–-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული და საექპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 20 (ოცი) ცალი 16 კალიბრის ვაზნა; 1 (ერთი) ცალი სავაზნე ბუდე; 37 კაფსული და საფანტის ბურთულები, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--------–--–------ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - ა---------– წ--------–-, კანონით დადგენილი წესით.

 

- ა---------– წ--------–-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ჩხრეკის შედეგად ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ქარხნული წესით დამზადებული უკვამლო დენთი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--------–--–------ს რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.

 

- ა---------– წ--------–-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული და საექპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 2 (ორი) ცალი მასრა, 3 (სამი) ცალი ტყვია და 2 (ორი) ცალი ტყვიის გულა რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--------–--–------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში უფლება აქვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

9. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი