განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
120100117002218484
ინსტანცია
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №120100117002218484

საქმე №1ბ/1076-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2019 წელი თ---–--ი

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: კ---------–---–---–ი, გ--–----------ე, გ------------–---–---–ი, ო--------------ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ი---------–--–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----––-------------------------.

 

მსჯავრდებული: ლ-–-----–--–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----––--------------------------.

 

მსჯავრდებული: გ----------------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----––-----------------------.

 

ადვოკატები: თ---------------------ე, მ--------------–---ა, თ--------------ე.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

ი---------–--–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

ლ-–-----–--–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

გ----------------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

ი---------–--–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ლ-–-----–--–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

გ----------------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი:

ი---------–--–---–ი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

ლ-–-----–--–---–ი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

გ----------------ე - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა---––---ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ი---------–--–---–ის და გ----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ-–-----–--–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მათთვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ მოტივით რომ ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ ი---------–--–---–ის, გ----------------ის და ლ-–-----–--–---–ის მიერ ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას. ასევე, ლ-–-----–--–---–ის მიერ ქმედების ჩადენისას იარაღად სხვა საგნის გამოყენებას. სასამართლომ განმარტა, რომ თითქოსდა გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ხსენებული პირები წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად და მივიდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და რომ მათ ბარში უმიზეზოდ გამოხატეს რა აგრესია გამორიცხავს ხულიგნობის ჩასადენად წინასწარ შეკავშირებას, რადგან მათ წინასწარ ვერ ეცოდინებოდათ, რომ ბარში არ მიესალმებოდნენ, რაც გახდებოდა ხულიგნობის ჩადენის მიზეზი. მით უფრო, რომ ხულიგნობის, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი ფიზიკური ძალადობა დაიწყო ერთ-ერთი ბრალდებულის მოქმედებით, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ჯგუფურად დანაშაულის ჩადენად. ამასთან, ლ-–-----–--–---–ის მიერ დ--------------------სთვის სკამის მოღერებისას ლ-–-----–--–---–ის ქმედება არ იყო გამოხატული საზოგადოების წინააღმდეგ, არამედ იყო დ--------------------ს ქცევაზე საპასუხო რეაქცია. აპელანტი თვლის, რომ ქ-----––---–ი მდებარე „ჰ---------ში“ ი---------–--–---–ის, ლ-–-----–--–---–ის და გ----------------ის მიერ ჯგუფურად, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით. ბრალდების მხარე არ ეთანხმება მოსამართლის პოზიციას რომ თითქოსდა გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი---------–--–---–ის, ლ-–-----–--–---–ისა და გ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის გასამყარებლადაც იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. პირებს, რომლებიც გვიან ღამით მივიდნენ რესტორანში უკვე განზრახული ჰქონდათ გამოეწვიათ რესტორნის საქმიანობის პარალიზება, რადგან თურქული რესტორანში შესვლისთანავე უმიზეზოდ იწყებენ უცენზურო სიტყვებით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, იგინებიან უმიზეზოდ და იძახიან „მაინცდამაინც თურქულად უნდა მოგესალმოთ, რომ მოგვესალმოო?“ რის შემდეგაც აგრძელებენ ძალადობის მუქარით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და იმუქრებიან რესტორნის დაწვით. მათთვის მიუღებელია, რომ რესტორანში იმყოფებიან თურქი ეროვნების მოქალაქეები, შესაბამისად ისინი მაქსიმალურად ცდილობენ პროვოცირებას, რათა გამოიწვიონ რომელიმე პირი და ხულიგნობის განზრახვა მოიყვანონ სისრულეში. მოწმეებმა განმარტეს, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ თავი შეეკავებინათ, რათა არ დაძაბულიყო სიტუაცია, ამიტომ ახალგაზრდებს თხოვდნენ დამშვიდებას, თუმცა ისინი აგრძელებდნენ მათ შეურაცხყოფას. ამასთან, ლ-–-----–--–---–ის მიერ მაგიდიდან უნებართვოდ საფერფლის აღება და სიგარეტის ნამწვის ჩაფერფლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ამ მაგიდასთან მყოფი გ----------------სთვის, რაზეც ამ უკანასკნელს ჰქონდა უარყოფითი რეაქცია. აღნიშნულის გამო მათ გ----------------ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც მასთან ერთად მყოფ ქალბატონს დ--------------------ს გაუჩნდა თავდაცვის ინსტიქტი და უმისამართოდ ისროლა ჯერ საფერფლე, შემდეგ კი სკამი, რომელიც მომარჯვებული ჰქონდა ლ-–-----–--–---–ს და იგი მიზანმიმართულად ცდილობდა დ--------------------სთვის დარტყმას, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. აღნიშნულის გათვალისწინებით ლ-–-----–--–---–ის ქმედება არ უნდა იქნეს მიჩნეული საპასუხო რეაქციად, რადგან დ-------------------- ცდილობდა თავდამსხმელების მოგერიებას და გ----------------ს გადარჩენას. ი---------–--–---–ის, ლ-–-----–--–---–ის და გ----------------ის ძალადობრივი ხულიგნური ქმედება ნათლად გამოჩნდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო სათვალთვალო კამერის მიერ განხორციელებული ჩანაწერის დათვალიერებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ ი---------–--–---–ი და გ----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ-–-----–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ და უნდა განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ გ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ--------------ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ლ-–-----–--–---–ს და მისი ინტერსების დამცველ ადვოკატს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ-–-----–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ---------------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ლ-–-----–--–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირველი ინსტანციის სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერს და მოწმეთა ჩვენებებს და განმარტა, რომ სახეზეა ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი ყველა ნიშანი. თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ სამი ქართველი ახალგაზრდა, საქართველოს მოქალაქე, შევიდა მის ქვეყანაში არსებულ ბარში, იქ მყოფებს მიესალმა ქართულ ენაზე, თუმცა მათ პასუხი არავინ დაუბრუნა, ამასთან, ქართველი გოგონები პასუხს სცემდნენ თურქულ ენაზე. არაერთი მოწმე განმარტავს, რომ ბარში შესულები ითხოვდნენ ყავას, რომელიც არ დაალევინეს. სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია მათი გაღიზიანება. სასამართლომ არ შეაფასა მეორე ვიდეოჩანაწერი, რომელიც იღებდა უშუალოდ ა----------–----ის მაგიდას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ნერვიულობდა მსჯავრდებულების ბარში შესვლის მომენტიდან, მის მაგიდასთან მჯდომი თურქი ეროვნების პიროვნება. სწორედ ამ პირის ქცევით და ბარში მყოფი ქართველი გოგონების დამოკიდებულებით შეეძლო სასამართლოს დაედგინა, რომ მსჯავრდებულები არ იყვნენ სასურველი სტუმრები ბარში. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა მსჯავრდებულთა ქმედების საფუძველი. დაკითხულ მოწმეთაგან მხოლოდ ს------ ბ------------მა დაადასტურა, რომ ბარში ისმოდა როგორც მსჯავდებულების, ისე თურქი ეროვნების მამაკაცების გინება. თურქულ ენაზე გინებას ადასტურებს მოწმე ს--–-----–----------ც, თუმცა განაჩენში ამის შესახებ მითითებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ვიდეოჩანაწერის დეტალურად გამოკვლევის დროს სასამართლო არ მიუთითებს, რომ ა----------–----ეს შეაფურთხეს, მაშინ რატომ ადასტურებს ყველა მოწმე აღნიშნულ ფაქტს დარიგებულივით. ვიდოჩანაწერში ნამდვილად არ ჩანს შეფურთხების პროცესი, არ ისმის ხმა ვინ იგინება და ვინ არა, თუმცა ჩანს, რომ გ----------------ეს შეაფურთხა ა----------–----ემ, მაგრამ ეს ფაქტი არ უხსენებია არცერთ მოწმეს. გარდა ამისა მეორე ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ა----------–----ე კალკულატორს ესვრის გ----------------ეს, რომელიც მოხვდა პოლიციის უფროსის მოადგილეს. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება ჩატარდა ტენდენციურად. საგამოძიებო ჯგუფის უფროსმა ზ-------------ემ განაცხადა, რომ სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი არ უნახავს ისე გააცნო დაკავებულებს დადგენილებები პირის ბრალდების შესახებ. ლ-–-----–--–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია, იგი არის სიტუაციის მსხვერპლი, რაც დასტურდება ვიდეოჩანაწერით. ლ-–-----–--–---–ის ქმედება შეიცავს თავდაცვის ნიშნებს და მას აუცილებელი მოგერიების ფარგლებისთვის არ გადაუცილებია. როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, მთელი ოცი წუთის მანძილზე ბარში სუფევდა სიმშვიდე. იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებულებს მიუტანდნენ მოთხოვნილ ყავას, დასხდებოდნენ და მიირთმევდნენ. უდავოა, რომ საქართველოში როგორც თ---–--ში ასევე ა---––---ში ქართველებს უკრძალავენ თურქულ ე.წ. ,--–------------ და ბარებში შესვლას. თურქების აგრესიას ადასტურებს მეორე ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ქართველი ბიჭების ბარში შესვლისთნავე თურქი ახალგაზრდა ხელში იღებს ბოთლს და ემზადება დასარტყმელად. მას ბოთლი რამდენჯერმე გამოართვა ა----------–----ემ. ვიდეოჩანაწერი ადასტურებს ქართველების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ ვიდეო ჩანაწერში ჩანს გ----------------ის მიერ გ----------------ზე ფეხის ამორტყმის ფაქტი, რაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ვინაიდან იგი იმყოფებოდა მაგიდის მეორე მხარეს. მათ შორის შე---ათება დაიწყო იმის გამო, რომ გ---------------- ზიზღით ითხოვდა ქართველების ბარიდან გასვლას. ლ-–-----–--–---–მა ა----------–----ესთან მისვლით გამოთქვა პროტესტი ,,რა უნდა თავი დაგვანებოსო“, აგრესიულად განწყობილ თურქი ეროვნების მოქალაქეებსა და იქ მყოფ პირებს არ ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ ბარში შესული ქართველებიც საზოგადოების ნაწილი არიან და უნდა მოექცნენ პატივისცემით. გ----------------ესა და გ----------------ს შე---ათებისას, გ---------------- წამოდგა და განეწყო საჩხუბრად, რა დროსაც დ--------------------მ დამიზნებით ესროლა საფერფლე გ----------------ეს, რაც არის სიცოცხლისათვის საშიში ქმედება, რაც არაერთხელ გააკეთეს მან და გ----------------მ. ამ მომენტში ლ-–-----–--–---–ი შეგნებულად, რომ არ მომხდარიყო ჩხუბი ჩადგა გ----------------ესა და გ----------------ს შორის, რომელმაც ყოველგვარი საბაბის გარეშე სახის არეში დაარტყა ხელი ლ-–-----–--–---–ს. ეს უკანასკნელი მშვიდად განერიდა გ----------------ს, რათა არ გაგრძელებულიყო ჩხუბი, თუმცა მისი მონაცემების გათვალისწინებით შეეძლო გ---------------- სასტიკად ეცემა. ქართველი ახალგაზრდების პასიური ქცევის მიუხედავად, დ--------------------მ, გ----------------მ, ა----------–----ემ და ბარში მყოფმა სხვა პირებმა გამოიჩინეს აგრესია, სიცოცხლისათვის საშიში საგნების გამოყენებით თავს დაესხნენ ლ-–-----–--–---–ს, ესროდნენ საფერფლეებს და ურტყამდნენ სკამს. ლ-–-----–--–---–მა რამდენჯერმე წაართვა საფერფლე გ----------------ს, მიუხედავად ამისა მან კვლავ აიღო და ცდილობდა საფერფლე ჩაერტყა მსჯავდებულებისთვის. ლ-–-----–--–---–ი ცდილობდა გ----------------ს გაენეიტრალებას. ვიდეოჩანაწერში ასევე ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ლ-–-----–--–---–ი თვი დაეცვა ა----------–----ისგან, რომელიც უკიდურესი აგრესიით ესხმოდა თავს და ურტყამდა სახისა და ტანის არეში და კაწრავდა სახეს, რაც ასევე დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. ლ-–-----–--–---–ი ამ დროს იმყოფებოდა თავდაცვის პოზიციაში და ხელებგაშლილი ცდილობდა ახლოს არ მიეშვა ა----------–----ე, რომლის განეიტრალებაც შეეძლო ერთი ხელის დარტყმით. ლ-–-----–--–---–ის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იგი იძულებული იყო ემოქმედა თავდაცვის მიზნით და მისი ქმედებით არ ჩაშლილა რაიმე პროცესი (შეკრება, ქორწილი, მოძრაობა), ჩხუბის დასრულების შემდეგ იქ მყოფი პირები აგრძელებენ ბარში ქეიფს. ლ-–-----–--–---–ი პატივს სცემს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობის ნორმებს და არ ცდილობს დაამტკიცოს ყოვლისშემძლეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს ლ-–-----–--–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მსჯავრდებულ გ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ--------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ მოცემული განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი. აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენი არის შინაარსობრივად გაუმართავი, ვინაიდან განაჩენს აქვს ორი სარეზოლუციო ნაწილი, კერძოდ მოსამართლე განაჩენის მე-2 გვერდზე წერს თუ რაში გაამართლა და რაში ცნო დამნაშავედ ბრალდებულები, განაჩენის 34-ე და 35-ე გვერდებზე კი, მითითებულია სიტყვები ,,სარეზოლუციო ნაწილი“ და მოსამართლე ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, პირის დამნაშავედ ცნობა და გამართლება ასახული უნდა იყოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში და არა აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში. გარდა ამისა განაჩენის შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს ბრალდებულის პერსონალურ მონაცემებს და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობებს, თუმცა ზემოხსენებული განაჩენის შესავალი ნაწილი არ შეიცვას ინფორმაციას ბრალდებულების ნასამართლობის შესახებ. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის 35-ე გვერდზე მე-6 პუნქტად მითითებულია, რომ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ აღძრან შუამდგომლობა შეწყალების შესახებ, რაც არასწორია, ვინაიდან შუამდგომლობა არის მიმართვის ფორმა და მასთან ტერმინი „აღძვრა“ არ გამოიყენება. განაჩენში მითითებული არ არის, რომ შუამდგომლობის ადრესატი არის საქართველოს პრეზიდენტი. განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მოწმეთა ჩვენებები ისეა აღწერილი, რომ მოსამართლე თავისუფალ შეფასებას არ აკეთებს და არც მოწმეთა დაკითხვის დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. განაჩენში მითითებულია, თითქოსდა ა----------–----ემ განმარტა, რომ მას და მის მეუღლეს აქვთ კვების ობიექტი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ა----------–----ემ განმარტა, რომ მის არარეგისტრირებულ მეუღლეს - ხ------, რომელიც არის ინდ.მეწარმე ნაქირავები აქვს კვების ობიექტი, თუმცა ვისგან ვერ დაასახელა. ასევე განმარტა, რომ თავად არ არის კვების ობიექტის მეპატრონე და მფლობელი, არის უმუშევარი და ფულს აძლევს ქმ----- ქალბატონმა რესტორანში საფერფლის სროლამდე განვითარებული მოვლენები აღწერა არასწორად, რაც დადასტურდა გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, თუმცა მოსამართლემ ამის შეფასება არ მოახდინა. ა----------–----ეს არ უთქვამს, რომ მომხდარის გამო შეფერხდა ობიექტის მუშაობა, მან თქვა, რომ მეორე მაგიდიდან ხალხი არ ამდგარა და ჩხუბში არ ჩართულა, მათ არავინ შეხებია. ამასთან, მას შემდეგ, რაც ბრალდებულები გაიყვანეს რესტორნიდან, გ---------------- და მასთან ერთად მყოფი ქალბატონი დაბრუნდნენ უკან და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ სუფრასთან. მომხმარებლებისთვის არავის უთქვამს წასულიყვნენ, მათ როცა მოისურვეს მაშინ წავიდნენ. მოსამართლემ ასევე არ იმსჯელა მოწმე ნ---------------ის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ საფერფლეში ჩააფერფლა კეპიანმა ახალგაზრდამ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან კეპიანი ქუდი ეხურა გ----------------ეს, რომელიც არ ეწეოდა სიგარეტს და არც საფერფლეში ჩაუფერფლებია. პირი რომელმაც საფერფლეში ჩააფერფლა იყო ლ-–-----–--–---–ი. ამასთან, განაჩენში არ არის ასახული აღნიშნული მოწმის ნათქვამი, რომ ფიზიკური ძალადობა დაიწყო აზერბაიჯანელმა ქალმა, რომელმაც ლ-–-ს ესროლა საფერფლე. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდების მხარის მოწმეებმა იცრუეს, როდესაც თქვეს, რომ გ----------------ს ურტყამდა სამივე ახალგაზრდა. ვიდეო კამერების ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ გ----------------სთვის გ----------------ეს არ დაურტყამს, პირიქით მან ლ-–-----–--–---–ს ხელიდან გამოართვა სკამი. ასევე ჩანს, რომ თურქი მამაკაცის უკან არავინ დგას და არც თავში ურტყამს უკნიდან ვინმე. ასევე ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ გ----------------ემ შეაფურთხა ა----------–----ეს, რაც წინააღმდეგობაშია გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერში ასახულ ინფორმაციასთან. მოწმეების მიერ მითითებული გარემოება, რომ ჩხუბის გამო ქეიფი არავის გაუგრძელებია, არ შეესაბამება სიმართლეს ვინაიდან მეორე მაგიდასთან მსხდომ პირებს ქეიფი არ შეუწყვეტიათ და გ---------------- და მასთან ერთად მყოფი ქალიც კვლავ დასხდნენ მაგიდასთან, რის შემდგომაც დაახლოებით 30-40 წუთი დაჰყვეს სასადილოში. მოწმე მ--------–----ამ ასევე იცრუა როდესაც თქვა, რომ ს---------------------ს არ იცნობს, ვინაიდან როგორც მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, ასევე ს---------------------ის ჩვენებით დადასტურდა მათი ნაცნობობა. მან ასევე იცრუა, როდესაც თქვა რომ ს---------------------ი სასადილოში მივიდა მას შემდეგ, რაც ჩხუბი იყო დაწყებული, თუმცა გამოძიებაში მიცემულ ჩვნებაში მითითებული აქვს რომ მივიდა ჩხუბის დაწყებამდე. ამასთან, თქვა, რომ მას აგინებდა ლ-–-----–--–---–ი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მან ხსენებული პირი, რომელიც თითქოსდა აგინებდა გადაკოცნა. განაჩენში არ არის ასახული მოწმე ე-----------------------ის ნათქვამი, რომ არ იცის თუ ვინ დაიწყო ჩხუბი, თუმცა ჩანაწერში ნახა როგორ ჩააფერფლა ბიჭმა საფერფლეში და ამის შემდეგ ქალმა ბიჭს ესროლა საფერლეო. სასამართლომ დამახინჯებით აღწერა მოწმე ს---------------------ის ჩვენება. ეს ჩვენება მოსამართლეს ამოწერილი აქვს ს---------------------ის 2017 წლის 09 ნოემბრის ჩვენებიდან და არა სასამართლოზე მიცემული ჩვენებიდან, ვინაიდან მოწმემ სხდომაზე მისცა არსებითად განსხვავებული ჩვენება. ამ მოწმის დაკითხვისას დადასტურდა, რომ იგი გამოძიებაში დაიკითხა თარჯიმნის გარეშე, თუმცა იგი სათანადოდ ვერ ფლობდა ქართულ ენას, ამიტომ საჭირო გახდა სასამართლო პროცესზე თარჯიმნის მოწვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია მოსამართლემ მოწმეს დაუნიშნა თარჯიმანი, თუმცა იგი არასწორ თარგმანზე ზეპირსიტყვიერად არც ჩვენების დაწყებამდე და არც ჩვენების დასრულებისას არ გაუფრთხილებია. მას შემდეგ, რაც მოწმე დაიკითხა, გავიდა სხდომის დარბაზიდან და გამოცხადდა შესვენება, მოსამართლემ მეორე მოწმის დაკითხვამდე, თავისთან იხმო თარჯიმანი და გაფრთხილებაზე მოაწერინა ხელი. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლეს უნდა ემსჯელა, რომ მოწმის 2017 წლის 09 ნოემბრის დაკითხვის ოქმი შედგენილი იყო კანონის დარღვევით და არ უნდა აესახა განაჩენში. მოწმე ს---------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იმ დროს როდესაც ბიჭები შევიდნენ ბარში იყო იქ, თუმცა მას ჩხუბის დაწყება არ უნახავს, რადგან ორი პირი წაიყვანა ტაქსით. შემდეგ დაბრუნდა უკან და ნახა, რომ სასადილოში იყო აყალმაყალი, რაც მნიშვნელოვნად არ ჩათვალა, რადგან ასეთი რამ ყოველ დღე ხდება იქ. გინება იყო ,,ამის დედა“ და არა ,,შენი დედა“. მოწმემ განმარტა, რომ იგინებოდა სათვალეებიანი ბიჭი. ბარი ჩხუბის გამო არ დახურულა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ წაიყვანა ბიჭები, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, ხალხი ისევ იქ იჯდა და შემდეგ წავიდნენ. მანვე განმარტა, რომ მოწმის სახით დაკითხული ყველა ქართველი გოგონა, მუშაობს ,,ხ------ სასადილოში“ და ისინი ყოველ დღე მიჰყავს სახლიდან ბარში და ბარიდან სახლში. მოწმეების ნ---------------ის, ს--–-----–----------ს, მ--------–----ას და ე---------------ის ჩვენებები კი თანხვედრაში არ არის ს---------------------ის ჩვენებასთან, რადგან მათ განმარტეს, რომ ბარში არ მუშაობენ, ამასთან სამმა მათგანმა თქვა რომ იქ პირველად იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალბატონები ჩვენების მიცემისას ცრუობდნენ. ს--–-----–----------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი მეორე მაგიდასთან იყო თურქ მამაკაცებთან ერთად, რომლებმაც მიიპატიჟეს. მან დაადასტურა, რომ კეპიანი მამაკაცი აშველებდა, მოჩხუბრებს ეხვეწებოდა დამშვიდებულიყვნენ, ხელებს მაღლა წევდა და გარეთ წასვლას თხოვდა, ამშვიდებდა და ცდილობდა სიტუაციის დაწყნარებას. მას კონკრეტულად კეპიანისგან გინება არ გაუგია, არ დაუნახავს რომ ხსენებულმა პირმა დაარტყა ან შეაფურთხა ვინმეს, რაც მოსამართლემ არ ასახა განაჩენში. მოსამართლემ განაჩენში ასევე არ ასახა მოწმე თ----------–--ის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის შესახებ ფლობს ინფორმაციას და არა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მათ ბარში მომხდარი აღიქვეს სამართალდარღვევად და ვინაიდან გადაწყვიტეს დაკავება გამოიძახა დამხმარე ძალა. რაც შეეხება მოწმეებს თ-----------------ს, შ--–-------------–--ეს, ლ-----------ეს და ა-–-------------------ეს მათთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მათ მისცეს ანალოგიური ჩვენებები, რაც არ წარმოადგენს სიმართლეს, ვინაიდან არცერთმა მათგანმა არ იცოდა რა არის დაკავებულისთვის უფლებების განმარტება და ისე განახორციელეს ხსენებულ პირთა დაკავება, რომ უფლებები არ განუმარტავთ. ამასთან, შ--–-------------–--ე სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რადგან მოსამართლემ კანონის ნორმა განმარტა არასწორად. მოსამართლემ განაჩენში ისე ასახა თარჯიმნების მ-------------ს და ი---------------ის ჩვენებები, რომ არ უმსჯელია გამოვლენილ დარღვევებზე, კერძოდ არ უთქვამს, რომ მოწმე ი---------------ს ქართულად საკუთარი დაბადების თარიღის თქმაც გაუჭირდა და რუსულად თქვა, ამასთან, მოწმემ თქვა, რომ გ----------------ს დაზიანებები არ ეტყობოდა და ერთი სული ჰქონდა პოლიციიდან წასულიყო. მართალია ა------- დაკავებული არ იყო, თუმცა მას პოლიცია არ უშვებდა. იგი ბოლოს მივიდა რათა დოკუმენტზე მოეწერა ხელი და წაკითხულიდან რა შინაარსიც გამოიტანა ის უთარგმნა გ----------------ს თავის ენაზე, დეტალურად არ უთარგმნია, რადგან სამართლებრივი თარგმანი არ შეუძლია. მოწმე ა------–--–--–---მა განაცხადა, რომ ამოცნობისას ოთახში ქალი არ შესულა, რითაც დადასტურდა, რომ ამოცნობა ქალის მიერ არ მომხდარა, მას დოკუმენტი არ წაუკითხვას და ბრმად მოაწერა ხელი, ხოლო გ-------------------მა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვა თარჯიმანი არ მიუყვანეს და ისე მოაწერა ხელი, რომ შინაარსს ვერ გაეცნო. მათი განმარტებები კი განაჩენში ასახული არ არის. მოსამართლემ კანონის დარღვევით გამოაქვეყნა გ----------------ს, დ--------------------ს, რ----------–--ის, ი-–-------------–-ს და ზ-------------ს მიერ მიცემული ჩვენებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოჩანაწერში საერთოდ არ ჩანს ე---------------ის სახე და საინტერესოა სად დაინახა მოსამართლემ მისი უკმაყოფილო გამომეტყველება თითქოსდა მსჯავრდებულთა გინებაზე. მოსამართლე განაჩენში ასევე არასწორად ასახვს, რომ თითქოსდა ჩანს გ----------------ის მიერ გ----------------ს მიმართულებით ფეხის მოქნევა. ს---------------------ი ყველაზე ახლოს იყო მაგიდასთან და მას არ დაუდასტურებია მსგავსი რამ. გ----------------ემ ფეხი ჩამოიღო სკამის კიდედან და არავისთვის მოუქნევია. მოსამართლე ფაქტებს ამძიმებს მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ. ბრალდების მხარის მიერ დაულუქავ დისკთან დაკავშირებით კი მოსამართლემ განმარტა, რომ დაცვის მხარეს უნდა ემტკიცებინა, რომ მოხდა დისკის ცვლილება, რაც არასწორია, რადგან მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აპელანტს მიაჩნია, რომ გაუგებარია თუ როგორ გაიგო გამომძიებელმა ზ-------------ემ მომხდარის შესახებ, რომელიც არ არის 112-ის თანამშრომელი და არც 112-ში შესული ზარის შესახებ უთქვამს ვინმეს რამე. ამასთან, იგი იყო მთავარი გამომძიებელი, რომლის ჩვენებითაც უამრავ დარღვევას გაესვა ხაზი, კერძოდ, მან თქვა, რომ დაკითხვისას აკოპირებდა ჩვენებებს და ისე აკეთებდა განმეორებით გამოკითხვებს, დისკი, რომელიც უნდა დალუქულიყო არ არის დალუქული, უცხოელ მოწმეთა დაკითხვისას არ არის ნათარგმნი მათ მიერ განხორციელებული მინაწერი, მან არ იცის რა არის ხულიგნობა და რით განსხვავდება წვრილმანი ხულიგნობისგან, თუმცა გამოძიების დაწყებისას დაწერა, რომ სახეზე იყო 239-ე მუხლით გათალისწინებული ქმედება. თუმცა ეს ყველაფერი განაჩენში ასახული არ არის. საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა დაადასტურეს ასევე მოწმეებმა თ-----------–---ემ და გ-------------–--მ. მოსამართლემ გ----------------ის პირადად ამოცნობის ნაცვლად ფოტოსურათებით ამოცნობის ჩატარება გაამრთლა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით რომ გ----------------ე იმყოფებოდა საავადმყოფოში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან იგი დიდი ხანი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ვიდრე მას სასტიკად არ სცემდნენ, იმ დროს როდესაც ჩატარდა ლ-–- და ი---------–--–---–ების ამოცნობა, შესაძლებელი იყო გ----------------ის ამოცნობის ჩატარებაც. აღნიშნული განაჩენით დაირღვია მსჯავრდებულად ცნობილი პირების კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. როდესაც პირის ქმედება მიმართულია კონკრეტული პირისკენ და მას ამოძრავებს პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ დაუპირისპირდეს საზოგადოებას, ე.ი. როდესაც ის არ გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი და მისი ქმედება არ არის უმოტივო, აღნიშნული ქმედება არ დაკვალიფიცირდება ხულიგნობად. (27.03.2007 წლის N720აპ-06). უზენაეს სასამართლოს ასევე აქვს გაკეთებული განმარტება, რომ როდესაც მსჯავრდებულმა მხოლოდ ერთი პირის მიმართ გამოავლინა აგრესია და მისი ქმედება იყო მკაფიოდ მოტივირებული, რომელიც პირადი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა და იქვე მყოფი სხვა პირებისათვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ადგილი არ აქვს საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას, ხულიგნობის დანაშაულის კონტექსტში. აღსანიშნავია ასევე, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სამართლიანი სასამართლოს სტანდარტი ეყრდნობა შეფასებას, რომ სასამართლო არა მარტო უნდა იყოს სამართლიანი, არამედ უნდა გამოიყურებოდეს კიდეც ასეთად. სამწუხაროდ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესი, მათ შორის პროცესუალურ ასპექტებთან დაკავშირებული ელემენტები, შეჯიბრებითი უნდა იყოს და ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, ყოველთვის უნდა იყოს კანონიერი და სამართლიანი. აპელანტი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსამართლემ უგულებელყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსამართლე მსჯელობს გამამტყუნებელ სტანდარტზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლზე, თუმცა ვერ ასაბუთებს მას, რადგან მსჯავრდებულებს არ დაურტყამთ ს------ ბ-------------ისთვის, სამი თურქი მძღოლისთვის, მიმტანისთვის და მოწმე ქალბატონებისთვის, გარდა ა----------–----ისა. ეს იყო ჩხუბი და არა ხულიგნობა. აღნიშული აგრესია მიმართული იყო კონკრეტული პირების და არა საზოგადოების მიმართ. ჩხუბი დაიწყო გ----------------მ და იგი იყო ჩხუბის ინიციატორი. სახეზე არ არის ხულიგნობის მოტივი, რაც წინ უნდა უსწრებდეს ქმედებას. გ----------------ე, კი იყო გამშველებელი. ხულიგნობის დროს ჩხუბის დაწყების საბაბი უნდა იყოს დანაშაულებრივი. განჩენში მითითებულია, რომ ძალადობა დაიწყო გ----------------ის მხრიდან გ----------------ს მიმართულებით ფეხის მოქნევით, თუმცა მოქნევა რომ ძალადობა არ არის ამაზე არაფერია ნათქვამი განაჩენში. ქმედების ხულიგნობად კვალიფიკაციისთვის სახეზე უნდა იყოს სუბიექტური და ობიექტური ნიშანი, ე.ი. ხულიგნობის ჩამდენი უნდა დაუპირისპირდეს საზოგადოებას და უნდა ხელყოს საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობის ნორმები. მოცემულ შემთხვევაში მსგავსს ადგილი არ ჰქონია. მსჯავრდებულები, განსაკუთრებით კი, გ----------------ე არავის დაპირისპირებია. ის, რომ ბიჭები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ბარში, არ ნიშნავს, რომ ვინმეს დაუპირისპირდნენ. ბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და შიგნით თავისუფალი გადაადგილება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ქმედების ხულიგნობად კვალიფიკაციისთვის სახეზე უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. ე.ი. ამ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემთხვევის ადგილი, ვითარება და ვითარების ხელშეშლის შედეგი. ამ დროს საზოგადოებრივი წესრიგი უბრალოდ კი არ უნდა დაირღვეს, არამედ უნდა ჩაიშალოს, მოცემულ შემთხვევაში კი ასეთს ადგილი არ ჰქონია. აპელანტი ასევე განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრის დროს პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები და არ იმსჯელა, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს სხვა ალტერნატიული სასჯელი. მოსამართლე მ------------–---–მა მოცემული საქმის განხილვა განაგრძო, როგორც სათადარიგო მოსამართლემ იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც შეჩერდა მისი განხილვა, რაც აპელანტს მიაჩნია რომ არასწორია, ვინაიდან იგი ვალდებული იყო საქმის განხილვა დაეწყო თავიდან. საქმეში ჩართვის შემდეგ მ------------–---–მა დააყენა მხოლოდ სასამართლოს აცილების საკითხი და არ უკითხავს ბრალდებულებისთვის ჰქონდათ თუ არა სასამართლოს, პროკურორის ან ადვოკატის მიმართ აცილება, არ უკითხავს პროკურორისთვის ჰქონდა თუ არა ადვოკატების მიმართ აცილება, ან დაცვას ხომ არ ჰქონდა პროკურორის მიმართ აცილება. ასევე არ დაუყენებია სხდომის მდივნის აცილების საკითხი. 2018 წლის 30 იანვარს ბრალდების მხარემ დასაკითხად წარადგინა მოწმე შ--–-------------–--ე, რომელიც ესწრებოდა წინა სხდომას, სადაც მხარეებმა წარმოთქვეს შესავალი სიტყვები, თუმცა მოსამართლემ მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით დამაბრკოლებელი გარემოება ვერ დაინახა და განმარტა, რომ მოწმე დაიკითხებოდა, რადგან მსგავსი აკრძალვა კანონით არ არსებობდა. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმათა მოთხოვნები და დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან შედარებით ჩააყენა არახელსაყრელ და არათანაბარ მდგომარეობაში, ვინაიდან მოწმეს ჰქონდა შესაძლებლობა, წინა სხდომაზე პირადად გაცნობოდა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და აღნიშნულის გათვალისწინებით მიეცა ჩვენება, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას, სიზუსტესა და გულწრფელობას. მოსამართლემ კანონიერად ჩათვალა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომელშიც წერია, რომ ა----------–----ემ დარეკა 112-ში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა არა ა----------–----ის მიერ 112-ში დარეკვას, არამედ იმას, თუ როგორ გახდა აღნიშნული გამომძიებლისთვის ცნობილი. ბარათში უნდა იყოს მითითებული თუ როგორ გახდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილი, რამაც გამომძიებელს უფლება მისცა დაეწყო გამოძიება. 2018 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომა მოსამართლემ უკანონოდ დახურა იმ მიზეზით, რომ თითქოსდა სასამართლო სხდომაზე დარბაზიდან მომდინარეობდა არაადეკვეტური ქმედებები, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს აღეძვრებოდა მოწმის მოსმენისას, მისი ლექსიკიდან და საუბრის მანერიდან გამომდინარე. მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, რატომ გახდა უკიდურესი აუცილებლობის ზომის გამოყენება საჭირო და რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა ასეთი გადაწყვეტილება. სხდომა დაიხურა არა ნაწილობრივ, არამედ სრულად, რისი საჭიროებაც არ არსებობდა. მოსამართლის ეს ქმედება სცდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ გ---------------- მოწმის სახით დაიკითხა მაგისტრ მოსამართლესთან, რომელიც იყო თავად მ------------–---–ი, რომელმაც მოწმის დაკითხვა აწარმოა საქართველოს სსკ-ის 370-ე და 3711 მუხლებით მოსალოდნელი პასუხისმგებლობის გაფრთხილების გარეშე. მოწმის დაკითხვის მე-5 გვერდზე, იქ სადაც დასრულდა მოწმის დაკითხვა მითითებულია, რომ დაკითხვის ბოლოს მოსამართლე აფრთხილებს მოწმეს. ამასთან, აღნიშნულს ხსნის იმით, რომ ,,ფიცის დადების შემდეგ, მან განმარტა, რომ სიმართლე თქვა ფიცის დადებამდე“, რაც ასევე მოსამართლის ინტერპრეტაციაა, ვინაიდან გ------- ა------მ თქვა: ,,ვფიცავ, რომ სიმართლეს ვამბობ“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულებმა გ----------------ემ და ლ-–-----–--–---–მა, ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თ---------------------ემ, მ--------------–---ამ და თ--------------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა მის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი---------–--–---–ს და გ----------------ეს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ხოლო ლ-–-----–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 09 ნოემბერს ღამის საათებში ქ-----––---–ი, ს-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თურქულ რესტორან ე.წ. „ჰ--------------–-“, ქ-----––---–ი მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფბმა ლ-–-----–--–---–მა, მეგობრებთან ი----------–--–---–თან და გ----------------ესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, რესტორანში მყოფ როგორც უცხო ქვეყნის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს და რესტორნის მომსახურე პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ლ-–-----–--–---–ი იარაღად სკამის გამოყენებით კვლავ ცდილობდა შეკრებილი საზოგადოებისათვის ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რა დროსაც უხეშად დაირღვა რესტორანში შეკრებილი მოქალაქეების საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენით სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ი---------–--–---–ის, გ----------------ის და ლ-–-----–--–---–ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, ამასთან ლ-–-----–--–---–ის მიერ იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–-----–--–---–მა, ი---------–--–---–მა და გ----------------ემ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 09 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ-----––---–ი, ს-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თურქულ სასადილოში „ჰ-----------–-“, მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა ი---------–--–---–მა, ლ-–-----–--–---–მა და გ----------------ემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მყოფ მოქალაქეებს და რესტორნის მომსახურე პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ გადაწვით. რა დროსაც უხეშად დაირღვა სასადილოში შეკრებილი მოქალაქეების საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობით და ძალადობის მუქარით. ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ადგილზე მყოფმა საზოგადოების წევრებმა ნ---------------ემ და გ----------------მ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენით ი---------–--–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ი---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

ლ-–-----–--–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ლ-–-----–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

გ----------------ე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გ----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამანშავედ არ ცნო და განამრტა, რომ 2017 წლის 08 ნოემბერს ლ-–-----–--–---–თან და ი---------–--–---–თან ერთად იმყოფებოდა რ-----ში მეგობრის დაბადების დღეზე, საიდანაც წამოვიდნენ დაახლოებით 2 საათზე. სამივე იყო ფხიზელი და სეირნობდნენ ქალაქში. ავტოგასამართ სადგურზე იყიდეს სიგარეტი, სადაც მათ შეხვდნენ პოლიციელები, რომელთა შორის იყო თ-----------------ი. როდესაც გამოვიდნენ და განაგრძეს სეირნობა დაინახეს, რომ საბარგო სადგურთან მდებარე ბარი იყო ღია. იგი ამ ადგილას იყო პირველად. მათ გადაწყვიტეს ბარში შესვლა, რათა დაელიათ ჩაი. პირველი შევიდა ი-----ი, რომელსაც შეჰყვა თავად, შემდეგ კი ლ-–-----–--–---–ი. შესასვლელთან იჯდა ქალბატონი, რომელსაც მიესალმნენ, თუმცა პასუხი არავინ დაუბრუნათ. მათ აღნიშნულისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ,,ბ--–---“ უბრალოდ იკითხა ,,რა იყო ქართველები არ ხართო?“ ბარში ისხდნენ სხვა პირებიც. შესვლისას იგი წავიდა ბარში მდებარე სარკისაკენ და საუბრობდა ტელეფონზე. თავად შეკვეთა არ მიუცია, რადგან მისმა მეგობრებმა იცოდნენ რა უნდოდა და ისინი შეუკვეთდნენ. ტელეფოზე საუბრისას უკნიდან ესმოდა ა----------–----ის უკმაყოფილო საუბარი, რომელიც რაღაცას უყვიროდა ლ-–- და ი---------–--–---–ებს, თუმცა სიტყვებს ვერ არჩევდა და შესაბამისად ვერ გაიგო რაზე იყო გაბრაზებული. იგი მობრუნდა და ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ბარში ქართველების შესვლა არ შეიძლებოდა და აგინებდა მათ, რომ წასულიყვნენ, თუმცა არ უთქვამს, რომ იყო ბარის მეპატრონე. მათ ქალბატონი ეგონათ უბრალო კლიენტი. ლ-–-----–--–---–ი ესაუბრებოდა გვერდით მაგიდაზე მჯდომ აზერბაიჯანელ ქალს და თურქ მამაკაცს, რომლებიც გახდნენ ძალიან აგრესიულები. იგი მივიდა ქალბატონთან და ჟესტებით ანიშნებდა დაწყნარებულიყო, მაგრამ ქალბატონიც და მამაკაციც იყვნენ მთვრალები. ქალი ყვიროდა და იწევდა მისკენ. შემდგომ ესროლა საფერფლე, რომელიც აიცილა და არ მოხვდა. თურქი მამაკაცი კი დასარტყმელად წავიდა ლ-–-სკენ, რომელსაც დაარტყა და წააქცია. ატყდა ჩხუბი, რა დროსაც იქ მყოფი ქალები აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი ცდილობდა გაენეიტრალებინა სიტუაცია და დაემშვიდებინა ისინი. მეორე მაგიდასთან მყოფი პირები არც ამდგარან, ისევ აგრძელებდნენ ქეიფს. ამ დროს მან დაინახა, რომ იმ კაცს კვლავ ხელში ეკავა საფერფლე, რომლის სროლასაც აპირებდა. ლ-–-----–--–---–მა ხსენებული თურქი მამაკაცი წააქცია, რადგან იცავდა თავს. მას და მის მეგობრებს არავისთვის დაურტყამთ ხელი, პირიქით მათ ურტყამდნენ ხელს ქალები და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ლ-–-----–--–---–ს ურტყამდა ხუთი კაცი, ამიტომ მათ მოსაგერიებლად ლ-–-მ აიღო სკამი, თუმცა მან გამოართვა და დადო გვერდზე. იქ მყოფები ესროდნენ თეფშებსა და ჭიქებს. ამ დროს ლ-–- იდგა მის გვერდით, ი-----ი კი წინ და კარგად დაინახა, რომ მის მეგობრებს არავისთვის დაურტყამთ და როგორც კი საშუალება მიეცათ გავიდნენ გარეთ. ბარიდან ჯერ თავად გავიდა, სადაც დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა თ-----------------მა გაარკვია სიტუაცია უთხრა, რომ წასულიყო სახლში, რაზეც უპასუხა, რომ მეგობრებს ელოდებოდა და წავიდოდა. რამდენიმე წუთში მათთან მივიდა დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც უთხრა, რომ უნდა დაეკავებინათ ადმინისტარციული წესით. ამიტომ თ-----------------მა უთხრა ჩამჯდარიყო მანქანაში. მან დაურეკა მამას და უთხრა, რომ იყო დაკავებული და უნდა გადაეყვანათ სამმართველოში. მისთვის უფლებები არავის განუმარტავს და არც დაკავების ოქმი შეუდგენიათ.

 

ი---------–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამანაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, იგი მეგობრებთან გ----------------ესთან და ლ-–-----–--–---–თან ერთად რ------დან გამოსვლის შემდეგ სეირნობდა ქალაქში, რა დროსაც პირადად მას დალეული ჰქონდა 2-3 ჭიქა სასმელი. ,,გალფის“ სადგურზე შეიძინეს სიგარეტი და ჩაის ან ყავის დასალევად შევიდნენ საბარგო სადგურზე არსებულ ბარში. იქნებოდა დაახლოებით ღამის 2 საათი. ბარში პირველი შევიდა თავად, უკან მიჰყვებოდა გ----------------ე, ბოლოს კი, ლ-–-----–--–---–ი. შესვლისას რამდენჯერმე მიესალმა იქ მყოფებს, თუმცა პასუხი არავინ დაუბრუნა. აღნიშნულზე განაწყენებულმა შეიგინა და თქვა, რომ საქართველოში ქართულ სალამზე არ პასუხობდნენ. ეს გინება არ იყო კონკრეტულად ვინმესკენ მიმართული. გ----------------ე ბარში შესვლისთანავე ტელეფონზე საუბრით წავიდა ბარის ბოლოსკენ არსებული სარკისაკენ, ხოლო ლ-–-----–--–---–მა გადაკოცნა და მოიკითხა იქ მყოფი ერთ-ერთი ნაცნობი გოგონა. თვითონაც ამ გოგოს ელაპარაკებოდა. შემდეგ მივიდა ერთ-ერთ მაგიდასთან, სადაც იჯდა ერთი ქალბატონი და ტელეფონი ეკავა ხელში. იგი დაინტერესდა რას აკეთებდა ქალბატონი ტელეფონში და დახედა. შემდეგ ამ გოგოსთან საუბარი განაგრძო ცოტა მოშორებით, რა დროსაც თავად იდგა ხალხისგან ზურგით. მათი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი. ამ დროს ლ-–-----–--–---–ი იდგა მაგიდასთან, სადაც ისხდნენ აზერბაიჯანელი ქალი და თურქი მამაკაცი და ამბობდა, რომ ვერ გაიგო რა უნდოდათ მისგან, რადგან საფერფლეში ზრდილობიანად ჩაუფერფლა სიგარეტი და ამაზე იყვნენ გაბრაზებულნი. მათთან მივიდა გ----------------ეც. მისი და მისი მეგობრების მხრიდან გინებას და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ამ დროს აზერბაიჯანელმა ქალბატონმა გ--------ს ესროლა საფერფლე, რომელიც აცდა, რის შემდეგაც დაიძაბა სიტუაცია, ყველა ადგა ფეხზე, თურქმა მამაკაცმა კი ლ-–-----–--–---–ს დაარტყა. შემდეგ კი დაინახა, რომ იმ კაცს ხელში ეკავა საფერფლე, რაც აღიქვა საფრთხედ, ამიტომ წააქცია მამაკაცი. იქ მყოფი ქალები ყვიროდნენ, იყო არეულობა, მათი მიმართულებით ისროდნენ თეფშებს, თუმცა არ დაუნახავს კონკრეტულად ვინ ისროდა. ბარიდან გამოსვლისას, გარეთ დახვდათ პოლიციელი თ-----------------ი, რომელმაც უთხრა რომ ვითარების გასარკვევად უნდა გადაეყვანათ პოლიციაში. ი----- ბ--–--–----–მა განმარტა, რომ რესტორანში შესვლისას ხულიგნობის ჩასადენად წინასწარი განზრახვა არ ჰქონიათ.

 

ლ-–-----–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მეგობრებთან ი---------–--–---–თან და გ----------------ესთან ერთად შევიდა ბარში, რა დროსაც ორჯერ მიესალმნენ იქ მყოფებს, თუმცა პასუხი არავინ გასცათ. ამაზე განაწყენებულმა ი---------–--–---–მა შეიგინა ზოგადად. გინება კონკრეტულად არავისკენ ყოფილა მიმართული, გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველოში სალამზე პასუხს არ ცემდნენ. შესვლისას ათვალიერებდნენ ადგილს, თუ სად დამსხდარიყვნენ. მან ბარში ნახა ნაცნობი გოგონები, რომლებსაც გამოელაპარაკა. ი-----ი ბარის ბოლოში სარკესთან ელაპარაკებოდა ს--–----ს. თავად ეწეოდა სიგარეტს და მოწევის დასრულების შემდეგ არ სურდა ე.წ. ,,ბიჩოკის“ ძირს დაგდება, ამიტომ მივიდა ყველაზე ახლოს მდგომ მაგიდასთან, სადაც ისხდნენ აზერბაიჯანელი ქალი და თურქი მამაკაცი, თავი დაუკრა ქალბატონს, აიღო საფერფლე, ჩადო სიგარეტის ნამწვავი და საფერფლე დადო უკან, თან თავაზიანად გაუღიმა. შემდეგ კი ნაცნობ გოგონასთან განაგრძო საუბარი. ამ დროს უკნიდან შემოესმა თურქი კაცის ყვირილი, რომელიც იწევდა მისკენ. იგი ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მამაკაცი წვდა საყელოში და დაარტყა. მან თავდაცვის მიზნით მოიგერია მამაკაცი, რომელიც წააქცია და გაბრუნდა უკან. ხსენებული მაგიდიდან ისროდნენ ჭიქებს. აზერბაიჯანელმა ქალმა აიღო საფერფლე და მირბოდა მისთვის დასარტყმელად. ამ დროს ზურგში იგრძნო ტკივილი და მიხვდა, რომ ხსენებულმა ქალბატონმა ჩაარტყა სკამი, რომელიც გატეხილი ეგდო ძირს. მან თავდაცვის მიზნით აიღო აღნიშნული სკამი და მოიქნია, თუმცა გ----------------ემ გამოართვა და დადო ძირს. ისინი ცდილობდნენ გარეთ გასვლას, მაგრამ ქალები ურტყამდნენ და არ აძლევდნენ გასვლის საშუალებას. იგი ცდილობდა მოეშორებინა ისინი, ამიტომ ეუბნებოდა, რომ დაწყნარებულიყვნენ, რადგან უკვე მიდიოდნენ. ბარიდან გარეთ გასვლისას, მათ გაჰყვათ ტაქსისტი ს------ი. გარეთ დახვდათ პოლიციის თანამშრომლები. ლ-----------ემ უთხრა, რომ იყო დაკავებული. იგი ჩასვეს ავტომანქანაში და სიტუაციაში გასარკვევად გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე ა----------–----ის ჩვენებით დასტურება, რომ მას ახლობლები ეძახიან მ---ს. იგი 18 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ---- ი--–--თან. დაახლოებით 2 წელია მათ კვების ობიექტის გასახსნელად ქ-----––---–ი, ს-------------------ს დასახლებაში იქირავეს მიწის ნაკვეთი და ააშენეს ობიექტი, რომელსაც ფლობენ ნოტარიულად დამოწმებული ხუთწლიანი ხელშეკრულებით. მათ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იქირავეს მ-------–------–---–-სგან. მათ ხსენებულ ობიექტში გახსნეს თურქული რესტორანი „ხ-----“, სადაც ძირითადად შედიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - მძღოლები, რომლებიც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე გადაადგილდებიან გვიან ღამით. რესტორანში შედიან ასევე სხვა ეროვნების მოქალაქეებიც, რომლებსაც ჩვეულებრივად ემსახურებიან. მართალია ინდ.მეწარმე არის მისი მეუღლე, თავად ოფიციალურად დასაქმებული და გაფორმებული არ არის, მაგრამ ისინი ერთად უძღვებიან საქმიანობას. მან გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში იმიტომ თქვა, რომ არის უმუშევარი, რადგან ოფიციალურად არ იყო დასაქმებული, თუმცა ყოველთვის როდესაც მეუღლე მიდის საზღვარგარეთ, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ზედამხედველობს სასადილოს არის თავად. 2017 წლის 08 ნოემბერს, რესტორანი მუშაობდა ჩვეული რეჟიმით. გვიან ღამით, დაახლოებით 02:30 საათზე, მომხმარებლები რესტორნის დარბაზში ისხდნენ ორ მაგიდასთან, რომელთაგან ერთთან ისხდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მამაკაცი და აზერბაიჯანელი ქალბატონი, ხოლო მეორე სუფრასთან თურქეთის მოქალაქე სამი მამაკაცი და ორი ქართველი ქალბატონი მ--------–----ა და ს--–-----–----------, რესტორნის ბართან კი იჯდა ნ---------------ე. რესტორანში ასევე იმყოფებოდნენ დ---–------–--------, მიმტანი ე---------------- და თავად. დაახლოებით 02:40 საათზე, გაჩერდა BMW-ს მარკის ავტომანქანა და რესტორანში შევიდა მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ხსენებულმა პირებმა შესვლისთანავე გამოხატეს აგრესია და შეაგინეს მის ნათლულს ნ---------------ეს, რომელიც მათთან იმყოფებოდა სტუმრად და ელოდა, რათა სამუშაოს დასრულების შემდეგ წასულიყვნენ სახლში. ახალგაზრდებს მიუახლოვდა ე---------------- და მოუწოდა სიმშვიდისკენ. ამასთან, ჰკითხა რას ინებებდნენ. აღნიშნულის გამო მას ერთ-ერთმა პირმა შეაგინა. მიმტანმა მადლობა გადაუხადა და გაერიდა. ამის შემდეგ ხსენებული პირების დამშვიდებას შეეცადა თავად და ვითარების განსამუხტად მიმართა ტერმინით - ,,შვილო“, ჰკითხა რატომ იქცეოდნენ უხეშად, თხოვა დაწყნარებულიყვნენ და თუ რამით სურდათ გამასპინძლება ეთქვათ მისთვის. მიუხედავად აღნიშნულისა ისინი განაგრძობდნენ უცენზურო სიტყვებით საუბარს, ინალძღებოდნენ და იგინებოდნენ. ამიტომ მან აიღო ტელეფონი, რათა დაერეკა პოლიციაში, რაც დაინახეს ხსენებულმა პირებმა და უთხრეს, რომ სადაც უნდოდა იქ დაერეკა, მათ არავისი ეშინოდათ, რადგან ა---––---ში თავად წყვეტდნენ ყველა საკითხს. მათთან ერთად მყოფ პირს, რომელსაც ეკეთა სათვალე მიმართავდნენ ,,ბატონო კ----თი“. როგორც მოგვიანებით შეიტყო იგი იყო კ---- ბ--–--–---–ი, რომელიც იყო სრული აღნაგობის, მაღალი, მრგვალი პირსახის, სწორი ცხვირით, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და ეკეთა გამჭვირვალე სათვალე. კ---- ბ--–--–---–იც იყო აგრესიული და აგინებოდა. მამაკაცები დადიოდნენ მთელ დარბაზში და აგინებდნენ ყველას. ამის შემდეგ იმ მაგიდასთან სადაც იჯდა თურქეთის მოქალაქე გ---------------- აზერბაიჯანელ ქალთან ერთად მივიდა ხსენებულ პირთაგან ერთ-ერთი, საშუალო აღნაგობის ახალგაზრდა და სიგარეტი ჩაუფერფლა საფერფლეში. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გ---------------- ადგა ფეხზე და მას ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რა დროსაც სამივე მამაკაცმა შუაში მოიქციეს გ----------------, რომელსაც ერთ-ერთმა პირმა დაარტყა. აღნიშნულის დანახვაზე, გ-------თან მყოფმა ქალბატონმა ისროლა მათი მიმართულებით საფერფლე, რომელიც არავის მოხვედრია. ამის შემდეგ სათვალიანმა მამაკაცმა წააქცია გ-------ი და ურტყამდა. ჩხუბის დროს გ---------------- რამდენჯერმე დააგდეს ძირს. მოწმის განმარტებით, მან დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. შემდეგ ფეხზე წამოაყენა გ----------------. ამ დროს ახალგაზრდებს, რომლებიც ისევ იწევდნენ გ----------------ს საცემად, მასთან მიახლოებაში ხელს უშლიდნენ მ---------–----ა, ნ---------------ე, ე---------------- და ტაქსის მძღოლი ს---------------------ი. ამასთან, მას თავის არეში ორჯერ ძლიერად ჩაარტყა ხელი პირმა, რომელსაც თავზე ეფარა კეპი, როგორც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი - გ-----------ემ, რა დროსაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა თავის არეში. ამის შემდეგ ლ-–-----–--–---–მა აიღო სკამი ხელში და უნდა დაერტყა თურქეთის მოქალაქისთვის, თუმცა ერთ-ერთმა გამოართვა და დადო ძირს. იქ მყოფები ცდილობდნენ მდგომარეობის განმუხტვას, ამიტომ მათ სამივე პირი ძალის გამოყენებით გაიყვანეს სასადილოდან. ამ დროს ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ხსენებულ პირებს მოუწოდეს წესრიგისაკენ, თუმცა მათ პოლიციის თანამშრომლებსაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ დაემორჩილნენ მოწოდებას დაეცვათ წესრიგი და დაწყნარებულიყვნენ. ამიტომ პოლიციის თანამშრომლებმა სამივე ახალგაზრდა დააკავეს ფიზიკური ძალის გამოყენებით. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს, კ---- ბ--–--–---–მა, ლ-–-----–--–---–მა და გ-----------ემ რესტორანში დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, იქ მყოფი საზოგადოების და მის მიმართ გამოხატეს უპატივცემულობა, ცემეს თურქეთის მოქალაქე გ----------------, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას, ნ---------------ეს და ბარში მყოფ სხვა პირებს. ამ შემთხვევის გამო, რესტორანში მყოფმა პირებმა შეწყვიტეს ქეიფი, რის გამოც თავადაც მოუწია მუშაობის შეწყვიტა. თურქ მამაკაცს აინტერესებდა რა მოხდა რეალურად, ამიტომ მათ უყურეს რესტორანში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერს. იგი იმავე ღამით გამოსაკითხად წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს მომდევნო დღეებში. მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც ამოღებულ იქნა დამტვრეული ჭურჭელი და ელექტროგამომთვლელი. მან ასევე მონაწილეობა მიიღო გ-----------ის ფოტოსურათით ამოცნობაში, რადგან ამ უკანასკნელის შეუძლოდ ყოფნის გამო პირადად ამოცნობა ვერ ჩატარდა. ამოსაცნობ პირთა გარეგნობა კარგად ახსოვს, რადგან ხსენებული პირები პირადად აყენებდნენ შეურაცხყოფას და გინების დროს სახე ახლოს მიჰქონდათ მის სახესთან.

 

მოწმე ნ---------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მ-------–----ე არის მისი ნათლია, რომელთანაც იმყოფებოდა სტუმრად. 2017 წლის 08 ნოემბერს, საღამოს მივიდა თურქულ რესტორან „ჰ-----------–-“, სადაც მიირთვა საჭმელი და რადგან საქმე არ ჰქონდა გვიანობამდე დარჩა რესტორანში, უსმენდა მუსიკას და საუბრობდა პერსონალთან. დაახლოებით 02:30 საათისთვის რესტორანში გაშლილი იყო ორი მაგიდა, რომლებთანაც ისხდნენ თურქი ეროვნების მამაკაცები და გოგონები. თავად კი მარტო იჯდა რესტორნის ბარის წინ მდებარე პირველ მაგიდასთან. ამ დროს რესტორანში შევიდა მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც ერთმანეთს მიმართავდნენ სახელებით, ამიტომ დაიმახსოვრა მათი სახელები. მოგვიანებით კი, პირად საუბრებში ნაცნობებისგან შეიტყო, რომ ხსენებული პირები იყვნენ ი---------–--–---–ი, ლ-–-----–--–---–ი და გ-----------ე. ახალგაზრდებს ეტყობოდათ, რომ იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ბიჭებმა შესვლისთანავე დაუწყეს გინება იმ მიზეზით, რომ არ მიესალმნენ და ამბობდნენ ,,მაინცდამაინც თურქულად უნდა მოგესალმოთ, რომ მოგვესალმოო?“. იგი გაერიდა მათ, რათა არ მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა. ხსენებული პირებიდან პირველად გინება დაიწყო მაღალმა, სრული აღნაგობის ბიჭმა, რომელსაც ეკეთა გამჭვირვალე სათვალე, ჰქონდა შავი ფერის მოკლედ შეჭრილი სწორი თმა და სწორი ცხვირი. მას აყვნენ დანარჩენებიც, რომლებიც ასევე იგინებოდნენ. ამის შემდეგ სამივე პირმა გინება დაუწყო რესტორნის მიმტან - ე---, რომელმაც ჰკითხათ ხომ არ მიირთმევდნენ რამეს. ე--- მათ გადაუხადა მადლობა, რადგან არ სურდა სიტუაციის დაძაბვა. ვინაიდან ხსენებული პირები კვლავ აგრძელებდნენ უმიზეზოდ ლანძღვა-გინებას, მათ დამშვიდებისკენ მოუწოდა მ-------–----ემ და უთხრა, თუ რამე სურდათ გაუმასპინძლდებოდა. აღნიშნულზე სამივე ახალგაზრდა შებრუნდა მ---სკენ და ერთ-ერთმა, საშუალო აღნაგობის, მაღალმა ბიჭმა, რომელსაც ეფარა კეპი სახეში შეაფურთხა მ---ს და დაუწყო უცენზურო სიტყვებით გინება. მას აყვნენ დანარჩენი ორიც, რომლებიც დედის მისამართით აგინებდნენ მ---ს და სამივე მათგანი ეუბნებოდა ,,დაგიწვავთ რესტორანს, შენ არ იცი ვინ ვართ მთელი ა---––---ს ბედს ჩვენ ვწყვეტთო“. რაზეც მ---მ უპასუხა, რომ დარეკავდა პოლიციაში. ხსენებული პირები კი, კვლავ ეუბნებოდნენ ,,ა---––---ს ბედს ჩვენ ვწყვეტთ, სადაც გინდა იქ დარეკეო“. კ---- ბ--–--–---–იც იყო აგრესიული და იგინებოდა. ამის შემდეგ მ--- გავიდა გარეთ. ხსენებულმა პირებმა, კი დაიწყეს რესტორნის დარბაზში მიმოსვლა, რა დროსაც ქართულ ენაზე აგინებდნენ სუფრაზე მყოფ პირებს. მათგან ერთ-ერთი, რომელსაც ეხურა კეპიანი ქუდი, გაჩერდა მაგიდასთან, სადაც ისხდნენ თურქი ეროვნების მამაკაცები, ს--–----ს ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი და ჰკითხა რატომ უღებდა ვიდეოს, თუმცა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ს--–---- ვიდეოს არ იღებდა დაუბრუნა უკან. ამის შემდეგ, კ----მ ს--–---- გაიყვანა რესტორნის ოთახის ბოლოში მდებარე სარკესთან და ელაპარაკებოდა. ამ მომენტში იმ მაგიდასთან, სადაც იჯდა თურქი მამაკაცი ქალბატონთან ერთად, მივიდა კეპიანი ახალგაზრდა და ჩაუფერფლა საფერფლეში. აღნიშნულის გამო თურქი მამაკაცი ადგა ფეხზე და ჰკითხა რა ხდებოდა. მაგიდასთან ატყდა გაწევ-გამოწევა, რა დროსაც დაინახა, რომ ამ თურქ მამაკაცს, ახალგაზრდათაგან ერთ-ერთმა დაარტყა ხელი, რის გამოც მამაკაცთან ერთად მყოფმა აზერბაიჯანელმა ქალმა ბიჭს ესროლა საფერფლე, რომელიც არავის მოხვედრია. ამის შემდეგ ს--–----სთან მოსაუბრე ი---------–--–---–იც მივიდა მეგობრებთან და ჩაერია კონფლიქტში. რესტორანში ატყდა ჩოჩქოლი, ხსენებული სამი მამაკაცი იგინებოდნენ ქართულად და ურტყამდნენ თურქ მამაკაცს, რომელიც ასევე იქნევდა ხელებს. მათ თურქი მამაკაცი დააგდეს ძირს და ისე ურტყამდნენ. ამ დროს ყველამ დაანება თავი ქეიფს. მ-------–----ე ცდილობდა დახმარებოდა თურქს, რა დროსაც კეპიანმა ახალგაზრდამ 3-4 ჯერ ჩაარტყა თავში ხელი. მოწმემ განმარტა, რომ თავადაც გახეთქილი ჰქონდა ტუჩი, ამასთან, წელის არეში მოარტყეს ფეხი, რითაც განიცადა ძლიერი ტკივილი. თურქ მამაკაცს თავიდან და ყურიდან მოსდიოდა სისხლი. ლ-–-----–--–---–მა ჩხუბის დროს მოიქნია სკამი, თუმცა ვინმეს მოხვდა თუ არა არ დაუნახავს. იგი თავს თვლის დაზარალებულად, რადგან აგინეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ვეღარ შეძლო რესტორანში დარჩენა. სამივე მამაკაცი ძალით გაიყვანეს რესტორნიდან, რა დროსაც მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები. თუმცა ხსენებული პირები არც პოლიციას ემორჩილებოდნენ და აგრძელებდნენ ლანძღვა-გინებას. ადგილზე მივიდა პოლიციის მეორე მანქანაც, რის შემდეგაც სამივე პირი ძალით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. პოლიციის წასვლის შემდეგ იგი მ-------–----ესთან, თურქ მამაკაცთან და ბარის თანამშრომელ გოგონასთან - მ--------- ერთად გავიდა რესტორნის გვერდით არსებულ სამუშაო ოთახში, სადაც უყურეს ვიდეოკამერის ჩანაწერს. ამის შემდეგ იგი სამჯერ გამოკითხეს პოლიციის განყოფილებაში. მანვე მონაწილეობა მიიღო ლ-–-----–--–---–ისა და ი---------–--–---–ის ამოცნობაში, ხოლო გ-----------ე ამოიცნო ფოტოსურათებიდან. მას პირების ამოცნობა არ გაჭირვებია, რადგან მათი ქცევით იყო შეურაცხყოფილი და კარგად დაიმახსოვრა სახეები.

 

მოწმე მ--------–----ას ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ქ-----––---–ი 9-------–-ს ქუჩაზე და ყველა ეძახის მ-----. 2017 წლის 08 ნოემბერს, ღამის საათებში შევიდა ქ-----––---–ი, ს-------------------ს დასახლებაში მდებარე ე.წ. ,,ჰ-----------–-“. ბარში ასევე იმყოფებოდა, ბარის მეპატრონე მ---, რომლის გვარიც არ იცის, მ------------ და ნ----------------ე, რომელიც შემთხვევის ღამეს გაიცნო ბარში. ბარში ერთ მაგიდასთან იჯდა სამი თურქი ეროვნების მისთვის უცნობი მამაკაცი, ქართველ გოგონასთან - ს--–----სთან ერთად, რომელიც მაშინ გაიცნო, ხოლო მეორე მაგიდასთან თურქი ეროვნების მისთვის უცნობი მამაკაცი, სავარაუდოდ აზერბაიჯანელ ქალთან ერთად. დაახლოებით 02:30 საათზე, ბარში შევიდა ნაცნობი ქ-----––---–ი მცხოვრები ლ-–-----–--–---–ი, რომელსაც ახლდნენ მისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი. მათგან ერთი იყო მაღალი, სრული აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და გამჭვირვალე სათვალით, ხოლო მეორე პირს თავზე ეფარა კეპი, იყო საშუალო სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, სწორი ცხვირით. ხსენებულ პირებს ეტყობოდათ, რომ იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, ამიტომ მოერიდა ლ-–- ბ--–--–---–თან კონტაქტს და არ მიესალმა. აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს აგრესია, კერძოდ, კეპიანმა მამაკაცმა ნ-----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმის გამო, რომ თითქოსდა ნ----- არ მიესალმა ბარში შესულებს. მათთან მივიდა მი---------- და ჰკითხა რას ინებებდნენ, რომელსაც უთხრეს ,,აქ ქართულად რატომ არ ლაპარაკობთ, რა ხდებაო“ და ყველას მისამართით დაიწყეს გინება. ამის შემდეგ მივიდნენ მაგიდებთან მსხდომ პირებთან, რომლებსაც ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მერე კი მივიდნენ ბარის მეპატრონის - მ---ს მაგიდასთან, რომელიც დგას შესასვლელ კართან ახლოს და ემუქრებოდნენ, რომ დაუხურავდნენ ბარს და გადაუწვავდნენ იქაურობას. მ--- ცდილობდა მათ დაწყნარებას და მიმართავდა სიტყვით -,,შვილო“, თუმცა არ წყნარდებოდნენ, რა დროსაც კეპიანმა მამაკაცმა მ---ს შეაფურთხა. ხსენებული პირები დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დადიოდნენ ბარში და მას და ბარში მყოფ ყველა პირს, უმიზეზოდ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფას. იგი ცდილობდა სიტუაცია არ დაძაბულიყო და ფიქრობდა, რომ კეთილგანწყობის გამოხატვითა და ღიმილით აერიდებინა თავიდან კონფლიქტი. მან დაინახა, რომ სათვალიანი მამაკაცი მივიდა იმ სუფრასთან სადაც იჯდა სამი თურქი მამაკაცი და ერთი ქართველი გოგონა, რომელსაც უთხრა რატომ გვიღებო და ხელიდან გამოართვა ტელეფონი. როცა დარწმუნდა, რომ გოგონა ვიდეოს არ იღებდა, ტელეფონი დაუბრუნა უკან. შემდეგ გავიდნენ გვერდზე და საუბრობდნენ. ლ-–-----–--–---–ი მივიდა იმ მაგიდასთან, სადაც ისხდნენ თურქი მამაკაცი და აზერბაიჯანელი ქალი, მათი მაგიდიდან აიღო საფერფლე, ჩააქრო სიგარეტი და გამომწვევად დააბრუნა მაგიდაზე, რაც თურქმა მამაკაცმა მიიჩნია შეურაცხყოფად, წამოდგა ფეხზე და მ---ს ჰკითხა რა ხდებოდა და რატომ იყვნენ აგრესიულები. ამ დროს ამ მამაკაცს დაარტყა ლ-–-----–--–---–მა, შემდეგ კი კეპიანმა ბიჭმა და ატყდა ჩხუბი, რა დროსაც სამივე მათგანი ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდა თურქ მამაკაცს, რომელსაც გამოესარჩლა გვერდით მჯდომი ქალი და ისროლა საფერფლე, რომელიც არავის მოხვედრია. იგი ს------თან, ნ-----სთან და ბარის მეპატრონე მ---სთან ერთად ცდილობდა მათ გაშველებას, რა დროსაც დაინახა, რომ ლ-–-----–--–---–მა თურქ მამაკაცს ესროლა სკამი. ბარში მყოფებმა ძალით გაიყვანეს ბიჭები ბარიდან, რა დროსაც ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელსაც არ ემორჩილებოდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შურაცხყოფას. ამიტომ ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და წაიყვანეს. ჩხუბის გამო დაიმტვრა რამდენიმე თეფში, ჭიქა და საფერფლე. რესტორანში ქეიფიც არავის გაუგრძელებია, რადგან ამ ფაქტის გამო შეშინებულები წავიდნენ სახლებში. თავად კი, ცოტა ხნით გაჩერდა ბარში, რადგან აინტერესებდა ვიდეო ჩანაწერში ენახა რა მოხდა რეალურად. მან ბარის მეპატრონე მ---სთან და თურქ მამაკაცთან ერთად, რომელსაც მიაყენეს შეურაცხყოფა, იმავე ღამით უყურა ვიდეოჩანაწერს. გაშველების დროს ხსენებულმა პირებმა მასაც და ნ-----საც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დარტყმის დროს იგრძნო ტკივილი, თუმცა არაფერი ემჩნეოდა, ნ-----ს კი გახეთქილი ჰქონდა ტუჩი. იგი იმავე დილით გამოკითხეს პოლიციის განყოფილებაში. მანვე პირადად ამოიცნო ი---------–--–---–ი ხოლო გ----------------ე, რომელსაც შემთხვევის დროს ეფარა კეპი, ამოიცნო ფოტოსურათებიდან. ლ-–-----–--–---–ის ამოცნობა არ ჩატარებულა, რადგან მას შემთხვევამდეც იცნობდა.

 

მოწმე ე-----------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მიმტანად მუშაობს ქ-----––---–ი მდებარე ე.წ. ,,ჰ-----------–-“. 2017 წლის 09 ნოემბერს ბარში მასთან ერთად იმყოფებოდა ბარის მეპატრონე მ---, მისი ნაცნობი ნ---------------ე და მ---------–----ა. ბარში ერთ მაგიდასთან ისხდნენ მისთვის უცნობი სამი თურქი მამაკაცი და ქართველი ქალი, ხოლო მეორე მაგიდასთან თურქი მამაკაცი სავარაუდოდ აზერბაიჯანელ ქალთან ერთად. დაახლოებით 02:30 საათზე, ბარში შევიდა სამი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, რომელთაგან ერთს - ლ-–-ს, მანამდეც იცნობდა. სამივე პირს ეტყობოდა, რომ იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. მათ შესვლისთანავე გამოხატეს აგრესია და ნ----------------ეს, რომელიც კართან ყველაზე ახლოს იჯდა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან არ მიესალმა ბარში შესულებს. იგი მივიდა ხსენებულ პირებთან და ჰკითხა რას ინებებდნენ, რაზეც ი----------–--–---–მა შეაგინა. მან მადლობა გადაუხადა და გაერიდა, რადგან არ სურდა კონფლიქტის გამწვავება. ამის შემდეგ ისინი დადიოდნენ ბარში და იგინებდნენ ყველას მისამართით. სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს ბარის მეპატრონე მ---ს და იძახდნენ, რომ ქალაქში ყველაფერს წყვეტდნენ თავად, ამასთან, იმუქრებოდნენ ბარის დახურვით და გადაწვით. კეპიანმა პირმა კი, მ---ს შეაფურთხა სახეში. მათ აგრესიულ ქცევას უყურებდა ბართან მჯდომი, მ---ს ქმრის ნათესავი, თურქი ბიჭი, რომელიც ხსენებული პირების საქციელის გამო დაიძაბა და ცდილობდა შეპასუხებოდა მათ. მან კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, რამდენჯერმე გაარიდა ეს ბიჭი და დააწყნარა. მანვე დაინახა, რომ კეპიანი ბიჭი მივიდა იმ სუფრასთან, სადაც ისხდნენ სამი თურქი მამაკაცი და ერთი ქართველი გოგონა, რომელსაც ხელიდან წაართვა ტელეფონი, რადგან ეგონა, რომ გოგონა იღებდა ვიდეოს, თუმცა დათვალიერების შემდეგ ტელეფონი უკან დაუბრუნა. ამ დროს ბარში შევიდა მისთვის ნაცნობი ტაქსის მძღოლი ს------ა. ლ-–- კი მივიდა იმ მაგიდასთან სადაც ისხდნენ თურქი მამაკაცი და აზერბაიჯანელი ქალი და საფერფლეში ჩააფერფლა სიგარეტი. აღნიშნულის გამო თურქი მამაკაცი წამოდგა ფეხზე და იქ მყოფებიც შეჯგუფდნენ, რა დროსაც რომელიღაცამ დაარტყა თურქ მამაკაცს, შემდეგ კი სამივემ დაუწყეს ცემა. მამაკაცს გამოესარჩლა გვერდით მჯდომი ქალი და საფერფლე ისროლა ბიჭების მიმართულებით. მათ აშველებდნენ ს------ა, ნ---------------ე, მ---------–----ა და მ---. მოწმემ განმარტა, რომ პირადად მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, თუმცა, ლ-–-ს გარდა დანარჩენმა ორმა პირმა მასაც შეაგინა. ყველანი ერთად ცდილობდნენ გარეთ გაეყვანათ სამივე ახალგაზრდა, რათა დასრულებულიყო კონფლიქტი. ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიმტვრა მაგიდებზე განთავსებული რამდენიმე თეფში, ჭიქა და საფერფლე.

 

მოწმე ს---------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ტაქსის მძღოლად. ასევე ემსახურება ,-------------–-- მომუშავე პერსონალს. 2017 წლის 08 ნოემბერს, ასრულებდა სამუშაოს. დაინახა, რომ ბიჭები შევიდნენ სასადილოში, თუმცა ამ დროს მასთან მივიდნენ კლიენტები და ისინი წაიყვანა. დაახლოებით 02:00 საათიდან 02:30 საათამდე პერიოდში დაბრუნდა უკან ,,-----------------, რა დროსაც გარეთ იყო მ--- და რეკავდა 112-ში. ბარიდან კი ისმოდა გინების ხმა. როცა შევიდა რესტორანში ნახა, რომ იყო არეულობა და მისთვის უცნობი ბიჭები იგინებოდნენ, თუმცა თურქს შეაგინეს თუ არა არ იცის. ხსენებულ პირებს იგი არ იცნობდა, თუმცა ისინი მიმართავდნენ სახელით, შესაძლოა იმიტომ, რომ უფროსი კაცია და ქალაქიდან იცნობენ. იგი ჩადგა თურქ მამაკაცს და ახალგაზრდა ბიჭებს შორის და ცდილობდა მათ გაშველებას, რომ რამე არ მომხდარიყო. მან შეძლო მათი დაწყნარება და გარეთ გაყვანა, რა დროსაც დაინახა, რომ ადგილზე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები. იგი ბარიდან ხედავდა, რომ ხსენებული პირები და პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს უხსნიდნენ და უმტკიცებდნენ რაღაცას. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბის დაწყების მიზეზი მისთვის უცნობია. მოგვიანებით, იგი დაკითხა გამომძიებელმა, რომელმაც თავიდან ბოლომდე წაუკითხა ჩვენება, რის შემდეგაც მოაწერა ხელი.

 

მოწმე ს--–-----–----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, გართობის და ალკოჰოლური სასმელის მიღების მიზნით მივიდა ქ-----––---–ი, ს-------------------ს დასახლებაში მდებარე ე.წ. ,,ჰ-----------–-“, რომელსაც ამუშავებენ ჰ----- და მისი ცოლი მ---, რომელთა გვარებიც არ იცის. ადგილზე დახვდნენ მ---------–----ა, სხვა გოგონები და მისთვის უცნობი თურქი ეროვნების მამაკაცები. იგი მიიწვიეს გვერდით მაგიდასთან, სადაც საუბრობდნენ თურქულ ენაზე და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მათ გარდა კიდევ ერთ მაგიდასთან ისხდნენ მისთვის უცნობი აზერბაიჯანელი ქალი და თურქი ეროვნების მამაკაცი, ხოლო ბართან იჯდა ნ---------------ე. იქვე იყო რესტორნის მი---------- და მეპატრონე მ---. ასევე იქ იმყოფებოდა ტაქსის მძღოლი ს------ა. ორივე სუფრასთან მყოფები ქეიფობდნენ და ერთობოდნენ. დაახლოებით 02:40 საათზე, რესტორანში შევიდა მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. მათგან ერთ-ერთს ეკეთა მხედველობის სათვალე, მეორეს ეფარა მუქი ფერის კეპიანი ქუდი, მესამეს კი, როგორც ახსოვს ეცვა კაპიშონიანი ზედა. მათ დარბაზში მყოფი პირების მიმართ შესვლისთანავე გამოხატეს აგრესია, კერძოდ, სამივე მათგანი აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა რესტორანში მყოფებს. მათ რესტორანში შესვლისთანავე შეაგინეს მაგიდასთან მარტო მჯდომ ნ---------------ეს, რომელსაც მიესალმა სათვალიანი ბიჭი, ნ-----მ კი პასუხი არ გასცა. აღნიშნულის გამო ბიჭმა ნ-----ს შეაგინა და ჰკითხა ,,მაინც და მაინც თურქულად უნდა მოგესალმოო?“ თუმცა ნ-----მ კვლავ არაფერი უპასუხა და გაერიდა მათ. ამის შემდეგ ბიჭებმა აგრესია გადაიტანეს რესტორნის მიმტან ე----------------ზე, რომელსაც აგინეს უმიზეზოდ. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა, აგრესიული საქციელი გამოწვეული იყო რესტორანში თურქი ეროვნების მამაკაცების ყოფნით. მათ ბარის მეპატრონემ თხოვა დაწყნარებულიყვნენ, რადგან ამ სიტუაციის გამო ვეღარ აგრძელებდა მუშაობას. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა მ---ს შეაფურთხა სახეში და დაუწყო უცენზურო სიტყვებით გინება, რომელსაც ასევე მხარი აუბეს მასთან ერთად მყოფმა პირებმაც, რომლებიც ასევე აგინებდნენ მ---ს დედის მისამართით და სამივე ემუქრებოდნენ დაგიწვავთ რესტორანსო. ამ დროს მას ხელში ეკავა მობილური ტელეფონი, რომელიც ხელიდან გამოგლიჯა პირმა, რომელსაც ეხურა კეპიანი ქუდი, რადგან ეგონა, რომ ვიდეოს უღებდა. მან უთხრა, რომ არაფერი გადაუღია და ტელეფონი უკან დაუბრუნეს. ამის შემდეგ მ--- რესტორნიდან გავიდა გარეთ, საიდანაც, როგორც მოგვიანებით გაიგო, დაურეკავს პოლიციაში. იგი ბიჭმა, რომელსაც ერქვა კ---- ააყენა სუფრიდან და გაიყვანა რესტორნის დარბაზის ბოლოში მდებარე სარკესთან სასაუბროდ. ამ დროს დაინახა, რომ კ----სთან ერთად მყოფმა ბიჭებმა ჩხუბი დაუწყეს მეორე მაგიდასთან მჯდომ თურქი ეროვნების მამაკაცს, რომელსაც ურტყამდნენ ხელს და აგინებდნენ. ის და კ---- წავიდნენ მათკენ. კ---- მივიდა თურქ მამაკაცთან, რომელიც წააქცია და სამივე ბიჭმა დაიწყეს მისთვის ხელების და ფეხების დარტყმა. თურქი მამაკაციც იქნევდა ხელებს. ამ დროს დარბაზში იყო არეულობა. მ---მ წამოაყენა წაქცეული მამაკაცი, ბიჭების დაწყნარებას კი ცდილობდნენ მ---------–----ა, ნ---------------ე, ე---------------- და ტაქსის მძღოლი. მან დაინახა, რომ თურქ მამაკაცს სამჯერ ჩაარტყეს მუშტი სახის არეში და იგი რამდენჯერმე წაიქცა. კაპიშონიანმა კი, ხელში აიღო სკამი და ცდილობდა თურქისთვის დარტყმას, მაგრამ მოქნეული სკამი მოხვდა თუ არა ვინმეს არ დაუნახავს. ამ დროს კეპიანი ახალგაზრდა მიუახლოვდა მ---ს, რომელიც ცდილობდა ლ-–-----–--–---–ის შეჩერებას და ორჯერ ჩაარტყა თავში ხელი. ის და მის მაგიდასთან მსხდომი მამაკაცები ჩხუბში არ ჩარეულან. ცოტახანში ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც სამივე პირს მოუწოდეს წესრიგისაკენ, თუმცა მათ პოლიციის თანამშრომლების მიმართაც გამოიჩინეს აგრესია, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ წყნარდებოდნენ. ამიტომ პოლიციელებმა ისინი დააკავეს. რესტორანში ლანძღვა-გინება და ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთი, რა დროსაც დაიმსხვრა ჭურჭელი, საფერფლე და სხვადასხვა ნივთები.

 

მოწმე თ----------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს ქ.ა---––---ს ტერიტორიაზე, წესრიგის დაცვის მიზნით, თანამშრომელ თ-----------------თან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით ახორციელებდა ოპერატიულ შემოვლას, რა დროსაც ორივეს ეცვათ სამსახურებრივი უნიფორმა. დაახლოებით 02:40 საათზე, საბარგო სადგურზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, თურქულ რესტორან „----------------- შენიშნეს ხალხმრავლობა და აყალ-მაყალი. ადგილზე მისვლისას მ--- (------------–----ისაგან შეიტყვეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ახალგაზრდა პირი შევიდა ბარში და ცემეს ის და მომსახურე პერსონალი. ასევე ცემეს ბარში მყოფი თურქი მოქალაქე, რის გამოც დარეკილი ჰქონდა 112-ზე. გაირკვა, რომ ხსენებული პირები იყვნენ ქ-----––---–ი მცხოვრები ი---------–--–---–ი, გ----------------ე და ლ-–-----–--–---–ი, რომლებიც გარეთ გამოსვლის შემდეგაც აგრძელებდნენ გინებას რესტორანში მყოფი პირების მისამართით, რითაც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. ისინი მისვლისთანავე წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები, მოუწოდეს დაეცვათ წესრიგი, შეეწყვიტათ ლანძღვა-გინება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა ისინი არ ემორჩილებოდნენ და არ ასრულებდნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას. ისინი ასევე აგინებდნენ პოლიციელებსაც. მათ მიერ დამატებით გამოძახებული იქნა დამხმარე ჯგუფი, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ა---––---ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ლ-----------ე, შ--–-------------–--ე და ა-–---------ე ბ--------ე. რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ი---------–--–---–ის, ლ-–-----–--–---–ის და გ----------------ის ადმინისტრაციული წესით დაკავება, რომლებიც დაკავების დროსაც აგინებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, არ ემორჩილებოდნენ და უძალიანდებოდნენ მათ. ამის გამო ხსენებული პირები ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს შსს ა---––---ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებულებს და დამკავებელ პირებს ერთმანეთისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა თ-----------------მა, შ--–-------------–--ემ, ლ-----------ემ და ა-–---------ე ბ--------ემ.

 

მოწმე მ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი როგორც თარჯიმანი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, მოწმეთა დაკითხვებსა და ამოცნობაში. იგი თურქულ ენას ფლობს გრამატიკულად, ვინაიდან რამდენიმე წელი ცხოვრობდა თურქეთის რესპუბლიკაში. მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში, რა დროსაც ქალბატონმა და მამაკაცმა ამოიცნეს ორი პირი, ხოლო ერთი პირი ამოიცნეს ფოტოსურათით. მანვე განმარტა, რომ დაკითხვისას მოწმის მიერ ნათქვამ ინფორმაციას უთარგმნიდა გამომძიებელს, რომელიც აღნიშნულს იწერდა ჩვენების სახით, ხოლო გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვებს უთარგმნიდა მოწმეს. ამასთან, დაკითხვის ბოლოს მოწმეებს წაუკითხა გამომძიებლის მიერ ქართულად დაწერილი ჩვენებებიც. მოწმემ განმარტა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ გამომძიებელს ეცადა მოწმეების მიერ დაფიქსირებული პოზიციის შეცვლა და არც ზეწოლა განხორციელებულა მათზე.

 

მოწმე ი---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მას ნაცნობმა თხოვა გ----------------სთვის ეთარგმნა კონკრეტული ტექსტი და მან თარჯიმნის სტატუსით მონაწილეობა მიიღო დაზარალებულის გამოკითხვაში. მას არ გააჩნია თარჯიმნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, თუმცა ამჟამად ცხოვრობს თურქეთში და იცის სალაპარაკო თურქული ენა. ჩვენებაში დაზარალებული ყვებოდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეგობარ ქალბატონთან ერთად და ისხდნენ ბოლო მაგიდასთან, რა დროსაც შევიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი ახალგაზრდა, რომლებმაც დაიწყეს ქართულად ხმამაღალი საუბარი. ამის შემდეგ რესტორანში დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რაიმე პრეტენზია დაზარალებულს გამოკითხვისას არ დაუფიქსირებია. ამ შემთხვევიდან სამი დღის განმავლობაში დაზარალებული ძირითადად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე და ვერ ახერხებდა თურქეთში წასვლას. მისმა შვილებმა თხოვეს, მისულიყო და გაერკვია რა ხდებოდა პოლიციაში. როდესაც მივიდა, თარჯიმანი იყო გასული. ვინაიდან მამაკაცს ეჩქარებოდა თურქეთში წასვლა, მან გამომძიებელს შეთავაზა, რომ თავად მიიღებდა მონაწილეობას მამაკაცის გამოკითხვაში, რომელსაც უთარგმნა ტექსტის შინაარსი და მოაწერა ხელი.

 

მოწმე ა------–--–--–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის და მისი მეგობარი გ-------------------ი ამოცნობაში მონაწილეობის მისაღებად წაიყვანეს გამომძიებლებმა. ოთახში მასთან ერთად შეიყვანეს გ------- ჩ----------ი და ლ-–-----–--–---–ი. ოთახი იყო ჩვეულებრივი (სარდაფი), სადაც შედიოდნენ მხოლოდ ფორმიანი პოლიციელები, სხვა არავინ შესულა. მას კარგად არ ახსოვს გამომძიებლების გარდა შევიდა თუ არა სხვა ვინმე. ისინი ოთახში გაჩერდნენ ცოტა ხანს, შემდეგ კი, ხელი მოაწერეს დოკუმენტზე, რომელიც არ წაუკითხავს.

 

მოწმე გ-------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის და მისი მეგობარი ა------–--–--–---ი წაიყვანეს გამომძიებლებმა და უთხრეს, რომ უნდა გადაეღოთ სურათი, რის შემდეგაც გამოუშვებდნენ. ისინი შეიყვანეს ოთახში, სადაც მისი და ა------–--–--–---ის გარდა კიდევ იყო ვიღაც, რომელსაც არ იცნობს. იქ იყვნენ პოლიციელებიც. მათ გადაუღეს სურათები და გამოუშვეს. იყო ჩვეულებრივი ოთახი (სარდაფი), თუმცა კარგად არ ახსოვს ფორმიანი პოლიციელების გარდა სხვა ვინმე შევიდა თუ არა ოთახში. ისინი ცოტახანს გაჩერდნენ იმ ოთახში, შემდეგ კი რაღაც დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე გ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ახალგაზრდები რესტორანში ყვირილით და ლანძღვით შევიდნენ და იქ მყოფი პირების მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე დ--------------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ტურისტად ჩამოვიდა საქართველოში, კერძოდ ქ-----––---–ი. 2017 წლის 08 ნოემბერს, ღამის საათებში, იგი მარტო შევიდა ქ-----––---–ი მდებარე თურქულ სასადილოში. შეუკვეთა საჭმელი და ყავა, რა დროსაც თავის მაგიდასთან მიიპატიჟა თურქმა მამაკაცმა. ამ დროს სასადილოში შევიდა სამი ახალგაზრდა. მას ქართულად საუბარი ცოტა ესმის, ამიტომ გაიგო, რომ შემოსული ახალგაზრდები იგინებოდნენ და ყველას აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამ პირებმა მათკენაც გაიშვირეს ხელი და მიაყენეს შეურაცხყოფა იმის გამო, რომ საუბრობდნენ თურქულად. შემდეგ კი, მოუახლოვდნენ მათ მაგიდას და მასთან ერთად მყოფ მამაკაცს დაუწყეს ჩხუბი და ხელის დარტყმა. სასადილოში იყო ქალბატონი, რომელსაც ასევე ურტყამდნენ ეს პირები და აფურთხებდნენ. ქალბატონი ითხოვდა შველას და პოლიციის გამოძახებას. ეს ბიჭები კი იძახდნენ აქ ჩვენ ვართ ყველაფერი პოლიცია ვინ არისო. მერე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და გავიდნენ გარეთ, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა და ისე ჩაესვა ეს პირები მანქანაში. მას შემდეგ რაც აღნიშნული პირები წაიყვანა პოლიციამ იყო სიმშვიდე. ხსენებული ბიჭებიდან ერთს ეფარა კეპიანი ქუდი, მეორეს კი ეკეთა სათვალე. რესტორანში მათ შესვლამდე იყო მშვიდი ვითარება. სამივე მათგანი შევიდა ერთად და ყველა იგინებოდა, ერთ-ერთი მათგანი, კი რომელსაც ეფარა ქუდი იყო უფრო აგრესიული და იქნევდა ხელებს. მათ შევლისთანავე დაუწყეს გინება და შეურაცხყოფის მიყენება მომუშავე პერსონალს, შემდეგ კი ხელი გაიშვირეს მათი მაგიდისკენ და შეაგინეს. ამასთან, გაშველების დროს კეპიანის მიერ მოქნეული მუშტი მოხვდა მასაც. აყალ-მაყალი გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. აღნიშნული პირები ცემდნენ და აფურთხებდნენ რესტორნის მეპატრონესაც. ამ შემთხვევის გამო დაირღვა მისი მყუდროება და იგი თავს თვლის დაზარალებულად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ზ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 08 ნოემბერს იგი ტურისტად ჩამოვიდა ქალაქ ა---––---ში და იმავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, საჭმელად შევიდა ქ-----––---–ი მდებარე თურქულ სასადილო „------------–--. მასთან ერთად იმყოფებოდა მეგობარი ი-–-------------–-. ისინი ისხდნენ მაგიდასთან და ელოდნენ შეკვეთილ საკვებს. მაგიდასთან მათთან ერთად ისხდნენ ორი ქართველი გოგო, რომლებიც გაიცნეს ბარში შესვლისას და ყავის დასალევად მიიპატიჟეს სუფრასთან. გოგონებს ერქვათ ს--–---- და მ----- ბარში ასევე იყვნენ უცხო პირები. რამდენიმე ხანში ბარში შევიდა მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც საუბრობდნენ ქართულად. ამ პირებს ემჩნეოდათ, რომ იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, იქცეოდნენ აგრესიულად და თავიანთი საქციელით სასადილოში მომუშავე პერსონალის და კლიენტების მიმართ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, აგრესიას და როგორც მიხვდა იქ მყოფებს ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს პირები მივიდნენ მათ მაგიდასთან, გოგოებს დაუწყეს ქართულად საუბარი, თან იგინებოდნენ. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა ს--–----ს ხელიდან გამოართვა ტელეფონი, რომელიც მალევე დაუბრუნა უკან. ამის შემდეგ ეს პირები მივიდნენ ერთ-ერთ მაგიდასთან, რომელთანაც ისხდნენ ახალგაზრდა მამაკაცი და ქალბატონი და დამამცირებლად დაუწყეს საუბარი, კერძოდ ესაუბრებოდნენ აგრესიულად და ირონიით. უეცრად ერთ-ერთმა სახეში დარტყა ხელი სუფრასთან მჯდომ მამაკაცს, რის შემდეგაც სამივე მათგანი ცემდა მამაკაცს სახისა და ტანის არეში. მათ დასაწყნარებლად მივიდნენ გვერდით მაგიდებთან მყოფი ადამიანები და სასადილოს მომსახურე პერსონალი. ის და მისი მეგობარი არ ჩარეულან ამ ამბავში. მამაკაცი, რომელსაც ცემდა სამი ახალგაზრდა იცავდა თავს, ახალგაზრდები კი ცდილობდნენ ფიზიკური შურაცხყოფა მიეყენებინათ მისთვის. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს სურდა მისთვის სკამის ჩარტყმა, თუმცა იქ მყოფებმა ამის საშუალება არ მისცეს. ჩხუბი გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში, ხოლო ხსენებული მამაკაცის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაახლოებით 4-5 წუთი. ამ ჩხუბის გამო მათ გართობასა და ჭამაში შეეშალათ ხელი, ასევე აირია დარბაზში დალაგებული საქეიფო მაგიდები. ეს ახალგაზრდები გარეთ გასვლის შემდეგაც აგრძელებდნენ ყვირილს და ლანძღვა-გინებას. ამ დროს მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა არც მათ ემორჩილებოდნენ ახალგაზრდები და დაკავებისას უწევდნენ წინააღმდეგობას. პოლიციის თანამშრომლებს დაეხმარა კიდევ ერთი ეკიპაჟი და მოძალადე სამი პირი დააკავეს ფიზიკური ძალის გამოყენებით. ჩხუბის შემდეგ დაიკეტა ბარი, რის გამოც იქ მყოფებსაც შეეშალათ ხელი გართობაში.

 

ანალოგიური დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმეების რ----------–--ის და ი-–-------------–-ს ჩვენებებით.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს, 19:45-20:15 საათზე, გ----------------მ წარდგენილ ფოტოსურათებს შორის, სქელი წარბებით, სწორი ცხვირით და ხშირი წვერით, ამოიცნო N4 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - გ----------------ე და მიუთითა, რომ აღნიშნულმა პირმა, 2017 წლის 09 ნოემბერს ,,ჰ--------------–-“ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კონკრეტულად კი სახის არეში დაარტყა ხელი, ასევე მანვე რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი მ---ს.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს, 20:20-20:45 საათზე, ა----------–----ემ წარდგენილ ფოტოსურათებს შორის, სუსტი პირისახით, სწორი ცხვირით და სქელი წარბებით ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - გ----------------ე და მიუთითა, რომ აღნიშნულმა პირმა, 2017 წლის 09 ნოემბერს ,,ჰ--------------–-“ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 19:55-20:20 საათზე ს--–-----–----------მ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, სრული აღნაგობით, მრგვალი პირისახით, სწორი ცხვირით და შავი ფერის მოკლედ შეჭრილი სწორი თმით ამოიცნო მისი მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ მყოფი მეორე პიროვნება - ი---------–--–---–ი, რომელიც 2017 წლის 09 ნოემბერს ორ მამაკაცთან ერთად შევიდა ,,ჰ-----------–-“ და ეკეთა გამჭვირვალე სათვალე. იგი უცენზურო სიტყვებით მიმართავდა რესტორანში მყოფებს, ყვიროდა კ---- ბ--–--–---–ი ვარო, ააყენა სუფრიდან და გაიყვანა დარბაზის ბოლოში, ხოლო მას შემდეგ რაც ატყდა ჩხუბი, მივიდა თურქ მამაკაცთან, წააქცია და დაუწო ცემა.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 20:25-20:45 საათზე ნ---------------ემ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, სრული აღნაგობით, სახის მოყვანილობით, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და სწორი ცხვირით ამოიცნო მისი მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ მდგომი პირველი პიროვნება - ი---------–--–---–ი, რომელიც 2017 წლის 09 ნოემბერს ორ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა ,,ჰ-----------–-“ და ეკეთა გამჭვირვალე სათვალე. აღნიშნულმა პირმა აგინა როგორც მას, ასევე რესტორანში მყოფ პირებს. მანვე წააქცია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მამაკაცი, რომელსაც დაარტყა ხელი.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 20:50-21:05 საათზე ე-----------------------ემ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, სრული აღნაგობით, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და სქელი წარბებით ამოიცნო მისი მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ მდგომი მეორე პიროვნება - ი---------–--–---–ი, რომელიც 2017 წლის 09 ნოემბერს ორ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა ,,ჰ-----------–-“ და ეკეთა გამჭვირვალე სათვალე. აღნიშნულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და რესტორანში მყოფებს. მანვე წააქცია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მამაკაცი, რომელსაც ურტყამდა.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 21:10-21:25 საათზე მ--------–----ამ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, აღნაგობით, მოკლედ შეჭრილი შავი თმით, სწორი ცხვირით და მრგვალი პირსახით ამოიცნო მისი მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ მესამე ადგილზე მდგომი პიროვნება - ი---------–--–---–ი, რომელიც 2017 წლის 09 ნოემბერს ორ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა ,,ჰ-----------–-“ და ეკეთა გამჭვირვალე სათვალე. აღნიშნულმა პირმა აგინა ნ---------------ეს და ე----------------ს, ასევე რესტორანში მყოფ პირებს, რის შემდეგაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თურქი ეროვნების მამაკაცს და მათ გამშველებლებს.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 21:30-21:50 საათზე გ----------------მ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, სრული აღნაგობით, სწორი ცხვირით, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და მრგვალი პირისახით ამოიცნო მისი მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ მდგომი მეორე პიროვნება - ი---------–--–---–ი, რომელმაც 2017 წლის 09 ნოემბერს ,,ჰ-----------–-“ კისერში ხელის მოკიდებით დააგდო ძირს და დაარტყა, ასევე აგინა მას და რესტორანში მყოფ სხვა პირებს, რითაც დაირღვა მყუდროება.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 21:55-22:20 საათზე გ----------------მ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, სრული აღნაგობით, უკან გადავარცხნილი მოკლედ შეჭრილი შავი თმით, წაგრძელებული პირსახით, სწორი ცხვირით და სქელი წარბებით ამოიცნო მისი მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ მდგომი მეორე პიროვნება - ლ-–-----–--–---–ი, რომელმაც 2017 წლის 09 ნოემბერს ,,ჰ-----------–-“ ყოფნისას დაარტყა პირველმა, შემდეგ კი ცემა სხვა ორ პირთან ერთად. აღნიშნული პირი ასევე ცდილობდა მისთვის სკამის დარტყმას, რითაც დაირღვა მყუდროება და იქ მყოფთა მიმართ ძალადობით გამოხატა უპატივცემულობა.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 22:25-22:40 საათზე ს--–-----–----------მ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, სრული აღნაგობით, წაგრძელებული პირსახით, უკან გადავარცხნილი მოკლედ შეჭრილი შავი თმით და სწორი ცხვირით ამოიცნო მისი მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ მდგომი მეორე პიროვნება - ლ-–-----–--–---–ი, რომელიც 2017 წლის 09 ნოემბერს, იგინებოდა ,,ჰ-----------–-“. მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს და ცდილობდა მისთვის სკამის ჩარტყმას. აღნიშნულით იქ მყოფებს დაურღვია მყუდროება და ძალადონით გამოხატა მათ მიმართ უპატივცემულობა.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 22:45-23:00 საათზე ნ---------------ემ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, მოკლედ შეჭრილი უკან გადავარცხნილი შავი თმით და წაგრძელებული პირსახით, სწორი ცხვირით ამოიცნო მისი მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ მდგომი მესამე პიროვნება - ლ-–-----–--–---–ი, რომელმაც 2017 წლის 09 ნოემბერს, აგინა მას და იქ მყოფ სხვა პირებს, შეაფურთხა რესტორნის მეპატრონის მეუღლეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს და ცდილობდა მისთვის სკამის დარტყმას.

 

პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 23:05-23:25 საათზე, ე-----------------------ემ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, სიმაღლით, სრული აღნაგობით, უკან გადავარცხნილი შავი თმით, წაგრძელებული პირისახით და სწორი ცხვირით ამოიცნო მისი მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ მდგომი მესამე პიროვნება - ლ-–-----–--–---–ი, რომელმაც 2017 წლის 09 ნოემბერს, აგინა მას და ,,ჰ-----------–-“ მყოფ სხვა პირებს, შეაფურთხა მ-------–----ეს, ცემა თურქეთის მოქალაქე და ცდილობდა მისთვის სკამის დარტყმას, რითაც დაარღვია მყუდროება და იქ მყოფების მიმართ გამოხატა უპატივცემულობა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 09 ნოემბეს 11:15-12:10 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ----––---ში, ს-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ,---------------------------. ბარის წინა მხარეს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური. სასადილოში შესვლა შესაძლებელია სამხრეთის მხრიდან არსებული კარით. დარბაზის სიგანეა 6 მეტრი, ხოლო სიგრძე 13 მეტრი. დარბაზში განთავსებულია ორი ცალი სათვალთვალო კამერა. დარბაზში დალაგებულია რვა ცალი ხის მაგიდა, თითოეული 5-5 ხის სკამით. ბარში არსებული ღია თაღის გავლით შესაძლებელია ბარის სამზარეულოს ნაწილში შესვლა. შესასვლელთან კედლის მხარეს დევს ლურჯი ფერის ვედრო, რომელშიც მოთავსებულია გატეხილი ელექტროგამომთვლელი, სხვადასხვა ზომის თეფშების, მინის ბოკლებისა და საფერფლეების ნამსხვრევები. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ლურჯი ვედრო შიგ განთავსებულ ნამსხვრევებთან ერთად. ასევე დათვალიერებაში მონაწილე კ-----------------------ს მიერ გადაღებულ იქნა ფოტომასალა, რომელიც ერთვის ოქმს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-–--------------–-–---–მა და ექსპერტმა კ----------------------მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 ნოემბერს 17:45-18:15 საათზე, ა----------–----ისაგან მიღებული ჩვენების ადგილზე შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ოქმში მითითებულია, რომ წაკითხულ იქნა შესამოწმებელი ინფორმაცია - ა------------–----ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება. ამის შემდეგ მოწმემ მიუთითა მომხდარი ფაქტის დეტალების შესახებ. კერძოდ, მიუთითა სასადილოში არსებული პირების განლაგება. ადგილი სადაც თურქი ეროვნების მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სასადილოში შესულმა ი---------–--–---–მა, ლ-–-----–--–---–მა და გ----------------ემ, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. ასევე მიუთითა ადგილი, სადაც გ----------------ემ მას თავში უკნიდან დაარტყა ხელი და ადგილი, სადაც ლ-–-----–--–---–მა და ი---------–--–---–მა ცემეს თურქეთის მოქალაქე გ----------------. ასევე მიუთითა სკამზე, რომლითაც ლ-–-----–--–---–ი ცდილობდა ბარში მყოფი მოქალაქეებისთვის და მომსახურე პერსონალისათვის დარტყმას. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ერთი ცალი ხის სკამი, რომელიც ადგილზე დაილუქა ექსპერტ რ--------------ის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ--------------ემ და გამომძიებელმა ა-–--------------–-–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ირკვევა, რომ ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა---––---ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ-----––---–ი ს-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თურქული სამზარეულო ,-------------------------------- გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 09 ნოემბრის 02:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში, შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების მიერ განხორციელებული ჩანაწერები. გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი გადატანილ იქნა ერთ ცალი DVD დისკზე, რაც ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმთან ერთად დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერით ირკვევა, რომ მასში ასახულია 2017 წლის 09 ნოემბერს, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში ,,ჰ--------------–-“ მომხდარი ფაქტის დეტალები. ობიექტი წარმოადგენს ერთ ოთახს, სადაც ორ რიგად განთავსებულია მაგიდები და სკამები. ვიდეო კამერის მოპირდაპირე მხარეს თითქმის მთლიან კედელზე არის სარკე. მარცხენა მხარეს მაგიდასთან ზის მამაკაცი - გ---------------- და ქალბატონი - დ--------------------, ხოლო მარჯვენა მხარეს, კერძოდ შესასვლელი კარის მხარეს მაგიდასთან ზის სამი მამაკაცი: ზ-------------, ი-–-------------–- და რ----------–--ი და ორი ქალბატონი მ--------–----ა და ს--–---- ც---------ა. ა-----------–----ე იმყოფება ბართან, ნ----------------ე კი მარტო ზის ბართან ახლოს არსებულ მაგიდასთან. მიმტანი ე-----------------------ე გადაადგილდება ბარში. ბართან ზის ახალგაზრდა მამაკაცი. დარბაზში არის მშვიდი ვითარება. დაახლოებით 02:40 საათზე კვების ობიექტში შედის სამი ახალგაზრდა მამაკაცი. პირველად ობიექტში შედის ი---------–--–---–ი, შემდეგ გ----------------ე, ხოლო ბოლოს - ლ-–-----–--–---–ი. შესვლისთანავე ი---------–--–---–ი და გ----------------ე, რომლებსაც მალევე უერთდება ლ-–-----–--–---–ი, ბარის მარცხენა კუთხიდან ჟესტებით მიმართავენ დარბაზში მყოფ პირებს. ნ---------------ე დგება მაგიდიდან და გადაადგილდება დარბაზის უკიდურესი ზედა კუთიხსკენ. ახალგაზრდა მამაკაცებთან მიდის მიმტანი ე-----------------------ე და ესაუბრება. რამდენიმე წამში, საუბრისას ტოვებს აღნიშნულ პირებს, ტრიალდება მათკენ და გულზე ხელის დადებით უკრავს თავს. ა----------–----ე ერევა საუბარში, რა დროსაც ხსენებული პირები მასაც მიმართავენ ჟესტებით. ჩანაწერის მიხედვით, ლ-–-----–--–---–ი, ი---------–--–---–ი და გ----------------ე გადაადგილდებიან ბარში და ცდილობენ იქ მყოფებთან საუბარს. გ----------------ე და ი---------–--–---–ი ათვალიერებენ ს--–-----–----------ს ტელეფონს და უბრუნებენ უკან. შემდეგ ს--–-----–----------ს ხელიდან მობილურ ტელეფონს ართმევს ლ-–-----–--–---–ი და დებს მაგიდაზე. ამის შემდეგ ლ-–-----–--–---–ი ჩაუვლის გ----------------ს მაგიდას, რა დროსაც გ---------------- უქნევს ხელს, მას ასევე ეპასუხება ლ-–-----–--–---–იც, რომელიც ეხება სკამის საზურგეს. ამ დროს ბარში შედის ს---------------------ი, მას ესალმება გ----------------ე და ესაუბრება. იგი ასევე ესაუბრება ა----------–----ეს, რა დროსაც იქნევს ფეხს. ამის შემდეგ ლ-–-----–--–---–ი, ი---------–--–---–ი, გ----------------ე, ნ---------------ე, მ--- მ---–----- და ს--–---- ც---------ა ჯგუფდებიან გ------- ა-------ს მაგიდასთან და საუბრობენ. ამ დროს ი---------–--–---–ს ოთახის ბოლოში მდებარე სარკესთან სასაუბროდ გაჰყავს ს--–-----–----------. ნ---------------ე კი, ტოვებს შეჯგუფებულებს და ბრუნდება ბარისკენ. თავის მაგიდასთან ბრუნდება ასევე მ--- მ---–-----. ს------ ბ-------------ი კი, ჯდება გ------- ა-------ს მაგიდასთან. შემდეგ ჩანს თუ როგორ უახლოვდება ლ-–-----–--–---–ი გ----------------ს, მათი მაგიდიდან იღებს საფერფლეს, რომელშიც აქრობს სიგარეტს და აბრუნებს მაგიდაზე. ამ დროს გ----------------, რაღაცას ესაუბრება ლ-–-----–--–---–ს, თუმცა ეს უკანასკნელი მას აქცევს ზურგს. გ---------------- დგება ფეხზე, სვამს ჭიქაში არსებულ სითხეს და ხელის მოძრაობით იხმობს ლ-–-----–--–---–ს. მის ირგვლივ ბრალდებულებთან ერთად ჯგუფდებიან ს---------------------ი, მ--------–----ა და ს--–-----–----------. ჯგუფის შიგნით მოძრაობა არ ირკვევა თუმცა ჩანს გ----------------ის გაურკვეველი მოქმედება, რასაც საპასუხოდ მოჰყვა დ--------------------ს მიერ მაგიდიდან აღებული საგნის სროლა. ამ მოქმედების შემდეგ ჯგუფი იშლება და ჩანს, რომ გ---------------- მიიწევს ლ-–-----–--–---–ისა და გ----------------ისაკენ, ხელს ჰკრავს გ-------- კ------ეს, რომელიც ურტყამს გ------- ა-------ს, შემდეგ გ---------------- ურტყამს ლ-–-----–--–---–ს და ეცემა ძირს. ს---------------------ს გ----------------ე და ლ-–-----–--–---–ი მიჰყავს შემოსასვლელი კარისკენ, ამ დროს დ-------------------- მაგიდიდან აღებულ საგანს ისვრის მათი მიმართულებით. დ-------------------- საზურგით ხელში იღებს ხის სკამს და იქნევს ლ-–-----–--–---–ის მიმართულებით, თუმცა სკამი ვარდება იატაკზე. ლ-–-----–--–---–ი ხელში იღებს დ--------------------ს მიერ მოქნეულ სკამს, რომელსაც უღერებს მასვე. სკამს ხელიდან ართმევს გ----------------ე და დებს იატაკზე. ამ დროს გ---------------- ცდილობს მაგიდიდან აიღოს საფერფლე, თუმცა მისთვის ხელის შეშლას ცდილობს ე-----------------------ე. ამ დროს გ----------------ს ზურგის მხრიდან იჭერს ი---------–--–---–ი და ძლიერად აგდებს იატაკზე. გ---------------- ეცემა ძირს დაგდებული ხის სკამის საზურგეზე. ს---------------------ი, მ--------–----ა, ნ---------------ე, ს--–-----–----------, ე-----------------------ე კი, ცდილობენ ლ-–-----–--–---–ის და გ----------------ის დაწყნარებას და გარეთ გაყვანას. გ----------------ე და ლ-–-----–--–---–ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ნ---------------ეს და ოთახში ამ დროს შესულ ა----------–----ეს. ამის შემდეგ ბრალდებულები, ა----------–----ე და ს---------------------ი გადიან გარეთ. ა----------–----ე ბრუნდება დარბაზში და ხურავს კარს. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ კარის მხარეს მდებარე მაგიდასთან მყოფი სამი მამაკაცი, ს--–---- ც---------ა და მ--- მ---–----- ტოვებენ ობიექტს.

 

2017 წლის 09 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღევევისა და ადმინისტრაციული დაკავების ოქმებით დასტურდება, რომ ლ-–-----–--–---–ი, ი---------–--–---–ი და გ----------------ე 2017 წლის 09 ნოემბერს იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც ქ-----––---–ი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე თურქულ რესტორან ,-------------, არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ განკარგულებას და იმის მაგივრად, რომ შეეწყვიტათ აღნიშნული რესტორნის თანამშრომლებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება, პოლიციელებსაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გააგრძელეს უცენზურო ქმედება.

 

ალკოტესტით შემოწმების ქვითრით დასტურდება, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს 4:45 საათზე ალკოტესტის მეშვეობით შემოწმებისას ი---------–--–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - 1,146%. ხოლო, გ-------- კ------ემ და ლ-–- ბ--–--–---–მა უარი განაცხადეს ალკოტესტის მეშვეობით შემოწმებაზე, რის შესახებაც უფლებამოსილი პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგა სათანადო ოქმი. ოქმის თანახმად, ბრალდებულებს აღენიშნებოდათ ალკოჰოლის მძაფრი სუნი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ა-–--------------–-–---–მა, თ-----------–---ემ, ა-–-------------------–---–მა, ზ-------------ემ და გ-------------–--მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების სისწორე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 ნოემბრის ექსპერტის N---------- დასკვნით ირკვევა, რომ ა----------–----ეს გარეგნული დათვალიერებით სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 ნოემბრის ექსპერტის N---------- დასკვნით ირკვევა, რომ მ--------–----ას გარეგნული დათვალიერებით სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 ნოემბრის ექსპერტის N6--------- დასკვნით დასტურდება, რომ ნ---------------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი ქვემო ტუჩის არეში, აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ობიექტურად გამოსაკვლევ პირს ქვემო ტუჩის არეში აღენიშნება მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, რომელიც არ სცდება კანის ზედაპირის დონეს ზომით 0,5X1,0. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 ნოემბრის ექსპერტიზის N6--------- დასკვნით, ირკვევა რომ გ----------------ს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ობიექტურად მარცხენა საფეთქლის არეში აღენიშნება მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, რომელიც არ სცდება კანის ზედაპირის დონეს ზომით 1X1,5სმ-ზე. მარცხენა ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე ზემო არეში აღენიშნება მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, რომელიც არ სცდება კანის ზედაპირის დონეს ზომით 0,1X1სმ-ზე. მარჯვენა მხრის ქვემო მესამედის უკანა გვერდით ზედაპირზე აღენიშნება ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X2,0 სმ-ზე, მარჯვენა მხრის ქვემო მესამედის უკანა ზედაპირზე მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, რომელიც არ სცდება კანის ზედაპირის დონეს ზომით 0,2X3 სმ-ზე. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ნოემბრის ექსპერტის N6--------- დასკვნით დასტურდება, რომ დ--------------------ს გარეგნული დათვალიერებით სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

 

მოწმე თ-------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ----------------ე არის მისი შვილი. 2017 წლის 08 ნოემბერს ღამით, დაახლოებით სამ საათზე დაურეკა შვილმა - გ----------------ემ და უთხრა, რომ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. იგი მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნახა გ----------------ე და მისი მეგობრები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნორმალურ მდგომარეობაში. საუბრისას ლ-–-----–--–---–მა უთხრა, რომ ისინი იმყოფებოდნენ ს------------------------------------------–-------------ში, სადაც მოხდა მათი დაკავება. ცოტა ხნის შემდეგ, მას სამმართველოს უფროსის მოადგილის მითითებით მოუწია შენობიდან გარეთ გასვლა. 5-10 წუთის შემდეგ მივიდა სამმართველოს უფროსი, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მისთვის უცნობ მამაკაცს. ცოტა ხნის შემდეგ მოესმა გ----------------ის ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა დახმარებას. ამიტომ გადაწყვიტა კვლავ ასულიყო შენობაში, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ შეწყდა ხმა. უფროსის მოადგილე რამდენჯერმე ჩავიდა მასთან და უთხრა წასულიყო სახლში, რადგან დაკავებულებს დილამდე არ გაუშვებდნენ და იქ ყოფნას არ ჰქონდა აზრი, დილით კი ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლებდნენ. იგი წავიდა სოფელ უ------–ში. მანვე განმარტა, რომ როცა ნახა დაკავებულები, ისინი იყვნენ ფხიზლები. დილით დაურეკა შვილის მეგობარმა და შეატყობინა, რომ გ----------------ე იმყოფებოდა საავადმყოფოში. საავადმყოფოში მისულს კი არ მისცეს შვილის ნახვის შესაძლებლობა. ცოტა ხნის შემდეგ ექიმისგან შეიტყო, რომ მისი შვილი იყო ნორმალურად და უტარებდნენ გამოკვლევებს, თუმცა როცა შვილი ნახა, იგი იყო უგონო მდგომარეობაში, რის გამოც დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ცოტა ხანში გ----------------ე საკაცით გაიყვანეს საავადმყოფოდან, იგი იყო დალურჯებული და ვერ დადიოდა. როგორც მისთვის გ----------------ისგან არის ცნობილი, იგი ცემეს სამმართველოს უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა.

 

მოწმე ლ---–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ----------------ე არის მისი შვილი. 2017 წლის 08 ნოემბერს, გ----------------ე იმყოფებოდა რ-----ში, რა დროსაც რამდენჯერმე დაურეკა და ესაუბრა მას. ბოლო საუბრისას გ-------- კ------ემ უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა სახლში. საღამოს დარეკა შვილმა და შეატყობინა მისი დაკავების შესახებ. მისი მეუღლე - თ-------------ე წავიდა პოლიციის განყოფილებაში და ცოტა ხანში შეატყობინა შვილის ამბავი, კერძოდ უთხრა, რომ გ----------------ე იყო კარგად, მას შე---ათება მოსვლია, ამიტომ ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლებდნენ დილით. მეუღლეს დაკავებულების ცემის შესახებ არაფერი უთქვამს. დილით მათ დაურეკეს და უთხრეს, რომ გ--------ი იყო საავადმყოფოში. როდესაც მან ნახა შვილი, იგი იყო მართვით სუნთქვაზე და უკეთებდნენ გადასხმას. მისმა მეუღლემ დარეკა ცხელ ხაზზე. მეუღლისგან ასევე შეიტყო, რომ დაკავების დღეს, პოლიციის შენობიდან ესმოდა შვილის ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა დახმარებას. მეორე დღეს კი, მისმა მეუღლემ გ--------ის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაწერა საჩივარი.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა ცნობით ირკვევა, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს გ----------------ეს აღენიშნებოდა თავის დაუზუსტებელი ტრამვა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათი N------- ირკვევა, რომ პაციენტი გ----------------ე უჩივის თავის ტკივილს.

 

მოწმე ს-------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 42 წელია მუშაობს ექიმ მეან-გინეკოლოგად. პარალელურად არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმი. მან დაადასტურა მის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შინაარსი და განმარტა, რომ როგორც ახსოვს სასწრაფო გამოიძახა ოზოლატორის თანამშრომელმა, რის შემდეგაც პაციენტი მათ მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. პაციენტი თავისი ფეხით მივიდა და ჩაჯდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში. ზოგადად პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავთ, როდესაც უჩივის ტკივილს: თავის, მუცლის და ა.შ. არეში. ბარათში ასევე აუცილებლად იწერება ჰქონდა თუ არა პაციენტს რაიმე დაზიანება მიყენებული და მიზეზი რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში პაციენტს, რომ ჰქონოდა რაიმე სახის დაზიანება აუცილებლად ჩაიწერებოდა ბარათში.

 

მოწმე ლ----------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის ნოემბერის დასაწყისში სამედიცინო დახმარება გაუწია პოლიციიდან გადაყვანილ პაციენტს - გ----------------ეს, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა უმნიშვნელო ნაკაწრები. იგი იყო კონტაქტური და ამბობდა, რომ ცემეს და ტკიოდა თავი, თუმცა მას არ უკითხავს ვინ ცემა. გ----------------ეს სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. პაციენტი ასევე ამბობდა, რომ არ სჭირდა არაფერი და არ საჭიროებდა კვლევების ჩატარებას. პაციენტს კვლევისას შიდა დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ასევე არ ჰქონდა ღრმა პათოლოგიური დაზიანებები. პაციენტს ჩაუტარდა ტომოგრაფიული კვლევა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას მწვავე კეროვანი დაზიანება არ ჰქონდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ გ----------------ეს ჩაქცევები არ ჰქონდა. არც ნერვოლოგიური კვლევით გამოვლენილა რაიმე დაზიანება. პაციენტი განმარტავდა, რომ ტკიოდა მუცელიც და იკრუნჩხებოდა, მაგრამ ვინაიდან პაციენტთა ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს ხოლმე სიმულაციას, პაციენტი გაიგზავნა მუცლის ღრუს ექოსკოპიის გასაკეთებლად.

 

მოწმე ზ-------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობდა ა---––---ს რაიონულ სამმართველოში. მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო მ-------–----ის მიერ 112-ის საშუალებით განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე. როგორც წესი, შეტყობინების შემდეგ, პოლიციის ადგილობრივი სამსახური ინფორმაციას იღებს ელექტრონული ფორმით და ამის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი არ დგება. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი შეავსო თავად, სადაც როგორც წესი იწერება შეტყობინებით მიღებული დანაშაულის მოკლე ფაბულა. მას 112-ით მიღებული შეტყობინება დაეწერა ელექტრონული ფოსტით, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. მან დაიწყო გამოძიება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობა პროკურორს ზეპირსიტყვიერად. აღნიშნულის შესახებ რაიმე დოკუმენტის შედგენის ვალდებულება არ ჰქონდა. მოცემულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ სხვა გამომძიებლებიც. თ-----------–---ის მიერ ბარიდან ამოღებულ იქნა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სათანადო ოქმთან ერთად დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ჩანაწერი არ იყო დალუქული, თუმცა სასამართლოში წარდგენამდე ინახებოდა სეიფში. მას აღნიშნული ჩანაწერი არ დაუთვალიერებია, შესაბამისად არც დათვალიერების ოქმი შეუდგენია. მან მოწმის სახით დაკითხა ა-----------–----ე, თუმცა დაკითხვის თარიღი და საათი არ ახსოვს. მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო გამთენიისას და ვინაიდან არსებობდა გადაუდებელი საჭიროება, რათა შემდეგ ჩატარებულიყო სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, ა----------–----ე დაიკითხა 06:00 საათის შემდეგ. მანვე გამოკითხა ნ---------------ე, რომელიც დაიკითხა ორჯერ. ჩვენებები არის ზუსტად ერთნაირი, რადგან პირველი დაკითხვის შემდეგ, აუცილებელი გახდა ქალბატონი კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით დაკითხულიყო დამატებით. ვინაიდან ნ---------------ე ზუსტად ადასტურებდა პირველ ჩვენებას, დააკოპირა მისი პირველად მიცემული ჩვენება და დაამატა მხოლოდ ის დეტალები, რაც დამატებით დააფიქსირა მოწმემ. ბოლოს ნ---------------ემ სრულად წაიკითხა მისი ახალი ჩვენება, დაეთანხმა მის შინაარსს და მოაწერა ხელი. მან გამოკითხა ასევე ზ-------------, რომლის პირადი ნომერიც ოქმში მითითებული არ არის იმიტომ, რომ დაკითხვისას ოქმში პროგრამულად გადადის საქართველოს მოქალაქის პირადი მონაცემები. მან მოწმეს გამოართვა პირადობის მოწმობა, წაუკითხა მასზე არსებული მონაცემები, რაც უთარგმნა თარჯიმანმა, შემდეგ გადაიღო პირადობის მოწმობის ქსეროასლი, რომელიც მოათავსა საქმეში. მოწმის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თარჯიმანმა მ-------------მ, რომლის პირადობის მოწმობას გაეცნო თუმცა საქმეში ასლის მოთავსება არ ჩათვალა საჭიროდ. ზ-------------ს დაკითხვისას, იგი მოწმეს უსვამდა კითხვებს და თარჯიმანი თარგმნიდა. მანვე გამოკითხა ი-–-------------–- და მისი ვინაობის დადგენისას მოიქცა ანალოგიურად. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ----------------ის ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა იმიტომ, რომ მისი ფიზიკურად წარდგენა იყო შეუძლებელი, თუმცა ამის შესახებ ოქმში მითითება შესაძლოა გამორჩა ტექნიკურად. მან შეადგინა დადგენილებები დ--------------------ს და ა----------–----ის სხეულის დაზიანების დასადგენად ექპსერტიზის დანიშვნის შესახებ, სადაც გამოსაკვლევ პირთა პირადი მონაცემები მითითებული არ არის, ვინაიდან ამის აუცილებლობა არ არსებობდა. გამოკვლევა ჩაუტარდათ იმ პირებს ვინც დაიკითხნენ მოწმედ. დასკვნები გაცემულ იქნა მის მიერ შედგენილი დადგენილების საფუძველზე და არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდათ სხვა პირებს. 2017 წლის 10 ნოემბერს გ----------------ს დაკითხვისას თარჯიმნად მონაწილეობდა მ-------------, რომელიც დაკითხვის ოქმს აწერს ხელს. იზოლატორში წარდგენილ მიმართვაში, რომლითაც ითხოვს ლ-–-----–--–---–ის გასაუბრების მიზნით წარდგენას და უთითებს იმ პირებს, ვინც მონაწილეობა უნდა მიიღონ საგამოძიებო მოქმედებაში, დაშვებული აქვს ტექანიკური შეცდომა, კერძოდ, გასაუბრების ნაცვლად მითითებული უნდა იყოს ამოცნობა, ვინაიდან ბრალდებულთა ამოცნობა ჩატარდა იზოლატორში. ამოცნობის ოქმებში მონაწილე პირების მონაცემები არ არის მითითებული, რადგან მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია სახელით და გვარით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაზარალებულის უფლებების განმარტების ოქმში მიეთითება დაზარალებულის მონაცემები - გვარი, სახელი და სტატუსი, ვინაიდან, პროგრამულად ფიქსირდება მხოლოდ აღნიშნული მონაცემები. ის, რომ უცხოელი დაზარალებულისთვის უფლებების განმარტების ოქმში მითითებული არ არის დაზარალებულის სახელი და გვარი და მითითებულია მხოლოდ თარჯიმნის სახელი და გვარი, წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. მთლიანობაში დადგენილებიდან ირკვევა თუ ვინ იქნა ცნობილი დაზარალებულად.

 

მოწმე თ------------–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობდა ა---––---ს რაიონული სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა მ--------–----ა, ე-----------------------ე, თ----------–--ე, შ--–-------------–--ე, ა-–---------ე ბ--------ე და ლ-----------ე. მ--- მ---–-----ს და ე---------- ხ-----------ეს შეხვდა თავად და დაიბარა გამოკითხვაზე. მანვე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვა ვიდეოჩანაწერები, რაშიც მონაწილეობას იღებდნე მ-------–----ე და გამომძიებელი გ-------------–--. მ-------–----ეს განჩინება გააცნო ,,ჰ-----------–-“, რის შემდეგაც ჩამწერი მოწყობილობიდან მოხდა ინფორმაციის დისკზე გადაწერა. მან მ-------–----ეს ხელი მოაწერინა ინფორმაციის გამოთხოვის ოქმზე. გამოძიებით დადგენილი იყო, რომ მ-------–----ე იყო აღნიშნული ბარის მფლობელი, გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც შენახულ იქნა დისკზე არ დაულუქავს, რადგან დალუქვის ვალდებულება არ ჰქონდა. აღნიშნული დისკი მოთავსდა საქმეში და მასში არსებული ინფორმაციის შეცვლა არ მომხდარა. ა----------–----ე აღნიშნულს ესწრებოდა, როგორც ობიექტის მფლობელი. მანვე გამოიტანა დადგენილება მ--------–----ას მიმართ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ექსპერტიზაზე წარსადგენი პირის მონაცემები, სახელი და გვარი. ექსპერტიზის დასკვნა სწორედ იმ მ--------–----ას სხეულის დაზიანების ხარისხის დასადგენად ჩატარდა, რომელზეც გამოიტანა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება.

 

მოწმე გ--------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ა---––---ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე და მოცემულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, მოწმის გამოკითხვასა და ინფორმაციის გამოთხოვაში. 2017 წლის 12 ნოემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ-----––---–ი, ს-------------------ს ტერიტორიაზე არსებული ბარიდან, გამომძიებელ თ-----------–---ესთან ერთად გამოითხოვა ვიდეო ჩანაწერი. ადგილზე მისვლისას, მათ მ-------–----ეს წარუდგინეს სასამართლოს განჩინება და განჩინებაში მითითებულ პერიოდში განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი გადაწერეს DVD დისკზე. განხორციელებული მოქმედებები აისახა ოქმში, რომელზეც ხელი მოაწერეს ამ მოქმედებაში მონაწილე პირებმა. განჩინების გაცემის შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მას არ მიუმართავს, იგი მხოლოდ ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას. ამ საგამოძიებო მოქმედებაში მის გარდა მონაწილეობდნენ: მ-------–----ე და თ-----------–---ე. მათ DVD დისკზე უწყვეტად გადაიტანეს დროის გარკვეულ მონაკვეთში განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, ხოლო დისკი მოათავსეს ფაილში, რომელიც არ დაულუქავთ. მანვე, 2017 წლის 09 ნოემბერს, გამოკითხვა რ----------–--ი, რა დროსაც თარჯიმნად მიიწვია მ-------------, რომელიც ოფიციალურად საგამოძიებო ორგანოს თარჯიმანი არ ყოფილა. გამოსაკითხმა პირმა თანხმობა განაცხადა, რომ მისთვის ინფორმაცია ეთარგმნა მ-------------ს. გამოკითხვის ოქმში მითითებულია თარჯიმნის სახელი და გვარი. თარჯიმანმა მას თავად განუმარტა, რომ სათანადოდ ფლობდა ენას, რომელზეც უნდა განეხორციელებინა თარგმნა. მან გადაიღო რ----------–--ის პირადობის მოწმობის ასლი და არსებული ჩანაწერი უთარგმნა თარჯიმანმა. ამასთან, დაკითხვისას თარჯიმნის მეშვეობით განუმარტა მოწმეს უფლებები და ჰკითხა იყო თუ არა მისთვის აღნიშული გასაგები, შემდეგ თხოვა ეამბო თუ რა ინფორმაციას ფლობდა. ბოლოს კი, შედგენილი ოქმის შინაარსი უთარგმნა თარჯიმანმა და მოწმემ ჩვენების სისწორე დაადასტურა ხელისმოწერით. გამოკითხვის ოქმში უფლებების განმარტების ბოლოს და ოქმის ყველა გვერდის ბოლოს დაფიქსიებულია მოწმის ხელმოწერა. დადგენილებაში სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე მითითებულია საექსპერტო ობიექტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სახელი და გვარი, ხოლო პირადობის მოწმობის ნომერი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მიეთითება სპეციალურ ბლანკში, რომელიც ერთვის ექსპერტიზაზე წარსადგენ დოკუმენტებს.

 

მოწმე ა-–-------------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2008 წლიდან გამომძიებლად მუშაობს ა---––---ს რაიონულ სამმართველოში. მან აღნიშნულ საქმეზე ნ---------------ის მიმართ დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და გამოკითხა მოწმე ს--–-----–----------, რომელიც ჩვენების მისაცემად გამოიძახა მობილური ტელეფონის საშუალებით. მან მოწმე გამოკითხა მხოლოდ ერთხელ 2017 წლის 09 ნოემბერს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მიეთითება საექსპერტო ობიექტის სახელი და გვარი, ხოლო სხვა მონაცემები მიეთითება სპეციალურ ბლანკში, როდესაც დოკუმენტები იგზავნება ექსპერტიზაზე. აღნიშნული საკმ-----ია გამოსაკვლევი პირის ვინაობის დასადგენად.

 

მოწმე ა-–--------------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად მუშაობს ა---––---ს რაიონულ სამმართველოში. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, ჩაატარა ამოცნობები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ობიექტის მფლობელად წარუდგა ა----------–----ე. მან ამ გარემოების შესახებ იცოდა გამოძიებიდანაც, ამიტომ სხვა ინფორმაცია არ მოუძიებია. ა----------–----ემ თანხმობა განაცხადა დათვალიერების ჩატარებაზე, რაც ჩაწერილია ოქმში. ოქმში ყველა საჭირო ველი არის შევსებული და მას ხელს აწერენ დათვალიერებაში მონაწილე პირები. მან გამოკითხვაზე გამოიძახა გ----------------, რომელსაც შეხვდა პირადად და შეძლო მისთვის აეხსნა, რომ გამოკითხვის მიზნით დაბარებული იყო ა---––---ს რაიონულ სამმართველოში. ვინაიდან გ----------------მ არ იცოდა ქართული ენა, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თარჯიმანმა, რომლის სახელსაც ვერ იხსენებს. გ----------------ს ფოტოსურათიანი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული არ არის, იგი ზეპირად თარგმნა თარჯიმანმა, რის შემდეგაც დაერთო ოქმს, სხვა მოქმედების ჩატარება საჭიროდ არ ჩაუთვლია. მან ასევე გამოკითხა ს---------------------ი, რომელიც ნახა ქუჩაში და დაიბარა გამოსაკითხად. მან მოწმეს განუმარტა უფლებები, თუმცა გამოკითხვაში თარჯიმანს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან დასაკითხმა პირმა განუმარტა, რომ ქართული იცოდა. იგი დაკითხვისას ჩვეულებრივად საუბრობდა ქართულად. მან პირადად ნახა დ--------ე მ--------ა პოლიციის შენობის ტერიტორიაზე და აუხსნა, რომ იბარებდა გამოკითხავაზე. მოწმეს შეეძლო რუსულად ესაუბრა. დაკითხვაში მონაწილეობდა თურქული ენის თარჯიმანი, რადგან თავად გამოსაკითხმა პირმა ისურვა, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიეღო თურქული ენის თარჯიმანს. 2017 წლის 09 ნოემბერს მან შეადგინა დადგენილება გ----------------სათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, სადაც დაბადების თარიღი და პირადი ნომერი მითითებული არ არის. აღნიშნული მონაცემები არც ექსპეტიზის დასკვანაშია მითითებული. გ----------------ის ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით. ს--–-----–----------მ იგი ამოიცნო ფოტოსურათით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ ი---------–--–---–ი და გ----------------ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ლ-–-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების ლ-–-----–--–---–ის და გ----------------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ლ-–-----–--–---–ის და გ----------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. დანაშაული გამოიხატება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში საწარმოო, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ნორმალურ მუშაობაში, პიროვნების ხელშეუხებლობაში, რომლის სავალდებულო ნიშანია ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. ხულიგნობის ჩადენას ადგილი აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას (ქუჩაში, სტადიონზე, კინოში, თეატრში, ქორწილში და სხვაგან, სადაც იმყოფება საზოგადოება). ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ამ დანაშაულის მაკლვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ხულიგნობის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო მე-3 ნაწილით დასჯადია ქმედების ჩადენა იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ლ-–-----–--–---–ის, ი---------–--–---–ის და გ----------------ის მიერ ხულიგნობის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ამასთან, ლ-–-----–--–---–ის მიერ ხულიგნობის ჩადენისას იარაღად სხვა საგნის გამოყენება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 08 ნოემბერს ღამით ლ-–-----–--–---–ი, ი---------–--–---–ი და გ----------------ე მივიდნენ ქ-----––---–ი არსებულ ,-------------–--, სადაც იმყოფებოდნენ ა----------–----ე, ბარში მომუშავე პერსონალი და მომხმარებლები. აღნიშნულს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მსჯავრდებულთა განმარტებით, დადგენილია, რომ ბარში პირველი შევიდა ი---------–--–---–ი, რომელსაც შეყვნენ ლ-–-----–--–---–ი და გ----------------ე. ისინი შესვლისას რამდენჯერმე მიესალმნენ ბარში მყოფებს, თუმცა მათ პასუხი არავინ დაუბრუნა. აღნიშნულზე განაწყენებულმა ი---------–--–---–მა შეიგინა და თქვა, რომ საქართველოში ქართულ სალამზე არ პასუხობდნენ. დაცვის მხარის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ბარში მყოფები არ მიესალმნენ, მათ ითხოვეს ყავა, რომელიც არ მიუტანეს და გრძნობდნენ, რომ იყვნენ არასასურველი სტუმრები. აღნიშნული კი, წინააღმდეგობაშია მოწმეთა ჩვნებებთან, რომლებმაც ჩვენების მიცემისას დაადასტურეს, რომ ხსენებული პირები დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ დაწესებულებაში და იქ მყოფ მოქალაქეებს მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი ტექსტით, საუბრობდნენ აგდებულად და ირონიულად, ცდილობდნენ ურთიერთობების გარკვევას და მათი უპირატესობის წარმოდგენას. ბარში მყოფები კი მოუწოდებდნენ სიმშვიდისაკენ და ცდილობდნენ ვითარების განმუხტვას. ამასთან, მიმტანმა - ე-----------------------ემ შეთავაზა მომსახურების გაწევა, რაზეც ი---------–--–---–მა შეაგინა, მან მადლობა გადაუხადა ი---------–--–---–ს და გაერიდა, რადგან არ სურდა ვითარების დაძაბვა. მათივე ჩვენებებით, დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ი---------–--–---–მა შეაგინა ე-----------------------ეს, მათ დაწყნარებას შეეცადა ა----------–----ე, რომელსაც ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხსენებული პირები გინებით გამოხატავდნენ პრეტენზიას და ამბობდნენ, რომ ბარში ემსახურებოდნენ მხოლოდ თურქი ეროვნების პირებს და მათ არც ესალმებოდნენ. იგინებოდნენ ზოგადად და იმუქრებოდნენ ობიექტის გადაწვით. ის ფაქტი, რომ ლ-–-----–--–---–მა სიგარეტის ნამწვი ჩააქრო გ----------------ს მაგიდაზე განთავსებულ საფერფლეში, არც დაცვის მხარეს უარყვია, იმ განსხვავებით, რომ მათი განმარტებით, აღნიშნულზე განაწყენებულმა გ----------------მ თავად დაიწყო ყვირილი, გაიწია მისკენ, წვდა საყელოში და დაარტყა. იგი იძულებული იყო თავდაცვის მიზნით მოეგერიებინა და წაექცია მამაკაცი, რის შემდეგაც გაბრუნდა უკან, ხოლო გ----------------ე ცდილობდა იქ მყოფების განეიტრალებას, რომლებიც თავს ესხმოდნენ მათ, ესროდნენ თეფშებს და საფერფლეებს, ამასთან, ქალები აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ლ-–-----–--–---–ს და მის მეგობრებს არავისთვის დაურტყამთ, პირიქით მათ ესხმოდნენ და ისინი იცავდნენ თავს. აღნიშნული წინააღმდეგობაშია მოწმეთა ჩვენებებთან და გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერთან. აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მას შემდეგ რაც საფერფლეში სიგარეტის ჩაქრობის გამო გ----------------მ გამოხატა უკმაყოფილება, შეჯგუფდნენ ერთად და ამ სამი პირიდან ერთ-ერთმა დაარტყა გ----------------ს. ამასთან, მას შემდეგ, რაც გ----------------ემ სკამთან ახლოს ფეხით განახორციელა აგრესიის გამომხატველი მოქმედება, დ--------------------მ მათი მიმართულებით ისროლა საფერფლე, რომელიც არავის მოხვედრია. აღნიშნული იყო საპასუხო რეაქცია, მსჯავრდებულთა ქცევაზე. ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ გ----------------ე, ლ-–-----–--–---–ი და გ---------------- ერთმანეთს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ს---------------------მა სცადა ლ-–-----–--–---–ის და გ----------------ის შენობიდან გაყვანა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან დ--------------------ს მიერ საგნის მეორედ სროლით გაღიზიანებულები არ დაემორჩილენ ს---------------------ს და კვლავ განაგრძეს ძალადობა, კერძოდ, ი---------–--–---–მა ზურგის მხრიდან ჩაჭიდებით და მოქნევით გ---------------- წააქცია იატაკზე. ბარში მყოფები კი ცდილობდნენ ხსენებული ახალგაზრდების მოგერიებას და ობიექტიდან გარეთ გაყვანას. ვიდეოჩანაწერში ასევე ნათლად ჩანს, რომ დ-------------------- შეეცადა ხის სკამი დაერტყა ლ-–-----–--–---–ისთვის, თუმცა სკამი დაეცა ძირს, რომელიც აიღო ლ-–-----–--–---–მა და მოუღერა დ--------------------ს. ასევე ჩანს, რომ ა----------–----ეს და იქ მყოფებს ძალით და ხელისკვრით გაჰყავთ ახალგაზრდები გარეთ. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ახალგაზრდები როგროც დ--------------------ს და გ----------------ს, ისე ბარში მყოფი სხვა პირების მიმართაც გამოხატავდნენ აგრესიას და მთელი ამ ხნის განმავლობაში იგინებოდნენ. მათი ქმედებით დაირღვა ობიექტში მყოფი პირების მყუდროება და წესრიგი და შეიქმნა დაძაბული ვითარება.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადასტურდა, რომ ი---------–--–---–ი, ლ-–-----–--–---–ი და გ----------------ე წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად და ამ მიზნით მივიდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე -ბარში. შესვლისას, იმ მიზეზით, რომ არ მიესალმნენ იქ მყოფი მათთვის უცნობი პირები გამოხატეს აგრესია. კონკრეტულად მიზეზი, თუ რის გამო გამოხატეს აგრესია, გამორიცხავს ხულიგნობის ჩასადენად წინასწარ შეკავშირებას, რადგან წინასწარ იმის განჭვრეტა, რომ ბარში არ მიესალმებოდნენ, რაც გახდებოდა ხულიგნობის ჩადენის მიზეზი საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ფიზიკური ძალადობა დაიწყო ერთ-ერთი მათგანის მოქმედებით. თავიდან ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ არ მიესალმენ იქ მყოფები, ხოლო მას შემდეგ რაც შეეცადნენ მათ დამშვიდებას გახდნენ უფრო აგრესიულნი და იმუქრებოდნენ ბარის დაკეტვით და გადაწვით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის N2კ-301აპ.-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ: ,,რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ.კ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თანახმად საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იმ მომენტში, როდესაც გ.კ-ე და მასთან ერთად რამდენიმე პირი ერთობლივად ჩადიოდნენ ხულიგნურ ქმედებას, ისინი მოქმედებდნენ ჯგუფურად. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დაიწყო სხვა პირმა ინდივიდუალურად, ხოლო დანარჩენები, მათ შორის გ.კ-ც,, შემდეგ შეუერთდა მათ. ეს კი პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ დანაშაულის ჩადენა წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დანაშაულის ჩამდენ პირთა ნაცნობობის ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. ამასთან, ცხადია, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით გამოიხატა ეს შეთანხმება.“ შესაბამისად ხულიგნობის ჩადენის პროცესში დამნაშავეთა ერთობლივი მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად.

 

პალატა თვლის, რომ ლ-–-----–--–---–ის მიერ დ--------ე მ--------ასათვის სკამის მოღერება არ უნდა ჩაითვალოს იარაღად სხვა საგნის გამოყენებად, ვინაიდან ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ს---------------------მა შეძლო ლ-–-----–--–---–ის და გ----------------ის დამორჩილება და ცდილობდა მათ გარეთ გაყვანას, დ--------------------მ ხსენებულ პირთა მიმართულებით კვლავ გაისროლა მაგიდიდან აღებული საგანი. მთელი პერიოდის განმავლობაში დ-------------------- და გ---------------- აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ ახალგაზრდებს და ცდილობდნენ მათთვის დარტყმას, რა დროსაც დ--------------------მ ხის სკამი მოუქნია ლ-–-----–--–---–ს, რომელიც არავის მოხვედრია და დაეცა იატაკზე, სწორედ ეს სკამი აიღო ხელში ლ-–- ბ--–--–---–მა და მოუღერა დ--------------------ს, მაგრამ შეყოვნდა, რა დროსაც მას ეს სკამი გამოართვა გ----------------ემ და დადო. ლ-–-----–--–---–ის ქმედება იყო დ--------------------ს ქმედებაზე საპასუხო რეაქცია და არ იყო მიმართული საზოგადოების წინააღმდეგ, შესაბამისად მის მიერ სკამის მოღერება ვერ შეფასდება დანაშაულის ჩადენისას ირაღად სხვა საგნის გამოყენებად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა ლ-–-----–--–---–ის, ი---------–--–---–ის და გ----------------ის მიერ განხორციელებული ხულიგნობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები. ლ-–-----–--–---–მა, ი---------–--–---–მა და გ----------------ემ საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე (ბარში ყოფნისას), სადაც მოქალაქეები შეკრებილნი იყვნენ გართობის მიზნით, მომხდარი ინციდენტის გამო მათ მალევე დატოვეს ბარი, რითაც შეფერხდა ბარის ნირმალური ფუნქციონირება. შესაბამისად, ლ-–-----–--–---–მა, ი---------–--–---–მა და გ----------------ემ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.

 

ამასთან, პალატა დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გამოძიებას სათანადოდ არ შეუფასებია დ--------------------სა და გ----------------ს მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, განმარტავს, რომ მათი ქმედების შეფასება სცილდება განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, ამასთან არ გამორიცხავს ლ-–-----–--–---–ის, ი---------–--–---–ის და გ----------------ის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საგამოძიებო ორგანომ არ დაადგინა ობიექტის მფლობელი პირი და დოკუმენტურად არ გადაამოწმა რამდენად კანონიერად ფლობდა ა----------–----ე ობიექტს. გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო ბრუნვის პირობებში ყველა სამართლებრივ ურთიერთობას არ ესაჭიროება წერილობით გაფორმება, რაც რიგ შემთხვევებში არ გამორიცხავს პირის მიერ რაიმე ნივთის კანონიერად სარგებლობას. საქმის მასალები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ობიექტს ფლობდა და სარგებლობდა ა----------–----ის ოჯახი და იგი ნამდვილად იყო უფლებამოსილი პირი რათა გამოეთქვა თანხმობა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს რა განათლების მქონე პირი შეიძლება მოიწვიოს პროცესის მწარმოებელმა ორგანომ თარჯიმნად. გარდა თავად თარჯიმნისგან მიღებული ინფორმაციისა არ არსებობს სხვა შესაძლებლობა რითაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გადაამოწმებს თარჯიმნის კომპეტენტურობას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თარჯიმნების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს რაიმე პრობლემა, დაბრკოლება, თარგმანში უზუსტობის შესახებ იმ პირებს ვისაც ეთარგმნათ კონკრეტული ტექსტი არ განუცხადებიათ.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას მოწმე შ--–-------------–--ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის კანონიერებასთან დაკავშირებით. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლით და მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ მოწმედ წარმოდგენილი შ--–-------------–--ე ესწრებოდა საქმის არსებითი განხილვის სხდომას, რომელიც გაიმართა 2018 წლი 05 იანვარს ა---––---ს რაიონულ სასამართლოში. ირკვევა, რომ მითითებულ სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მხარეთა შესავალი სიტყვები და გადადო საქმის განხილვა 30 იანვარს. სხდომაზე არ დაკითხულან მოწმეები. სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს მოწმეთა ერთიმეორისგან განცალკევებით დაკითხვის აუცილებლობაზე. ასევე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაკითხულ და დასაკითხ მოწმეებს ერთმანეთთან არ ჰქონდეთ კავშირი.

 

ამასთან, პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში, ასევე დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორეში, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა დაზარალებულების, მოწმეების და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

ამასთან, პალატა თვლის, რომ შესაძლოა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მომხდარი ფაქტიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც შესაძლებელია მოწმეებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, დაცვის მხარის პოზიციას გამოძიების დაწყების საფუძვლების არარსებობის შესახებ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა დეტალურად აღწერა, როგორ გახდა მისთვის ცნობილი 112-ში შესული ა----------–----ის შეტყობინება, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, შესაბამისად არ არსებობს საფუძველი არ იქნეს გაზიარებული ზემოაღნიშნული მტკიცებულება. თანამედროვე ტექნიკის მიღწევები იძლევა იმის საშუალებას, რომ წერილობითი დოკუმენტის შედგენის გარეშე ეცნობოს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს კონკრეტული პირის შეტყობინების შესახებ.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმეთა ჩვენებები არის იდენტური და გადატანილია კოპირებით, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მართალია გამომძიებელმა გამოიყენა მოწმის წინა ჩვენება, თუმცა მას შემდეგ რაც მოწმეებს დაესვათ დამატებითი კითხვები, მათ მიერ განმარტებული ცალკეული დეტალები ოქმში შეტანილ იქნა სრულყოფილად. დაკითვის დასრულების შემდეგ კი მოწმეები სრულად გაეცნენ ჩვენებას, რომლის სისწორეც დააფიქსირეს ოქმზე ხელმოწერით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო შეფასებას აძლევს სწორედ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს.

 

რაც შეეხება პირთა ამოცნობებს, ამომცნობმა პირებმა დეტალურად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, დამნაშავე პირთა აღწერილობა და თითოეული ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები. მათ მიერ მიცემული ჩვენებები ფაქტობრივი გარემოებების აღწერის თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, ამოსაცნობი პირების განმარტება, რომ არ ახსოვთ მათთან ამოცნობისას შესული იყო თუ არა ქალი, არ წარმოადგენს ამოცნობის ოქმებში ეჭვის შეტანის საფუძველს, ვინაიდან მათ კატეგორიულად არ გამოურიცხავთ იმ ოთახში სადაც ჩატარდა ამოცნობა, ამოსაცნობ პირთა ყოფნა.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ იმ დროს როდესაც ჩატარდა პირთა ამოცნობები, შესაძლებელი იყო გ----------------ის პირადად ამოცნობაც და არა ფოტოსურათით. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს გ-------- კ------ე იმყოფებოდა შეუძლოდ, რის გამოც იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოწმედ დაკითხულმა მისმა ოჯახის წევრებმა კი, დაადასტურეს, რომ როდესაც ნახეს გ----------------ე იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. შესაბამისად არსებობდა საფუძველი გ----------------ის ამოცნობა ჩატარებულიყო ფოტოსურათით და არა პირადად.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, განაჩენის ტექსტობრივ-შინაარსობრივ გაუმართაობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ა---––---ს რაიონული სასამართლოს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში, კერძოდ განაჩენის მე-2 გვერდზე მითითება იმაზე, რომ ბრალდებულები გ----------------ე და ლ-–-----–--–---–ი უნდა გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ი---------–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, არ ნიშნავს, რომ განაჩენს აქვს ორი სარეზოლუციო ნაწილი, აღნიშნულით მოსამართლემ აღნიშნა, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია არის არასწორი და შემდეგ ჩამოაყალიბა მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. დაცვის მხარის მიერ განაჩენის შინაარსთან დაკავშირებით დასახელებული სხვა საფუძვლები პალატას მიაჩნია ტექნიკურ ხარვეზად, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განაჩენის გაუქმებას.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დახურა სასამართლო სხდომა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამრთლო სხდომაზე დამსწრე პიების მხრიდან ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევას, შესაბამისად მოსამართლემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დახურა სასამართლო სხდომა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს თავმჯდომ----- გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება. შესაბამისად დაცვის მხარის მითითება, რომ მოსამართლემ დაარღვია კანონი, როდესაც საქმის განხილვა არ დაიწყო თავიდან საფუძველს მოკლებულია. ამასთან, არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტი, რომ მოსამართლემ დააყენა მხოლოდ მისი აცილების საკითხი და არ დაუყენებია დაცვის მხარის, ბრალდების მხარის და სხდომის მდივნის აცილების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შეიცვალა მხოლოდ მოსამართლე, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, განაგრძო საქმის განხილვა, შესაბამისად არ არსებობდა მხარეთა აცილების საკითხის განხილვის აუცილებლობა.

 

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ მოსამართლემ განაჩენში არ ასახა, კონკრეტულ მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული რიგი პასუხები, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი. ოქმში სრულად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო სდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად დააფიქსიროს სასამართლო სხდომის ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის ოქმები ნაწარმოებია სრულყოფილად, მასში დეტალურად არის ასახული სასამართლო პროცესის მიმდინარეობა. რაც შეეხება განაჩენში მოწმეთა ჩვენებების ზედმიწევნით ასახვას ასეთი ვალდებულება სასამართლოს არ აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. მოცემულ შემთხვევაში განაჩენში ასახულია ის მტკიცებულებები და მოწმეთა მიერ მიწოდებული ის ძირითადი ინფორმაცია, რომლებიც შემხებლობაში იყო ლ-–-----–--–---–ის, ი---------–--–---–ის და გ----------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან და რომელსაც ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნა, ამასთან მტკიცებულებათა დეტალურად აღწერის შემდეგ, სასამართლო მსჯელობს და აფასებს თუ რატომ გაითვალისწინა ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. შესაბამისად არ არსებობს საფუძველლი გაზიარებულ იქნეს დაცვის მხარის არგუმენტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ლ-–-----–--–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ხოლო ი---------–--–---–ი და გ----------------ე ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პალატა იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც რაიმე გარდატეხას ვერ მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, N12365/03 , პარ. 50). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმ-----ობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ლ-–-----–--–---–ის, ი---------–--–---–ის და გ----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-–-----–--–---–მა, ი---------–--–---–მა და გ----------------ემ ჩაიდინეს, ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ-–-----–--–---–ს და გ----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ. ი---------–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი არის ნასამართლევი, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებს ლ-–-----–--–---–ს და გ----------------ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ მიერ გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის გათვალისწინებით გაუსაზღვრა ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი.

 

ამასათან, პალატა მიუთითებს, რომ ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივნისის განაჩენით ი---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სააპლაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილ იქნა, რომ ი---------–--–---–ს ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივნისის განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის თანხა გადახდილი აქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს, კერძოდ - 2017 წლის 09 ნოემბერს, ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა ითვლებოდა ნასამართლევად. მართალია ამ შემთხვევაში არ არსებობდა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საფუძველი, თუმცა ვინაიდან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა - ი---------–--–---–მა ჩაიდინა განზრახი დანაშაული, მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელი უნდა განესაზღვრა რეციდივის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ პროკურორი ითხოვს ლ-–-----–--–---–ის, გ----------------ის და ი---------–--–---–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და მათთვის სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ა---––---ს რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის დამძიმებას, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ი---------–--–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი რეციდივის გათვალისწინებით შეცვალოს უფრო მკაცრი სასჯელით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---––---ს რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის, მსჯავრდებულ გ----------------ის ადვოკატ თ--------------ის და მსჯავრდებულ ლ-–-----–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ვედრო და ხის სკამი დაუბრუნდეს ა-----------–----ეს, ჭურჭლის ნამსხვრევები - განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა---––---ს რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის, მსჯავრდებულ გ----------------ის ადვოკატ თ--------------ის და მსჯავრდებულ ლ-–-----–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი---------–--–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ი---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

ი---------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 ნოემბრიდან.

 

ი---------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ლ-–-----–--–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ-–-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

ლ-–-----–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 13 ნოემბრიდან.

 

ლ-–-----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ----------------ე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 13 ნოემბრიდან.

 

გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ვედრო და ხის სკამი დაუბრუნდეს ა-----------–----ეს, ჭურჭლის ნამსხვრევები - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე