განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002802547
1-21/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილმა
ციცინო მაჭარაშვილის სხდომის მდივნობით
პროკურორი _ პ------–-–--–-ძე
ბრალდებული - რ---- ჯ-------ძე
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N------------
ბრალდებული: რ---- ჯ-------ძე
მამის სახელი: ნ--------
დაბადებული: 24.01.1---
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: ს----------–---
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: ა--------
მცხოვრები: ქ----------------–-----–----------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
რ---- ჯ-------ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 16 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბათუმში, ა----–-----–------------- - ში მდებარე ბინა N----–- ყოფნისას, რ---- ჯ-------ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, სიცოცხლის მოსპობის დაემუქრა დედას (ოჯახის წევრს) - მ-------რ ჯ-------ძეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეუდიცია.
ბრალდებულმა რ---- ჯ-------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ უჩვენა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
რაც შეეხება სხვა სადავო მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოში დაკითხული დაზარალებულ მ-------რ ჯ-------ძე ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ბრალდებული არის მისი შვილი რ---- ჯ-------ძე, რომელთანაც 2018 წლის 16 დეკემბერს ბათუმში მდებარე საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო პრობლემების ფონზე მოუხდა შეკამათება. კამათის დროს რ---- ჯ-------ძე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობიც რა მიიჩნია რეალურად და მუქარის შეეშინდა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოწმის სახით დასაკითხმა ბრალდებულის მამამ ნ------- ჯ-------ძემ შვილის რ---- ჯ-------ძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
გარდა ზემოაღნიშნული ერთადერთი ჩვენებისა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად მხოლოდ ერთი მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)
მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულ რ---- ჯ-------ძის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ---- ჯ-------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული რ---- ჯ-------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ---- ჯ-------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ზ---- ჯ-------ძეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2018 წლის 18 დეკემბერს - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
გამართლებულ რ---- ჯ-------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი